Bakirəlik “sindromu” Ümummilli mütəfəkkirimiz və bəşəri mövzuların müəllifi Hüseyn Cavid deyirdi ki: “Qadın gülərsə – gülər cəmiyyət, sürüklənən bəşəriyyət qadınla yüksələcək”.
O, bu fikri qızlar məktəbi şerində möhkəmləndirərək “bir qızın ancaq bilgidir zinəti” deyərək müdafiə etmişdir. Elə mövzular var ki, onu udana qədər çeynəməlisən. Çeynəməlisən ki, vücudun qavraya, qanına qarışa, insanın genetik yaddaşı kimi nəsildən – nəsilə ötürülə. Bizim kimi üçüncü dərəcəli cəmiyyətlərdə, dini və mental doqmalarla yaşayan mühitlərdə qadının ikinci dərəcəli varlıq sayılması, bu fikirdən doğan ailə zorakılıqları, cinsi istismarlar, həbs olunan hüquqlar çox geniş yayılır. Bunun əsas səbəblərindən biri də bu doqmalara qarşı açıq mübarizənin aparılmamasıdır. İnsanlar bacım mənim qeyrətimdir, arvadım mənim namusumdur deyərək ətraflarına elə hündür hasarlar hörüblər ki, ailə problemlərinə müdaxilə etmək bir növ cinayətə çevrilib, qorxuya dönüşüb. Bu da öz növbəsində kütləvi vecsizliyə rəvac verir. Nəticədə minlərlə təhsildən yayınan, cinsi istismara məruz qalan, fiziki zorakılıq görən qadın ordusuyla üz-üzə qalırıq. Belə halların zaman çərçivəsində azaldılmasına nail olmaq üçün hər birimiz öz ətrafımızdan başlamalıyıq.
Məsələn, yetkinlik yaşına çatmadan evlənən insanların toyuna getməməliyik, ətrafımızda fiziki zorakılığa məruz qalan qadınları xilas etmək üçün dövlət tərəfindən yaradılan bütün vasitələrə əl atmalıyıq. Bu prosesdə hər kəs yekdil olmalıdır, milliyyətindən asılı olmayaraq hər kəs. Bu yaxınlarda bir hadisə danışdılar. Bir qaynana hələ on beş yaşı tamam olmayan və bir ildən az müddətdir ki, ailəyə gətirilən gəlinini doğmur deyə həkimə aparır. Həkim qaynananın şikayətini eşidəndən sonra xəstəyə baxmaqdan imtina edir və qaynananı xəstəxanadan qovur. Bilirsiz bu ictimai məsuliyyətin təcəssümüdür. Vəzifəsindən, tutduğu mövqedən asılı olmayaraq insanların gəldiyi vahid konsensus olmalıdır. Belə konsensuslar ətrafında cəmiyyət birləşərsə, ictimai reaksiyaya çevrilər. İctimaii reaksiya kütləvi qınağa səbəb olar və insanlar heç olmasa utandıqlarından qızlara qarşı bu vicdansızlıqlardan boyun qaçırarlar. Dünya insan haqlarının ən parlaq dövründə bizim cəmiyyətlərdə çoxdan arxaik hesab olunmalı olan məsələlərin hələ də at çapması işləməməyimizin göstəricisidir. Kütləvi şəkildə işləməməyimizin. Bir damcı qana görə bütün ömür boyu qadının şiddətlə izlənməsi, hərəkətinin məhdudlaşdırılması, fiziki zorakılığa məruz qalması təhlükəli tendensiyadır. Axı qadın həm də anadır, tərbiyəçidir. Savad almağa imkan verilməyən, məktəbdən yayındırılan qadın sabahın savadsız cəmiyyəti deməkdir. Bunu dəyişdirmək bizim əlimizdədir. Sadəcə əmək, bir az daha əmək lazımdır. Danışanda deyirik ki, əməksevər xalqıq. Bazarlarda ömür çürüdürük. Bəs bu ömür çürüdülməsini nəyə borcluyuq?
Qızımıza iki – üç maşın cehiz verməyə, yaxşı qızıl almağa, aləmə car çəkməyə ki, qızımı belə urvatdadım. Həmin cehizə sərf edilən pulların üçdə – biri təhsilə sərf edilsəydi qızlarımız daha cəsarətli, daha özünə inamlı, daha savadlı olarlardı. Son zamanlar artan qız tələbə sayları yaxşıya doğru dəyişən prosesin göstəricisi olsa da insanlarımız tərəfindən həmin tələbələrə qarşı yürüdülən psixoloji terror hələ də səngimək bilmir. Şəhərdə oxuyan qızlara pozğun kimi baxılması, “ər tapa bilmir deyə oxuyur, yiyəsi yoxdu ortada qalıb” kimi fikirlər bir daha sübut edir ki, bu istiqamətdə ciddi çatışmazlıqlar var. Bu çatışmazlıqları zamanla aradan qaldırmaq üçün hər birimizin birləşərək bərabər mübarizə aparmağında fayda var.
Qadına qarşı zorakılıq cinayətdir, qadının təhsilsiz buraxılması nəsillər qarşısında törədilən mənəvi cinayətdir, qadının cinsi istismara məruz qalması cinayətdir. Bax bu cümlələrin gündəlik tələffüzümüzə salınması və icra edilməsi bizi kütləvi faciələrdən yavaş-yavaş xilas edəcək. Sayğılar!
Yazdı: Elnur Nazim
———–
ქალწულობის სინდრომი
ჩვენი ცნობილი სწავლული ჰუსეინ ჯავიდი ამბობდა, თუ ქალი იცინის, საზოგადოებაც იცინის, დანგრეული საზოგადოება კი ქალით აყვავდებაო. გოგოს საუნჯე მისი ცოდნააო, – დასძენს იგი.
არის ისეთი თემები, რომლებიც გამოწვლილვით უნდა გადაღეჭო. უნდა გადაღეჭო, რათა იგი სხეულსა და სისხლში გაგიჯდეს, რათა შენმა გენეტიკურმა მეხსიერებამ იგი შემდგომ თაობას გადასცეს.
ჩვენნაირ მესამეხარისხოვან საზოგადოებებში, რელიგიური და ტრადიციული მენტალიტეტით მცხოვრებ არეალში, ქალის მეორეხარისხოვნად აღქმა, აქედან გამომდინარე ოჯახური ძალადობა, სექსუალური შევიწროება, დარღვეული უფლებები, ძალიან გავრცელებულია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ღიად არ ვებრძვით. ჩემი და და ცოლი ჩემი ნამუსიაო, ამბობენ კაცები და ისეთი მაღალი კედლები აქვთ აშენებული, რომ საზოგადოებაში ოჯახურ პრობლემებში ჩარევა დანაშაულად ითვლება.
ეს თავისთავად იწვევს მასობრივ უგულებელყოფას. შედეგად ვიღებთ სკოლის მიღმა დარჩენილ, სექსუალური შევიწროების, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ქალების მთელს არმიას. ასეთი შემთხვევების შემცირებისათვის ყველამ თავისი გარშემომყოფთან უნდა იმუშაოს. დავუშვათ, არ უნდა წავიდეთ ისეთ ქორწილში, სადაც ერთი მხარე არასრულწლოვანია, ან ჩვენ გარშემო თუ არიან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ქალები, მათ გადასარჩენად სახელმწიფოს ჩარევის კუთხით ყველა ხერხი უნდა გამოვიყენოთ. ამ პროცესში ყველამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, განურჩევლად მისი ეროვნებისა.
ამ დღეებში ერთ ამბავს მომიყვნენ. ერთმა დედამთილმა რძალი, რომელსაც ჯერ 15 წელიც არ შესრულებია, ქორწინებაში კი ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში იმყოფება, ექიმთან მიიყვანა, ბავშვს ვერ აჩენსო. როცა ექიმი ასეთ ვითარებაში აღმოჩნდება, მან უარი უნდა თქვას გასინჯვაზე და დედამთილი საავადმყოფოდან გააძევოს. ეს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მაგალითია. განურჩევლად მათი პროფესიისაგან, ადამიანები საერთო პასუხისმგებლობაზე უნდა შეთანხმდნენ. თუ ამ პასუხისმგებლობის გარშემო საზოგადოება გაერთიანდება, მაშინ ის საზოგადოებრივ რეაქციად გადაიქცევა. საზოგადოებრივი რეაქციის შედეგად, წარმოიშობა მასობრივი გმობა. იქნებ მაშინ შერცხვეთ და გოგონების მიმართ ამ დანაშაულს აარიდონ თავი. მიუხედავად იმისა, რომ ვცხოვრობთ ადამიანების უფლებრივი თანასწორობის პერიოდში, ეს პრობლემები ჩვენთან კვლავ აქტუალურია, რადგან ჩვენ საკმარისად არ ვმუშაობთ.
ერთი წვეთი სისხლის გამო, ქალის მთელი ცხოვრების განმავლობაში მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრება, ქცევების შეზღუდვა, ძალადობა – საშიში ტენდენციაა. ქალი დედაც არის, აღმზრდელიც. თუ ქალს არ მივცემთ საშუალებას, მიიღოს განათლება, ხვალინდელი განათლების არმქონე ქალები განათლების არმქონე საზოგადოებას ნიშნავს. ამის შეცვლა კი ჩვენზეა დამოკიდებული. უბრალოდ შრომა, უფრო მეტი შრომაა საჭირო. ისე ხომ ვამაყობთ, რომ შრომისმოყვარე ხალხი ვართ?
ცხოვრებას ბაზრებში ვატარებთ. კი მაგრამ რისთვის? – იმისთვის, რომ ჩვენს გოგოს ვუყიდოთ ორი-სამი მანქანა მზითევი, ან რძალს – კარგი ოქრო, ვაჩვენოთ ყველას, რომ ჩვენს შვილზე, მომავალზე ასე ვზრუნავთ. ჩვენ რომ მზვითევის ფულის მესამედი გოგოს განათლებაზე დაგვეხარჯა, ჩვენი გოგო უფრო თავდაჯერებული, განათლებული იქნებოდა. ბოლო დროს სტუდენტი გოგოების რაოდენობა მატულობს, ეს კი ამის მაჩვენებელია, რომ პროცესი კარგისგენ იცვლება, მაგრამ საზოგადოებაში განათლებული ქალის მიმართ ფსიქოლგიური ზეწოლა კვლავ გრძელდება. “ქალაქში ვინც სწავლობს, ის არის გარყვნილია”, “ქმარს რომ ეძებს, პატრონი არ ჰყავს” და ასე შემდეგ მოსაზრებები ამტკიცებს, რომ ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს.
ჯობია, გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ქალის მიმართ ძალადობა დანაშაულია, ქალის განათლების მიღმა დატოვება თაობების წინაშე დანაშაულია, ქალის სექსუალური შევიწროება დანაშაულია. ზუსტად ამ წინადადების ყოველდღიური საუბრებში ჩასმა და შესრულება გადაგვარჩენს მასობრივი საშინელებებისაგან. პატივისცემით!
ელნურ ნაზიმ