Müəllif Arzu Kazımova
Mən Arzu Kazımova, sizinlə çoxlarının “artıq çeynənilib”dedikləri (zənnimcə dərs çıxarılmayan hər bir şey haqqında nə qədər müzakirələr olsa belə, hələ tək bir cümlə belə sərf edilməmişcəsinə qaranlıq qalmaqdadır) bəzi mövzular haqqında fikirlərimi bölüşmək istəyirəm.
Hər kəs cəmiyyətin eyiblərindən,cəmiyyətdə baş qaldıran haqsızlıqlardan, bunun dəyişməli olduğundan bəhs edir, axı biz niyə kainatı dəyişmək yerinə özümüzü dəyişmirik. Bu dəyişimə özümüzdən başlasaq sizcədə daha asan olmazmı!? Evimizi yıxan bilirsiz nə olur “əşi bir mənlə nə olacaq guya,azzarı mənə qalıb?”lar. Bəli bizə qalıb, sənə mənə, Həsənlərə, Ayşələrə qalıb. Unutma tək səninlə çox şey dəyişə bilər.
Çox sadə misal gətirim, tələbəyik və 6 qız bir yerdə qalırıq, ev işlərini cədvəllə bölmüşük, bir gün kimsə işini yerinə yetirməsə, hər şey paramparça olur, girir bir-birnə. Bax elə həyatda bu sadə misaldan ibarətdir. Bəlkə ətrafındakıların gözündə sən “kifayətsiz” görünürsən amma sən gərək övladlıq, insanlıq vəzifəni yerinə yetirməyinlə ,yeməkdə mənimdə duzum olsun deməyinlə gözəlsən. Bir gün dayanacaqda avtobus gözləyirdim, kəntdən Marneuliyə gəlirəm. Xeyli gözləyəndən sonra nəhayət avtobus gəldi çətiliklə mindim, ayaq üsdə bir təhər yer tapdım. Hərəkətə keçdik, pəncərədən bayıra baxırdım bir az getmişdik ki, elə bir yolun qırağında baş vermiş bir hadisəyə şahid oldum. Evləri düz yolun qırağında olan bir ailənin “kişisi” həyat yoldaşının başına necə sillə vurdusa, o an o qədər içim yandı, zərbəni öz başımda hiss etdim. İki oğlan uşağı oturub pəncərənin yanında “ə bu gənə içib hayfını yazıxdan aler”deyirdilər.
Qonşu kənd olmaqlarına baxmayaraq onları heç tanımırdım. Ailəni avtobusda elə tam dəqiq görə bilməmişdim. O an ki hisslərimi ifadə edə bilmərəm. Avtobusu saxlatdım (hansıki yarım saatdı gözləyirdim) düşdüm. 2 dəqiqə qədər piyada geri qayıtdım, baxdım bəyaqki yerdə heç kəs yox idi. Düşündüm yəqin həyət qapıları bu olar, o saniyələrdə ağlımnan nələr keçirdi(ya keflidirsə yenə kişi, ya məni təhqir edərsə, mənə nə ki!) Sonra dedim bəs Arzu sən busanmı?! Bəs niyə düşmüşdüm avtobusdan, içəri girdim həyətə, bağlı it var idi, hürüdü, ürkdüm. Heç kəs yox idi,”kimsə var?” – dedim orta yaşlı bir qadın çıxdı. Heç bilmədim nə deyim, axı heç bilmirəm onlar kim idi, adları nə idi, tamamilə o anki çaşqınlığımla “bura Mamedgilin evidirmi?”dedim, “yox ölöm,nəydi” dedi qadın “heçnə bağışlayın səhv gəldim dedim”. Bəlkədə həmin onların evi idi, bu çıxanda ailə üzvü idi bilmirəm. Əgər o kişi qarşıma çıxsaydı “ağzıma gələni deyərdim” deməyəcəm, sadəcə” insafnız olsun” deyərdim. Mən o zaman anladım ki, mən susmuram, bəlkə kiməsə görə o avtobusdan düşmək adi bir şeydir amma mənim bir şeylərə az da olsa faydam olacağına inandığıma dair atdığım dahicə bir addım idi!
ცვლილება საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ!
ავტორი არზუ კაზიმოვა
მე ვარ არზუ კაზიმოვა. მინდა, ისეთ თემებზე გესაუბროთ, რომელზეც უმრავლესობა ფიქრობს, რომ უკვე გადავღეჭეთ (მე მგონია, რომ თუ ჯერ ვერაფერი ვისწავლეთ, რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ, მაინც სიბნელეა).
ყველა საზოგადოების შეცდომებზე, უსამართლობაზე, ცვლილელების აუცილებლობაზე საუბრობს. კი მაგრამ, რატომ ფიქრობთ სამყაროს შეცვლაზე და არა – საკუთარი თავის შეცვლაზე? როგორ გგონიათ, საკუთარი თავის შეცვლა უფრო მარტივი არ იქნებოდა? იცით რა გვანადგურებს? “ჩემით ისედაც არაფერი არ შეიცვლება, მე რაში მაინტერესებს?” – ეს მიდგომა. დიახაც, ზუსტად ჩვენ გვეხება ეს საკითხი. მე, შენ, აიშებს, ჰასანებს ადარდებს. არ დაგავიწყდეს, რომ ყველფარი შენით შეიძლება შეიცვალოს.
ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან. სახლში ვართ ექვსი სტუდენტი და სახლის დალაგება გადანაწილებული გვაქვს კვირის დღეების მიხედვით. თუ ვინმე თავის ჯერზე არ ალაგებს სახლს, სახლი სახლს აღარ ჰგავს.
ზუსტად ასეა ცხოვრებაც. იქნებ ვიღაცისთვის შენ ხარ “სუსტი”, მაგრამ შენ მაშინ ხარ სამაგალითო ადამიანი, როდესაც ცლილებისათვის წვლილი გაქვს შეტანილი.
ერთხელ, როცა სოფლიდან მარნეულამდე მოსასვლელად გაჩერებაზე ავტობუსს ველოდებოდი, მოვიდა სამარშრუტო ტაქსი, რომელზეც ძლივს ავედი, ფეხზე ვიდექი. გარეთ ვიყურებოდი. ცოტა ხანში დავინახე, რომ ერთმა კაცმა ცოლს სილა გაულაწუნა. თითქოსდა, ეს დარტყმა თავში ვიგრძენი. ორი ბიჭი იჯდა ფაჯარასთან და ამბობდნენ, ეს კაცი ისევ მთვრალია, ამ საცოდავმა რა დააშავაო… ეს მეზობელი სოფელი იყო, მაგრამ ოჯახს არ ვიცნობდი. ამ დროს რა ვიგრძენი, ვერ აღგიწერთ: გავაჩერე ტრანსპორტი, უკან დავბრუნდი, მაგრამ იქ აღარავინ დამხვდა. ვიფიქრე, ალბათ აქვე ეზოში არიან შემოსულები-მეთქი, თან ძალიან მეშინოდა – შეიძლებოდა, კაცი მთვარლი ყოფილიყო, შეიძლება შეურცხყოფა მოეყენებინა ჩემთვის. მაგრამ ვიფიქრე, რომ არზუ ასეთი მშიშარა არ უნდა ყოფილოიყო! თუ ვერაფერს არ ვიზამდი, რატომ ჩავედი?
შევედი ეზოში. ძაღლი ჰყავდათ, ყეფდა, შემეშინდა. არავინ იყო ეზოში.
ვინმე არის-მეთქი? – ვიკითხე.
შუა ხნის ასაკის ქალი გამოვიდა სახლიდან.
არც კი ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, სახელებიც კი არ ვიცოდი. დაბნეულმა ვიკითხე, აქ მამედის სახლია-მეთქი?
– არაო.
– შემეშალა-მეთქი, – ბოდიში მოვიხადე და გავედი.
შეიძლება, მართლაც მათი სახლი იყო, იქნებ ის ქალიც მათი ოჯახი წევრი იყო. ის კაცი რომ გამოსულიყო, შეიძლება ვერ მეთქვა მისთვის, რასაც ვფიქრობდი, მაგრამ იმას მაინც ვეტყოდი, არაკეთილისინდისიერი ხართ-მეთქი.
მაშინ მივხდი, რომ მე არ ვჩუმდები. შეიძლება, ზოგისთვის მიკროავტობუსიდან ჩასვლა არაფერს არ ნიშნავდეს, მაგრამ ჩემთვის ეს ის ნაბიჯი იყო, როცა დავრწმუნდი, რომ საზოგადოების სასიკეთოდ არის ეს ნაბიჯი გადადგმული.