İctimaiyyət

Başlamaq üçün heç bir zaman gec deyil

Marneulili gənc stilit-vizajist Samirə Əliyeva öz hekayəsini danışır:

“19 yaşım var idi yeni anadan olmuş bir övladımla həyat yoldaşımdan boşanmışdım. Gedəcəyim başqa yer olmadığına görə ata evinə qayıtmalı oldum. Anamla tək başımıza yaşayırdıq. Atam Russiyada çalışırdı imkanı olduqca bizə maddi yardımda göstərirdi. Həmin illər həyatımın ən çətin ili idi. Erkən yaşda evlənib boşanmışdım, uşağımı böyütmək üçün ayaqda durmalı idim. Bu peşəyə yiyələnməyim həyatımı dəyişdi. İlk iş günümü xatırladığım zaman bu gün belə gözlərim yaşla dolur.

Xatırlayıram ilk iş günüm idi, işə getmək üçün ictimai transport ilə bunun üçün anamdan 30 qəpik istəmişdim və qerçəkdəndə yox idi. Yolda yalnız başıma getməli oldum. O günü heç vaxt unutmaram sadəcə bir qayçım və bir qaş alan nakkaşım var idi çantamda. Bu gün isə artıq oğlumun 10 yaşı var və mənim şəxsi gözəllik salonum. Heç də asan olmadı, bu illəri yaşamaq.

Qadının övladı varsa iki qat düşünüb sonra hərəkət etməlidir. Mən ayaqda əminliklə durmağı özümə məqsəd bildim. Bunu ilk öncə özüm, ən çoxda övladım üçün etdim. Bizim cəmiyyətdə qadın özünü təstiqləməlidir. Mükəmməl bir qadın olub həyatını övladına həsr etsən heçkim buna diqqət yetirməz ancaq bir balaca səhvini güdərlər. Mən ikinci işimə keçdikdən sonra tanınmağa başladım. Əl işimi bəyənilirdi və artıq hər gələn müştərim şəxsi salonumu açmaq üçün mənə motivasiya verirdi.

Mən özümə yaxşı ana olduğumu təstiqləmək üçün ilk öncə oğlumun sünnət toyunu etdim, sonra iki mərhələ olaraq salon açmaq məqsədini qoydum önümə. Bu gün artıq 3 aydır ki “Samira Beaty Queen” açılıbdır. Və mən ayaq üsdündə daha əminliklə və güclü dururam. Salona böyuk motivasiya ilə hərgün erkən saatlarda gəlirəm və işlərimi həvəslə edirəm. Hələki kamandamız kiçikdir ancaq və onlarla birgə əmək qoyuruq işlərimizə. Məni ayaqda özümə əminliyim, ciddiyətim və peşəmə bağlılığım saxladı. Bu günə kimi bu belə oldu və əminliklə deyirəmki, belədə davam edəcək. Qadın özündə ki, gücü əminliyi hiss etməlidir və heç bir zaman özünü alçaltmamalıdır”, – Samirə Əliyeva.

Şəlalə Əmircanova


დაწყება გვიანი არასოდესაა

მარნეულელი ახალგაზრდა სტილისტ-ვიზაჟისტი სამირა ალიევა საკუთარ ისტორიას გვიამბობს

“19 წლის ვიყავი, როდესაც ახალდაბადებული შვილით დავშორდი ქმარს. წასასვლელი არ მქონდა და იძულებული ვიყავი, მამის სახლში დავბრუნებულიყავი. დედასთან ერთად მარტო ვცხოვრობდი. მამა რუსეთში გვყავდა, შეძლებისდაგვარად ფინანსურად გვეხმარებოდა.

ის წლები ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი იყო. ადრეულ ასაკში დაქორწინებული და დაშორებული, ვალდებული ვიყავი, ფეხზე დავმდგარიყავი და შვილი აღმეზარდა.

ახალი პროფესიის ათვისებით, ჩემი ცხოვრება შეიცვალა. პირველი სამუშაო დღე რომ მახსენდება, თვალები დღესაც კი ცრემლებით მევსება.

კარგად მახსოვს, სამსახურში ვიყავი წასასვლელი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გამომეყენებინა. დედას 30 თეთრი ვთხოვე – ფული ნამდვილად არ გვქონდა. გზა მარტომ, ფეხით გავიარე და სამსახურში ასე მივაღწიე. ის დღე არასდროს დამავიწყდება. ჩანთაში მხოლოდ ერთი მაკრატელი და წარბის პინცეტი მქონდა.

დღეს ჩემი შვილი უკვე 10 წლისაა და მე საკუთარი სილამაზის სალონი მაქვს გახსნილი. ნამდვილად არ იყო მარტივი ამ წლების გამოვლა.

ქალს თუ შვილი ჰყავს, იგი ორჯერ მეტად უნდა დაფიქრდეს და მერე უნდა იმოქმედოს. ფეხზე მყარად დადგომა ჩემთვის მიზანი იყო. ჩვენს საზოგადოებაში ქალმა საკუთარი სიძლიერე უნდა დაამტკიცოს. ქალი თუ შეუდარებელი დედაა და მთელი ცხოვრება შვილისთვის შრომობს, ამას არავინ აფასებს, თუმცა ელოდებიან,  ერთხელ მაინც შეცდე. მე ამას არასდროს დავუშვებ. მეორე სამსახურში რომ გადავედი, უფრო ცნობილი გავხდი. უკვე მეტად მოსწონდათ ჩემ მიერ შესრულებული საქმე და წლების შემდეგ, უკვე ყველა კლიენტი მარწმუნებდა, რომ საკუთარი სილამაზის სალონი უნდა გამეხსნა და იქ მემუშავა.

საკუთარი თავისთვის რომ დამემტკიცებინა, რომ კარგი დედა ვარ, ჯერ შვილის „სუნეთი“ – პატარა ქორწილი (ბიჭის წინადაცვეთის ცერემონიალი) გადავიხადე. მეორე ეტაპად, ჩემი მიზანი იყო სალონის გახსნა. დღეს, უკვე სამი თვეა, რაც Samira Beaty Queen გახსნილია. მე ფეხზე უფრო მყარად და ვდგავარ. დილით ძალიან ადრე ვხსნი სალონს, ყველაფერს დიდი მოტივაციით ვაკეთებ. ჯერჯერობით, პატარა გუნდი მყავს და მასთან ერთად ვშრომობ. მე თუ დღეს ფეხზე ასე მყარად ვდგავარ, ეს განაპირობა ჩემმა სერიოზულმა დამოკიდებულებამ და სიყვარულმა საქმის და პროფესიის მიმართ. მუდმივად სიახლეს ვსწავლობ და ასე ვავითარებ ჩემს თავს. მე დღეს ფეხზე ძლიერად ვდგავარ და მუდამ ასე გაგრძელდება. ქალმა ყოველთვის უნდა იგრძნოს და დაინახოს თავისი სიძლიერე, სიმყარე და არასდროს უნდა დაამციროს საკუთარი თავი“, – ამბობს სამირა ალიევა.

შალალა ამირჯანოვა