Kənd yerlərində yaşayan qadınlarımızı bu gün münasibəti ilə təbrik edir, onların əməyinə tam qiymət verilən mühit arzu edir!
Pəncərə platforması sizə Arzu Calalovun bu gün üçün xüsusi olaraq yazılmış bloqunu təqdim edir.
“Səhər saat 04:00-də oyandım. Saata baxıram, bir az daha yatmaq istəyirəm. Gözümü yumuram amma yata bilmirəm, öhdəliklərin yadıma düşür, axı mən kənddə yaşayan qadınam. Buna görədə yuxunu davam etdirmək istəmirəm. Qorxuram ki, yatıb qalaram işlərim yarımçıq qalar.
İsti çarpayımdan dururam. Pəncərədə çölə baxıram, hələ günəş də doğmayıb. Amma mən ayaqdayam, əminəm ki, bu vəziyyətdə olan tək mən deyiləm…
Hazırda məni kimi neçə qadın göy üzünə baxır. Üst başımı geyindim və gündəlik rutinə çevrilən işlərimi görməyə başlayıram. Bezirəmmi? – bəli amma bu mənim öhdəliyimdir. Birazdan marşrut gələcək və işə gedəcəyik. Tezcə süfrəni hazırlayıb, vaxtında işə getməliyəm, məsuliyyətsizlik etsəm işdən çıxarıla bilərəm.
Çayımı içdim, günortaya yemək hazırladım həm işdə həm də uşaqlar üçün. Yoldaşımı oyandırdım. Artıq saat 5-dir. Marşrut siqnallayır, sürətli addımlarla evdən çıxırıq. Tez uşaqları öpmədiyim və onlara evdə nə işləri görməli olduqları haqqında tapşırıq vermədiyim yadıma düşür. Sonra yadıma düşür ki, artıq iki aydır hər gün eyni şeyləri edirlər və mənsizliyə də öyrəşiblər. Qapını örtüb, marşruta doğru gedirəm. Yoldaşımla birgə əyləşmişik. Maşının arxa tərəfi boşdur, skamlar yoxdur ki, daha çox insan otura bilsin.
Əgər məndən bu həyat tərzinin çətin olub- olmadığını soruşsanız, cavabım belə olar: əlbəttə çətindir amma ailəni saxlamaq üçün daha yaxşı variant yoxdur. Marşrutda oturan hər kəsin üzündən yorğunluq yağır. Bəziləri yuxsunu davam etdirməyə çalışır amma alınmır. Maşın axıra kimi dolur- bəzisi ayaqda durur bəzisi oturur və üzüm bağına doğru gedirik.
İş hər zaman eyni yerdə olmur. Bəzən yaxşı iş olur, bəzən pis. Buna artıq öyrəşmişəm.
Hər gün dua edirəm ki, günəş doğmasın, hər gün üzüm bağında işləmək çox çətindir, hələki günün altında. Günəş şüasına dərim də dözməyir artıq çox dəyişib. Bəzən özümə güzgüdə baxanda düşünürəm ki, görəsən bu doğrudanda mənəmmi?! Əlimlə üzümə toxunuram əvvələr necə yumuşaq və zərif idi.
Bu gün mənim günümdür, hava buludludur. Uşaq kimi sevinclə işləyirəm. Bütün gücümlə işləyirəm və arxadan qadınların söhbətini, qeybətini eşidirəm. Bu adi haldır, bütün günü sakit dura bilməzlər, işi pozitiv söhbətlə yüngülləşdirmək istəyirlər. Bu gün sədr dedi ki, ikinci növbəyə də qalamalıyıq. Razılaşdıq, başqa nə əlacımız var ki. Səmaya baxıram yəqin indi uşaqlar günorta yeməklərini yeyirlər. Düşünürəm ki, uşaqlarım valideynlərinin iki növbə işlədiklərini öyrənəndə, bizimlə fəxr edəcəklər, çünki onlar üçün ikiqat daha çox qazancla evə qayıdacağıq.
İş günü saat 5- də bitdi, bizim də bütün enrjimiz bitdi. Bu gün yaxşı adama rast gəlmişdik, bizə üzüm də verdi. Bilirəm uşaqlar buna çox sevinəcək.
Marşrut yenə dolur və geri, evlərimizə qayıdırıq. Vaxt elə sürətli keçir ki, yolu necə gəldiyimizi bilmədim. İndi evdəyəm. Öhdəliklərim yadıma düşür.. Evi yığışdırmağa başlayıram, dincəlmək yadıma da düşmür çünki mən qadınam bunları etməliyəm. Sonra əkin yeri yadıma düşür. Yoldaşımın da yadına salıram. Bir az yatıb, dincəlmiş yoldaşımla birlikdə işləri görməyə gedirik.
İşləri bölüşdürüb, işləməyə başlayırıq. Mə göyərtini sulayıram – o, xiyar-pomidori. Sonra mən lobyaya fikir verirəm, arasını təmizləyirəm.
Artıq axşam oldu və işlərimizi bitirib evə qayıdırıq. Uşaqlarımızla söhbət edirik. Onlar öz əhvalatlarını danışırlar, amma o hadisələrdə biz yoxuq. Böyük sevinclə və parıldayan gözlərlə onların hər sözünə qulaq alırıq. Onlara tövsiyələr veririk, dərsləri haqqında soruşuruq. Tapşırıqlarını yoxlayıb, yatızdırıram, artıq gecədir. Sonra televizor izləyərkən yatan ərimi oyandırıram və yatmağa gedirik.
O, həmən yuxuya gedir, həm nələr haqda düşünürəm ის yata bilmirəm. Həmişəki kimi çox yorğunam və yuxuya gedirəm.
Doyunca yata bilmirəm amma nə etməli mənim vəzifəm var, mən kənddə yaşayan qadınam və başqalarına nisbətən daha çox öhdəliyim var..” Bu kənddə yaşayan qadının gündəlik həyatıdır.
დღეს სოფლად მცხოვრები ქალების დღეა.
ვულოცავთ ჩვენს სოფლად მცხოვრებ ქალებს ამ დღეს და მათი შრომის ჯეროვნად დაფასებას ვუსურვებთ!
ფანჯარა კი გთავაზობთ არზუ ჯალალავის მიერ საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნილ ბლოგპოსტს.
“გავიღვიძე, დილის 4.00 საათია. საათს ვუყურებ, ცოტა ძილი კიდევ მინდა. თვალს ვხუჭავ, მაგრამ მახსენდება ჩემი სიტუაცია, შვილები, მახსენდება, რომ ვარ სოფლად მცხოვრები ქალი და მაქვს ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, ძილს ვერ ვაგრძელებ. მეშინია, რომ დამეძინოს და ჩემი მოვალეობა შეუსრულებელი დარჩეს.
ვდგები თბილი საწოლიდან. გარეთ ვიხედები. ჯერ მზეც არაა ამოსული. მაგრამ მე მღვიძავს და დარწმუნებული ვარ, არა მარტო მე ვარ ასე…
ამ სოფელში ბევრი ქალი უყურებს ახლა ცას. მოვწესრიგდები და ვაგრძელებ ყოველდღიურ რიტმად ქცეულ საქმიანობას. მბეზრდება? – კი, მაგრამ ეს ჩემი მოვალეობაა. ცოტა ხანში სამარშრუტო ტაქსი მოვა, სამუშაოდ წამიყვანს. აქედან გამომდინარე, სუფრა დროულად უნდა გავშალო, რომ სამუშაოდაც მოვასწრო წასვლა, თორემ ჩემს ადგილს დაიკავებს სხვა და მე უმუშევარი დავრჩები.
ჩაი დავლიეთ, სადილი მოვამზადე წასაღებადაც და შვილებისთვისაც. ქმარიც მერე გავაღვიძე. უკვე 5.00 საათია. სამარშრუტო გვისიგნალებს, ჩქარი ნაბიჯებით გავდივართ სახლიდან. მახსენდება, რომ შვილებს არ ვაკოცე და არც დავუბარე, რა უნდა გააკეთონ, როცა მე არ ვიქნები შინ. მერე ისიც მახსენდება, რომ ეს რიტმული ცხოვრება უკვე 2 თვეა, დაიწყო და ისინი უჩემობას მიეჩვივნენ უკვე… კარებს ვხურავ და სამარშრუტო ტაქსიში ავდივარ. ქმარი და მე ერთად ვსხედვართ. უკანა მხარე სულ თავისუფალია, არ აქვს სავარძელი, რომ უფრო მეტი ხალხი დაეტიოს სამუშაოდ წასაყვანად.
თუ მკითხავთ, რთულია თუ არა ასეთი ცხოვრება, პასუხი იქნება: რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ოჯახის გადასარჩენად სხვა უკეთესი ვარიანტი არ არსებობს. სამარშრუტო ტაქსიში ყველას დაღლილი სახე აქვს. ზოგი ძილის გაგრძელებას ცდილობს უშედეგოდ. მანქანა ბოლომდე ივსება – ზოგი ფეხზეა, ზოგი ზის და გავდივართ ვენახებისკენ.
ხან სად მივდივართ, ხანაც – სად. ზოგჯერ კარგ სიტუაციას ვხვდებით და ზოგჯერ – ცუდსაც. ეს ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის.
ყოველ დილით ვიმედოვნებ, იქნებ მზე არ გამოვიდეს, რადგან ვენახში ყოველდღე სიარული და ამას დამატებული მზის მცხუნვარებაც, ძალიან რთულია. ჩემი კანი ვერ უძლებს მზის ამ სიმხურვალეს და ძალიან შემეცვალა კანის მდგომარეობა. ზოგჯერ სარკეში ვიხედები და ვამბობ: ეს მართლა მე ვარ? ხელებით ვეხები იმ სახეს, რომელიც დიდი ხნის წინ ფუმფულა და ნაზი იყო.
დღეს ჩემი დღეა, ღრუბლიანია სულ. მიხარია პატარა ბავშვივით, მუშაობას მთელი გულით ვუდგები. ვმუშაობ, ვმუშაობ მთელი ჩემი ძალებით და მესმის ზურგს უკან ჩემი სოფლელი ქალების ჭორაობა. ესეც ჩვეულებრივი მომენტია, რადგან მთელი დღე ჩუმად ვერ იქნებიან, მუშაობას პოზიტივს საუბრით სძენენ. დღეს პატრონმა გვითხრა, მეორე ცვლაზეც დავრჩენილიყავით და შუადღემდე გვემუშავა. დავთანხმდით, სხვა გზაც არ იყო. ცას ვუყურებ. ალბათ ახლა შვილები სადილს ჭამენ და მუშაობას ვაგრძელებ. ვფიქრობ, იამაყებენ, როცა გაიგებენ, რომ დღეს დედამ ორმაგად იშრომა მამასთან ერთად და უფრო მეტი იშოვა მათი ბედნიერებისთვის.
დასრულდა სამუშაო დღის 5 საათზე და დასრულდა მთელი ჩვენი ენერგიაც. კარგი ადამიანი შეგვხვდა დღეს – ჩვენს შვილებს ყურძენი აჩუქა. გაუხარდებათ, ვიცი.
ისევ ივსება სამარშურუტო ტაქსი და მივდივართ უკან, ჩვენს სახლებში. დრო გადის სწრაფად, ისე, რომ სახლში როგორ მივედი, შეიძლება ვერც გავიხსენო. ახლა შინ ვარ. მახსენდება ჩემი მოვალეობები… ვალაგებ სახლს ისე, რომ დასვენება არ მახსენდება, რადგან მე ქალი ვარ, მოვალეობები გამაჩნია. მერე ბოსტანიც მახსენდება. ქმარსაც ვახსენებ. გამოძინებულ ქმართან ერთად ბოსტნის საქმის გასაკეთებლად გავდივარ. ვინაწილებთ საქმეს და მუშაობას ვიწყებთ. მე მწვანილებს ვრწყავ, ის – კიტრ-პომიდორს. მერე მე ლობიოს დავხედავ, რა მდგომარეობაშია, ვასუფთავებ.
ამასობაში დაღამდა და შესრულებული მოვალეობებით გადაქანცულები ვბრუნდებით სახლში. შვილებს ვესაუბრებით. ისინი გვიამბობენ თავიანთ ამბებს, რომლებშიც ჩვენ არ ვმონაწილეობდით. დიდი სიხარულითა და აციმციმებული თვალებით მოყოლილ თითოეულ ისტორიას ვუსმენთ. რჩევებს ვაძლევთ, ვეკითხებით, გაკვეთილები თუ შეასრულეს. ვუმოწმებ და ვაძინებ, რადგან უკვე ღამეა. შემდეგ ტელევიზორის ყურებისას ჩაძინებულ ქმარს ვაღვიძებ და დასაძინებლად მივდივართ. ის მალე იძინებს, მე ფიქრები იმდენ რაღაცაზე გადამაქვს, რომ ვერ ვიძინებ. უცებ, ფიქრს ვწყვეტ და მეც ჩამეძინება, რადგან ძალიან დაღლილი ვარ, როგორც ყოველთვის.
ძილიც არ მყოფნის, მაგრამ მე ჩემი მოვალეობები მაქვს შესასრულებლად, რადგან მე სოფლად მცხოვრები ქალი ვარ და უფრო მეტი მოვალეობები მაკისრია, ვიდრე სხვას…”, – ეს სოფლად მცხოვრები ქალის შინაგანი ხმაა.