Blog-lar

Ağlımda dolanan o cümlə: Paxıl olma – sağlam rəqabət apar

Müəllif: Dərya Həsənova

Mən Dərya Həsənova, İlia dövlət universitetinin hazırlıq kursu tələbəsiyəm. İstəyirəm sizinlə həyatda birşeylərə nail olmağın elə də asan olmaması barədə fikirlərimi bölüşüm. Mən hər zaman düşünürəm ki, əsas məsələ uğur qazanmaq deyil, o mövqeyə necə nail olduğun, pillə-pillə çıxdığın yüksəkdən baxdıqda, arxanda buraxdıqlarının sənin canını yaxmamısı və narahat etməməsidir. Bəli, ola bilsin çətin olsun, bezək, yoluraq, usanaq. Amma əgər  məqsədin varsa, ona nail olmaq üçün atdığın hər bir addımın  müsbət nəticə verməsi qədər,heçnə həzz verə bilməz insana.

Kiçik yaşlarımdan ingilis dilinə marağım olub, özəl dərs alıb öyrənmişəm. İngilis dilini öyrənməklə içimdə xaricə getmək arzusu yarandı, qarşıma məqsəd qoydum və hər qarşıma keçən şansı dəyərləndirdim. Hər pragramdan mənfi cavab gəldi ama vazkeçmədim. Sonunda bir programa baş vurdum və Gürcüstandan 10 nəfərdən biri seçildim və ABŞ-a təhsil almağa yollandım. Pragrama qəbul olduğumda təəssüf ki, hamı mən və ailəm kimi sevinmədi, kimiləri bu böyük uğurumu göz ardı elədilər, kimisi dedi yəqin atası öz pulları ilə göndərib və s.

Amerikadan qayıdandan sonra da sadəcə məni sevənlər və dəstək olanlar yanımda oldular, o gün anladım ki, səni sevənlər pis yox yaxşı günündə özlərini göstərir. Getdikcə bir sıra uğurlara nail olmağa başladım, Indiana Universitetinin kiçik grantına layiq görüldüm və yaxın dostumla “Girl Up” Marneulini yaratdıq. Bir sıra fəaliyyətlərə başladıq, lakin bir çoxları bu uğurlarımıza paxıllıq elədi. Buralara gələnə qədər az çətinlikdən keçmədim, Amerikaya gedəndə demək olar ki, hamı qarşı çıxdı.

 “Qız uşağının nə işi var xaricdə tək başına, mən olsam qoymazdım, yaxşı fikirləşin”  filan.  Ama qəbul olan kimi, Atam heç mənə soruşmadan sənədlərimi hazırlamağa dəstək və yardımçı oldu.  Əsas ailəm güvəndi mənə,və bu sayıdədə razılıq verdilər. Cəmiyyətdə insanların paxıllıqlarına, pis fikirlərinə baxmayaraq öz yoluma davam etdim. Ətrafımdakı çox insan həmişə paxıllıqla yanaşdı yanıma, kimsə nəsə istifadə eləmək üçün. Mən paxıllıq yox da, rəqabəti sevdim əslində. Kiminsə uğruna sevinib mən də onlar kimi olmaq istədim, o edə bilirsə mənə nə olub dedim, və çox şükür az da olsa istəklərimə nail oldum. Və bu proses hələdə davam edir.  Məndən sonra, kəndimizdə artıq valideynlər də qız uşaqlarını müxtəlif kurslara, aktivliklərə qoşulmaqlarına icazə verdilər.  Onlarda müsbət fikir yaratdığım üçün sevinirəm.Cəmiyyətin fikirlərinin formalaşmasına birazcada olsa qatqım varsa bunu özümə uğur hesab edirəm.

Hal-hazırda universitetdə təhsil alıram və yenə də zövq aldığım aktivliklərə qoşulmağa davam edirəm. Məqsədim xaricdə yenə təhsil almaqdır, buna görə də öz üzərimdə bacardığım qədər işləyirəm. Bizim cəmiyyətdə norma olmayan fəalliyyətin varsa, əsas odur ki, ailən sənə inana və güvənə, gerisi heç vecinə də olmur insanın. Arzusu olan insanlara əsla vaçkeçməməyi, paxıl olmamağı və rəqabət aparmağı tövsiyə edirəm…


იყავი ჯანსაღ კონკურენციაში!

ავტორი: დარია გასანოვა

მე ვარ დარია გასანოვა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსის სტუდენტი.

დღეს მინდა, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ იმის შესახებ, თუ როგორი რთულია ცხოვრებაში რაიმეს მიღწევა. მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ მთავარი ის კი არაა, რომ წარმატებას მიაღწიო, – მთავარია, გაითვალისწინო, თუ როგორ მიხვედი ამ დონემდე. ისე უნდა გაიარო ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალისკენ მიმავალი გზა, რომ როდესაც მოიხედავ, ცუდი განცდა არ გქონდეს და არ შეგაწუხოს. მართალია, შესაძლებელია, გადაიღალო, დანებდე, თუმცა, თუ მიზანი გაქვს, მის მისაღწევად გადადგმულ ყოველ ნაბიჯს, დადებით შედეგს რომ დაინახავ, ამაზე დიდი სიხარული ადამიანისთვის არ არსებობს.

მე ადრეული ასაკიდანვე დიდი ინტერესი მქონდა ინგლისურის მიმართ, კერძო გაკვეთილებზე დავდიოდი, ენა ისე ვისწავლე. ინგლისურის სწავლით, ყოველთვის საზღვარგარეთ განათლების მიღების დიდი სურვილი მქონდა. ეს მქონდა მიზნად დასახული და მის მისაღწევად ყველა შესაძლებლობას ვიყენებდი.

მოხდა ისე, რომ ბევრი პროგრამისგან უარი მივიღე, თუმცა არ გავჩერებულვარ. ბოლოს, ერთ-ერთ პროგრამაში შევიტანე დოკუმენტები და საბედნიეროდ, გამოვიდა. შედეგად, საქართველოდან 10 მონაწილეს შორის შემარჩიეს და ამერიკაში სასწავლებლად გავემგზავრე. პროგრამაში რომ გავედი, მე და ჩემი ოჯახის გარდა, არავის უხაროდა, ზოგმა ეს დიდი წარმატება უყურადღებოდ დატოვა, ზოგმა თქვა, მამამ საკუთარი ფულით გაუშვაო ა. შ.

ამერიკიდან როცა დავბრუნდი, მხოლოდ იმ ადამიანებმა დამიჭირეს მხარი, ვისაც ვუყვარდი, და იმ დღეს მივხვდი, რომ შენი არის ის, ვინც შენი წარმატების დროს მხარს გიჭერს.

დროთა განმავლობაში, რიგ წარმატებებს მივაღწიე. ინდიანას უნივერსიტეტის მცირე გრანტი მოვიპოვე და მეგობრებთან ერთად, Girl Up მარნეული დავაარსე.

როდესაც ჩვენი მუშაობის ამბავი გავრცელდა, ბევრს ეს არ მოეწონა.

დღემდე რომ მოვსულიყავი, ჩემი განვლილი გზა მარტივი არ იყო. როდესაც ამერიკაში გავემგზავრე, თითქმის ყველა წინააღმდეგი იყო. „გოგოს რად უნდა უცხოეთში მარტოს, მე არ გავუშვებდი, კარგად დაფიქრდითო“ , და სხვა მრავალი აზრი ტრიალებდა გარშემო ხალხისგან. მაგრამ, დადებითი პასუხის მიღებისთანავე, მამაჩემმა მხარი დამიჭირა და დოკუმენტების მომზადებაში დამეხმარა. მთავარია, ოჯახმა ნდობა გამომიცხადა და ჩემს წასვლაზე დათანმხდა.

საზოგადოების, ხალხის ბოროტებისა და ცუდი აზრების მიუხედავად, მე ჩემი გზით განვაგრძე სიარული. ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი მხოლოდ გამოყენების მიზნით დამიახლოვდა. მე ბოროტების კი არა, მუდმივად ჯანსაღი კონკურენციის მომხრე ვიყავი. ვიღაცის წარმატება სულ მიხაროდა და სულ მინდოდა, მეც ვყოფილიყავი ასეთი. ვამბობდი, თუ მათ შეუძლიათ, ე. ი. დღეს მეც შემიძლია, მივაღწიო მიზნებს-მეთქი, და ასეც მოხდა, ნაწილობრივ მაინც. ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. ჩემს შემდეგ, ჩვენს სოფელში მშობლებმა უკვე თავისი გოგონები სხვადასხვა კურსებზე გაუშვეს და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღებაზე დასთანხმდნენ. მე მიხარია, რომ მათში დადებითი პრეცედენტი შევქმენი. საზოგადოების აზრების ჩამოყალიბებაში თუ ჩემი პატარა წვლილი მაინცაა, ამას ჩემი წარმატების ნაწილად ჩავთვლი.

დღესდღეობით, უნივერსიტეტში ვსწავლობ და ისეთ აქტივობებში მონაწილეობის მიღებას ვაგრძელებ, რაც მომწონს და მავითარებს. ჩემი დრვანდელი მიზანი საზღვარგარეთ განათლების მიღებაა, ამის გამო შეძლებისდაგვარად ვსწავლობ. ჩვენს საზოგადოებაში თუ ისეთი საქმით ხარ დაკავებული, რაც ნორმა არაა, მთავარია, ოჯახმა მხარი დაგიჭიროს და ნდობა გამოგიცხადოს. სურვილის მქონე ადამიანებს ვურჩევ, არ დანებდნენ, არ იყვნენ ბოროტები და ჯანსაღ კონკურენციაში შევიდნენ…