Blog-lar

Diplom yoxsa Cehiz

Müəllif: Kübra Qaracayeva

Valdeyin vardır qızının “Təhsili” və “Diplomu” ilə fəxr edən, valdeyin vardır qızının cehizilə fəxr edən.

Ailədə uşaqlarla, valideyn münasibətində əsas müəyyənedici amil ana və atanın mövqe və davranışlarıdır. Valideynin uşaqlarına qarşı sərgilədikləri onların gələcək həyatında mühim rol oynayır.Məsələn 1-ci sinifə başlayan uşaqlarına bu sənin qələmindir deyən valdeyinlərdə vardır, bu sənin cehizindir deyən valdeyinlərdə.13-14 yaşlarındakı qız övladlarına elmdən, təhsildən

danışmaq əvəzinə, sən evlənəcəksən, ideal gəlin, ideal ana olacaqsan kimi sözlərlə onların meylini təhsilə deyildə evliliyə yönləndirənlərdə.Elə bu səbəbdən bəzi hallarda az yaşlı, yəni evliliyə nə psixoloji, nə də fiziki baxımdan hazır olmayan qızlar erkən evliliyə təhrik edilirlər.Hətta bəzi hallarda 18 yaşı keçdikdən sonra “evdə qalmaq” fobiyasından əziyyət çəkməyə başlayan qızların sayıda az deyil.Qız ailə həyatı qurduqdan sonra isə bəzi valdeyinlər qızına verdiyi cehizlə fəxr etməyə başlayırlar.Onun dəyərinən, gözəlliyindən, çoxluğundan və s. qürur duyurlar.

Belə qurulan ailələrin tez boşanması da qaçınılmaz durumdur.Əgər cəmiyyət üçün sağlam övladlar istəyiriksə, niyə axı onları təhsilə doğru deyildə, evliliyə yönəldirik?!Unutmamalıyıq ki, qadın, eyni zamanda ana və tərbiyəçidir. Təhsilli qadın sağlam ailə, sağlam cəmiyyət deməkdir. Qadın cəmiyyətin inkişafında sütun rolunu oynadığını, dəyərli olduğunu bilməlidir.

Ancaq günümüzdə qızlarına təhsilli və güclü qadın olmağı öyrədən, daima cəsarətləndirən, ona verdiyi təhsillə fəxr edən valdeyinlərimizin sayıda az deyildir.

Daima bir həqiqət varsa oda “Sağlam bir cəmiyyət üçün təhsilli və sağlam düşüncəyə sahib qadınların vacibliyidir”.

——————————-

დიპლომი თუ მზითევი?

ავტორი: კიუბრა გარაჯაევა

არსებობს მშობელი, რომელიც გოგოს „განათლებით“ და „დიპლომით“ ამაყობს და არსებობს მშობელი, რომელიც გოგოს მზითვით ამაყობს.

ოჯახში შვილებისა და მშობლების ურთიერთობაში მთავარი ასპექტი მამისა და დედის მიდგომები და დამოკიდებულებებია. მშობლის მხრიდან შვილის მიმართ გამოხატული ნებისმიერი რამ, მის მომავალ ცხოვრებაზე მკვეთრად აისახება. მაგალითად, პირველკლასელ შვილს რომ ეუბნება, ეს შენი ფანქარიაო, ასეთი მშობელიც არსებობს და ისეთიც, რომელიც, ეს შენი მზითევიაო, ამბობს. 13-14 წლის ასაკში, იმის მაგიერ, რომ შვილს განათლებაზე, მეცნიერებაზე ესაუბროს, – შენ დაოჯახდები, იდეალური რძალი, იდეალური დედა უნდა იყოო, ეუბნება, მოზარდის ინტერესებს განათლების ნაცვლად დაოჯახებისკენ მიმართავს. ზუსტად ამ მიზეზით მცირეწლოვან, ანუ დაოჯახებისთვის არც ფსიქოლოგიურად და არც ფიზიკური თვალსაზრისით უმწიფარ გოგოებს ადრეულ ქორწინებას აიძულებენ. ამასთან ერთად 18 წელს გადაცილებულ გოგონებს შორის არ არიან ცოტანი, ვისაც „სახლში დარჩენის“ ფობია ეწყება. გოგოს დაოჯახების შემდეგ კი, მშობლების თავიანთივე გაცემული მზითვით ამაყობენ. ამაყობენ მზითვის რაოდენობით, გადახდილი თანხის ოდენობით, სილამაზით და ა. შ.

მსგავსად შექმნილი ოჯახის განქორწინებით დასრულება გარდაუვალია. თუ საზოგადოებისთვის “ჯანსაღი“ შვილები გვსურს, მაშინ მათ განათლების ნაცვლად ქორწინებას რატომ ვუმზადებთ?! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალი ამავდროულად დედა და აღმზრდელია. განათლებული ქალი ჯანსაღ ოჯახს, ჯანსაღ საზოგადოებას ნიშნავს. ქალმა უნდა იცოდეს, რომ იგი საზოგადოების განვითარებაში მთავარ როლს თამაშობს და მნიშვნელოვანია.

თუმცა, აღსანიშნავია იმ მშობლების მნიშვნელოვანი რაოდენობაც, რომლებიც დღესდღეობით საკუთარ გოგოებს განათლებაზე ორიენტირებასა და ძლიერ ქალად ყოფნას ასწავლიან, მუდმივად აძლიერებენ მათ და ამაყობენ მათ მიერ მიღებულ განათლებაში თავიანთი წვლილით.

მუდმივი ჭეშმარიტება, რაც არსებობს ისაა, რომ „ჯანსაღი საზოგადოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვთ განათლებულ და ჯანსაღად მოაზროვნე ქალებს“.