Blog-lar

Divardaki sakitlik

Səhər açılanda and içəcəksən ki, səssizlikdən başqa bir şey eşidilmirdi. Dünən belə idi və sabah səhərdən axşama qədər evimin qapısının açıq olduğunu gördüyün halda da belə olacaq.

Bir cinayətkar kimi keşiş müqəddəsliyinə girdin, susdun, başını aşağı salıb mənə baxmadın və axşam saat doqquzda son zamanların statistikanın dinləmək üçün divarın o tərəfinə keçdin. Dünya dayanana qədər hər gün sus. Səhər işə, qayğısız, düşüncəsiz, hətta eqoist, tək sənin üçün gedirdin. Məktəbə gedərkən uşağınla görüşər, salam verər və qabların mahnısını dəfələrlə eşitdiyin zaman – axşamdan üzündə əmələ gələn göyərmiş üzünü örtürdü – gah tələsik, gah vaxtında, illərlə, günlərlə. Ancaq sən susursan.

Dünya bağlananadək mənə baxırdın. Günəşli və rəngarəng gündə yerli mağazaya gedərdən təsadüfən qarşına çıxana gülümsəyirdin. Bədənim üçün mənə kömək etməyini istədim (ruhumu dəyişdirə bilməzdim). Gözləyirdim, zaman verirdim, bir neçə saniyə xilas etməyin üçün.

Sən yenədə susurdun.

Dünya dayandı.

Səni dayandırdılar.

Mən əsir edildim.

Yenidən qapı zəngi çaldı. Yataq otaqlarımız bir divara bölünmüşdür – ağlayan dodaqlarla aşağıya damlayan boya molekulları səssiz səslərini eşidirəm. Ancaq sən hələ inadla susdun. Dünya işi dayandırdı, ərin əli isə – yox. Kilidli bir şəhərdə, kilidli divarlarda həyat günlərim sağlam hüceyrələrim kimi gündən günə azalırdı. Bir dəfə səs küydə  səndə narahat oldun. Uğurlu şəfəqdə boz qapını döydün, yuxum gəlir, bəlkə uşağa ağlamaması üçün əmzik verəsiniz dedin…

Sən danışırdın, ancaq eyni zamanda susurdun.

Səhər məni qətlə yetirdilər…

…Bir cinayətkar kimi keşiş müqəddəsliyinə girdin, susdun, başını aşağı salıb mənə baxmadın və axşam saat doqquzda son zamanların statistikanın dinləmək üçün divarın o tərəfinə keçdin…

Mənbə: http://ginsc.net/home.php?id=2886&cat=2&sub=4&mode=11&lang=ge&fbclid=IwAR3W8GHNKjJuDj98lYrr06FA2qaGRPntVrKRb7pwQenoNbuSxQOuXH5jYxU#.X2GoZbXQx1U.facebook


სიჩუმე კედელში

ხვალ რომ გათენდება, დაიფიცებ, რომ არაფერი ისმოდა, სიჩუმის გარდა. გუშინაც ასე იყო და ხვალაც ასე იქნება, როცა ჩემი სახლის კარს ფართოდ გაღებულს დაინახავ დილიდან – ღამემდე.

დამნაშავესავით შემოხვალ უმღვდლო სავანეში, ჩუმად დაჯდები, თავსაც გაიქნევ, არ შემომხედავ და ზუსტად საღამოს ცხრაზე წახვალ კედლის მეორე მხარეს ბოლოდროინდელი სტატისტიკის დაბალ ხმაზე მოსასმენად. დუმდი ყოველ დღე მანამ, სანამ მსოფლიო გაჩერდებოდა. მიდიოდი სამსახურში დილას, უდარდელად, უფიქრელად, ანდაც ეგოისტურად, მარტოკა, შენთვის. სკოლაში მიმავალი გხვდებოდა ჩემი შვილიც, გესალმებოდა და იფარავდა სახეს იმ საღამოს სილურჯისაგან, როცა უკვე მერამდენედ გესმოდა ჭურჭლის სიმღერა – ხან გადაბმულად, ხან კიდევ დროში, წლებში, დღეებში გაწელილად. მაგრამ, შენ დუმდი.

მიყურებდი მსოფლიოს ჩაკეტვამდე. მიღიმოდი ფერად და მზიან დღეს ადგილობრივ სუპერმარკეტში შემთხვევით შემხვედრს. მესალმებოდი, გესალმებოდი და ვჩერდებოდით. მინდოდა გეშველა ჩემი სხეულისთვის (სულს ვეღარ შეცვლიდი). გაცლიდი, დროს გაძლევდი, რამოდენიმე წამს, გადასარჩენად.

შენ ისევ დუმდი.

სამყარო გაჩერდა.

შენ გაგაჩერეს,

მე – დამატყვევეს.

ჩემი სახლის კარსუკან ხმები კი ისევ ირეოდა. ჩვენი საძინებლები ერთ კედელს იყოფს – ატირებული ტუჩებით ჩამოკაწრული საღებავის მოლეკულებს შენკენ მუდარის ჩუმ ხმებს ვატანდი. მაგრამ, შენ ისევ ჯიუტად დუმდი. სამყარომ მუშაობა შეწყვიტა, ქმრის ხელმა – არა. ჩაკეტილ ქალაქში, ჩაკეტილ კედლებში, ვირუსმორეული ჯანმრთელი უჯრედებივით მიცოტავდებოდა სიცოცხლის დღეები. ერთხელ, ხმებისას, მსხვრევისას, დარტყმისას, შენც კი შეწუხდი. საბედისწერო გარიჟაჟისას დააკაკუნე ნაცრისფერ კარზე, მეძინებაო, იქნება-და მიხედოთ პატარას, საწოვარა ჩაუდოთო პირში, რომ ტირის…

შენ საუბრობდი, მაგრამ თან დუმდი.

დილას მე მომკლეს…

…დამნაშავესავით მოხვედი უმღვდლო სავანეში, დაჯექი ჩუმად, თავი გააქნიე, არ შემომხედე და ზუსტად საღამოს ცხრაზე წახვედი კედლის მეორე მხარეს ბოლოდროინდელი სტატისტიკის დაბალ ხმაზე მოსასმენად.

წყარო: http://ginsc.net/home.php?id=2886&cat=2&sub=4&mode=11&lang=ge&fbclid=IwAR3W8GHNKjJuDj98lYrr06FA2qaGRPntVrKRb7pwQenoNbuSxQOuXH5jYxU#.X2GoZbXQx1U.facebook