Aytən Rüstəmova
FLEX praqramı çərçivəsində Amerikada yaşadığım möhtəşəm həyat və uğurlu tədris ilindən sonra vətənə qayıtdım. Amerikada aldığım təhsil heyifki Gürcüstanda təstiqlənmədi, bilmirəm artıq bu gülməli yoxsa ağlamalı idi. Təssəvür edin ki, abiturient oldum imtahandan keçdim və universitetə qəbul oldum, ancaq sənədlərim keçərsiz adı qazandı. Yaşıdlarım, sinif yoldaşlarım tələbə adı qazandı mən isə bir ilimi itirdim deyərək sadəcə üzüldüm və ağladım.
Ən acınacaxlısıda imtahandan keçdiyimə baxmayaraq niye tələbə adını qazana bilmədiyimi ətrafdakılara hər dəfəsindən yenidən danışmaq idi. Bir ilimi itirdim dediyirdim, əslində bir il qazanmışammış. Bu gün tam bir ildən sonra mən tamamən dəyişdim.
Necəmi? – Bax belə.
Bir il ərzində özümü tapdım, araşdırdım, dinlədim, kitab oxudum. Beləliklə əsas maraq dairəmi və təhsil almaq istədiyim istiqaməti kəşf etdim. Bir il əvvəl yüz faiz əminəm beynəlxalq hüquq oxuyacam deyən mən bu gün tibb tələbəsiyəm.
Bizim cəmiyyətdəə təhsil almaq dəbb olub, 12 il oxuyub universitetə qəbul olmamaq qınanılır. Bu qınanılma prosesində isə gənclərlər birdə valideynlırdə qaynayır.
Yadımdadır valideynlərimə “sənin qız da amerikaya da getdi amma yenədə qəbul ola bilmədi” “Biyy Aytəni oxutmursunuzmu” “İmtahandan neçə balla kəsildi” deyən qohumun, qonşunun əlindən artıq necədə yorulmuşduq.
Əslində yuxarıda qeyd etdiyim dəbbə hərbirimiz qapılmışıq. Avropa və Amerikaya baxsaq tələbələrinin çoxu bizim ölkədə ki, tələbələr ilə müqayisədə ən az 5-10 yaş böyükdürlər. Biz 18 yaşımızda 12-ci sinif bitirib həmin il hökmən tələbə olmalıyıq.
Maraq dairəmizi genişlıındirməyə vaxt tapmırıq ona görədə ölkədə minlərlər işsiz hüquqşunaz, psixoloq, ekonomist və s. var. Amma bir çox sahələrdədə kadr çatışmamazlığıdır. Üzün sözün qısası tələsməyək. İtirdik dediyimiz bir il əslində qazanılan mükafatdır. Əlbətdə ki, yaxşı dəyərləndirildiyi təqdirdə!
ერთი წელი ბევრს ნიშნავს…
აიტან რუსტამოვა
პროგრამა FLEX-ის ფარგლებში ამერიკაში გატარებული საოცარი პერიოდისა და წარმატებული სასწავლო წლის შემდეგ, სამშობლოში დავბრუნდი. ამერიკაში მიღებული განათლება საქართველოში არ გამომადგა. არ ვიცი, ეს სასაცილო იყო თუ – სატირალი. წარმოიდგინეთ, აბიტურიენტი ვიყავი, გამოცდები ჩავაბარე, მაგრამ სტუდენტის სტატუსი ვერ მივიღე. ჩემი ტოლები, კლასელები სტუდენტები გახდნენ, მე კი მხოლოდ ვფიქრობდი, რომ ერთი წელი დავკარგე, და ვტიროდი.
ყველაზე დამღლელი ის იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოცდა წარმატებით მქონდა ჩაბარებული, ყველას ყოველ ჯერზე თავიდან ვუხსნიდი, თუ რატომ ვერ გავხდი სტუდენტი.
მაგრამ, როცა მეგონა, რომ ეს ერთი წელი დავკარგე, თურმე პირიქით, მოგებაში ვყოფილვარ.
დღეს, იმ დროიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მე სრულიად შეცვლილი ვარ.
როგორ? – აი ასე!
იმ მოგებული ერთი წლის განმავლობაში, ჩემი თავი ვიპოვე და განვავითარე, – ვკითხულობდი, ვიკვლევდი, რჩევებს ვუსმენდი. შედეგად კი, ინტერესები გავიფართოვე და ის სფერო აღმოვაჩინე, რა მიმართულებითაც განათლების მიღება მინდოდა. ერთი წლის წინ, ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი, რომ საერთაშორისო სამართალზე სწავლა მინდოდა, დღეს კი სამედიცინოს სტუდენტი ვარ.
ჩვენს საზოგადოებაში უნივერსიტეტში ჩაბარება და სტუდენტობა მოდაა. 12-წლიანი სასკოლო პერიოდის შემდეგ თუ სტუდენტი არ გახდი, მის თვალში ქვეითდები. ამ პროცესში კი, საწყალ ახალგაზრდებთან ერთად, მშობლებიც ზარალდებიან.
მახსოვს, რამდენი ეუბნებოდა დედაჩემს მსგავს ფრაზებს: „შენი გოგო ამერიკაში წავიდა, მაგრამ მაინც ვერ გახდა სტუდენტი“, „უი, აიტანმა არ უნდა ისწავლოს?!“, „რამდენი ქულა დააკლდა?“… ამან ძალიან დაგვღალა.
სინამდვილეში, ზემოთ აღნიშნულ მოდას ყველანი მივყვებით. ამერიკის და ევროპის პრაქტიკა რომ ვნახოთ, იქაური სტუდენტები ჩვენგან ასაკით მინიმუმ 5-10 წლით განსხვავდებიან, ჩვენ კი, 18 წლის ასაკში, 12 კლასის დამთავრებისთანავე, სტუდენტები უნდა გავხდეთ. შედეგად, ჩვენი ინტერესის სფეროებს ვერ ვაფართოებთ. ამიტომაც არის ქვეყანაში ათასობით იურისტი, ფსიქოლოგი, ეკონომისტი და სხვა პროფესიის ადამიანი დაუსაქმებელი, მაშინ, როცა ძალიან ბევრ საჭირო სფეროში კადრების ნაკლებობაა.
მოკლედ რომ ვთქვა, არ უნდა გვეჩქარებოდეს. რომ ვამბობთ, წელი დავკარგეთ, ეს სინამდვილეში ჩვენი ჯილდოა, რა თქმა უნდა, პროდუქტიულად და საჭიროდ გამოყენების შემთხვევაში!