Şəlalə Əmircanova
Bu səfər danışacağım mövzü əminəm ki, ətrafımda olan bir çox qızın gündəliyidir. “Getmirsənmi” sualı artıq o qədər yorub ki, bizi bu sualı necə iqnor edək bilmirik. Yəgin ki, bu getmək sözünün arxasında hansı mənanın nəzərdə tutulduğunu hamımız yaxşı bilirik. Ümumiyyətlə dialoq növbəti şəkildədir: “Getmirsənmi?” “haraya?” “Necə ki, haraya ərə?”. Aramızdan bir çoxunun cavabı məlumdur. Bəhanəsi olanlar yenə aradan necəsə çəkilə bilirlər hələ ki, bəhanən yoxdursa o sualı verən xalaların və nənələrin sözlərindən can qurtarmaq çox çətin məsələdir. Ümumiyyətlə cəmiyyət biz qızların həyatı ilə çox yaxından maraqlanır. O xalalar, bibilər, nənələr o qədər dərdlənirlər ki, bizə görə bilmirik artıq nə deyək. İşin əsası isə bu sualı verməkdən nə yorulmurlar nədə ki, bezmirlər. Heç kimsə aralarından heç olmasa bircə nəfər işlərin necədir, gələcək üçün təhsil planların nələrdir və ya yeni nələr kəşf edirsən deyə soruşmaz ki, bizdə həvəslənək. Klasik sual “getmirsənmi”, güyə gedirəm desək nolacaq ki?!
Yadımdadır hələ 18 yaşım var idi, Amerikadan yeni qayıtmışdım və kəndə qonaq getmişdim qonşuda ki, xalalardan biri belə demişdi “Ay qızım amerikalarada getdin daha yetmezmi”. O xala kəndə hər gedişimdə yenədə eyni sualı verir. Bəlkədə bu suala onlarla qız qurban olub. Elə bəzən sadəcə bu sualı eşitməmək uğuruna insan elə lap “getmək” istəyir. Bu sualın birdə alternativi olan bir neçə fraza da var “ürəyimizə toy düşüb, ərə get rəqs edək”, və s. elə insan az qalır ay xala sən rəqs edəcən deyə özümüzü “odamı” ataq demək istəyir. Bu məsələnin birdə ciddi tərəfi var. Beləliklə, bu sualı ünvanlayan biraz qıraq qohumdursa bu sual hökmən analarımıza ünvanlanır : “Qızı vermirsən mi?”. Cavab xeyir-dirsə hökmən qınaq başlayır. “Nə vaxta kimi oxuyacaq”, “Qızın bir vaxtı var onu ötürməməlidir”, “oxumasın deyən yoxdur ki, getsin yenə oxusun” və bir çox oxşar fraza həyatımızın hər gününü “gözəlləşdirir” və “rəngarəng” qılır.
ჩვენ არსად მივდივართ, ჯერ პრობლემებს ვაგვარებთ…
შალალა ამირჯანოვა
ამჯერად, ჩემი სასაუბრო თემა ჩემ გარშემო მყოფი გოგონების უმრავლესობის გულის ტკივილი და ყოველდღიურობაა.
კითხვამ „არ თხოვდები?“ იმდენად დაგვღალა, რომ უკვე აღარ ვიცით, როგორ დავაიგნოროთ იგი. ამ კითხვაზე უმრავლესობის პასუხი ცხადია. ვისაც რა მიზეზი აქვს, იმას ასახელებს. მაგრამ, ვაი მათ თავს, ვისაც ერთი მიზეზიც კი არ აქვს დასასახელებელი, რადგან ამ კითხვის ავტორი დეიდები და ბებიები თავიანთი სიტყვებით მას მიწასთან გაასწორებენ.
საერთოდ, ჩემი დაკვირვებით, საზოგადოება ძალიან ზედმეტადაა დაინტერესებული ჩვენი გოგოების ცხოვრებით. ეს ბებიები, დეიდები, მამიდები იმდენად წუხდებიან ჩვენზე, რომ არ ვიცით უკვე, რა ვქნათ. მთავარი კი ისაა, რომ არც იღლებიან, არც ბეზრდებათ. არც ერთი მათგანი ერთხელ მაინც არ გვკითხავს, აბა როგორ მიდის თქვენი სწავლა, ან სამსახური, აბა რა სიახლეებია, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ და ა.შ., რომ ჩვენ როგორმე მოტივაცია ავიმაღლოთ. არა, მაინცდამაინც გათხოვება!
კარგად მახსოვს, ჯერ 18 წლის რომ ვიყავი, ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ სოფელში ვიყავი წასული სტუმრად. მეზობლად მცხოვრებმა ერთ-ერთმა დეიდამ ასეთი რამ მითხრა: აბა ამერიკაშიც წახვედი, გეყოფა ახლა, გათხოვების დროაო. ის დეიდა, დღემდე სოფელში რომ ჩავდივარ, იგივე კითხვას მისვამს. ვინ იცის, შესაძლებელია, ამ კითხვამ ათობით გოგო „იმსხვეპლა“.
ამ კითხვის ალტერნატიული ფრაზებიც არსებობს – „ქორწილში გვინდა წასვლა, გათხოვდი, რომ შენს ქორწილში მოვიდეთ და ვიცეკვოთ“ და ა.შ.
ხანდახან მინდა, ვკითხო, დეიდა, შენ თუ ცეკვა გინდა, მე რატომ უნდა გავთხოვდე-მეთქი? ამ საკითხს უფრო სერიოზული მხარეც აქვს. თუ ამ კითხვის ავტორი ცოტა შორეული ნათესავია, იგი ამ კითხვას დედას უსვამს: „აბა, შენს გოგოს არ ათხოვებ?“. თუ პასუხი უარყოფითია, მაშინვე უკმაყოფილება იწყება. „როდემდე ისწავლის ვითომ?“, „ვინ ამბობს, რომ არ ისწავლოს? თან ისწავლოს, თან გათხოვდეს“, „გოგოს თავისი დრო აქვს, დროულად არ უნდა გაფლანგოს ეს დრო“, და ძალიან ბევრი მსგავსი ფრაზა და კითხვა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ყოველდღიურად ”ალამაზებს“ და „მრავალფეროვანს“ ხდის…