Günümüzdə bütün dövrümüzü, xüsusilə də qadınlarımızı əhatə edən, çox ciddi müzakirə olunması vacib olan məsələlər mövcuddur hansi ki, ən əsaslarından biri də namus və cinsəllik anlayışıdır. Bu anlayışların əsası tarixi dövrlərdən başlamış olsa da günümüzə də təsadüf edir. Cinsiyyət bir bütün olaraq fərdin böyük əhəmiyyət kəsb edən hissəsidir. Xüsusi olaraq desək sağlamlığın, həyat keyfiyyətinin, ümumi yaşamın ve harmoniyanın ayrılmaz bir hissəsidir. Cinsiyyət yalnız cinsi əlaqədən deyil, həm də kişilərin və qadınların özlərini cinsi bir varlıq kimi necə hiss etdiklərindən və düşündüklərindən ibarətdir. Bu səbəbdən cinsəllik cəmiyyətdəki münasibətlərimizə təsir göstərir. Fərdlər cinsi hisslərini, düşüncələrini və davranışlarını tamamilə özləri formalaşdıra bilər.
Bu onların cinsi şəxsiyyətlərinin əsasıdır. Namus və cinsəllik haqqında qısa məlumat vermek gərəkirsə, cinsəlliyi mahiyyətcə belə ifadə edə bilərik:
Cinsiyyət, insanın fiziki quruluşunu, özü haqqında verdiyi qərarları, başqaları haqqında düşündüklərini və yaşadıqları mühitdə bunların nə demək olduğunu əhatə edir. Bədənsəl həzzin gətirdiyi hisslər də cinsəlliyin əsas hissəsidir.
Bəs namus?
Bir cəmiyyətdə əxlaqi qaydalara və sosial dəyərlərə bağlılıq, iffət, dürüstlük, doğruluq. Namus ve cinsəlliyi birləşdirərək bele bir düşüncəni analiz edə bilərik: Seksuallıq, kişinin kişi və ya qadın cinsi olmasından daha çox əhəmiyyətlidir. Sırf buna nəzərən namus və cinsəllik arasındakı əlaqəni yaxından araşdırmaq və qavramaq vacibdir.
Mədəniyyətlərdə fərqlilik təşkil edən cinsiyyət ayrılığı namus ve ar anlayışına görə müxtəlif cür başa düşülür. Qadınlarda haqlı görülməyənlər kişilərin təbiəti adlandırılır. Cinslər arasındakı fərq, məqaləmin məzmununda mahiyyətcə cinsəlliklə əlaqədar genişləndiriləcək. Namusun cinsi əxlaqla əlaqəli bir dəyər olması isə əksər olaraq, cinsiyyət arasındakı bərabərliyi pozacaq səviyyədə qadınların zərər görməsi ilə nəticələnir. Qadın seksuallığını, arzularını xəcalətlə gizlətməli və bu hisslərinə görə dəvamlı utanmalıdır. Burada belə bir ifadə işlədə bilərik “Çox vaxt qadının üzünün qarası, kişinin əlinin kiri ola bilər” Sizcə də dəhşət deyilmi?! Belə hallarda namus və cinsiyyət arasındakı əlaqəyə diqqət yetirmək lazımdır. Namus sözlərini eşitdikdə ağlımıza gələn nədən sadəcə qadındır?
Kişilərin və qadınların fərqli cinslərə mənsub olması onları bərabərsizliyə gətirib çıxardı. Bu isə hər baxımdan ədalətsizlik sayılır. Qadın və kişi arasında ən dəhşətli ədalətsizlik cinsəlliklə bağlıdır. Ən yayğın problemlerden biridə bəkarətdir. Dəməli dövrümüzdə cinsəllik sadəcə qadınlara təkkamül edərək bəkarət anlayışını ortaya çıxarır:
Yaşadığımız dövrümüzdə qadın bədəninə qarşı şiddət növlərindən biri olaraq görülən bakirəlik mövzuları ən təhqir edici davranış şəklidir. Dövrümüz dəvamlı “bədəni təmiz”, namuslu qadınlar yaratmağa o qədər yoğunlaşıblar ki namuslu kişilər yaratmağa heç diqqət də yetirməyiblər.
Bakirəlik mövzuları qadınların cinsi həyatlarını məhdudlaşdıran nümunələrdir. Qızlıq pərdəsinin nəzarətini yalnız qadın deyil həm ailə, həm qonu qonşu, dost tanışda nəzarət altında saxlamalıdır. İnsanlarımız artıq bunu məsuliyyət halına gətirərək boyun borcu olaraq görür və hətta utanmadan bundan şərəf də duyurlar. Deyə bilərik ki qızlıq pərdəsi yalnız cinsəl orqan deyil yaşayan var olan canlı olaraq görülür bu isə çox ürəkbulandırıcı vəziyyətdir. Hətta uşaq xəsarət aldığında belə (ağacdan yıxılma və.s) ilk ağıla gələn məhz bu “pərdənin” zərər görüb gçrmədiyidir. Bəkarət pərdəsinin namus baxımından deyil də tibbi baxımdan əhəmiyyətinə nəzər yetirsəniz, onun əslində yeganə funksiyasının vajinal girişi bağlayaraq genital infeksiyadan qoruyucu olduğunu anlayardınız. Lakin zənn edirəm ki, bu sırf namus üçün deyil də sağlamlığımız üçün əhəmiyyətli olsaydı bu qədər rəğbət görməzdi. Zira, namusumuz hər daim həyatımızdan üstün deyilmi?!
Namusu kişi sahibləndikdə, utancı isə qadın öz üzərinə götürməli olur. Qadın, bədəninə və cinsəlliyinə sahib olmadığı üçün başqasına aid olanı qoruya bilməməyin utancını daşıyıb cəzasını çəkməlidir. Bu cəza cəmiyyətdən cəmiyyətə fərqli formalar və adlar qazanır; bəzi cəmiyyətlərdə qadın sünnəti, bəzi cəmiyyətlərdə məcburi evlilik və azadlıqdan məhrum buraxılma kimi, bəzilərində isə namus və ehtiras adı altında öldürülmək kimi hallar meydana gətirir. Qadına qarşı şiddətin ən uc nöqtəsi olan namus naminə yaşamaq hüququnun əlindən alınmasının arxasında isə, namusun yalnız qanla təmizlənə biləcəyi fikri durur.
Nəticə olaraq, ictimai həyatda qadın problemlərinin həllində kritik məqam hər sahədə azadlıq və hüquqlar baxımından qadın və kişi bərabərliyinin təmin edilməsidir. Bundan əlavə, həmçinin qadınların fərdi olaraq əhəmiyyətinin bilinməsini təmin edəcək bir təhsil sisteminə də ehtiyac var.
Anonim müəllif
——————————
„არაქალწული“ სხეულებისა და ქალწულობის ძებნაში
დღეს არსებობს საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს მთლიან რეალობაზე, განსაკუთრებით ჩვენს ქალებზე, და რომელთა განხილვა ძალიან სერიოზულად არის საჭირო. აქედან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ნამუსი (ე. წ. პატიოსნება) და სექსუალობის კონცეფცია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ცნებების საფუძველი ისტორიული ხანიდან მოდის, ისინი დღესაც მოქმედებენ. სქესი მთლიანობაში ინდივიდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. კერძოდ, ეს არის ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილი, ცხოვრების ხარისხი, საერთო კეთილდღეობა და ჰარმონია. სქესი არ არის მხოლოდ სექსი, ის ეხება იმას, თუ როგორ გრძნობენ ქალები და მამაკაცები და როგორ თვლიან თავს სექსუალურ არსებად. ამ მიზეზით, სექსუალობა გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე საზოგადოებაში. ინდივიდებს შეუძლიათ, საკუთარი ძალებით ჩამოაყალიბონ თავიანთი სექსუალური გრძნობები, აზრები და ქცევა. ეს მათი სექსუალური იდენტობის საფუძველია. თუ მოკლედ აღვწერთ ღირსებას და სექსუალობას, ჩვენ შეგვიძლია, არსებითად სექსუალობა შემდეგნაირად გამოვხატოთ:
სექსი გულისხმობს ადამიანის ფიზიკურ ჩამოყალიბებულობას, საკუთარ თავზე აღებულ გადაწყვეტილებებს, სხვებზე ფიქრს და იმას, თუ რას წარმოადგენს ეს ყველაფერი მის გარემოცვაში. ფიზიკური სიამოვნების გრძნობები ასევე სექსუალობის ძირითადი ნაწილია.
რაც შეეხება ნამუსს…
საზოგადოებაში მიღებულია ზნეობრივი წესებისა და სოციალური ფასეულობების დაცვა, უბიწოება, პატიოსნება, სამართლიანობა. გულახდილობისა და სექსუალობის შერწყმით, ჩვენ შეგვიძლია, გავაანალიზოთ შემდეგი აზრი: სექსუალობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მამაკაცი ან ქალი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია გულწრფელობასა და სექსუალობას შორის კავშირის შესწავლა და გაგება.
გენდერული განსხვავებები, რომლებიც აისახება კულტურებში, განსხვავებულად განიმარტება პატივისა და სირცხვილის თვალსაზრისით. რაც ქალებში არ არის გამართლებული, „კაცების ბუნებას“ უწოდებენ. სქესთა შორის განსხვავებები განიხილება სტატიის კონტექსტში, ძირითადად სექსუალობასთან დაკავშირებით.
ის ფაქტი, რომ პატიოსნება არის სექსუალური მორალის ღირებულება, ხშირად აყენებს ქალებს ზიანს და არღვევს გენდერულ თანასწორობას. საზოგადოების მითითებით, ქალი სირცხვილით უნდა მალავდეს სექსუალობას და სურვილებს და მუდმივად რცხვენოდეს ამ გრძნობების. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ მოსაზრება, რომ თუ ქალს სექსი უნდა და ამას აკეთებს, ეს მისი სირცხვილია, კაცი კი ხელს დაიბანს და ამ „ჭუჭყისგან“ გათავისუფლდება. არ ფიქრობთ, რომ ეს საშინელებაა?! ასეთ შემთხვევებში, საყურადღებოა ღირსებისა და სქესის ურთიერთდამოკიდებულება. ნამუსთან დაკავშირებით სიტყვები რომ გვესმის, რატომ გვახსენდება მხოლოდ მხოლოდ ქალი?
ის ფაქტი, რომ ქალი და მამაკაცი სხვადასხვა სქესის წარმომადგენლები არიან, უთანასწორობას იწვევს. ეს უსამართლობაა ყველა ასპექტში. ყველაზე ცუდი უსამართლობა ქალებსა და მამაკაცებს შორის სექსუალობას უკავშირდება.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ქალწულობაა. ჩვენს დროში სექსუალობა მხოლოდ ქალებში ვითარდება და ავლენს ქალწულობის კონცეფციას:
ქალწულობა, რომელიც ჩვენს დროში ქალის სხეულის მიმართ ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე შეურაცხმყოფელ ფორმად ითვლება. ჩვენი დრო იმდენად ორიენტირებულია მდგრადი, “სუფთა”, პატიოსანი ქალების შექმნაზე, რომ ისინი ყურადღებას არ აქცევენ „პატიოსანი კაცების“ შექმნას.
ქალწულობის საკითხები არის მაგალითები, რომლებიც ზღუდავს ქალთა სექსუალურ ცხოვრებას. საქალწულე აპკის კონტროლს აკონტროლებს არამხოლოდ ქალი, არამედ – ოჯახი, მეზობლები, მეგობრები და ნაცნობები. ჩვენს ხალხს ახლა პასუხისმგებლობის აღება მოვალეობად მიაჩნია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქალწულე აპკი განიხილება არამხოლოდ როგორც სექსუალური ორგანო, არამედ – როგორც ცოცხალი არსება, რაც ძალზე საშიში მდგომარეობაა. მაშინაც კი, როდესაც ბავშვი დაშავდება (ხიდან ჩამოვარდება და ა.შ.), პირველი, რაც ირგვლივმყოფებს ახსენდებათ, არის “ფარდის” დაზიანებაზე წუხილი. თუკი საქალწულე აპკის მნიშვნელობას სამედიცინო და არა „ღირსების“ თვალსაზრისით გადახედავთ, მიხვდებით, რომ მისი ერთადერთი ფუნქციაა გენიტალიების დაცვა საშოს გახსნა-დახურვისას. ამასთან, ვფიქრობ, რომ ეს არამხოლოდ ჩვენი ღირსებისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო, ასეთი პოპულარული არ იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ღირსება ყოველთვის არ აღემატება ჩვენს ცხოვრებას?!
როდესაც კაცს აქვს დასაკუთრებული პატიოსნება და ნამუსი, ქალისთვის მხოლოდ სირცხვილის მიღება რჩება. ქალი უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ რცხვენია იმის გამო, რომ არ შეუძლია დაიცვას ის, რაც ეკუთვნის სხვას, რადგან მას არ გააჩნია სხეული და სექსუალობა. ეს სასჯელი საზოგადოებიდან საზოგადოებაში სხვადასხვა ფორმასა და სახელს იღებს; ზოგიერთ საზოგადოებაში ქალის წინადაცვეთა, ზოგიერთ საზოგადოებაში, როგორც იძულებითი ქორწინება და თავისუფლების აღკვეთა, ზოგიერთ საზოგადოებაში კი ღირსების სახელით მკვლელობა. ცხოვრების პატივისცემის უფლების ჩამორთმევის უკან, რაც ქალთა მიმართ ძალადობის კულმინაციაა, იმალება იდეა, რომ „ღირსების აყრა“ მხოლოდ სისხლით შეიძლება განიწმინდოს.
შედეგად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა პრობლემების გადაჭრის კრიტიკული წერტილია ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფა თავისუფლებისა და უფლებების თვალსაზრისით, ყველა სფეროში. გარდა ამისა, საჭიროა განათლების სისტემა, რომელიც აღიარებს ქალის, როგორც პიროვნების მნიშვნელობას.
ანონიმი ავტორი