Blog-lar

“Bütün günü evdə oturursan, nədən yorulubsan?

Müəllif: Aynurə Əliyeva 

“Bütün günü evdə oturursan, nədən yorulubsan? – qadınların ünvanına ən çox da kişilər tərəfindən tez-tez deyilən ifadədir.

Pandemiya əksər kişilərə çox həqiqətləri göstərdi. İndiyə kimi elə bilirdilər qadın evdə oturursa demək işsizdir və heç nə etmir.

Pandemiya dövründə sosial şəbəkədə bir səhifə ilə rastlaşdım. Səhifəni bir qrup kişilər yaratmışdı və pandemiya zamanı evdə gördükləri işi bir-biri ilə bölüşürdülər. Bəzisi hazırladığı yeməyi paylaşırdı ki, görün necə hazırlamışam. Biri də uşağın paltarını sərən zaman iki dənə əvəzinə az qala iyirmi dənə paltar tutan vurmuşdu.

Qadının iki deyil çox sayda əli var. Birinci əli ilə yemək bişirir, ikinci ilə paltar ütüləyir, üçüncü ilə uşaqlara qulluq edir, dördüncü ilə evi təmizləyir, beşinci ilə qabları yuyur, altıncı ilə tarlada işləyir, yeddinci ilə heyvandarlıqla məşğul olur, səkkizinci ilə alış veriş üçün mağazaya gedir, doqquzuncu ilə süfrə açır və onuncu ilə ailəyə kişiylə yanaşı iqtisadi gəlir gətirir. Hələ mən qadının on dənə əlini saydım, yenə düşünsək say çoxalar. Bunların hamısının qarşılığında qadına deyirlər nədən yorulubsan?

İndiyə kimi çox kişilər elə bilirdi ləziz yemək öz-özünə bişir, təmiz, ütülənmiş paltar öz-özünə geyinilir, uşaqlar öz-özünə geyinir, yeyir, böyüyürlər, məhsullar evə özü gəlir və bunların hamısında qadının rolu nədənsə ya az görünür, ya da ümumiyyətlə görünmür.

Pandemiya zamanı evdə qalmaqla çoxları hər şeyin özbaşına olmadığını görmüş oldu.

Əsas olan bu işləri kimin görməsi deyil, əsas qiymətləndirməkdir. İnsanın zəhmətini dəyərləndirməməklə onun işləmək istəyini öldürürsən. Əgər davamlı olaraq sən heç nə etmirsən, niyə yorulursan, evdə oturursan kimi ifadələr işlənərsə insan onun zəhmətinə dəyər verilmədiyni düşünər. Əksər qadınlar bu gün məhz bu vəziyyətdədir. Yalnı kişilə deyil bəzən qadınlar belə digər qadının zəhmətinə dəyər vermir. Düşünürlər qadın evdə oturub seriala baxır və bütün gün yatır.

Pandemiya dövrünün müsbət tərəflərindən biri odur ki, kişilərin əksəriyyəti bütün gün evdə oturmaq və işləməyin nə demək olduğunu başa düşdülər.

Qadınların zəhmətinə dəyər verin! Qadın bu işləri onsuz da görür, övladlarını böyüdür, kişi ilə bərabər ailə saxlayır. Evdə oturub nə edirsən demək əvəzinə düşünün ki, həqiqətən də qadın evdə oturmaqla nədən yorulur…

————————————–

„მთელი დღე სახლში ზიხარ და რამ დაგღალა?“

ავტორი: აინურა ალიევა

„მთელი დღე სახლში ზიხარ და რამ დაგღალა?“- ქალების მიმართ ხშირად ნათქვამი ფრაზაა, მით უმეტეს მამაკაცების მხრიდან.

პანდემიამ ბევრი სიმართლე აჩვენა მამაკაცებს. აქამდე ბევრს ეგონა, ქალი სახლში რომ ზის, ესე იგი უმუშევარია და არაფერს აკეთებს.

პანდემიის პერიოდში, სოციალურ ქსელში შემხვდა გვერდი, სადაც მამაკაცების გარკვეული ჯგუფი ერთმანეთს უზიარებდა, ვინ რას აკეთებდა პანდემიის დროს სახლში. ზოგი საჭმელს ამზადებდა და სურათს დებდა, აბა თუ სწორად გავამზადეო, ერთ-ერთი კი ბავშვის ტანსაცმელს ფენდა და ორი სამაგრის მაგიერ ოცით ჰქონდა ტანსაცმელი დამაგრებული.

ქალს ორი კი არა, უამრავი რაოდენობის ხელი აქვს. ერთით საჭმელს ამზადებს, მეორეთი ტანსაცმელს აუთოვებს, მესამეთი ბავშვებს უვლის, მეოთხეთი სახლს ალაგებს, მეხუთეთი ჭურჭელს რეცხავს, მეექვსეთი მინდორში მუშაობს, მეშვიდეთი მეცხოველეობით არის დაკავებული, მერვეთი მაღაზიაში გარბის საყიდლებზე, მეცხრეთი სუფრას შლის და მეათე ხელით შემოსავალი შემოაქვს ოჯახში. ეს ათი ხელი ჯერ მე დავთვალე და რომ ვიფიქროთ, კიდევ ბევრი ხელი გამოჩნდება. ამ ყველაფრის ფონზე კი ქალს ეუბნებიან – რამ დაგღალა?

აქამდე ბევრ მამაკაცს ეგონა, რომ გემრიელ საჭმელს ისე მიირთმევს, სუფთა, დაუთოებულ ტანსაცმელს ისე იცვამს, სუფთა სახლში ისე ცხოვრობს, ბავშვები თავისით ისე იზრდებიან, იცვამენ, ჭამენ, პროდუქტები სახლში თავისით მოდის, რომ ქალის როლი ამ საქმეებში რატომღაც არ ჩანს. მაგრამ, პანდემიის დროს სახლში დარჩენამ ბევრს აჩვენა, რომ თურმე ქალს უამრავი ხელი აქვს და ეს ყველაფერი თავისით არ ხდება.

მთავარი ის კი არ არის, ვინ აკეთებს ამ საქმეს, მთავარი შეფასებაა. ადამიანის შრომას თუ არ დააფასებ, მასში კარგავ მუშაობის ხალისს, უნარს. თუ სისტემატურად ეტყვი მას, შენ არაფერს არ აკეთებ, რატომ იღლები, სახლში ზიხარო, ის ადამიანი იფიქრებს, რომ მის შრომას არ აფასებენ. ქალების უმეტესობა დღეს ამ მდგომარეობაშია. არამხოლოდ მამაკაცები, ქალის შრომას ბევრ შემთხვევაში სხვა ქალებიც არ აფასებენ. კაცები სახლიდან რომ გადიან, ფიქრობენ, რომ ქალი სახლში სერიალებს უყურებს და მთელი დღე სძინავს.

პანდემიის პერიოდის ერთ-ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ მამაკაცების უმეტესობა მიხვდა, მთელი დღე სახლში დარჩენა და შრომა რას ნიშნავს.

დააფასეთ ქალების შრომა! ქალი ისედაც აკეთებს ამ საქმეებს და შვილებს უვლის, ფინანსურად ოჯახს არჩენს მამაკაცთან ერთად. სახლში ზიხარ და რითი დაიღალეს თქმის მაგივრად, იფიქრეთ, ნამდვილად რითი იღლებიან ქალები სახლში დარჩენით…