Blog-lar

Əslində kimdir günahkar?

Pərvin Hacıyevanın blogu

Cəmiyyətin pozulmasına səbəb olaraq bir çox şeyi misal göstərmək olar, ilk olaraq adını qoya bilmədiyimiz, bizi çox vaxt uçuruma aparan mentalitetimiz… Daha sonra mənə nə dəxli var məntiqi ilə yaşamaq… Son olaraq isə özü üçün deyil, ətrafdakıların düçüncəsi ilə hərəkət edən toplum.

Son zamanlar gündəmi zəbt edən zorakılıq mövzusunda qısa olaraq öz fikirlərimi şərh edəcəm. Bəzən bu cəmiyyətin bir hissəsi olduğuma görə utanc hissi yaşayıram, şahidi olduğumuz ağlasığmaz hadisələri gördükdə hər kəsə qarşı şübhə ilə davranırsan. İnsanlardan və onların zəif düşüncələrindən özünü qorumağa çalışırsan. Özünü insanlardan qorumaq… Bunun nə demək olduğunu yəqin ki, dərk edirsiniz.

Bu hadisələri ört-basdır edib, heç nə olmamış, yaşanmamış kimi həyatına davam etməyi qanun olaraq qarşımıza qoyan kimdir? Təbii ki, sənin mentalitetin. Ətrafımızda mental düşüncələrin əsiri olan insanlar görəsən bu vəhşiliyin fərqindədirlərmi? Bizə nəyə görə ətrafımızdakıların nə düşündüyü maraqlı olmalıdır? Axı onlar sənin haqqında artıq-əskik söhbət olunduğunda, başına hər hansı bədbəxt hadisə gəldiyində “MƏNƏ NƏ DƏXLİ VAR?..” deyən insanlardılar. Hansı səbəblə biz həyatımızı kiməsə görə yaşamalıyıq? Bu gün qızlara qarşı zorakılıq tətbiq olunur, bizsə toplum olaraq növbəti qurbanların kim olacağını gözləyirik.

Qızlarımızı qaçırırlar, kənd sakinləri nə deyər, düşmən sevindirməyək, qızımız taleyi ilə barışsın deyirik, siz heç övladına sahib çıxıb, dərdinə şərik olub, qızını gözü yaşlı qoymayıb evinə gətirən valideyn gördünüzmü? Mən görmədim… Mən sevmədiyi insanla ona nifrət bəsləyərək eyni həyatı bölüşməyə məcbur qalan, zorla qaçırılıb təhsilini yarımçıq qoyan qızlar gördüm, mən yalandan gülümsəyən, təhsil almaq arzusu ilə yaşıdlarına baxıb həsəd aparan qızlar gördüm, mən “kaş ki”lərlə dolu həyatlar gördüm, əgər buna həyat demək olarsa… və mən o, bu nə deyər düşüncəsinə sığınan valideynlər gördüm. İndi sadəcə təəssüf edə bilirəm. Nə vaxta kimi axan göz yaşlarına səbəb olan hadisələri ört-basdır edəcəyik, onun-bunun düçüncəsinə görə yaşayacağıq, o vaxta kimi gözümüz, qulağımız çox hadisələrin şahidi olacaq.

Gəlin onu da unutmayaq ki, qadın dünyaya yalnız “qadın” olmaq üçün gəlməyib. Qadının da öz hüquqları var, o, evlənmək və uşaq dünyaya gətirməkdən başqa təhsil ala, peşəyə yiyələnə bilər. Bir qadına qarşı güc tətbiq etmək, zorakılıq törətmək cəmiyyətdə olan bütün qadınların hüquqlarını pozmaq deməkdir.

marneulifm.ge


სინამდვილეში ვინ არის დამნაშავე?

ფარვინ გაჯიევას ბლოგი

საზოგადოებაში არსებული პრობლემა უამრავია, და შეგვიძლია, რამდენიმე მათგანზე ვისაუბროთ. თავდაპირველად, ეს არის ხშირად ყველაფრის დამანგრეველი მენტალიტეტი, შემდგომ, „მე რა შუაში ვარ“ ლოგიკით ცხოვრება, ბოლოს კი, არა საკუთარი თავის, არამედ სხვების – გარშემომყოფების აზრებით მცხოვრები საზოგადოება…

ბოლო პერიოდის აქტუალურ საკითხზე, ძალადობაზე დავაფიქსირებ ჩემს აზრს. ძალიან მრცხვენია, რომ ამ საზოგადოების წევრი ვარ, როდესაც ისეთი უკიდურესი სიტუაციების მოწმეები ვხვდებით, რისი გაგებაც ნამდვილად შეუძლებელია. ყველას მიმართ ეჭვით მოქმედებ. საკუთარ თავის დაცვას ცდილობ ადამიანებისა და მათი აზრებისგან. საკუთარი თავის ადამიანებისგან დაცვა… ალბათ გესმით, ეს რას ნიშნავს.

მომხდარის დამალვა, ცხოვრების ისე გაგრძელება, ვითომ არაფერი არ მოხდა, – ეს ყველაფერი ვინ დააკანონა? რა თქმა უნდა, შენმა მენტალიტეტმა. გარშემო მყოფები, რომლებიც ამ მენტალური აზერების მონები არიან, ნეტავ თუ ხედავენ ამ საშინელებებს? ჩვენთვის რატომ უნდა იყოს საინტერესო გარშემომყოფების აზრები? ეს ადამიანები ხომ ისინი არიან, ვინც შენს თავს ცუდი ამბის დატყდომის შედეგადაც კი, მე არ მეხებაო, ამბობენ. რა მიზეზით უნდა ვიცხოვროთ ჩვენ სხვისთვის? დღეს გოგონებზე ძალადობენ და ჩვენ, მთელ საზოგადოებასთან ერთად, მომდევნო შემთხვევას ველოდებით.

გოგონებს იტაცებენ, ჩვენი რეაქცია კი შემდგენაირია: სოფლის მცხოვრებლები რას იტყვიან, ნუ გავახარებთ მტერს, გოგო უნდა შეურიგდეს საკუთარ ბედისწერას. ოდესმე გინახავთ შემთხვევა, ვინმემ საკუთარი შვილის, გოგოს პრობლემა გაიზიაროს, თვალცრემლიანი არ მიატოვოს იგი და სახლში დააბრუნოს? – მე არ მინახავს! მე მინახავს ისეთები, რომლებიც ვალდებულნი გახდნენ, მთელი ცხოვრება უცხოსთან გატაერებინათ, ძალით მოიტაცეს და სწავლა შეაწყვეტინეს, ტყუილად რომ იღიმებიან, სინამდვილეში სწავლა სურთ და თანატოლების შურთ. მე ძალიან ბევრჯერ მინახავს „ნეტავ“-ებით სავსე ცხოვრებები, თუ ამას ცხოვრება ჰქვია… და მე „სხვები რას იტყვიან“-ის გამმართლებელი მშობლები მინახავს. სამწუხაროა… როდემდეც დავმალავთ ამ ტირილის მომგვრელ ამბებს, სხვების აზრებით ვიცხოვრებთ, მანამდე დავინახავთ და გავიგებთ ძალიან ბევრ მსგავს ამბავს.

მოდით, არ დავივიწყოთ ისიც, რომ ქალი სამყაროში მხოლოდ „ქალად“ გახდომისთვის არ ჩნდება. ქალსაც აქვს უფლებები, გათხოვებისა და შვილის გაჩენის გარდა, მას სწავლის მიღებაც შეუძლია, სასურველი პროფესიის დაუფლებაც. ერთი ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობა კი, საზოგადოების ყველა სხვა ქალი წევრის უფლების დარღვევაა.

marneulifm.ge