Müəllif: Niraya Məmmədova
Dəfələrnən özümə verdiyim və cəmiyyətdə görməyib cavab tapa bilmədiyim sualım olub. Biz qadınlar və qızlar nədər qorxuruq: güvənməkdən, ailədən yoxsa özümüz olmaqdan. Əslində hər bir qız özü olmaq istəyir ancaq onu qorxudan ətraf nə deyər və ya ailə qadağa qoyar deyə qorxular olub.
Bir çoxlarımızın tanıdığı məhşur rus ədəbiyyatçı və dünya ədəbiyyatının ən böyük yazıçılarından Fyodor Mixayloviç Dostoyevski ən sevdiyim sözü: “Bir çox insanlar iki şeydən qorxur – həqiqəti demək və özü olmaqdan qorxmaq”. Mən bununla tamami ilə razıyam və buna üçüncü olaraq ailə qorxusunu əlavə etmək istəyirəm. Həqiqətən də, bu günki cəmiyyəti və sırf öz hisslərimizi, düşüncələrimizi necə dilə gətirmək və yaxud bunu necə səsləndirək deyə qorxuruq. Bəs bizim bu qorxularımızı səbəbləri nədir və biz bununlar necə mübarizə apaar bilərik. Qorxunu idarə etmək mümkündürmü? Necə edək ki, qorxularımız bizi üstələməsin? Qorxmaq nə qədər vacibdir? Bu kimi suallara cavab tapmaqla yanaşı mövzü ilə bağlı həqiqətidə tapmaq vacibdir.
İlk öncə həqiqəti üzərə çıxarmaq qorxusundan başlayaq, çün ki, son zamanlarda əsasən tələbələr arasında böyük səs keyə səbəb olan Həmid müəllimin hekayəsi. Bizlərdən bəzilərimizdə həqiqəti üzərə çıxarmaqdan və səsləndirməkdən qorxuruq. Bəzi ailələrdə qadın səsini çıxarmıq çün ki, bəzən həyat yoldaşı içkili ola bilər və ona dilləndiyi an zorakılığa məruz qalacağından əmindir və buna görə susur. Həqiqəti demək hərkısin haqqıdır amma hərkəsin gücü və cəsarəti yoxdur, çünki onlar həmişə susdurulmaga məhkum olublar. Kişilər güclü qadınlara onları və nə iləsə özlərindən asılı vəziyyətdə saxlamaq üçün qalib gəlirlər, ancaq bunlara baxmayaraq qadın yenidən başlamağı bacaran ən gözəl məxluqdur bu heyatda.
Özün ol!
Yuxarıdada qeyd etdiyim kimi, hər bir qadın hər zaman özü olmaq istəyər, ancaq qorxduğu və cəkindiyin ətraf mühitdir. Çünki özü olsa istəklərini etsə qınaq nöqtəsi olar. Kölgədə yaşayanın kölgəsi olmaq deyiblər.
Ailədən qorxma!
Sırf ailə xoşbəxt olsun diyə yaşayanlar var, yəni məhdudiyyətli yaşayanlar. Buna elə məndə daxiləm, çünki mənimdə ailədən qorxub edə bildiklərim çoxdur. Kənddən gəlib təhsilini davam etdirən gənc qız olaraq bir çox maneələrim var. Çox sadə bir missal gətirim, zamanlar olub adi bir tələbələr üçün nəzərdə tutulmuş praqrama ailəmin icazə verməyəcəyindən çəkindiyim üçün gedə bilməmişəm, düşünmüşəm ki, ölkə daxili və ya xarici mənə icazə verməzlər. Bu yerdə sadəcə icazə ala bilməmək yox elə belə fikiri səsləndirdiyim üçün digər qadağalara məruz qalmaqdan qorxmuşam. Bir misal olaraq son zamanlarda başıma gələn əhvalatı bölüşmək istəyirəm. Deməli belə, rəfiqəmlə bərabər bir maraqlı layihəyə qoşulduq və oğlanlardan berabər aktivliklər hazırlayırdıq və bizi fərqli məkanlara göndərirdilər. Qız imtina etdi məcbur olaraq, çünki, ailəsi onun oğlanlarla birlikdə olmağını və əgər onlar bilsəydi, ona qadağa edəcəkdilər və beləliklə təhsilinə davam edə bilməyəcəkdi, ailənin ondan tələb etdiyi „kirmiş başı aşağı get gəl dərsinə, filankəsin qızı kimi“-olub
Qorxmaq nə qədər vacibdir?
Bəs bu qorxu bizə nə qədər ziyan vurur gəlin bilikdə müzakirə edək. qoruxmaq bir qiza ən böyök əngəldir deyə düşünürəm. məs bu qorxulara görə çox şey itirə bilərik, burda sadece təhsili nəzərdə tutmuram, bu ola bilsin yaxşı bir dost, həyat yoldaşı, gözəl bir çevrə, həyatin bizə qazandira biləcəyi gözəl insanlar və s.
“Qorxular yuxu kimidir. Biz yuxuda öz arzularımız heyata keçirməyə çalışırıq ve ya arzularımıza çatırıq. Qorxular da bizə arzularımıza çatmağa komək edir…”
Ey qadın susma və qorxma, çünki, biz səninləyik!
რატომ გვეშინია?
ავტორი: ნურაია მამედოვა
ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩემს თავს ვუსვამ კითხვებს და ამ კითხვებზე პასუხებს საზოგადოებაში ვერ ვპოულობ. მაგალითად, ჩვენ, ქალებს, რისი გვეშინია: ნდობის, ოჯახის თუ ჩვენი თავებისა და ჩვენებურად ყოფნის?
სინამდვილეში, ყველა გოგოს უნდა, იყოს ისეთი, როგორიც არის, თუმცა მას ეშინია საზოგადოების და გარემოსი, ფიქრობს, ხალხი რას იტყვისო.
ჩემი საყვარელი რუსი მწერალი ფიოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკი ამბობს: „ბევრ ადამიანს ორი რაღაცის ეშინია – სიმართლის თქმისა და თავის თავად ყოფნისა“. მე ამ სიტყვებს ყველანაირად ვეთანხმები და ამას მესამე ასპექტს – ოჯახის შიშს ვუმატებ. ნამდვილად, დღევანდელი საზოგადოების, ჩვენი გრძნობებისა და ფიქრების გამოთქმის გვეშინია. მაშინ ჩვენი შიშების მიზეზები რა არის და ჩვენ ამას როგორ შეგვიძლია, ვებრძოლოთ? შიშის მართვა შესაძლებელია? როგორ გავაკეთოთ, რომ შიშებმა არ დაგვძლიოს? რამდენად მნიშვნელოვანია შიში?
თავდაპირველად, დავიწყოთ სინამდვილის გამოაშკარავების შიშით, რადგან, ბოლო პერიოდში, ზოგადად სტუდენტებს შორის დიდი გამოხმაურება ჰამიდ მასწავლებლის ამბავს მოჰყვა. ჩვენ შორის ვიღაცებს სინამდვილის გამოთქმის შიში აქვთ. ზოგ ოჯახში ქალს ხმის ამოღებისაც კი ეშინია – შესაძლებელია, მისი ქმარი იყოს ნასვამი და დარწმუნებულია, რომ როგორც კი ხმას ამოიღებს, ძალადობის მსხვეპლი გახდება. ამიტომაც დუმილი ურჩევნია. სინამდვილის თქმა ყველას უფლებაა, თუმცა ბევრს ამის ძალა და გამბედაობა არ აქვს, რადგან ისინი ყოველთვის იძულებულნი არიან, გაჩუმდნენ. კაცებს როგორღაც ეხერხებათ, ძლიერი ქალები მათზე დამოკიდებულები გახადონ, ამიტომაც ხშირად იმარჯვებენ, თუმცა, ამის მიუხედავად, ქალი ისეთი ძლიერი არსებაა, რომ მას თავიდან დაწყება ყოველთვის შეუძლია.
იყავი, როგორიც ხარ!
როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ქალს ყოველთვის უნდა, იყოს ისეთი, როგორიც არის, თუმცა, ყოველთვის არის ისეთი გარემო, სადაც მას ეშინია და თავს არიდებს, რადგან თუ ისეთი იქნება, როგორიც არის, მას აუცილებლად უარყოფენ. ჩრდილში ვინც არის, იმის ჩრდილი არასდროს არ ჩანსო, ამბობენ.
არ შეგეშინდეს ოჯახის!
მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის ბედნიერების გამო შეზღუდულად მცხოვრები ბევრი ადამიანი არსებობს. მეც ვითვლები მათ რიცხვში, ვისაც ზუსტად ოჯახის დაბრკოლება აქვს. სოფლიდან ქალაქში ჩამოსვლა და აქ სწავლა გოგოსთვის ბევრ ბარიერთანაა დაკავშირებული. მინიმუმ, როდესაც ახალგაზრდულ პროექტში გინდა ჩართულობა, უფლება ოჯახში უნდა იკითხო. ამ მომენტში კი გერიდება, გეშინია ოჯახის, ის სულ ტრიალებს ტვინში, რომ შეიძლება, უარი გითხრან და მერე საერთოდ არსად გაგიშვან. ამიტომაც, ბევრ რამეს არიდებ თავს. მაგალითად, დაქალთან ერთად ჩართული ვიყავი პროექტში, სადაც ბიჭებთან ერთად გვიწევდა მუშაობა, სხვადასხვა ადგილებში გვიშვებდნენ სამუშაოდ. დაქალს უარის თქმა მოუწია, რადგან მის ოჯახს უნდა ისეთი გოგო, რომელიც მხოლოდ გაკვეთილებზე წავა და შინ მოვა.
რამდენადაა მნიშვნელოვანი შიში?
შიში რამდენად გვაზიანებს, მოდით, ეს ერთად განვიხილოთ. შიში გოგოს ყველაზე დიდი დაბრკოლებაა. ზუსტად ამ შიშებით, ჩვენ ბევრს ვკარგავთ. ამაში მხოლოდ განათლებას არ ვგულისხმობ. ეს შეიძლება იყოს კარგი მეგობარი, მეუღლე, განვითარებული გარემო, ცხოვრების საჩუქარი კარგი ადამიანები და ა.შ.
ქალო, ნუ გეშინია და არ გაჩუმდე, ჩვენ ერთად ვართ!!!