Yüzdə bir qadın xoşbəxtdir…
– Sizcə qadın kimdir?
– Qadın dünyanın ən güclü varlığıdır. Qadın ən gözəl əz zərif olsa belə o öz gücü ilə min kişiyə dəyər.
– Siz özünüzü güclü hesab edirsinizmi?
– Əlbətdə ki, çün ki mən hər işimi özüm həll edirəm. Yardıma ehtiyac duymadan. Öz ayaqlarımın üsdündə dururam, kiməsə əyilmirəm. Özüm öz işimlə məşğul oluram. Elə bir şey olmur ki, kiməsə müraciyyət edim və gəl mənim bu işimi et deyim. Buna görə də mən güclüyəm.
– Sizcə qadın xoşbəxtdir mi? Kəndimizdə ki, qadınlar xoşbəxtdirlər mi?
– Əlbətdə xoşbəxt olanlarıda var. Kəndədə, şəhərdədə pis həyatda yaxşı həyatda var. Kəndin öz yeri, çətinliyi var şəhərində öz çətinliyi var. Bəs şəhərdə ki, çalışmasa necə yeyər. Əlbətdə şəhərdə çalışmayan bir çox qadın da var ancaq kəddə qadın evdə otursa, işləməzsə gün aşmır. Əksin var, biçin var bu dolanma vasitəsi olduğuna görə çalışmaq məcburidir. Ancaq qadın nə qədər güclüdə yaxşıda olsa, həyatda ki, əskiləri onu üzə bilir. Yüzdə bir qadın 100%-lik xoşbəxtdir.
Qadın hər əziyyətə dözəndir, hər çətinliyi çəkir və o bu yükü qaldırır.
– Qadın üçün təhsil almaq vacibdir mi ?
– Qadın üçün oxumaq təhsil almaq ən böyük şansdır. Oxuyan təhsil alan bilir ki, peşəsi var və oturmağa yeri, kəndə oxumayan qadın nə etsin məçburdur ki, fəhləlik edib pulunu qazana ailəsini dolandıra. Buna görədə qadının ən böyük ehtiyacı təhsildir. Qadın oxumalıdır ki, ehtiyac duyulan zaman ailəsini əlində saxlaya. Əlbətdə sözsüz ki, təhsilsiz minlərlə qadın var ailəsini əlində tutan qoruyan ancaq bu ikili çətinlikdir axşama kimi çalışır fəhləlik edir və ancaq bu yolla ailəsini saxlayır.
– Deyirlər güclü kişinin arxasında güclü qadın durur sizcə bu düzgün deyimdir mi?
– O düz sözdür. Arxasında durmaq qadının dəstəyini nəzərdə tutur. Biri var daşı bir bir, biridə var iki iki qoyasan. O kişi biliri ki, qazandığı 5 manat 10 olacaq. Ancaq istər qadın olsun istər kişi dəstək hər tərəfli vacibdir.
– Cəmiyyətimizdə qadın zəyif yoxsa güclü hesab olunur?
– Cəmiyyətimizdə qadın heç sayılmır. Qadın bizim cəmiyyətdə zorakılığa məruz qalır. Dölüyür. Qadın var ona dözür, qadın var dözə bilmir. Qadın nəqədər güclü olsada o zəyif dir. Bu şiddət və zorkalıq onu dözülməz qılır.
– Cəmiyyətdə nələri dəyişərdiniz?
– Ən birinci az yaşlı evliliyi. Mən buna mənfi baxıram. Cəmiyyətimizin bətbəxtçiliyi, yaranan problemlərin elə başlanğıcı budur. Qız 25 yaşından sonra evlənməlidir. 17-18 yaşında qızın saxladığı ailədən necə ola bilərki?!
– Qadın olaraq ən böyük arzunuz nədir və siz buna çatıbsınızmı?
– Hər qadının arzusu başqadır. Bəziləri övladının oxumasını işləməsini, bəzisi evlənib ailə sahibi olmasını görmək istəyir. Müxtəlifdir arzular. Hər qadın övladının xoşbəxtliyini istəyər. Budur qadının istəyi.
– Xoşbəxt qadın kimdir?
– Yüzdə bir qadın xoşbəxtdir. Qadının bu gün ki, çətinlikləri qarşısında qadın necə xoşbəxt olsun?!
Şəlalə Əmircanova
ასიდან მხოლოდ ერთი ქალია ბედნიერი…
ინტერვიუ სოფელ ბაითალოს მკვიდრ ქალთან
– თქვენი აზრით, ქალი ვინ არის?
– ქალი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი არსებაა. მიუხედავად იმისა ყველაზე ნაზი და ლამაზია, ამავდროულად საკუთარის სიძლიერით იგი ათასი კაცის ტოლფასია.
– თქვენს თავს ძლიერად თვლით?
– რა თქმა უნდა, რადგან ჩემს ყველა საქმეს მე მარტო ვაკეთებ. არავის დახმარება არ მჭირდება. ჩემით ვდგავარ ფეხზე ძლიერად, ვერავინ გაბედავს ჩემს დამორჩილებას. ჩემს საქმეს ვაკეთებ სულ. არ მომხდარა მსგავსი ამბავი, ვინმესთვის დახმარება მეთხოვოს. ამიტომაც ვარ ძლიერი.
– თქვენი აზრით, ჩვენს სოფელში ქალი ბედნიერია?
– რა თქმა უნდა, ქალებს შორის ისეთებიც არიან, რომლებიც ბედნიერად ცხოვრობენ. ცუდი და კარგი ცხოვრება სოფელშიცაა და ქალაქშიც. სოფელს საკუთარი სიძნელეები აქვს და ქალაქს – საკუთარი. ქალაქში შრომობს ქალი, თორემ რას შეჭამს? რა თქმა უნდა, ქალაქში ისეთებიც არიან, რომლებიც არ მუშაობენ, თუმცა სოფელში ეს შეუძლებელია. ეზოა, ბოსტანია ეს ყველაფერი შემოსავლის წყაროა. ამიტომაც, შრომა და მუშაობა აუცილებელია. თუმცა, ქალი რამდენად ძლიერი და კარგიც არ უნდა იყოს, ცხოვრების არასაკმარისი პირობები მას უბედურს ხდის. ამიტომაც, ჩვენთან ასიდან მხოლოდ ერთი ქალია სრულად ბედნიერი.
ქალი ყველა სირთულეს ითმენს, იგი ყველანაირად მომთმენია და ყველანაირ სიმძიმეს ატარებს…
– ქალისთვის განათლების მიღება მნიშვნელოვანია?
– ქალისთვის განათლების მიღება ყველაზე დიდი შანსია. ვინც სწავლობს და განთლებას იღებს, იცის, რომ მას პროფესია აქვს. გაუნათლებელმა ქალმა სოფელში რა უნდა ქნას? მუშად მუშაობს და ფულს შოულობს, რომ ოჯახი შეინახოს. ამიტომაც, ქალის ყველაზე დიდი საჭიროება განათლებაა. ქალმა უნდა ისწავლოს, რომ ოჯახის გაჭირვების დროს ოჯახი შეინახოს. რა თქმა უნდა, ათასი გაუნათლებელი ქალია, რომელიც ოჯახს ინახავს, თუმცა ეს ორმაგად რთულია.
– ამბობენ, რომ ძლიერი კაცის უკან ძლიერი ქალი დგას. ეს ნათქვამი რამდენაც სწორად მიგაჩნიათ?
– ეს მართალია. უკან დადგომა ქალის მხარდაჭერას ნიშნავს. იმ კაცმა იცის, რომ ასეთი ქალი მის შრომას ორმაგად სასარგებლოს გახდის. თუმცა, თუნდაც ქალი იყო, მხარდაჭერა ყველას სჭირდება.
– თქვენი აზრით, ჩვენს საზოგადოებაში ქალი ძლიერად აღიქმება თუ სუსტად?
– ჩვენს საზოგადოებაში ქალს არაფრად თვლიან. ქალი ჩვენს საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლია. მას სცემენ. ზოგიერთი ქალი ამას ითმენს, ბევრია ისეთი, ვინც ვერ ითმენს. ქალს ეს ძალადობა და შევიწროება დაუმორჩილებლობისკენ უბიძგებს.
– საზოგადოებაში რას შეცვლიდით?
– ყველაზე პირველად ადრეულ ქორწინებას. ამას ძალიან უარყოფითად ვაფასებ. ჩვენი საზოგადოების უბედურბის მიზეზი და პრობლემების საფუძველი ადრეული ქორწინებაა. გოგო 25 წლის მერე უნდა გათხოვდეს. 17-18 წლის ბავშვმა ოჯახი როგორ უნდა შეინახოს?!
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება და მიაღწიეთ თუ არა მას?
– ზოგ ქალს შვილის განათლების მიღება სურს, ზოგს – შვილის ოჯახის შექმნა. ოცნება და სურვილები განსხვავებულია. საბოლოო ჯამში კი, ყველა ქალს ბედნიერება უნდა.
– ვინ არის ბედნიერი ქალი?
– ასიდან მხოლოდ ერთი ქალი შეიძლება, იყოს ბედნიერი. დღესდღეობით ქალი ამდენი სირთულეს წინაშე დგას როგორ იქნება ბედნიერი?!
შალალა ამირჯანოვა