2019-cu ilin ilk 6 ayında (yanvar-iyul) polis 5399 məhdudlaşdırıcı order yazılıb, bunlardan 144 nəfər orderi pozub. Bu haqda məlumatı DİN mətbuat xidməti yayır. Məlumatlara əsasən, 2019-cu ilin ilk altı ayında yazılan məhdudlaşdırıcı order, 2018-ci ilin həmin perioduna nisbətən artıb. Keçən ilin ilk altı ayında 3292 order yazılıb.
” 2019-cu ilin ilk altı ayında yazılan məhdudlaşdırıcı order və onun effektivliyi haqqında cəmiyyətə məlumat vermək istəyirik. Nazirlik zorakılıq qurbanını qorumaq üçün təcavüzkara qarşı sərt siyasət yürüdür. Daxili İşlər Nazirliyinin təşəbbüsü ilə məhdudlaşdırıcı order pozulduğu ilk hal inzibati məcəlləylə deyil, cinayət məcəlləsinə uyğun olaraq cəzalandırılır. Qeyd edilən dəyişiklik ailə zorakılığıyla mübarizədə qurbanın təhlükədən qoruma mexanizmidir”,- DİN tərəfindən yayılan məlumatda qeyd edilir.
2019-cu ildə yazılan məhdudlaşdırıcı order regionlara əsasən belə bölünür, Tbilisidə 2655; İmereti, Raca-Leçxumi, Aşağı Svanetidə – 563; Aşağı Kartlidə 477; Kaxetidə- 443; Acarada- 428; Daxili Kartlidə -345; Samaqrelo-Yuxarı Svanetidə-258; Mtsxeta-Mtianetidə- 131; Samtsxe_Cavaxetidə-66; Quriyada-33 order yazılıb.
2019-cu ilin ilk altı ayında yazılan məhdudlaşdırıcı orderi pozduğuna görə 144 şəxs məsuliyyətə cəlb olunub. Bu ümumi sayın 3%-dir.
“2018-ci ildə məhdudlaşdırıcı orderin 6%-i pozuldu. Qeyd edilən məlumat məhdudlaşdırıcı orderin, qurbanı zorakılıqdan qorumaq üçün effektivliyini sübüt edir.
Eyni zamanda məhdudlaşdırıcı orderin pozuntusu zamanı qurbanın polisə müraciət etməsi halları artıb. Bu zərərçəkənin lazımı məlumatı olmasını və polisə etibar etməsini göstərir.
Müraciət edeənlərin sayının artmasıyla bərabər, zərərçəkənlərin bir hissəsi polisə xəbər verməyə yenə də çəkinir. Bu isə təcavüzkarı, daha da həvəsləndirir və adətən daha böyük cinayətlərə səbəb olur.Buradan zorakılıq qurbanlarına və ailədə zorakılıq haqqında məlumatı olan şəxslərə səslənirəm, bu faktlar haqqında vaxtında polisə xəbər verin, bununla əməkdaşlarımız zərərçəkənin təhlükəsiz mühitdə yaşamasını təmin estin və təcavüzkar cəzasız qalmasın”,- DİN-in bəyanatında qeyd olunub.
6 თვეში, შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში 144 პირი მიეცა
2019 წლის 6 თვეში (იანვარი-ივნისი) პოლიციამ 5399 შემაკავებელი ორდერი გამოსცა, საიდანაც შეკავების პირობები 144-მა პირმა დაარღვია. აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურიდან მიაწოდეს. მონაცემების თანახმად, 2019 წლის 6 თვეში შემაკავებელი ორდერების გაცემის მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ პრეიოდთან შედარებით გაზრდილია. გასული წლის 6 თვეში პოლიციამ 3292 შემაკავებელი ორდერი გამოსცა.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2019 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერებისა და მათი ეფექტიანობის შესახებ. მსხვერპლის ძალადობისგან დასაცავად სამინისტრო კვლავ აგრძელებს მკაცრი პოლიტიკის გატარებას ოჯახში მოძალადეების მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გამკაცრდა პასუხისმგებლობა შემაკავებელი ორდერების დარღვევაზე და შემაკავებელი ორდერის დარღვევის პირველივე შემთხვევა ისჯება სისხლის სამართლის წესით, ნაცვლად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიღებით, კიდევ უფრო გაუმჯობესდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება 2019 წლის 6 თვეში გამოცემულ შემაკავებელ ორდერებს რეგიონების მიხედვით, თბილისში – 2655 ორდერი გაიცა; იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა, ქვემო სვანეთში – 563; ქვემო ქართლში – 477; კახეთში – 443; აჭარაში – 428; შიდა ქართლში – 345; სამეგრელო-ზემო სვანეთში – 258; მცხეთა-მთიანეთში – 131; სამცხე-ჯავახეთში – 66 ხოლო გურიაში – 33.
2019 წლის 6 თვეში კი შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში იქნა მიცემული 144 პირი, რაც ორდერების დარღვევის 3%-იან მაჩვენებელს შეადგენს.
„2018 წელს დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის 6%-იანი მაჩვენებელი. აღნიშნული ადასტურებს შემაკავებელი ორდერების ეფექტიანობას, რაც მსხვერპლის დაცვის რეალურ მექანიზმს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი ორდერების დარღვევა, ძირითადად, გამოხატული იყო მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის დარღვევაში და არა რაიმე ძალადობრივ ქმედებაში. დამრღვევი 137 შემთხვევაში იყო მამაკაცი, ხოლო 7 შემთხვევაში – ქალი. პოლიციის მიერ პროაქტიულად შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის დროს, რაც მსხვერპლთან გეგმური და არაგეგმური ვიზიტებისა და სატელეფონო კომუნიკაციის გზით ხორციელდება, 10% შემთხვევაში მოხდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამოვლენა. აღნიშნული 2018 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედებული შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის მექანიზმის ეფექტიანობაზე მიუთითებს.
ასევე, მაღალია შემაკავებელი ორდერის დარღვევაზე მსხვერპლის მხრიდან პოლიციისადმი მიმართვის მაჩვენებელი, რაც დაზარალებულების სათანადო ინფორმირებულობასა და პოლიციის მიმართ ნდობის გაზრდაზე მეტყველებს.
თუმცა, მიმართვიანობის ზრდის პარალელურად, მსხვერპლთა გარკვეული ნაწილი თავს იკავებს დანაშაულის პოლიციისათვის შეტყობინებისაგან, რაც ახალისებს მოძალადეს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისაკენ. შესაბამისად, მოვუწოდებთ მსხვერპლსა და ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ, დროულად შეატყობინონ აღნიშნული ფაქტები პოლიციას, რათა მათი თანამშრომლობის შედეგად დაზარალებულებს ჰქონდეთ უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა და დაუსჯელი არ დარჩეს მოძალადე“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
წყარო: interpressnews.ge