Müəllif: Kübra Qaracayeva
Təssəvürümə görə biz dünyaya göz açarkən, bizə ağ səhifələrdən ibarət bir dəftər hədiyyə olunur. Hansı ki, bütün həyatımızın, hər anımızın yazılacağı bir dəftər və əlimizə rəngarəng qələmlər verilir. Bizə düşən isə onun səhfələrini necə və hansı rənglərlə dolduracağımızdır. Həyatda yaxşınıda, pisidə bizə hər zaman başqaları etmir bəzən öz-özümüzə edirik. Buna səbəb isə bəzən qorxularımız olur.Buna görə də, bəzən həyatı yaşamaqdan çox qaçırırıq.Bütün gözəllikləri,yaşaya biləcəyimiz xoşbəxtliyi qorxuduğumuz üçün qaçırırıq. Bunu edə bilməyəcəyimizdən deyil, bunu edə bilməsək insanlara bizə nə deyəcəklərindən qorxuruq. Həyatımız öz əllərimizdəykən, bunu edəcək gücümüz varkən,biz qorxduğumuz üçün dayanırıq.
Məsələn: rəssam olmaq istəyirsən amma insanlar bəyənməz deyə bu xəyalınan vazkeçirsən. Bu zaman hec düşünmərik ki, bəlkə biz çox uğurlu biri olacayıq. Hər bir tənqid bizi daha çox inkişaf etdirəcək. Bir xəyalımız varsa, onu, qorumalı olduğumuzu unutmamalıyıq. Bəzən böyük riskləri etməliyik! Bəzən isə xəyallarımız üçün nələrdənsə vazkeçməli ola bilərik. Bu hadisə həmin an faciə kimi görünsədə illər sonra bunu yaxşıki etmişəm, deyəcəyik. Mənim bu günə qədər öyrəndiyim və riayət etdiyim bir gərçək varsa oda kim nə deyir desin xəyallarım üçün cəhd etməkdən, mubarizə aparmaqdan əl çəkməməyimdir. Mənə ağ səhfələrimi rəngli qələmlərlə yazmaq şansı verilmişkən, mən niyə bütün səhfələri qaraya boyayım?! Həyatımızda bəzi çətinliklər, pis anlar olub, olacaqda amma bu o demək deyilki həyatımızın geri qalanını yalnız o səhflərimizi düşünürək keçirək. Hər səhv, hər bir mənfi hadisə, bir təcrübədir. Həyat gözəlliklərə doluykən o, səhvlərə ilişib qalmağın özü elə böyük bir faciədir.
Yəni deməm odurki dünyanı boyamaq bizim öz əlimizdədir, istərsək qaralda, istərsək də rəngləndirə bilərik, seçim öz əlimizdədir.
—————————————————————-
სამყაროს გაფერადება ჩვენს ხელშია
ავტორი: კიუბრა გარაჯაევა
ჩემი წარმოდგენების მიხედვით, როდესაც თვალს გავახელთ, ცარიელი თეთრი ფურცლებით სავსე რვეულს გვჩუქნიან, სადაც ჩვენი ცხოვრების ყველა მომენტი იწერება. ასევე, იმ დროიდან, უკვე ხელში ფერადი ფანქრები გვიჭირავს, რითიც ამ რვეულის თეთრი ფურცლები უნდა გავაფერადოთ. ჩვენ კი გვევალება, ავარჩიოთ, თუ რა ფერებით შევავსებთ ჩვენს რვეულს. ცხოვრებაში ცუდს და კარგს ჩვენთვის მხოლოდ სხვები არ აკეთებენ, ჩვენ თვითონაც ვუშავებთ ჩვენს თავებს.
ამის მიზეზი ჩვენი შიშებია. ამიტომაც, ზოგჯერ თავს ვარიდებთ ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას. უბრალოდ, შორს ვიჭერთ თავს სიკეთეებისა და ბედნიერებისაგან. სინამდვილეში, ჩვენ იმის კი არ გვეშინია, რომ რაიმეს გაკეთებას ვერ შევძლებთ, არამედ იმის, თუ რას გვეტყვის ხალხი იმ კონკრეტული ნაბიჯის შემდეგ. სინამდვილეში, ჩვენი ცხოვრება ჩვენსავე ხელშია და ძალიან კარგად შეგვიძლია ყველაფრის კეთება, თუმცა შიშის გამო, უბრალოდ ვჩერდებით.
მაგალითად: გინდა, რომ მხატვარი გამოხვიდე, მაგრამ იმის შიშით, ჩვენს ირგვლივმყოფებს ეს არ მოეწონებათ, არ მისდევ შენს სურვილს. ამ დროს, მგონი ნაკლებად ვფიქრობთ, რომ შეიძლება დიდი წარმატება მოვიპოვოთ. კრიტიკა უფრო გაგვაძლიერებს. თუ ოცნება გვაქვს, უნდა დავიცვათ იგი და არ უნდა დავნებდეთ. ზოგჯერ, დიდ რისკებზეც უნდა წავიდეთ. ზოგჯერ, ოცნების გამო, რაღაცებზე უარი უნდა ვქვათ. იმ მომენტში, შეიძლება, ეს ძალიან კატასტროფად ჩანდეს, მაგრამ იმის მოლოდინიც უნდა გვქონდეს, რომ მერე პირიქით გაგვახაროს საკუთარმა არჩევანმა.
მე დღემდე ერთი რამ კარგად დავიმახსოვრე და კარგად ვიცავ წესს: ვინც რა არ უნდა მითხრას, ჩემს ოცნებებს თავს არ ვანებებ და მათ ასახდენად ვიბრძვი. თუ მე ჩემი რვეულის ფერადი ფანქრებით გაფერადების საშუალება მაქვს, იგი რატომ უნდა გავაშავო?! ცხოვრებაში ყოველთვის გვქონია და გვექნება კიდეც ცუდი მოგონებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ შეცდომებზე უნდა ვიფიქროთ და ასე გავატაროთ დანარჩენი ცხოვრება. ყოველი შეცდომა გამოცდილებაა. როდესაც ცხოვრება სიკეთეებითაა სავსე, რატომ უნდა ვიფიქროთ შეცდომებზე?
მოკლედ, იმას ვამბობ, რომ სამყაროს გაფერადება ჩვენს ხელშია – თუ მოგვინდება, გავაშავებთ ან და გავაფერადებთ, არჩევანი ჩვენზეა დამოკიდებული.