Blog-lar

Birdə belə baxın…

Müəllif: Ayhan Həsənov

“Saat 7’nin yarısıdır, qalxım peçi qalayım, sonra da gedim inəkləri sağım. İnəklərə yem də veriləsidir. Necə də yağış yağır, əlimiz ayağmız bütün palçıq oldu. Süd xarab olmamış gətirim qaynadım, mayada döküm, qoyum mayalansın, günortadan sonra süzüb asaram qatılıb pendir olana kimi, sonra duzlayaram. Gətirim çay qoyum, süfrə açım, indicə yuxudan oyanacaqlar saat 9-du artıq . Paltarları da yuyasıyam, dünya aləm kirli paltar yığılıb qalıb yağış imkan vermir. Birazdan su qoyaram qızar, səhər yeməyini yeyəndən sonra yuyaram paltarlarıda. Hələ ev də silib-süpürülüb, yığışdırılasıdı, yataqlar toparlanasıdır. Günortaya nə bişirim görəsən… Süfrəni yığım, gətirim peçə odun qoyum. Su da qızsın sonra gedim paltarı da yuyum, asım, aradan çıxsın. Hələ günortaya yemək də bişirəsiyəm.

Saat 2 oldu, yimək bişir, altını söndürüm. Gedim inəklərə yem, su verim sonra da gəlim süfrə açım indicə yemək isdəyəcəklər. Yeməkdən sonra, pendiri də süzüm, ortalıqdan götürüm, hava da durub xarab olmasın. Süfrəni yığım, peçə odun gətirim qoyum, peç keçməmiş, ev soyuyub buza dönəcək. Düşüm qabları yuyum vaxt ikən. Hələ axşam yeməyi də bişirəsiyəm. Nə bişirim görəsən axşama? Saat 8 oldu. İnəkləri sağım, yem verim. Sonra da süfrəni açım, yemək yeyək. Yuxarı çıxan da peçə odun qırım aparım. Süfrəni yığım, düşüm qabları da yuyum. Saatda 10 oldu, 11 ə işləyib artıq. Necədə də yorulmuşam. İşlər qurtarsaydı yatardım. Yorğunluqdan ölürəm…”.

Bunlar evdar qadının günlük həyatının sadecə bir hissədir. Qarantində qaldığım müddətdə nəyi dərk etdim bilirsizmi? Günəşdən əvvəl qalxıb bizim üçün yəni ailə və övladlar üçün əziyyət çəkən o insanlar üçün qarantin heç bir dəyişiklik etməyib. Sadəcə evdə qaldığım bu bir aylıq müddət ərzində daha yaxşı dərk etdim. Biz o qadınların haqqını heç vaxt ödəyə bilmərik. Biz qarantində evdə oturmaqdan bezdiyimizdən şikayətlənərkən onların, günortaya, axşama nə bişirəcəkərini düşündüklərini gördüm. Biz saat 12 də hava soyuqdu deyə yuxudan durduqdan sonra belə yatağımızdan çıxmaq istəmədiyimiz vaxt, olnların o soyuqda 7-nin yarısı durub yağışda, palçıqda inək sağdıqlarını gördüm. Qarantində sadecə bir günlərini müşahidə etdim. Bir şeyi də dərk etdim, nə qədər də olsa biz heç bir vaxt, tam haqqı ilə onların qədrini bilə-bilməyəcik.

——————————

ამ კუთხითაც შეხედეთ…

ავტორი: აიჰან გასანოვი

“დილის 7 ნახევარია, უნდა ავდგე და ღუმელი ავანთო, საქონელიც მოსაწველი მყავს. თან როგორ წვიმს, ხელ-ფეხი ტალახში ამომეგანგლება. რძე არ გაფუჭდეს, ერთს წამოვადუღებ და ნაშუადღევს ყველს ამოვიყვან. მერე მარილში ჩავდებ. ახლა ჩაის ავადუღებ, სუფრას გავშლი, მალე გაიღვიძებენ, 9 საათი ხდება. დღეს ტანსაცმელიც გასარეცხია, რამდენი დაგროვილა უკვე. წვიმა არ მაძლევს საშუალებას, ერთი მაინც გავრეცხო. საუზმის მერე წყალს ავადუღებ, მერე გავრეცხავ. სახლიც დასალაგებელია, საწოლები უნდა გავასწორო, უნდა დავასუფთავო ყველგან. ნეტავ სადილზე რა მოვამზადო? სუფრას ავალაგებ, ღუმელში შეშას შევუკეთებ, წყალი გაცხელდეს. მერე რეცხვას დავიწყებ, გავფენ და მოვიშორებ ამ სარეცხს. საჭმელიცაა მოსამზადებელი, ეჰ…

აგერ გახდა 2 საათი, საჭმელი თითქმის მზადაა, ჩავაქრობ ცეცხლს. ძროხასაც საჭმელი უნდა მივცე, წყალიც. მერე მოვალ, სუფრას გავშლი, მოშივდებათ ცოტა ხანში. საჭმლის მერე ყველს ამოვწურავ, იმასაც ავიღებ და გვერდით გადავდებ, ჰაერზე არ გაფუჭდეს. სუფრას ავალაგებ, ღუმელში ისევ შეშას შევუკეთებ, – სახლში გრილა უკვე, სულ არ აცივდეს. ჭურჭელს გავრეცხავ, სანამ დროა. ვახშამიცაა მოსამზადებელი… აგერ გახდა 8 საათიც. ძროხას მოვწველი, საჭმელს მივცემ. მერე სუფრას გავშლი. შეშას დავჩეხავ, სახლში უნდა ავიტანო, საღამოს რა ჩამოვა ქვემოთ… სუფრას ავალაგებ, ჩავალ, ბარემ გავრეცხავ ჭურჭელსაც. უკვე გახდა 10 საათი, 11-იც დაიწყო. როგორი დაღლილი ვარ… მოვათავებ ამ საქმეებს და დავიძინებ. ვკვდები დაღლილობისგან…”.

ეს ყველაფერი დიასახლისი ქალის ყოველდღიურობის მხოლოდ ერთი ფრაგმენტია. სისხამ დილიდან მოყოლებული, ჩვენთვის – ოჯახისთვის და შვილებისთვის წვალობენ ეს ქალები და მათთვის კარანტინს მთლად დიდი ცვლილება არ მოუტანია. ამ ერთთვიან კარანტინში მივხვდი, რომ ქალებს მათი შრომის სამაგიეროს ვერასოდეს გადავუხდით. ჩვენ კარანტინში სახლში სხდომით რომ დავიღალეთ, ისინი დილიდან სადილისა და ვახშმის კერძებზე ფიქრობენ. უკვე 12 საათზე რომ თბილი საწოლიდან ადგომა გვიჭირს, ისინი უკვე წვიმაში 7-ზე ფეხზე არიან და ძროხებს წველიან. კარანტინის მხოლოდ ერთ დღეს დავაკვირდი და მივხვდი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ამ ქალების შრომას ჯეროვნად ვერასოდეს დავაფასებთ…