Blog-lar

Ailə: kişi və qadın münasibətləri

Ailə – nigah və ya qan qohumluğuna əsaslanan, məişət ümumiliyi və qarşılıqlı mənəvi məsuliyyətlə bağlı olan kiçik sosial birlikdir. Ailə kiçik dövlətdir, təməlini necə qoyarsan elə də formalaşar. Ailədə qadın və kişinin rolu böyükdür. Burada ki, üzvlər bir-birinin qayğısına qalmalı, bir – birinə hörmət etməli, mənəvi, maddi ehtiyaclarını təmin edilməsinə dəstək göstərməli və istəklərini nəzərə almalıdır. Ailə səadəti ailənin hər bir üzvündən eyni dərəcədə asılıdır. Hər bir ailə üzvü öhdəsinə düşən vəzifəni yerinə yetirsə, aydındır ki, tarazlıq pozulmaz. Və bu birliyin davamlılığı və xoşbəxtliyi üçün hər kəs üzərinə düşən vəzifəni bilməli və yerinə layiqincə yetirməlidir.

Bəs gümüzdə ailədə qadın kişi münasibətləri necə olmalıdır və necədir?

Aparılmış tədqiqatlar təsdiq edir ki, ailə münaqişələri psixoloji və fiziki zorakılıqlarla nəticələnir.  Ailə  şiddəti qurbanlarının cinslərə görə təyin etmək üçün 2013-2017 – illər arasında aparılmış tədqiqatın nəticəsinə əsasən 2017 – ci ilin göstəriciləri liderlik edir. Göstəricilər sübut edir ki, 2017-ci ildə şiddət qurbanı 3599 qadınlar, 497 nəfər isə kişilər olmuşlar. 2017-19 – cu illərdə isə qadınlar 85%, kişilər isə15 % təşkil edirdilər.

Bundan əlavə 2020-ci ildən bu yana ailədə qadına qarşı şiddət artmaqdadır, araşdırmalar təsdiq edir ki, 5700 hadisə qeydə alınmışdır. Həmçinin 2020-ci ilin mart ayında keçirilmiş tədqiqat məlum edir ki, göstərilən şiddətin 78 %-ni psixoloji, 18% – ni fiziki, 1%-ni ekonomik şiddət və başqaları təşkil edir.

Qadın və kişi arasında yaranmış xırda söz söhbətlət, böyük münaqişələrə və nəhayət boşanmalara gətirib çıxarır. Son 6 ildə boşanmaların sayı xeyli artmaqdadlr. Gürcüstan mediasının Milli Statistika Xidmətinin (Geostat) verdiyi məlumata görə, yalnız bu ilin əvvəlində rəsmi olaraq evlənən 10,5 min cütlükdən təxminən 5,3 mini boşandı. Milli statistika xidmətinin açıqlamasına görə ən çox  paytaxt şəhərdə boşanma halları qeydə  alınmışdır . Yuxarıda nümunə gətirdiyim statistika göstəricilər (ailədə şiddət, boşanma halları) hamısı ailədə qadın, kişi münasibətlərindən bəhrələnir.

Ailədə qadnın və kişinin ayrı – ayrı vəzifələri vardır. Klasik qəbul olunmuş fikirlərdən “Qadın yemək bişirməlidir”, “Qadın uşağın dərsi ilə maraqlanmalıdır”, “Vaideynlər iclasına qadın getməlidir “, “Kişi pul qazanıb, evə çörək gətirməlidir, “Kişi bazara getməlidir“ibarət olmamalıdır. Bəli bu nümunə gətirdiyim fikirlər demirəm səhvdir. Səhv ordadır ki, daima bu işlərlə eyni insan maraqlansın. Elə ona görə də belə eynilikdən yaranan xırda söz-söhbətlər getdikcə böyük münaqişələrə çevrilir. Düşünürəm ki, qadın və kişi çiyin-çiyinə verərək ikisi bərabər bu işlərin öhdəsindən gəlməlidir.

Qadınlar tanıyıram universitet, texnikum və ya kollec bitirib ancaq ailə qurduqdan sonra yoldaşı işləməyə icazə vermir, aldığı diplomu rəfdə toz basır. Pismi olar hər iki valideyin həm işləyib, həm də ailə işləri  uşaqlağın böyüdülmə posesində eydi dərəcədə maraqlansınlar?! Uşaqlar o zaman özlərini xoşbəxt hiss edirlər ki, hər iki valideyinin qayğısını hiss edirlər.

Biz insanlar nədənsə vəziyyəti çətinləşdirməyi sevirik sanki. Ailədə hər bir şey məntiqlə tarazlansa həyatımız da qaydasında olar. Bir sözlə ailədə kişi və qadın bir – birini başa düşməli, diqqqətlə yanaşmalı, qayğı göstərməli, pis və yaxşı gündə bir – birinin yanında olmalıdır. Gəlin, göz ardı etməyək ki, bir kəlimə acı və şirin söz hər şeyi dəyişə bilər. Alt-üst də edə bilər, hər şeyi yenidən də qura bilər.  Ona görə də münasibətlərdə ehtiyatlı olmaq vacibdir.

Müəllif: Dilarə Təhməzova

—————————————–

ოჯახი: ქალისა და კაცის ურთიერთობები

ოჯახი მცირე სოციალურ ერთეულია, რომელიც დაფუძნებულია ქორწინებაზე ან და სისხლით ნათესაობაზე. იგი გულისხმობს საერთო ცხოვრებას და ორმხრივ პასუხისმგებლობას. ოჯახი პატარა სახელმწიფოა, ის ყალიბდება ისე, როგორც თქვენ ჩაყრით მის საფუძველს.

ქალისა და მამაკაცის როლი ოჯახში დიდია. აქ წევრებმა უნდა იზრუნონ ერთმანეთზე, პატივი სცენ ერთმანეთს, მხარი დაუჭირონ ერთმანეთის სულიერ და მატერიალურ მოთხოვნილებებს და გაითვალისწინონ მათი სურვილები. ოჯახის ბედნიერება თანაბრად დამოკიდებულია ოჯახის თითოეულ წევრზე. აშკარაა, რომ ბალანსი არ ირღვევა, თუ ოჯახის თითოეული წევრი ასრულებს თავის პასუხისმგებლობას. ამ კავშირის უწყვეტობისა და ბედნიერებისათვის ყველამ უნდა იცოდეს თავისი მოვალეობა და სწორად შეასრულოს იგი.

მაგრამ, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ქალებსა და მამაკაცებს ოჯახში დღეს და როგორია იგი?

კვლევების თანახმად, ოჯახური კონფლიქტები ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას იწვევს. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სქესის დასადგენად, 2013-2017 წლების მონაცემებით, ძალადობის შემთხვევების რაოდენობით 2017 წლის მაჩვენებლები ლიდერობს. მონაცემების მიხედვით, 2017 წელს ძალადობის მსხვერპლი გახდა 3 599 ქალი და 497 კაცი. 2017-19 წლებში -ქალების 85% და კაცების 15%.

გარდა ამისა, ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობა 2020 წლიდან იზრდება (5 700 შემთხვევა). 2020 წლის მარტში ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ძალადობის შემთხვევების 78% იყო ფსიქოლოგიური ხასიათის, 18% – ფიზიკური, 1% – ეკონომიკური და სხვ.

ქალსა და მამაკაცს შორის მცირე კონფლიტმა შეიძლება, გამოიწვიოს დიდი ინციდენტი და საბოლოოდ განქორწინებამდე მივიდეს საქმე. სტატიკის მიხედვით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში განქორწინებათა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) თანახმად, 10 500 წყვილიდან დაახლოებით 5300, ვინც ოფიციალურად იქორწინა ამ წლის დასაწყისში, განქორწინდა. ასევე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მეტი განქორწინება დედაქალაქში დაფიქსირდა. ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა (ოჯახში ძალადობა, განქორწინება) ყველაფერი ოჯახში მეუღლეთა ურთიერთობით არის გამოწვეული.

ქალსა და მამაკაცს ოჯახში განსხვავებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ. კლასიკური იდეები არ უნდა შეიცავდეს “ქალმა საჭმელი უნდა მოამზადოს”, “ქალი უნდა იყოს დაინტერესებული ბავშვის გაკვეთილებით”, “ქალი უნდა წავიდეს მშობელთა და მასწავლებელთა შეხვედრაზე”, “კაცმა უნდა იშოვოს ფული და სახლში პური მოუტანოს”, “კაცი უნდა წავიდეს ბაზარში”. დიახ, მე არ ვამბობ, რომ იდეები, რომლებიც ამ მაგალითად მოვიყვანე, არასწორია. შეცდომა ისაა, რომ ამ საქმეებით მხოლოდ ერთი მხარე იყოს დაკავებული. ამიტომ, მცირე კონფლიქტები, რომელიც ასეთი სტერეოტიპებიდან გამომდინარეობს, უფრო და უფრო დიდ კონფლიქტად იქცევა. მე ვფიქრობ, რომ ორივე – ქალიც და მამაკაციც უნდა მუშაობდნენ ერთმანეთის მხარდაჭერით, და ამის მეშვეობით შეძლებენ ყველა პრობლემის დაძლევას.

ვიცნობ ისეთ ქალებს, რომლებმაც დაამთავრეს უნივერსიტეტი, პროფესიული სასწავლებლები ან კოლეჯი, მაგრამ დაქორწინების შემდეგ, მეუღლეები მუშაობის საშუალებას არ აძლევენ, მათი დიპლომები კი მტვრიან თაროზე დევს. ცუდი ხომ არ იქნება, ორივე მშობელმა თან იმუშაოს და თან ორივე თანაბრად იყოს ოჯახის საქმეებსა და შვილების აღზრდაში ჩართული? ბავშვები უფრო ბედნიერები არიან, როდესაც გრძნობენ ორივე მშობლის ჩართულობას.

თითქოს ჩვენ, ადამიანებს გვიყვარს, რომ ყოველგვარ სიტუაციაში უარესი გავაკეთოთ. თუ ოჯახში ლოგიკით ყველაფერი დაბალანსებულია, ჩვენი ცხოვრებაც წესრიგში იქნება. მოკლედ, ოჯახში კაცებმა და ქალებმა უნდა გაუგონ ერთმანეთს, ერთმანეთს სიფრთხილით მოეკიდონ და კარგ და ცუდ დღეებში გვერდით დაუდგნენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მწარე და ტკბილი სიტყვებს, ერთ სიტყვასაც კი, შეუძლია შეცვალოს ბევრი რამ. მას შეუძლია, ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, თუმცა ყველაფრის გამოსწორებაც შეუძლია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ფრთხილად ვიყოთ ურთიერთობებში.

ავტორი: დილარა ტახმაზოვა