Gürcüstanın Daxili İşlər naziri Vaxtang Gomelauri, Gürcüstan hökümətinə, “Qadına qarşı zorakılıq və/ və ya ailədə ailədə zorakılık problemini həll etmək üçün, zorakılıq qurbanını qorumaq və kömək haqqında” Gürcüstan qanuna dəyişiklik haqqında qanun layihəsi təqdim etdi.
Təqdim olunan dəyişiklik təcavüzkara yazılan məhdudlaşdırıcı orderə nəzarət etmək üçün elektron nəzarət sistemini nəzərdə tutur. Bu qadın və ailə zorakılığının təkrarlanma ehtimalını ortadan qaldırır və qurbanı qoruyur.Dəyişikliyin məqsədi ailədə zorakılığı və ailə cinayətiylə mübarizədə effekti artırmaq və təcavüzkara daha təsirli nəzarət etməkdir.
• Qadına qarşı və ya ailə zorakılığı faktında, zorakılığın təkrarlamasının real təhlükəsi varsa, məhdudlaşdırıcı order yazıldıqda, təcavüzkar bir aydan çox olmamaqla, məhkəmə qərarıyla , elektron nəzarət aparatı təyin edilə bilər. Qeyd olunan tətbiqin məqsədi təcavüzkarın qurbana yaxınlaşmasının qadağan edilməsidir;
• Elektron nəzarət haqqında protokol tərtib olunur, bu dərc edildikdən sonra 24 saat ərzində məhkəməyə təsdiq üçün təqdim olunur;
• Təcavüzkar elektron nəzarət məsuliyyətlərini yerinə yetirmir və ya elektron nəzarətdən qəsdən yayınırsa, məhdudlaşdırma orderlə nəzərdə tutulan cinayət məsuliyyətinə cəlb oluna bilər (1 ilədək azadlıqdan məhrum edilməyi nəzərdə tutur);
• Ailə zorakılığı qurbanının maraqlarından asılı olaraq qoruyucu orderin müddəti 6 aydan 9 aya qədər artırılır. Müddəti məhkəmə təyin edir;
• Bu ailə üzvlərinə və keçmişdə qeydiyyatsız evlilikdə olan şəxslər, dəstək alan, qəyyum və keçmiş qəyyum daxildir.Layihə BMT-nin Qadın Təşkilatı – UN WOMEN-in aktiv iştirakıyla həyata keçir. Qeyd edək ki, UN WOMEN Daxili İşlər Nazirliyinə 100 ədəd elektron biləzik və uyğun texnika verdi.
——————–
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობას მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის დანერგვის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
წარდგენილი ცვლილებები ითვალისწინებს მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის აღსრულების უზრუნველყოფას ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის გზით, რაც ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის განმეორების თავიდან აცილებას და მსხვერპლთა დაცვას. ცვლილებების მიზანია ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლება და მოძალადეზე ზედამხედველობის კიდევ უფრო ქმედითი მექანიზმის შექმნა. კერძოდ:
• ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის არსებობისას, შემაკავებელი ორდერის გამოცემისას (ან მისი მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს) მოძალადეზე არაუმეტეს 1 თვით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეიძლება დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა. აღნიშნულის მიზანია მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის კონტროლი;
• ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დგება ოქმი, რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს;
• მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის ვალდებულებების შეუსრულებლობა ან ელექტრონული ზედამხედველობისთვის განზრახ თავის არიდება წარმოადგენს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით);
• ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინტერესების გათვალისწინებით, დამცავი ორდერის მოქმედების ვადა იზრდება 9 თვემდე, ნაცვლად 6 თვისა. აღნიშნულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო;
• ფართოვდება ოჯახის წევრის დეფინიცია ოჯახის წევრის ჩამონათვალს ემატება წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, მეურვეობასა და მზრუნველობაში მყოფი პირი.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის – UN WOMEN-ის აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ UN WOMEN-მა შეიძინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული სამაჯური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.