Blog-lar

Evsiz-eşiksiz qızlar

Şəlalə Əmircanova

Yazmağa başladığım zaman, belə spontan şəkildə birdən birə yazmıram, hadisələri uzun zaman ərzində müşahidə edirəm. Fərqi yoxdur bu hansı haldır, bu qayda mənim üçün istisnasız baş verir. əsas olan odur ki, yazdığım hadisələr baş verir. Əksər hallarda insanlar bloqlar oxuyan zaman ciddi yanaşmırlar, çün ki, yazılan yazının mənbəyi hansısa teoriya deyil məhsi şəxsi müşahidələr və fikirlərdir. Ancaq, qerçəyi eşitmək hər zaman acıdır…

O zaman başlayaq…

Hadisələri müşahidə etdiyim zaman, suallar yaranır, hansılara ki, bəzən cavab tapmaq çox çətin əksər hallarda isə mümkünsüz olur.Maraqlanıram, kimsə qızların həyatı, evi, otağı və şəxsi həyatını heç demirəm belə,-  ən azından şəxsi  məkanın haqqında heç düşünübmü?

Bu gün evsiz-eşiksiz qızlar haqqında danışacağam. Düşünməyin ki, burada ailəyə sahib olmamaq və ya oxşar bir şey nəzərdə tuturam. Xeyr. O qızlardan danışıram, hansıların ki, ailəsi, valideynləri və evidə var qələcəkdədə “olacaq”, ancaq bu evlərdən ilki ata evi, ikinci isə ər evidi, yəni qızın heçbir vaxt öz evi olmur!

O anadan olur, böyüyür, bəzən böyüyədə bilmir, çatdırmır çün ki, ərə verilir, sonra isə istər istəməz ər evinə gedir.

Yəni O nəticəyə gəlirik ki, ata yanında, yəni ata evində ona cavabdeh atası, və ya qardaşıdır (böyük kiçik fərqi yoxdur). Ər Evində isə əlbətdə ki, bu cavabdehliyi böyük bir məmnuniyyətlə ər üstlənir. Elə çıxır ki, qız heç özünə cavabdeh deyil və burada hansı evdən söz gedə bilər ki?!

Sanki qızın ağlı, düşüncəsi yoxdur. Nəbilim və ya özünə qayğı göstərə bilməz. Birdə elə çıxarırlar ki, sanki qız geri zəkalıdır və düşüncə qabiliyyəti yoxdur.

Burada bir başqa məsələ yenə var.

Ədətət ailədən ilk öncə qızı ərə verirlər. Mən buna aradan çıxarmaq deyərdim. Kiçik və ya böyük olmasının yenədə önəmi olmur. Sonra isə ətrafdan deyirlər, hə artıq azadsınız, ev boşaldı, artıq gəlininizi rahatca gətirə bilərsiniz.

Bir dəfə qonşunun qızı evdə, çox nəvə istəyirsinizsə qardaşımı evlədirin demişdi, nənəsi oyandan cavab verdi ki, o zaman o yekə otağı boşalt o otaq gəlinindi – demişdi. O gələn gəlinində eyni durumda olduğunu unutmayaq əlbətdə ki. Elə çıxır ki, qızın heç ata evindədə yeri yoxdu. Çünki yəgin ki, raazılaşarsız ər evində adı “yad qızı” adlandırılır.

Qız hər zaman evsiz-eşiksiz qalır, onun heç bir zaman evi, məkanı, mülki olmur.

Qız atadan onun mülkinin heç olmasa bir qismini belə tələb etsə o dəqiqə dava olar. Sən get öz ailənə bax deyərlər, özünün olacaq deyirlər. O özünün dedikləri ərinin olur əlbətdə ki.

Qızları uşaqlıqdan beləcə öyrədirlər.Altından xətt çəkirəm: bu hər zaman belə olmur, ancaq sıx rastlanılan təcrübə bunu göstərir. Qızın heç atadan nəsə tələb etməyə ixtiyarı belə yoxdur. Buna görədə qadın bunca hadisəyə dözür, zorakılığa, çətinliyə və onun başına gələn hərşeyə. Bəzisini ata evində yaşayır, geridə qalanını isə ər evində. Özünün olsa yəgin ki, fərqli hadisələrlədə qarşılaşardıq.


უსახლკარო გოგოები

შალალა ამირჯანოვა

როდესაც წერას ვიწყებ, სპონტანურად არ ვწერ, მოვლენას ხანგრძლივად ვაკვირდები. შემთხვევას არ აქვს მნიშვნელობა, ეს წესი გამონაკლისის გარეშე მოქმედებს. მთავარი ისაა, რომ ეს ამბავი ხდება. ხშირად, ბლოგებს რომ კითხულობენ, თუ იგი რაღაც თეორიას არ ეყრდნობა, სერიოზულად არ აღიქვამენ, მაგრამ სიმართლის მოსმენა ყოველთვის მწარეა…

მაშინ დავიწყოთ…

როდესაც მოვლენებს ვაკვირდები, კითხვები მიჩნდება, რომლებზეც პასუხის პოვნა ხანდახან ძალიან ძნელი, ხშირად კი შეუძლებელი ხდება. მაინტერესებს, გიფიქრიათ თუ არა გოგონების ცხოვრებაზე, მათ სახლზე, ოთახზე და პირად ცხოვრებას არც კი ვამბობ, – მინიმუმ პირად სივრცეზე?

დღეს უსახლკარო გოგონებზე ვისაუბრებ. არ იფიქროთ, რომ აქ ოჯახის არყოლას ან რამეს სხვას ვგულისხმობ. არა. იმ გოგონებზე ვსაუბრობ, ვისაც ოჯახიც, მშობლებიც და სახლიც აქვთ და მომავალშიც „ექნებათ“, თუმცა იმ სახლებიდან პირველი მამის სახლია, მეორე კი – ქმრის სახლი, ანუ გოგოს არასდროს საკუთარი სახლი არ აქვს!

იგი იბადება, იზრდება მამის სახლში, ზოგჯერ კი ვერც იზრდება, ვერ ასწრებს, რადგან თხოვდება, მერე კი, უნდა თუ არ უნდა, გადადის ქმრის სახლში.

ანუ ვიღებთ შედეგს, რომ მამასთან, ანუ მამის სახლში მასზე პასუხისმგებელი მამაა, ან თუ ძმა ჰყავს, – ძმა (უფროსი-უმცროსი – არა აქვს მნიშვნელობა). ქმართან კი, რა თქმა უნდა, ამ ფუნქციას ქმარი ითავსებს. გამოდის, რომ გოგოს საკუთარ თავზეც კი არ აქვს უფლება და რა სახლზეა საუბარი?!

ვითომ გოგოს გონება არ აქვს, ან რა ვიცი, საკუთარ თავზე არ ფიქრობს, არ ზრუნავს. ბოლოს და ბოლოს, ისეთი გარემოა შექმნილი ირგვლივ, თითქოს აზროვნება არ შეგვეძლოს!

აქ კიდევ ერთი საკითხი.

ხშირად, ოჯახში ჯერ გოგოს ათხოვებენ, უფროსია თუ  უმცროსი, ამასაც მნიშვნელობა არ აქვს. მერე ამბობენ, აწი თავსუფალი ხართ, სახლი დაიცალა, ახლა შეგიძლიათ, რძალი მოიყვანოთო.

მახსოვს, მეზობლის გოგომ თქვა, თუ მაინცდამაინც შვილიშვილი გინდათ, ჩემი ძმა დააქორწინეთო. ბებიამ ამაზე უპასუხა, მაშინ ის დიდი ოთახი გაათავისუფლე, რძალი ხომ იქ შემოვაო. და ზუსტად იმ რძალსაც, ვისზეცაა საუბარი, იგივე ბედი აქვს.

გოგო სულ უსახლკაროდ რჩება, მას არასდროს საკუთარი სახლი, სივრცე, ქონება არ აქვს.

გოგო თუ მამისგან ქონების რაღაც ნაწილს მაინც მოითხოვს, მაშინვე ჩხუბი იწყება: შენ მიდი, შენს ოჯახს მიხედე, იქ გექნებაო იტყვიან.

ასე ასწავლიან გოგონებს ბავშვობიდანვე. ხაზს გავუსვამ: ყველასთან ასე არაა, თუმცა ხშირია. გოგო არც ბედავს მამისგან ქონების მოთხოვნას. ამიტომაცაა, ქალი ამდენს უძლებს, ძალადობას, სირთულეებს და ყველაფერს, რაც მის თავს ხდება. რაღაცებს მამის სახლში, რაღაცებს – ქმრის. საკუთარიც რომ ჰქონდეს, ალბათ განსხვავებულ სიტუაციას დავინახავდით.