Müəllif: Pəri İsmayılova
Sizcə böyüklərimiz, valideynlər, nənə-babalar, haqqımızda ən yaxşısınımı bilirler? Onlara həyatımıxı tam etibar etməliyikmi, haqqımızda bütün qərarları bizim əvəzimizə onlarmı verməlidi?
Mənim fikrimcə yox! Razıyıq ki, onlar yaşca bizdən böyüdürlər və hörmət bəsləyirik, məsləhətlərə qulaq veririk. Onlar bizdən təcrübəlidirlər və bəzi sözlərini dinləməliyik. Ancaq təcrübə edilən səhvlərə bərabər deyilmi, onlar təcrübəlidi çünki, zamanında sıhv ediblər. Ancaq fikrimcə gələcəyimizi vı həyatımızı valideyn belə olsa onlara etibar etməməliyik. Bu fikrim bəziləri üçün radikak sıslənə bilər ancaq yaşanmış və gördüyüm hekayə fikrimə daha əmin olmağıma yol açdı.
Hekayə: Sona Bakıda tibb universitetində oxuyurdu. Onun hər zaman ən çox isdediyi peşə müəllimlik olub, tarixə olan xüsusi marağına görə bu sahədə təhsil almaq isdəyirdi. Tibb sahəsini seçməyinin səbəbi isı onun həkim olmasını arzulayan babası olub. Birinci kursu bitirdikdın sonra kəndə, evə qayıdan Sonayı “şad” xəbər qarşılayıb. Kiçik bacısı ona “babam səni ərə verdi sənin toyun olacaq”,-deyib. Buna inanmaq isdemeyen Sonaya, xəbərin qerçəkliyini anası təstiqləyib. “Atan səni əmin oğluna verdi, səni sevirmiş və öz aramızda sizi nişanladıq”,-deyib anası. Sona təhsilimin sonu necə olacaq sualına isı cavabı heçkimdən ala bilməyib. Cavab: onu sonra düşünərik! İkinci kursda Sona böyüklərin qərarı ilə evlənib, təhsilini dayandırıb. Bu gün onun iki uşağı var. İllər öncə böyüklərinə qarşı gəlməyən/gələ bilməyən qızı həyatı bu gün heçnədir. Sonanın həyat yoldaşı illərdi iş üçün xaricə gedib və o burada iki övladı ilə yalnız yaşayır. “keşkə atama qarşı çıxıb evlənməzdim!”-deyir Sona.
Görəsən mən onun yerində olsam nə edərdim?! Düşünürəm ki, qarşı çıxardım ancaq illər öncə vəziyyət bu gün ki, kimi deyildi gənçlik belə deyildi. Sona böyüklərin qərarı ilə oxuduğu tibb sahəsini elə böyüklərin qərarı ilə yarımçıq qoydu. Bəlkədə öz seçimlərini edı biləcəyini bir mərhələyə keçəcıyini ümid edirdi ancaq böyüklərin qırarı bu səfərdə uğurlu ola bilmədi. Mən hər zaman mübarizə aparardım, təcrübələrimi elə öz səhvlərimlə qazanmaq üçün…
Sizcə öz azadlığımıza yoxsa böyüklərin “təcrübələri” və qərarlarına üstünlük verməliyik?
——————–
უფროსებმა ჩვენ შესახებ ყველაფერი სწორად იციან…
ავტორი: ფარი ისმაილოვა
თქვენი აზრით, უფროსებმა, მშობლებმა, ბებუა-ბაბუებმა ჩვენ შესახებ ყველაფერი სწორად იციან? ჩვენი ცხოვრება მთლიანად მათ ხელში უნდა ჩავაგდოთ, ჩვენ შესახებ ყველა გადაწყვეტილებას ისინი უნდა იღებდნენ?
ჩემი აზრით, არა! გასაგებია: ისინი ჩვენზე უფროსები არიან და მათ პატივს ვცემთ, რჩევებს ვიღებთ. ისინი ჩვენზე გამოცდილები არიან და მათ სიტყვას უნდა მოვუსმინოთ. თუმცა, გამოცდილება ხომ დაშვებულ შეცდომებს უტოლდება. ისინი გამოცდილები არიან, რადგან თავის დროზე შეცდომა დაუშვეს. ჩემი აზრით, ჩვენი ცხოვრება და მომავალი მშობლებსაც კი არ უნდა ჩავუგდოთ ხელში. შეიძლება, ვიღაცისთვის ჩემი აზრი რადიკალურად ჟღერდეს, მაგრამ არაერთმა ფაქტმა დამარწმუნა ამაში.
ამბავი: სონა ბაქოში სამედიცინო უნივერიტეტში სწავლობდა. მისი საყვარელი პროფესია ყოველთვის მასწავლებლობა იყო. ის ისტორიით იყო დაინტერესებული და ამ მიმართულებით უნდოდა განათლების მიღება, მაგრამ სამედიცინოზე სწავლობდა, რადგან ეს ბაბუმისის სურვილი იყო. პირველი კურსის დამთავრების შემდეგ, სოფელში, სახლში დაბრუნებულ სონას “სასიხარულო” ამბავი დახვდა. უმცროსმა დამ სონა ასე გაახარა: ბაბუამ გაგათხოვა, ქორწილი გექნებაო. სონას ამის დაჯერებაც არ უნდოდა, თუმცა დედამ ამბის სისწორე დაადასტურა და დასძინა: მამამ გაგათხოვა ბიძაშვილზე, იმას უყვარხარ და ჩვენ შორის ნიშნობაც გადავიხადეთ”. კითხვაზე, თუ რა ბედი ელოდა მის განათლებას, არავის ჰქონდა პასუხი. პასუხი ასე ჟღერდა: ამას მერე ვნახავთ!
მეორე კურსზე სონა უფროსების გადაწყვეტილებით დაქორწინდა, სწავლაც შეწყვიტა. დღეს მას უკვე ორი შვილი ჰყავს. წლების წინ იგი არ ან ვერ შეეწინააღმდეგა უფროსებს და დღეს მისი ცხოვრება არაფერია. სონას ქმარი საზღვარგარეთ სამუშაოდ არის წასული უკვე წლებია. სონა შვილებთან ერთად მარტო ცხოვრობს. “ნეტავ მამასთვის უარი მეთქვა თავის დროზე”, – ამბობს იგი.
ნეტავ, მე როგორ მოვიქცევდი მის ადგილას? ვფიქრობ, უარს ვეტყოდი. წლების წინ მდგომარეობა სულ სხვანაირი იყო. ახალგაზრდობა ჩვენნაირი არ იყო. სონა უფროსების გადაწყვეტილებით სამედიცინოზე სწავლობდა და მათივე გადაწყვეტილებით მიატოვა სწავლა. ვინ იცის, შეიძლება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების ეტაპზე უნდოდა გადასვლა. თუმცა, უფროსების გადაწყეტილება ამჯერადაც არ იყო წარმატებული. მაგრამ, მე მაინც ბრძოლას ავირჩევდი, გამოცდილებას ჩემივე შეცდომებით შევიძენდი…
თქვენ რას ფიქრობთ, დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვროთ თუ უფროსების “გამოცდილებასა” და გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ?