Blog-lar

Əmək haqqı ödənişində mövcud gender bərabərsizliyi

Bugünkü Gürcüstan reallığında əmək haqları arasında gender bərabərsizliyi əsas problem olaraq qalır. Bu istiqamətdə atılan müsbət addımlara baxmayaraq, maaşlar arasında gender bərabərsizliyi aradan qaldırılmayıb.Kişilərin və qadınların saatlıq əmək haqqı arasındakı fərq gender zəminində ödəniş fərqi adlanır.
Gender zəminində ortaya çıxmış maaş fərqi və ya sadəcə genderə görə maaş fərqi və onun müəyyənediciləri haqqında daha çox məlumatlı olmaq işçilər, onların işəgötürənləri, siyasətçilər və qanunvericilər arasında məlumatlılığın artırılmasına, iqtisadi bərabərsizliyin azaldılması məqsədi ilə daha çox tədbirlərin görülməsinə yol açacaq, qadınlara öz məhsuldar potensialını reallaşdırmağa kömək edəcək və iqtisadi artımla nəticələnəcəkdir.
Bu məsələnin əhəmiyyətini nəzərə alaraq, BMT-nin Qadınlar Təşkilatı 2017-ci ildə Geostat-ın İşçi Qüvvəsi Sorğunun ətraflı təhlilinə əsaslanan “Əmək Bazarında Gender Maaş Fərqi və Bərabərsizliyi” adlı xüsusi hesabat hazırlayıb. Hesabatda əmək bazarında qeyri-bərabər əmək haqqına əsaslanan yanaşmanın mövcudluğunu aşkar etməyə imkan verən bir neçə mühüm faktlar müəyyən edilir. Xüsusilə, aylıq əməkhaqqına görə, 2017-ci ildə Gürcüstanda gender əmək haqqı fərqi 37,2% təşkil edib ki, bu da işləyən qadınların aylıq əmək haqqının orta hesabla işləyən kişilərin aylıq əmək haqqının 62,8%-ni təşkil etməsi deməkdir. Saatlıq əmək haqqına görə, gender əmək haqqı fərqi 17,7%-ə bərabərdir.
Statistik göstəricilər mövcud disbalansın əsasını təşkil edən işçi qüvvəsi arasında əhəmiyyətli fərqlərin qoyulduğunu düşünməyə əsas verə bilər, baxmayaraq ki, bu rəqəmlər təhsil, iş təcrübəsi və digər şəxsi xüsusiyyətlər baxımından ödənişli məşğulluqda qadınlar və kişilər arasında mövcud ola biləcək mümkün fərqləri nəzərə almır.
Bundan əlavə, Xalq Müdafiəçisinin 2017-ci il hesabatına əsasən, baxılan işlərin 16%-də ayrı-seçkilik və ya ayrı-seçkiliyə təhrik faktı müəyyən edilir. İşlərin 70%-də tərəf alternativ müdafiə vasitəsindən, yəni məhkəməyə müraciət etdiyindən və ya cavabdeh tərəfindən iş üzrə məlumat və sübut təqdim edilmədiyi üçün iş təxirə salınıb. Eyni məlumatlara görə, ən çox sənədləşdirilmiş insan hüquqlarının pozulması halları əmək sektoruna aiddir. Qadınlar və fiziki imkanları məhdud şəxslər bu məsələdə xüsusi problemlə üzləşirlər.
Müəllif: Ayhan Həsənov
———————————————————————
გენდერული უთანასწორობა ანაზღაურებებს შორის
დღევანდელ საქართველოს რეალობაში, ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობა დიდ გამოწვევად რჩება. მიუხედავად ამ მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა, მაინც არაა აღმოფხვრილი ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობა.
მამაკაცებისა და ქალების მიერ გაწეული შრომის საათობრივ ანაზღაურებას შორის განსხვავებას გენდერულ სახელფასო სხვაობას უწოდებენ.
გენდერული ნიშნით გამოწვეული სახელფასო სხვაობისა ან, უბრალოდ, გენდერული სახელფასო სხვაობისა და მისი დეტერმინანტების შესახებ მეტის ცოდნა ხელს შეუწყობს დასაქმებულების, მათი დამქირავებლების, პოლიტიკოსებისა და კანონმდებლების ცნობიერების ამაღლებას, ეკონომიკური უთანასწორობის შემცირებაზე მიმართული ღონისძიებების გატარებას, ქალების დახმარებას საკუთარი პროდუქტიული პოტენციალის რეალიზაციასა და, საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ ზრდას.
აღნიშნული საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მოამზდა სპეციალური ანგარიში „გენდერული სახელფასო სხვაობა და უთანასწორობა შრომის ბაზარზე“, რომელიც საქსტატის 2017 წლის სამუშაო ძალის კვლევის დეტალურ ანალიზზე დაყრდნობით არის დამუშავებული. ანგარიშში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნებაა გამოვლენილი, რომელიც გვაძლევს შრომის ბაზარზე უთანასწორო ხელფასზე დაფუძნებული მიდგომის არსებობის აღმოჩენის შესაძლებლობას. კერძოდ, თვიური ხელფასის მიხედვით, გენდერული სახელფასო სხვაობა საქართველოში 2017 წელს 37,2 %-ს შეადგენდა, რაც ნიშნავს, რომ დასაქმებული ქალების თვიური ანაზღაურება, საშუალოდ, დასაქმებული კაცების თვიური ანაზღაურების 62,8% იყო. საათობრივი ხელფასის მიხედვით კი, გენდერული სახელფასო სხვაობა 17,7%-ს უტოლდება.
აღნიშნულმა სტატისტიკურმა მაჩვენებლებმა, შესაძლოა, გვაფიქრებინოს, რომ სამუშაო ძალებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები, რომელიც ქმნის აღნიშნული დისბალანსის საფუძველს, თუმცა ეს მაჩვენებლები არ ითვალისწინებს იმ შესაძლო განსხვავებებს, რომლებიც ანაზღაურებადი შრომით დაკავებულ ქალებსა და კაცებს შორის განათლების, სამუშაო გამოცდილებისა და სხვა პიროვნული მახასიათებლების მიხედვით შეიძლება არსებობდეს.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, მის მიერ განხილულ საქმეთა 16%-ში დისკრიმინაცია ან დისკრიმინაციის წახალისება დგინდება. საქმეთა 70%-ში საქმის განხილვა შეწყდა, რადგან მხარემ სამართლებრივი დაცვის ალტერნატიული საშუალება გამოიყენა, კერძოდ მიმართა სასამართლოს, ან მოპასუხემ საქმესთან დაკავშირებით არ წარმოადგინა ინფორმაცია და მტკიცებულებები. იმავე მონაცემების თანახმად, უფლებათა დარღვევის დოკუმენტირებულ შემთხვევათა ყველაზე დიდი რაოდენობა შრომით სფეროს მიემართება. ამ მხრივ განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე ქალები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დგანან.
ავტორი: აიჰან გასანოვი
წყარო:
1. Un Women საქართველო- კვლევა „გენდერული სახელფასო სხვაობა და უთანასწორობა საქართველოს შრომის ბაზარზე“. ხელმისაწვდომია:
1.1. https://georgia.unwomen.org/…/gender-pay-gap-remains-a…
1.2. https://georgia.un.org/…/45311-genderuli-sakhelpaso…
2. საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლემნტო ანგარიში.