Müəllif : Esma Gumberidze
Fiziki imkanları məhdud qadınlar əksər hallarda cinsiyyət sahibi olmayan insan kimi alqılanırlar. Bu doğrudur ki, cəmiyyətin ağlına belə gəlmir ki, fiziki imkanları məhdud qadınlarında ailə qurmaq, övlad sahibi olmaq və ya sadəcə şəxsi həyat kimi ehtiyacları olsun. Şəxsi həyatla bağlı qərarların fərdi şəkildə verilməsi, təzyiq və ya təsir olmadan yaşamaq bu kimi detallar cəmiyyət üçün anlaşılmazdır. Hesab olunur ki, fiziki imkanları məhdud qadın ev işlərini yerinə yetirə bilməz, ev yığa, qap yuya və ya yemək hazırlaya bilməz. Bu sayılanların hər biri cəmiyyət tərəfindən qadının öhtəliyi kimi qəbul olduğuna görə Fiziki imkanaları məhdud qadın istəyə uyğun həyat yoldaşı/gəlin kimi hesab olunmur. Eyni ilə FİM qadın digər qadınlar üçün nəzərdə tutulmuş xarici görünüş standartlarına uymur. Kişilər üçün isə bu standart dahada uyğundur.
Kişilər FİM qadınlarla əlaqədən çəkinirlər. Düşünürlər ki, həmin qadının qarşısında lazımından artıq öhtəlikləri olacaq (boşana bilməzlər), valideynlərinin reaksiyasından və ya ümumi gündəlik məsələlərdən çəkinirlər. Ancaq qadınlar üçün nəzərdə tutulmuş qaydalar FİM qadınlarada malik edilir. FİM qadının geyimi digər qadınlarda da olduğu kimi müzakirə mövzusudur bəzən bu dahada ciddi forma alır. Digər qadınlar kimi FİM qadında ətrafdakılar tərəfindən kontrol edilir. Nə vaxt, haraya və kiminlə gedir, nəqədər zaman ərzində həmin yerdə qala bilər, necə əlaqə qurmalı və ya qurmamalıdır və s. şəkildə idarə olunur.
Fiziki imkanları məhdud qadınlar mümkündür ki, daha çox göz ardı edilsin “onun nəyinə lazımdır aksesuarlar və yamanikur, nəyinə qərəkdir ki…” bu kimi şərhləri əksər hallarda eşidirəm. Bu cümlələri elə məhs həmin qadınların ailə üzvləri də qururlar. Əslində həmin insanların daha az stiqmaları olmalıdır və qəbullanmaladırlar bu vəziyyəti.
შშმ ქალების წინაშე არსებული ბარიერები
ავტორი: ესმა გუმბერიძე
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ხშირად სქესის არმქონე არსებებად აღიქმებიან; მართალია, საზოგადოებრივი აზროვნება ხშირად ვერც კი წარმოიდგენს, რომ შშმ ქალსაც შეიძლება, ჰქონდეს ოჯახის შექმნის, შვილის ყოლა–აღზრდისა ან უბრალოდ პირადი ცხოვრების უფლება, თავის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად, ჩარევისა და ზეწოლის გარეშე მიღება ზრდასრულობის მიღწევის შემდეგ და ა.შ.
ითვლება, რომ შშმ ქალი ვერ შეძლებს სახლის დალაგებას, რეცხვას, საჭმლის მომზადებას, და რადგანაც ეს მოვალეობები ქალისთვისაა დაკისრებული, შესაბამისად ის „არასასურველ“ საცოლედ/სარძლოდ მიიჩნევა. ამასთან შშმ ქალი ხშირად ვერ ჯდება ქალისთვის დაწესებული გარეგნობის სტანდარტებში. მამაკაცებისთვის ეს სტანდარტები გაცილებით უფრო მოქნილია.
ბიჭები/მამაკაცები ერიდებიან შშმ ქალებთან ურთიერთობას, თვლიან რა, რომ მათ წინაშე მომეტებული პასუხისმგებლობა ექნებათ (არ შეიძლება, დაშორდნენ), ერიდებათ და ეშინიათ მათი მშობლების რეაქციის ან უბრალო ყოფითი საკითხების (პაემანზე რომ წავიდნენ, იმ ქალს საპირფარეშოში ვინ მიაცილებს საჭიროების შემთხვევაში), თუმცა ქალისთვის დაწესებული ქცევის ნორმები და მოთხოვნები შშმ ქალისადმიც სრულად ვრცელდება (ვალდებულებები უფლებების გარეშე, ანუ შშმ ქალთა შემთხვევაში მათდამი, როგორც ქალებისადმი, არსებული მოთხოვნები არაფრით კომპენსირდება). შშმ ქალთა ჩაცმულობაც ისეთივე, თუ არა უფრო მკაცრი, შეფასების საგანია, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ქალთა და ოჯახის, სანათესაოსა თუ საახლობლო წრის მიერ ზუსტად ისევე კონტროლდება ის, თუ სად, როდის, ვისთან და რამდენი ხნით აქვს წასვლის უფლება, როგორ უნდა/არ უნდა ერთობოდეს, სიგარეტს უნდა ეწეოდეს/არ ეწეოდეს და ა.შ.
შშმ ქალი პირიქით, შეიძლება, უფრო მეტადაც გაიკიცხოს, „მაგას მაინც რად უნდა სამკაულები ან მანიკური, რა საჭიროა, რატომ, რისთვის, მაინც რა…“ – მსგავსი კომენტარები საკმაოდ ხშირად გამიგია სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებისგანაც, რომლებსაც წესით ნაკლები სტიგმა უნდა ჰქონდეთ და მეტი გამოცდილება შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებში, და მეტი მიმღებლობა, კი…