Blog-lar

Biganəlik…

Müəllif: Aynurə Əliyeva

Daha bir səhər açıldı. Son zamanlar səhərlər xoşagəlməz hadisələrlə açılır. Üst-üstə neçə səhər hansısa qadının həyat yoldaşı, keçmiş həyat yoldaşı yaxud kim tərəfindənsə öldürülməsi xəbəri ilə başladı. Hər yerdə bu haqda danışır, yazırlar.  Çoxusu deyir ki, bu problemdir və nə vaxta qədər davam etməlidir. Bunların hamsının fonunda isə bu kimi şərhlər oxuyuruq – “Yetər, nə zamana kimi erkən evlilikdən danışacaqsınız!”, digəri yazır “bu yalnız etnik və milli azlıqların problemi deyil, bəsdir, mənim millətim haqqında belə məqalələr yazmayın” və bu şərhlər saysız şəkildə davam edir. Bir şeyi başa düşmürəm əksər adamları qadın, uşaq və yaxud kişi – kimin öldürüldüyü maraqlandırmır və etnik və milli azlıq dərdi çəkirlər. Heç kim məqalədə yazmır filankəs azərbaycanlıdır digəri gürcüdür və fransızdır. Söhbət qadının öldürülməsindən yaxud erkən evlilik problemindən gedir millətdən deyil. Fərq etməz hansı millətin nümayəndəsidir məsələ odur ki, insan öldürülüb.

Təxminən iki-üç həftə bundan əvvəl Qaracalarda 23 yaşlı qadın öldürüldü, bir neçə gün ondan sonra isə Samtrediyada həmin yaşlarda daha bir qadın həyat yoldaşı tərəfindən öldürüldü. Nə fərq edər azərbaycanlıdır, gürcüdür, ingilis yoxsa ispandır söhbət insan həyatından gedir. Statistika da göstərir ki, ölkədə erkən evlilik problemi var. Bu yalnız etnik azlıqların deyil bütün ölkə miqyasında olan problemdir. Bəli, bu haqda çox danışılır çünki vacibdir. İki həftədə iki qadın öldürülübsə bu haqda da danışmalıyıq və problemin həlli yollarını müzakirə etməliyik.

Çox problemlər insan biganəliyi ilə başlayır. Əgər oxucunu 23 yaşlı qadının ölümü maraqlandırmırsa və başqa mövzulara yönəlirsə demək çoxlarının xoşuna gəlir ya yox, bu problem haqda daha çox danışmalı, daha çox yazmalı və müzakirə etməliyik.

Tənqid etmək istəyirsinizsə, bu mövzuda niyə danışır və ya niyə yazırsınız deməklə deyil,  sağlam qaydada etməlisiniz.

İnsanlar, oxucular yaxud vətəndaşlar tərəfindən bu kimi məsələlərə qarşı müvafiq reaksiya göstərilməzsə, o zaman problem heç vaxt həll olunmayacaq. Əgər yazırsınızsa ki, mənim millətimin erkən yaşda evlənməyi sizi narahat etməsin və bu haqda yazıb danışmayın, əgər siz yazırsınızsa ki, qadınların problemlərindən yorulduq, onda belə çıxır ki, ətrafınızda nə baş verdiyi sizin üçün önəmsizdir, insan həyatı sizin üçün belə ucuzdur? Bir çoxlarınızın ailəsində qız övladı yetişir və hamının evində həyat yoldaşı var. Təsəvvür edin bu hadisələr hansımızınsa qızının başına gəlsə yenə bu haqda danışmayacaqdıq? O zaman da bu yalnız bizim millətin problemi deyil deməklə mövzunun üzərindən keçəcəkdinizmi…

Gəlin, bu mənimdir yaxud sənindir kimi məsələləri kənara qoyaq. Qaracalarda öldürülən qadın azərbaycanlı, Samtrediyada öldürülən isə gürcü idi. Nə olsun ki… Axı bu nəyi dəyişir, onlar artıq öldrülüblər və həyatda yoxdurlar. Bununla kiminsə millətini təhqir etmirik, bu bizim ölkəmizdə, Gürcüstabda, bizim ətrafımızda, bizdən bir neçə kilometrlərlə aralıda baş verir. Nəticə haqda niyə düşünmürsünüz? Bu işlərin sonunda nələr baş verə bilər, yeni nəsil böyüyür və niyə düşünmürsünüz ki, belə faktların sayının artması halında övladlarınızı nə gözləyir. Bunun əvəzində yazırsınız ki, danışmaq üçün başqa mövzu yoxdurmu. Başqa mövzular çoxdur və sizi əmin edirəm ki, uğurdan, yaxşı təhsil göstəricisindən və çox sayda digər mövzulardan yazmaq daha xoş olardı. Amma əgər səhərimiz belə hadisələrlə açılan zaman bu haqda danışmağa məcburuq, siz oxucular da bu haqda düşünməyə məcbursunuz. Bu problemlər bu ölkənin övladı və vətəndaşı olan hər kəsə aiddir.

Nə qədər istəsəniz, bu bizdə baş vermir və başqasının problemidir deyə özümüzü aldadaq. Xeyr, bu məhz bizdə baş verir. Erkən yaşda evlilik problemi də var, qadınların öldürülməsi faktları isə aşkardır, təhsili yarıda qoyanların göstəriciləri də göz qabağındadır – özünüzü aldatmayın. Bu bütün Gürcüstanda baş verir və hamı ətrafında buna müvafiq reaksiya göstərərsə yalnız o zaman bu kimi faktların sayı azala bilər. Hər şeyi  gizlədib gözəl göstərməyə cəhd etməyin. Gözəl olanlar onsuz da görünür və hamı görür. Hamı problemi də görür sadəcə etiraf etmək və bu haqda danışmağı hamı seçmir.

Necə də pisdir elə, iki və daha artıq gənc qadın da artıq həyatda yoxdur, onları öldürdülər! İndi çevrilin və ailənizdə, həyətinizdə, evinizdəki qadınlara diqqət yetirin. Düşünün, sizin yaxınlarınız, ailənizdəki qadınlara baxın. Düşünün, əgər onıarın yerində sizin yaxınınız, ailə üzvünüz olsa nə edərdiniz… Heç övladına, yaxınına, tanışına bunu arzulamaz. Nə olsun ki, Samtredia və Qaracalar başqa region ərazisidir və biz həmin qadınları heç tanımırdıq da, qohum da deyildik və bizim heç nəyimizdirlər. Onların yerində bizdən hər biri ola bilərdi və həmin vaxt da eyni sözləri yazardınız? Ətrafımızda baş verən hadisələr başqasının problemi kimi qəbul etməyək, belə sağlam cəmiyyət qura və heç nəyə nail ola bilməyəcəyik. Başqa mövzular haqda da yazacağıq, mütləq yazacağıq, ona qədər isə insan həyatına düzgün yanaşmanı öyrənək. Çünki o hər şeydən yüksəkdə durur.


გულგრილობა…

ავტორი: აინურა ალიევა

კიდევ ერთი დილა გათენდა. ბოლო დროს, ყოველი დილა რაღაც უსიამოვნებით თენდება. ზედიზედ რამდენი დღე დაიწყო რომელიმე ქალის მეუღლის, ყოფილი მეუღლის ან ოკახის სხვა წევრის მიერ მოკვლის ამბით. ყველგან ამაზე საუბრობენ, წერენ. ბევრი ამბობს, როდემდე უნდა იყოს ასეთი მდგომარეობაო… ამ ყველაფრის ფონზე, კითხულობ კომენტარებს: „გეყოფათ, როდემდე უნდა დაწეროთ ადრეულ ქორწინებაზე?!“, „ეს მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების პრობლემა არ არის! საკმარისია, ჩემი ეროვნების შესახებ ასეთ სტატიებს ნუ წერთ!”, – და ასე გრძელდება უსასრულოდ.

ერთი რამ ვერ დადის ჩემამდე: ბევრს არ აინტერესებს, იქ ქალია, ბავშვია თუ კაცია, ვინ მოკლეს, რატომ მოკლეს. სამაგიეროდ, თავს იკლავენ, „ყველაფერს ეთნიკურ უმცირესობებს რატომ აბრალებთო“. არადა, არავინ წერს სტატიაში, ეს აზერბაიჯანელია, ის ქართველია და ეს ფრანგიაო. საუბარია ქალის მკვლელობაზე ან ადრეულ ქორწინებაზე და არა – ეროვნებაზე. არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნებისაა ადამიანი, პრობლემა ისაა, რომ ადამიანი მოკლეს…

დაახლოებით ორი-სამი კვირის წინ, ყარაჯალაში 23 წლის ქალი მოკლეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი სამტრედიაში იმავე ასაკის ქალი ისევ მეუღლის მიერ იქნა მოკლული. რა მნიშვნელობა აქვს, აზერბაიჯანელია, ქართველია, ინგლისელი თუ ესპანელი? ადამიანის სიცოცხლეზე მიდის საუბარი! სტატისტიკაც აჩვენებს ამას, რომ ქვეყანაში არსებობს ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემა. ეს არ არის მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების პრობლემა, ეს ქვეყნის მასშტაბით არსებული პრობლემაა. დიახ, ბევრს საუბრობენ ამაზე, იმიტომ, რომ საჭიროა. ორ კვირაში თუ ორი ქალი მოკლეს, ამაზეც უნდა ვისაუბროთ ყველამ და გადაჭრის გზები განვიხილოთ.

ბევრი რამე იწყება ადამიანების გულგრილობით. თუ მკითხველებს 23 წლის ქალის სიკვდილი არ ენაღვლებათ და იწყებენ იმაზე საუბარს, ჩემს ეროვნებაზე ასე რატომ საუბრობთო, ესე იგი უფრო მეტად უნდა ვილაპარაკოთ, უფრო მეტად უნდა ვწეროთ და განვიხილოთ ეს თემა, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ბევრს. კრიტიკა თუ გინდათ, ჯანსაღად გააკეთეთ და არა – ისე, რომ მუდმივად იმეოროთ, ამაზე რატომ წერთ და იმაზე რატომ საუბრობთო.

ადამიანებო, მკითხველებო! თუ მოქალაქეების, საზოგადოების მიერ არ იქნება ამ საკითხებზე სათანადო რეაქცია, მაშინ პრობლემა ვერასდროს მოგვარდება. თუ თქვენ წერთ, რომ ადრეული ქორწინება თქვენს ეროვნებას არ ეხება, მაშინ რატომ გაწუხებთ ეს საკითხი და რატომ წერთ ამაზე საერთოდ? თუ თქვენ წერთ, რომ დაიღალეთ ქალების საკითხებზე საუბრით, მაშინ გამოდის, რომ სულ არ გაინტერესებთ, რა ხდება თქვენ გარშემო. ასე იაფია ადამიანის სიცოცხლე თქვენთვის? ბევრს ოჯახში ქალიშვილები გეზრდებათ და ყველას გყავთ ცოლები. წარმოიდგინეთ, ეს რომ თქვენს ქალიშვილს დაემართოს, რას იზამდით… არ ისაუბრებდით ამაზე, მაშინაც იტყოდით, ეს მხოლოდ ჩემი ეროვნების პრობლემა არ არისო?

მოდით, დავანებოთ თავი იმას, რომ ეს „ჩემია“ და ის „შენია“. ყარაჯალაში მოკლული ქალი ეროვნებით აზერბაიჯანელი, სამტრედიაში მოკლული კი ქართველი იყო. მერე რა, ეს რას ცვლის, თუ ისინი უკვე მოკლეს და ცოცხლები აღარ არიან? ამით ვინმეს ეროვნებას კი არ ვაყენებთ შეურაცხყოფას, ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, ჩვენს გარშემოში, ჩვენგან რამდენიმე კილომეტრით დაშორებით. შედეგზე რატომ არ ფიქრობთ, რა მოჰყვება ამას? ახალი თაობა იზრდება და რატომ არ ფიქრობთ იმაზე, ჩვენს შვილებს რა ელოდება ასეთი ფაქტების მომრავლების შემთხვევაში? ამის ნაცვლად წერთ და საუბრობთ იმაზე, რატომ სხვა თემას არ ნახულობთო. სხვა თემა ბევრია და მერწმუნეთ, სასიამოვნო იქნებოდა წარმატებაზე, კარგი განათლების მაჩვენებელზე და უამრავ თემაზე დაწერა, მაგრამ თუ დილა ასეთი ამბებით თენდება, იძულებული ხარ, ისაუბრო ამაზე და თქვენც, მკითხველებო, იძულებულნი ხართ, ამაზე იფიქროთ და არა ის იმეოროთ გამუდმებით, ეს ჩემი ეროვნების პრობლემა არ არისო. ეს ყველას პრობლემაა, ვინც ამ ქვეყნის შვილია.

რამდენიც გინდათ, თავი მოიტყუოთ, რომ ეს ჩვენთან არ ხდება და სხვის პრობლემაა, – არა, ეს ზუსტად ჩვენთან ხდება. ადრეულ ასაკში ქორწინებაც არის, ქალების სიკვდილის ფაქტებიც სახეზეა, განათლების შუაგზაზე დატოვების მაჩვენებელიც არის – თავს ნუ იტყუებთ! ეს მთელ საქართველოში ხდება და ყველამ რომ ჩვენ გარშემო დავიწყოთ ამაზე რეაგირება, ასე თუ შემცირდება ასეთი ფაქტების რაოდენობა, სხვაგვარად არა. ნუ ცდილობთ, დამალოთ და ლამაზად აჩვენოთ ყველაფერი. ლამაზი რა დონეზეც არის, ეს ისედაც ჩანს და ყველა ხედავს. პრობლემასაც ხედავს ყველა, უბრალოდ ბევრს ამის აღიარება და საუბარი არ გსურთ.

რა ცუდია არა, ორი და მეტი ახალგაზრდა ქალი რომ აღარ არის ცოცხალი, ისინი მოკლეს! ახლა მობრუნდით და გადახედეთ, ოჯახში, სახლში, ეზოში ვინ გყავთ ქალები. იფიქრეთ, თქვენი ახლობელი, ოჯახის წევრი რომ ყოფილიყო, მათ ადგილას რას იზამდით… არავინ მოისურვებს, რომ მის შვილს, ახლობელს, ნაცნობს ან ვინმეს ასეთი რამ დაემართოს. მერე რა, რომ სამტრედია და ყარაჯალა სხვადასხვა რეგიონია და ჩვენ იმ გოგოებს არ ვიცნობდით ახლოდან, არც ნათესავი, არც ახლობელი არ არიან ჩვენი? მათ ადგილას ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლებოდა, ყოფილიყო და მაშინაც იგივე რეაქცია გექნებოდათ და იგივე სიტყვებს დაწერდით? არ მივიღოთ გარშემო მომხდარი მოვლენები ისე, როგორც უცხო ადამიანის პრობლემა, – ასე ვერ შევქმნით ჯანსაღ საზოგადოებას და ვერც ვერაფერს მივაღწევთ. სხვა თემაზეც დავწერთ, მანამდე კი ვისწავლოთ ადამიანის სიცოცხლისადმი სწორი მიდგომა. ის ყველაფერზე მაღლა დგას ამ ქვეყანაში.