რამდენიმე საუკუნის წინ, ჩვენს საზოგადოებაში საშინელი ვირუსი გავრცელდა.
მინდა, ორ ვირუსზე ვისაუბრო.
ეს ორი ვირუსი, სხვა დანარჩენისაგან განსხვავებით, შეძლო უმეცართა ტვინსა და ჩვენი მენტალიტეტში შესვლა. ალბათ მიხვდით, რაზეა საუბარი.
დიახ, ნაადრევ ქორწინებასა და გოგოს მოტაცებაზეა საუბარი. ამ ორს ვირუსად მოვიხსენიებ, რადგან უცოდინრობა-უმეცრება შეიძლება ვირუსის კატეგორიაში გავიდეს. გარდა იმისა, რომ ეს ვირუსი სწრაფად ვრცელდება, იგი ჩვენ გაუცნობიერებლად სულს გვხდის.
დავირუსებულნი იმდენად არიან გაბოროტებულნი, გოგოს მიზნებზე უარს ათქმევინებენ, ანადგურებენ, მშობლები კი, ტრადიციის ერთგულების სახელით, შვილებს უთხოვებენ. გაიზარდა იმ გოგოების რაოდენობა, რომლებმაც თავიანთ მოკლულ ოცნებებს თეთრი საქორწილო კაბა ჩააცვეს, საკუთარ გულში დაიმარხეს და იძულებით დაქორწინდნენ ოცნებების მკვლელზე.
როცა ვირუსის გავლენა გაიზარდა, ადამიანების ჩაგვრის და თანასწორების დარღვევის მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. იმის მაგიერ, რომ ამ ვირუსის მკურნალობა დაეწყოთ, “უმეცრების” ვირუსს სახელი გადაარქვეს და “კაცობა” დაარქვეს. პრობლემა უფრო გააღრმავეს, მაგრამ ამით იამაყეს. ყოველდღიურად, გოგონების მიზნებისგენ მიმავალი გზას ჩაკეტეს, გოგოს ცხოვრებაში აუტანელი ტანჯვა, ჩაგვრა დაამკვიდრეს, გოგო გააუბედურეს და ამ ყველაფერს “ბედნიერება” დაარქვეს.
საზოგადოება იმდენად გაბოროტდა, იმდენად უმეცარი გახდა, რომ კაცი, რომელსაც თავისი 15 წლის გოგოს შვილის გაჩენა უზომოდ უხარია, ბაბუა გავხდიო, საკუთარი შვილის ცრემლებში ღრმა წყენას ვერ ხედავს. კაცობრიობას ნელ-ნელა დაავიწყდა ადამიანობა და ზუსტად ამიტომაც, ამ ვირუსს “უცოდინარობა” დაარქვეს. ამ ვირუსმა “ადამიანის” ცნებიდან “უცოდინარობის” ცნებაზე გადასვლამდე მიგვიყვანა.
როგროც იქნა, დაიწყეს ამ ვირუსთან ბრძოლა იმ ადამიანებმა, რომლებსაც სულში არ ჰქონდათ ვირუსი და ცხოვრებას სწორი ფანჯრიდან უყურებდნენ. აირჩიეს მეთოდი: ვინც უმეცრების სიღრმეებში იყო, მისი განათლების თოკით გადარჩენა. ასობით ტრეინინინგი ჩატარდა. პროექტის განხორციელების შემდეგ, ექიმებმა თავიანთ უანგარო შრომაში დაღლილობით იამაყეს. ვისაც არ ჰქონდა სული ვირუსით დაავდებული, ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, თუ რამდენად ბოროტია ვირუსი, ვისაც კი, – აუხსნეს, რამდენად უმეცრები არიან. ვინც ცდილობდა ამ საქციელის გამართლებას, განათლებულმა გააჩუმა, ვინც ცდილობდა რელიგიის სახელით გამართლებას, ისინი რელიგიის ხალხმა გააჩუმა.
საბოლოოდ, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალეს. ვინც იმკურნალა, უმრავლესობა გამოჯანმრთლედა, მაგრამ ჯიუტებმა თავიანთი პოზიცია არ დათმეს.
დღევანდელ დღეს, ორივე მხარის წარმომადგნელები არსებობენ. ვირუსის გავრცელება წარმატებით არ დასრულდა, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხენ. ამ შემთხვევამ ჩვენ არც უნდა შეგვაშინოს და არც ბრძოლისთვის დაგვანენებინოს თავი.
მინდა, ჩემი სიტყვა ისლამის პირველი, ზოგი წყაროს მიხედვით კი მეოთხე ხალიფა ალი იბნ აბუ თალიბის სიტყვებით დავასრულო: “თუ ბოროტი არ ანებებს ბოროტ მოქმედებას თავს, მე რატომ უნდა დავანებო თავი სიკეთის კეთებას?“.
თუ ისინი არ დაანებებენ თავს ვირუსში ცხოვრებას, ჩვენ საერთოდ არ დავანებებთ ბრძოლას თავს!
ადრე თუ გვიან, გავიმარჯვებთ!
სიყვარულით,
ალი ილგაროღლუ (განიევი)