Laləzar Həsənova
Erkən evlilik. Bu problem hələ də cəmiyyətimizdə aktual olaraq qalmaqdadır. Düşünürəm ki, bunun əsas səbəbələrindən biri bəzi ailələrimizdə keçmişimizdən qalmış “adət” hesab edilməsini, digər bir səbəb olaraq isə valideynlərin erkən yaşlarından öz övladlarında evliliyə marağın oyadılmasını hesab etmək olar.
Onu da qeyd edim ki, bəzi valideynlər qızlarının evdə qalma ehtimalının ətraf mühit arasında onların statuslarına təsir edəcəyini düşünür, buna görə də “ağına-bozuna” baxmadan, “Ay qız, oğlan Rusiyada və ya Türkiyədə yaşayır, pullu oğlandır” deyə qızlarını məktəb yaşlarından
evləndirirlər. Bu da öz növbəsində həmin qızlarda həm fiziki, həm də mənəvi cəhətdən olduqca böyük fəsadlar yaradır. Oğlanların da yetkinlik yaşına çatmadan ailə həyatı qurmaqları, gələcəkdə onların həyatlarında bir çox çətinliklərlə qarşılaşmalarına
səbəb olur.
Doğru deyiblər: “Sonrakı peşmançalıq fayda vermir”. 20 yaşında gənc, artıq ata olur. Necə də qəribədir? Görəsən bu gənc üzərində olan məsuliyyəti dərk edirmi?! Bəzi valideynlər isə 14-15 yaşlarında olan qız övladlarına elmdən, təhsildən
danışmaq əvəzinə, “sən evlənəcəksən”, “ərə
getməlisən”, “filankəsin oğlu bacarıqlıdır” kimi sözlərlə onların psixologiyasına təsir edərək, erkən yaşlarından qızlarında ailə qurmağa meyl yaradırlar.
Onu da bildirim ki, orta məktbədə oxuduğum illər ərzində bəzən dərsliklər çatışmırdı. Bu zaman valideynlər kitab almalı olurdu. Bu isə əngəl işə çevrilirdi. “Kasıbam”, “Pulum yoxdur”, “İndi də kitab yoxdur, oxumasın” kimi sözlər deyərək kitab almırdılar. Ancaq həmin valideynlər öz qohumlarının, və ya qonşularının toyuna dəvət aldığı zaman isə qızlarına iki-üç kitabın pulunu
xərcləyərək, gözəllik salonlarına aparıb, bəzəyir və makyaj etdirirdilər.
Bir gün bir məclisdə təxminən 35-40 yaşlı qadınların qızlarına gələn elçilər haqqında olan söhbətlərini eşitdim. Sanki onlar bir-biriləri ilə rəqabət aparırdılar. Biri qızına gələn elçilərin sayından, o, biri elçi göndərən oğlanın varlı olduğundan danışırdı. Digər bir qadın da qızına
verdiyi ata payından danışmağa başladı: “Neçə ildir ki, qızıma çalışıram, ona elə cehiz vermişəm ki, bütün hamı mənim verdiyim cehizdən danışır.” Görəsən belə valideynlərimiz, əksinə məclislərdə
olarkən qızının elm və təhsilindən, onun oxuduğu ali məktəbdən, ona verdiyi diplomdan niyə danışmırlar? Bu cür söhbətlər həmin valideynlərə daha qürür verici olmazdımı? Diqqətinizə onu da
çatdırım ki, mənim də erkən yaşda evləndirilmiş
dostlarım var.
Bəzən onlarla söhbət edərkən, atdıqları bu addımdan peşman olduqlarını deyirlər. Keşkə belə etməzdim, oxuyub məndə təhsil alardım kimi fikirlərini bildirirlər. Azərbaycanlı milyonçu,
müsəlman şərqində ilk qızlar məktəbinin yaradıcısı Hacı Zeynalabdin Tağıyev demişdir: “Əgər bir kişiyə təhsil versən savadlı bir vətəndaş, bir qadına təhsil versən isə təhsilli bir ailə qazanarsan.”
Ona görə də qızları təhsildən, elmdən yayındırmaq, onların öz gələcək karyeralarını qurmalarına qarşı çıxaraq, mane olmaq heç zaman bağışlanılmazdır! Düşünürəm ki, bu problemin qarşısını almaq üçün məktəblərdə, kəndlərdə maarifləndirici görüşlərin və tədbirlərin keçirilməsi vacibdir. Mütəmadi olaraq gənclərə, eləcə də valideynlərə erkən evliliyin fəsadları haqqında ətraflı məlumatlar verilməlidir.
Əziz valideynlər, erkən evliliyə son qoyun! Övladlarınızın gələcəyini düşünün! Gələcək
gənclərindir! Gəlin gələcəyimizi qoruyaq!
ადრეული ქორწინება და მისი სავალალო შედეგები
ლალაზარ გასანოვა
ადრეული ქორწინება – ეს პრობლემა ჩვენი საზოგადოებისთვის კვლავ აქტუალურია. ვფიქრობ, რომ ამის მთავარი მიზეზი ზოგ ოჯახში წარსულიდან შემორჩენილი „ტრადიციაა“, მეორე მიზეზი კი, მშობლების მიერ ბავშვებისთვის ადრეული ასაკიდან ქორწინებისადმი ინტერესის გაჩენაა.
მინდა აღვნიშნო: ზოგ მშობელს ეშინია, რომ ზრდასრულ ასაკში მისი შვილის მიერ ოჯახის შექმნა მის რეპუტაციას შელახავს და ამიტომაც, დიდად არც აინტერესებს მომავალი სიძის ვინაობა, საქმიანობა. „ეს ბიჭი თურქეთში/რუსეთში მუშაობს, ფული აქვს“ მოსაზრებით, ადამიანები სკოლის პერიოდში ათხოვებენ შვილებს. ეს, თავისთავად, ამ გოგონებს ფსიქიკურ და ფიზიკურ ზიანს აყენებს.
სხვათა შორის, ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა, მომავალში ბიჭებსაც ბევრ პრობლემას უქმნის. გატეხილი კოკა სინანულით ვეღარ გამრთელდებაო. 20 წლის ახალგაზრდა უკვე მამა ხდება. რა უცნაურია? ნეტავ, იმ ახალგაზრდას გააზრებული აქვს, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს? ზოგი მშობელი კი, 14-15 წლის გოგოსთან, განათლებასა და მეცნიერებაზე საუბრის ნაცვლად, „შენ უნდა გათხოვდე“, „აუცილებლად ქმარი უნდა გყავდეს“ და მსგავსი შეგონებებით, შვილებს ადრეულ ასაკში გოგოების ქორწინებისადმი ინტერესეს უღვივებს.
სკოლის პერიოდში სახელმძღვანელოების რაოდენობა მცირე იყო და არ გვყოფნიდა. მშობლები იძულებულნი იყვნენ, ჩემთვის წიგნები ეყიდათ. ეს კი დაბრკოლება იყო გოგოს განათლების მიღებისთვის, ზოგი მშობელი თავს არიდებდა სახელმძღვანელოების ყიდვას, მიზეზად კი ასახლებდნენ იმას, რომ ღარიბები იყვნენ და ფული არ ჰქონდათ. მაგრამ, როცა ისინი ახლობლების ქორწილებში მიდიოდნენ, ამ წიგნებზე სამჯერ მეტ ფასს იხდიდნენ სილამაზის სალონში თავიანთი გოგონებისთვის.
ერთხელ, 35-40 წლის ასაკის ქალების საუბრებისას მოვისმინე, როგორი სიამაყით საუბრობდნენ, რომ მათი გოგონები ბევრ ოჯახს უნდოდა რძლად. თითქოს ერთმანეთთან კონკურენციაში იყვნენ. ერთი საუბრობდა იმაზე, თუ რა ბედნიერება იყო, რომ ამდენ ოჯახს უნდოდა მისი შვილი რძლად, მეორე კი ამ ოჯახების სიმდიდრეზე ამახვილებდა ყურადღებას. მესამე ქალი კი, გოგოსთვის გატანებული მზითვით ამაყობდა. „წლებია, ამისთვის ვშრომობდი, ისეთი მზითევი მივეცი, რომ ყველა ამაზე ლაპარაკობს“.
ნეტავ, ეს მშობლები ამ ყველაფრის ნაცვლად გოგოს განათლებაზე, მის მიერ უმაღლეს სასწავლებელ ში ჩაბარებაზე ან დიპლომის აღების ინტერესზე რატომ არ საუბრობენ? განა ასეთი საუბრები მშობლებისთვის უფრო საამაყო არ იქნებოდა?
მინდა შეგახსენოთ, რომ მეც მყავს მეგობრები, რომლებსაც ადრეულ ასაკში აქვთ ოჯახი შექმნილი.
როცა მათთან ვსაუბრობ, ხანდახან ამბობენ, რომ ნანობენ – ნეტავ ასე არ მოვქცეულიყავით, ჩვენც მივიღებდი განათლებასო. აზერბაიჯანელი მილიონერი, გოგოებისთვის აღმოსავლეთში პირველი სკოლის დამფუძნებელი ჰაჯი ზეინაბაბდინ თაგიევი ამბობს, რომ თუ ერთ ბიჭს მივცემთ განათლებას, განათლებულ ადამიანს მივიღებთ, და თუ გოგონას მივცემთ განათლებას, მივიღებთ განათლებულ ოჯახსო. ამიტომაც, გოგოს განათლების მიმართ ინტერესის ჩახშობა, მისი მომავალი კარიერის წინააღმდეგ ბრძოლა დაუშვებელია და ამის პატიება არ შეიძლება! მიმაჩნია, რომ ამ ყველაფერთან ბრძოლისათვის საჭიროა, სკოლებსა და სოფლებში საგანმანათლებლო შეხვედრები ჩატარდეს. ხშირად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია მშობლებს და ახალგაზრდებს ნაადრევი ქორწინების და მისი მავნე შედეგების შესახებ.
ძვირფასო მშობლებო, უარი თქვით ნაადრევ ქორწინებაზე! იფიქრეთ ახალგაზრდების მომავალზე! მომავალი ახალგაზრდებისაა! მოდით, დავიცვათ ახალგაზრდები!