Şəlalə Əmircanova
Eybi yoxdu, növbəti səfər oğlan doğular frazası bir qadın qız uşağına hamilədirsə və ya artıq dünyaya qız uşağı gətiribsə eşidilir. Əgər dünyaya oğlan uşağı gətiribsənsə deməli “əla qadınsan”, qız doğulan zaman isə mütləq eybi yoxdu, növbəti səfər oğlan dünyaya gətirərsən deyirlər. Elə bil, qız uşaq deyil…
Bizim cəmiyyətdə elə məhs qadınlar qadınları qız uşağı dünyaya gətirdikləri üçün danlayırlar. Sən necə qadınsan ki, bir oğlan uşağı doğa bilmədin, deyirlər. Bilmirəm necəsə möcüzə olub bu məsələni kişilərədə şamil ediblər və “kişinin oğlu olmalıdır” deyiblər.
Biraz sevindirim sizi, bu son zamanlar yenə məhs gənclər bu deyimi dəyişdirib əsl kişinin qızı olar deyirik. Bəziləri üçün bu məsələlər gülünç gələ bilər ancaq bu istiqamətdə qerçəkdəndə ciddi şəkildə ağır vəziyyətdəyik.
Cəmiyyət bu yazıq qız uşaqlarından nə istəyir bilmirəm. Elə məhs mənim ətrafımda selektiv abort haqqında bir çox canlı hekayələr eşitmişəm. Marneulinin kəndlərindən birində görüşdə, auditoriyaya gənc qadın gəlmişdi. Qadınların ehtiyacları haqqında danışan zaman, görüşün sonuna doğru danışmağa başladı və söz və söz belə dedi:
“27 yaşım var və 4 qız uşağı anasıyam. Bu 4 uşağı dünyaya gətirdikdən sonra illər ərzində artıq sayını bilmədiyim qədər abort etdirmişəm və bu proses yenədə davam edir, oğlan uşağı dünyaya gətirdiyim günə kimidə davam edəcək. 2 qızı və 1 oğlu olan baldızın ailələrinə oğlan uşağı bəxş edə bilmədiyimə görə məni günahlandırır. Hər dəfəsində hamilə qalıram, cinsiyyətini öyrənənə kimi gözləyirəm əgər qızdırsa hörmən abort etdirirəm. Qayınatam oğlan uşaöı həsrətindədir mən isə ailənin yeganə gəliniyəm. Abort etdirdiyim və sonra ki, periodda təsvir edə bilməyəcəyim dərəcə ağır ağrılar çəkmişəm …”
Bu hekayənin tam versiyası deyil. Təsəvvür edin ki, 27 yaşlı qadının artıq 4 uşağı var. Bundan əlavə saya bilməyəcəyi qədər abort etdirmək məcburiyyətində qalıb. Bu dəhşətdir… Cəmiyyət qız uşağı istəmir ancaq o dünyaya gətirdikləri oğlan uşaqları böyüyən zaman onlar üçün yaxşı qızlar tapmaq istəyirlər. Çox maraqlıdır, əgər qız uşağı dünyaya gəlməzsə sizin o çox dəyərli oğlanlarınıza o yaxşı gəlinləri haradan tapacaqsınız, bu suala kiminsə cavabı varmı?!
Selektiv abort Gürcüstanda ağır statistikaya sahib sahələrdən biridir. BMT-nin Əhali Fondunun “Gürcüstanda gender zəminində cinsiyyətin seçilməsi” araşdırmasına görə 90-cı illərdən 2010-cü ilədən selektiv abortlar 25 min qız uşağını həlak edib. 1990-2015-ci illərdə oğlan uşağı istəyinə görə 31446 qız dünyaya gələ bilməyib. Milli statistika departamentinin göstəricilərinə əsasən 2016-cı ildə 56569 uşaq doğulub, 2015-ci ildə isə 59 249. 2016-cı ildə dünyaya gələnlərdən 28 887 – i oğlan, 27 682 –i isə qızdır.
“არა უშავს, მომდევნო ჯერზე ბიჭი დაიბადება…”
შალალა ამირჯანოვა
ფრაზა „არა უშავს, მომდევნო ჯერზე ბიჭი დაიბადება“, თითქმის ყოველთვის ისმის, როდესაც ქალი ან გოგოზეა ორსულად, ან უკვე იმშობიარა და გოგო დაიბადა. თუ ბიჭი დაგებადა, ე. ი. კარგი ქალი ხარ, გოგოს დაბადების შემთხვევაში კი აუცილებლად „არა უშავს, მომდევნო ჯერზე ბიჭი გეყოლებაო“, გეტყვიან. ვითომ გოგო ბავშვი არაა…
ჩვენს საზოგადოებაში თვითონ ქალები ქალებს ადანაშაულებენ, რომ გოგო დაიბადა. რანაირი ქალი ხარ, ერთი ბიჭი ვერ გააჩინეო, გეტყვიან. არ ვიცი, როგორღაც მოხდა საოცრება, რომ კაციც გარიეს ამ ამბავში მსუბუქად, და „კაცს ვაჟი უნდა ჰყავდესო“, თქვეს.
ცოტას გაგახარებთ და ვიტყვი, რომ ამ ბოლო დროს, ახალგაზრდებმა ცოტა შევცვალეთ ეს ფრაზა და ნამდვილ კაცს გოგო უნდა ჰყავდესო, ვამბობთ. ვიღაცებისთვის ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ დამერწმუნეთ, ძალიან სერიოზულად მძიმე მდგომარეობაში ვართ.
საზოგადოება ამ გოგოებს რას ერჩის, არ ვიცი. ჩემ ირგვლივ სელექციური აბორტების შესახებ ძალიან ბევრი ცოცხალი ისტორია მსმენია. მარნეულის ერთ-ერთ სოფელში შეხვედრაზე, აუდიტორიაში ახალგაზრდა ქალი მოვიდა. ქალების საჭიროებებზე საუბრისას, შეხვედრის ბოლოსკენ ამოიღო ხმა და ზუსტად, სიტყვასიტყვით, ასე მითხრა:
„27 წლის ვარ და 4 გოგოს დედა ვარ. ამ 4 ბავშვზე მშობიარობების შემდეგ, წლების განმავლობაში უკვე ვერ დავთვლი, იმდენი აბორტი გავიკეთე და დღემდე გრძელდება ეს პროცესი, გაგრძელდება მანამ, სანამ მე ბიჭი გამიჩნდება. ჩემი მული, რომელსაც 2 გოგო და ერთი ბიჭი ჰყავს, მე მაბრალებს, რომ მათი ოჯახისთვის ერთი ბიჭი არ გამიჩნდა. ყოველ ჯერზე ვორსულდები, ველოდები, სანამ გავიგებ სქესს, და რადგან გოგოა, აბორტს ვიკეთებ. მამამთილს ვაჟი უნდა, მე ვარ ერთადერთი რძალი. ვერ აღვწერ, რამდენი ტკივილი მაქვს გადატანილი აბორტების დროს და შემდგომ პერიოდში…“.
ეს ისტორიის სრული ვერსია არაა. წარმოიდგინეთ, 27 წლის ქალს უკვე 4 შვილი ჰყავს. ამას გარდა, ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი აბორტი აქვს გაკეთებული. ეს უბრალოდ საშინელებაა. საზოგადოებას არ უნდა გოგო, თუმცა, ეს ბიჭები რომ დაიზრდებიან, მათთვის უნდათ, კარგი გოგოები იპოვონ. ძალიან მაინტერესებს, ხომ არ აქვს ვინმეს ამაზე პასუხი: თუ გოგო არ დაიბადა, თქვენს საყვარელ ბიჭებს საიდან ეყოლებათ ეს კარგი ცოლები?!
სელექციური აბორტების საკითხს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სტატისტიკა აქვს. გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის „გენდერული ნიშნით სქესთა შერჩევა საქართველოში“ მიხედვით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული 2010 წლამდე, შერჩევითმა აბორტებმა 25 ათასი არდაბადებული გოგო შეიწირა. 1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31446 გოგონა არ დაიბადა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს 56 569 ბავშვი დაიბადა, 2015 წელს კი – 59 249. 2016 წელს დაბადებულთაგან 28 887 ბიჭია, ხოლო 27 682 – გოგონა.