Blog-lar

Bizim olmayan adət-ənənə

Şəlalə Əmircanova

Sinif yoldaşım nişanlananda doqquzuncu sinfin ilk ayları idi. Evdə anama bu hadisə haqqında danışanda, bu hadisələr sənə aid deyil, sən balacasan dedi. Ancaq sinif yoldaşlarım mənim həmyaşıdlarım idilər. O qızdan sonra, həmin il ərzində demək olar ki, sinifin bütün qızlarını ərə verdilər, – əlbəttə 9-cu sinifi qurtaran kimi təhsillərini də dayandırdılar.

Bu hadisələr hamı üçün məlumdu, ancaq illər öncə buna qarşı reaksiya yox idi və bu hadisələr sıx-sıx baş verirdi.

Bu gün elə deyil. Daha “güclü” qanunlarımız var. Gerçəklərimiz isə budur, gündən-günə daha ağır xəbərlər alırıq. Bunun miqyaslı şəkildə baş verdiyini desək yalan olar, ancaq bir hadisə belə bu dəhşəti görməyimizə yetərlidir.

Bu gün 21 yaşım var. Nə qədər işləsəmdə, çalışsamda ailə üzvlərinin gözündə mən balaca qızam. Öz həmyaşıdımın və ya daha da balacanın bu ağrıları çəktiyini, zorla “ərə verildiyini” və hansısa psixologiyası pozulmuş heyvan tərəfindən zorladığını, onun yerinə qərar verildiyini, və sonrada bu bizim qayda-qanunumuzdur deyilməsini,- təsəvvür etmək belə mənim üçün böyük travmadır.

Çox qısa zamandır ki, problemlərdən əlavə qadınların uğur hekayələrini yazmağa başlamışam. Bu işə o ümidlə başladım ki, regionumun və digər regionlarda yaşayan millətimin, bir çox bariyerə baxmayaraq, uğurlu olduqlarını, irəlilədiyimizi, inkişaf etdiyimizi göstərəcəkdim. Təsəvvür edin ki, sən insanlara yaxşı misallar göstərmək istəyirsən, ancaq qəflətən, saniyələr ərzində yanında elə bir hadisə olur ki, artıq özün belə dediyinə inanmırsan…

Tələbə olduqdan sonra demək olar ki, hər gün bu cümlələri eşidirdim: bəs sənin neçə uşağın var, necə oldu ki, sənə ərə verməyiblər, yəqin nəsə ailən qarışıqdı. Bu mənim üçün cox alçaldıcı idi. İllər keçir sən deyirsən ki, bilirsinizmi, vəziyyət dəyişib, bir çox şey yaxşılığa doğru gedir, ancaq yenədə bir hadisə baş verir və… tamamilə həvəsin qursağında qalır…

Mən təsdiq edirəm ki, bu gün mənim regionumda, xalqımın yaşadığı hər yerdə, irəliləyiş, inkişaf var, bariyerləri aşmışıq, ancaq bir qıraqda belə xalqımın yaşadığı yerdə baş verən ən kiçik hadisə belə insanı narahat edir. Susmaq, səs çıxarmamaq, qıraqdan izləmək çıxış yolu deyil. Bu bizim adət-ənənəmiz deyil, bu tradisiyamız deyil, bu bizim mədəniyyətimiz hansısa bir parçası deyil, heç bir zaman da olmayıb. Bu sadəcə bir dəhşətdir. Umid edirəm ki, bu sonuncudur…


ტრადიცია, რომელიც ჩვენი არაა

შალალა ამირჯანოვას ბლოგი

მე-9 კლასის პირველი თვეები იყო, როდესაც ჩემი კლასელი დაინიშნა. სახლში დედაჩემს ამ ამბავზე რომ ვუთხარი, შენ პატარა ხარ, მსგავსი საკითხები არ გეხებაო, მითხრა. თუმცა, მე და ჩემი კლასელები ტოლები ვიყავით. იმ გოგოს შემდეგ, იმავე წელს, კლასის გოგოების თითქმის ნახევარი გაათხოვეს, – რა თქმა უნდა, სწავლა დატოვებინეს იმავე წელს, მე-9 კლასის დამთავრებისთანავე.

ყველასთვის კარგადაა ცნობილი ეს ამბები, მაგრამ წლების წინ ამაზე არავინ არ რეაგირებდა. ეს ამბები ხდებოდა და ხდებოდა.

დღეს ეგრე აღარ არის. უფრო „ძლიერი“ კანონები გვაქვს. თუმცა, ჩვენი სინამდვილე ისაა, რომ დღითიდღე უფრო მძიმე ამბები გვესმის. თუვიტყვით, რომ ეს მასიურად ხდება, მართალი არ ვიქნებით, მაგრამ ერთი ამბავიც კი საკმარისია იმ საშინელების დასანახად.

დღეს 21 წლის ვარ. რამდენიც არ ვიმუშაო და ვისწავლო, ოჯახის წევრების თვალში  სულ პატარა ვარ. როდესაც წარმოვიდგენ ჩემს ტოლს და უფრო პატარას, რომელიც განიცდის იმ ტკივილს, იძულებით რომ ათხოვებენ და ფსიქოლოგიურად აშლილი ცხოველი გააუპატიურებს, მის მაგივრად გადაწყვეტილებას მიიღებს, და მერე ადგება და ეს ჩვენი წესიაო, იტყვის, –  ეს დიდი ტრავმაა ჩემთვის.

ძალიან ცოტა ხანია, რაც დავიწყე პრობლემებთან ერთად ქალების წარმატებულ ისტორიებზე წერა. იმ იმედით, რომ დაანახო გარშემომყოფებს შენს რეგიონში და იმ რეგიონებში, სადაც ჩენი ეროვნების ხალხი ცხოვრობს, ძალიან ბევრი ბარიერის მიუხედავად, წარმატების ისტორიებიც არის, წინ მივდივართ, ვვითარდებით. წარმოიდგინეთ: შენ ცდილობ, ხალხს დაანახო კარგი მაგალითი, მაგრამ უცებ, წამებში, შენ გვერდით ისეთი ხდება, რომ უკვე არც შენ გჯერა ამის…

სტუდენტი რომ გავხდი, ყოველდღე მესმოდა ფრაზები: აბა შენ რამდენი შვილი გყავს, როგორ მოხდა, რომ არ გათხოვდი, ალბათ რამე შერეული ოჯახი გყავსო. ეს ჩემთვის იყო ძალიან დამამცირებელი. წლები გადის შენ ამბობ, რომ არა, იცით რა, შეიცვალა მდგომარეობა, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ უცებ კიდევ ერთი ამბავი და… მთლიანად იმედგაცრუებული რჩები…

მე ამას ვამტკიცებ, დღეს ჩემს მხარეში ნამდვილად არსებობს წინსვლა, განვითარება, ბარიერების გადალახვა, მაგრამ სხვაგან, სადაც ჩემი ხალხი ცხოვრობს, ეს მეც მაწუხებს. გაჩუმება, ხმის არამოღება არაა გამოსავალი. ეს ჩვენი წეს-ჩვეულება არაა, ეს ტრადიცია არაა, ეს კულტურა არაა. ეს მხოლოდ და მხოლოდ საშინელებაა. იმედია, ეს ბოლო იქნება…