“Cəmiyyət qadınları bəzən
sükutla öldürür
bəzən sözlərlə”
Təəssüf ki, biz çox zorakı bir cəmiyyətdə yaşayırıq. Bəzən insanlar sossial şəbəklərdə olsun, real həyatda olsun o qədər amansızcasına təhqir edirlər ki, insan olduqlarını unudurlar. Bəzi onlar üçün qəbuledilməz hərəkətlər üçün qadınları elə asan mühakimə edirlər ki onları da bir qadının dünyaya gətirdiyini bəzən isə lap özlərinin də qadın olduqlarını unudurlar. Ən çox sevdiyim atalar sözlərindən biri də budur: “Özgə özgənin müharibəsində həmişə müdrikdir.” Bizim cəmiyyətin davranışı bu atalar sözünə tam uyğun gəlir, çünki tanımadıqları, həyatda hansı yollarran keçdiyindən xəbəri olmayan bir insanı çox sərt mühakimə edirlər.
Bir çox hallarda insanlar təfəkkürlə məşğul olmur, onların əvvəlcədən yaradılmış güclü stereotipləri olur və hər bir hadisəyə fərdi yanaşmalı olduqlarını unudurlar. Bu, cəmiyyətin ən böyük çatışmlıqlarından biridir.
Belə bir atalar sözü var ki, yaxşı at özünü qamçılatmaz. Qıt düşüncəli insanlar qadınlara qarşı zorakılığın qurbanlarına görə bu məsəli gətirirlər. Yəni demək istəyirlər ki, o, yəqin ki, döyülməyə layiq idi. Bu nümunəni göstərən insanlar mənim dünyada ən çox yazığım gələn varlıqlardır.
Zorakılığa məruz qalan qadınları görəndə sual verirlər ki, o, niyə həmin zorakılığın yanında qalıb uşaq böyüdür? Bu qadının sağlam düşünə bilmədiyini deyirlər və bu son dərəcə təhqiramiz sözü də əlavə edirlər, “bəzi qadın dıyülməyə laiqdi”. Ən üzücüsüdə nədir bilirsiniz? Tanimadığı zorakılığa uğrayan yad qadın haqda bunları deyen də qadınlardır hansılar, ki empatiya ilə yanaşmaq, dəstək və həmrəylik elan edib onun vəziyyətinə anlamağın əvəzinə bu cür davranırlar. Bunlardan başqa onlar bu qadının vəziyyətdan xilas olunması üçün məntiqli argumentlər sayırlarş o qaının yerində olsalar nə edərdilər deyə. Bu zaman ən vacib faktorları qulaq ardı edirlər: həqiqətən o insan başqa cür hərəkət edə bilərdimi? Necə ailədə böyüyüb? Xəsiyyəti necədir? Onun həyatda hansı təcrübələri və qorxuları var? Heç bu vəziyyətdən çıxmağa çalışıbmı? Ətrafındada nə cür insanlar var? Düzünü desəm, onun ən böyük bəlası belə düşünən cəmiyyətin əhatəsində olmasıdır.
Qonşunun evindən dava səsi eşidəndə susmamalı və deməməliyik ki, mənim işim deyil, ailədə həll edərlər. Bu bizim işimizdir, çünki biz həmrəyliyə borcluyuq. Bu gün biz sussaq, sabah bizim başımıza gəlsə, o susacaq və bunun ölümcül nəticələri ola bilər. Çox adamdan eşitmişəm ki, zərarçəkənin özü sonra mənə dedi ki, polisə niyə zəng etdin, ailədə həll edəcəkdik. Cavab verməliyik ki, çoxları sizin kimi düşünürdü, ona görə də ailədaxili zorakılıq nəticəsində bu qədər insan öldü. Bu məsuliyyəti öz üzərimə götürə bilməzdim. Yenə dava səsini eşitsəm, yenə zəng edəcəm.
Müəllif: Qizbəs İskəndərova
————————-
მოდით ვეცადოთ, გავუგოთ ქალებს
“საზოგადოება ქალებს ხან დუმილით კლავს, ხან – სიტყვებით“
სამწუხაროდ, მოძალადე საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ხანდახან ისე უმოწყალოდ ძალადობენ ადამიანებზე გინდ პირისპირ, გინდ სოციალური ქსელების საშუალებით, რომ ავიწყდებათ ადამიანობა. ქალებს ისე ადვილად განსჯიან რაიმე მათთვის მიუღებელი ქმედების გამო, რომ ვერ აცნობიერებენ, რომ თავადაც ქალის გაჩენილები არიან. მეტიც: ზოგს ისიც ავიწყდება, რომ თვითონაც არიან ქალები. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ანდაზაა “სხვა სახვის ომში ბრძენიაო“. ჩვენი საზოგადოების ქცევა ზუსტად ესადაგება ამ ანდაზას, რადგან ადამიანები ასე მკაცრად განსჯიან სხვას, ვისაც არ იცნობენ და წარმოდგენა არ აქვთ, რა გზები აქვს მას ცხოვრებაში გამოვლილი.
ადამიანები ხშირ შემთხვევაში თავს არ იღლიან აზროვნებით, მათ აქვთ წინასწარ შექმნილი ძლიერი სტერეტიპები და ავიწყდებათ, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. ეს საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლია.
არსებობს ასეთი ანდაზა: კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო. მას იშველიებს ჩამორჩენილი აზროვნების ხალხი, ძალადობის მსხვერპლი ქალებთან მიმართებაში. ანუ ამით იმის თქმა უნდათ, რომ ალბათ მსხვერპლმა დაიმსახურა ცემა. ამ მაგალითის მომხმობი ადამიანები ყველაზე მეტად მეცოდებიან.
ხშირად, როცა ძალადობის მსხვერპლ ქალებს ხედავენ, უსვამენ კითხვებს: რატომ რჩება მოძალადესთან და ზრდის ბავშვებს? დასძენენ, რომ ეს ქალი თვითონ არ არის ჩამოყალიბებული და მოაყოლებენ უაღრესად შეურაცხმყოფელ გამოთქმას, ზოგი ქალი საცემიაო. ყველზე საწყენი რა არის, იცით? ამას ამბობენ ისევ ქალები, მათთვის უცნობი ქალის მიმართ, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, ნაცვლად იმისა, რომ ემპათიით მიუდგნენ, გამოუცხადონ თანადგომა და სოლიდარობა და შევიდნენ მის მდგომარეობაში. ასევე, მოაყოლებენ მრავალ არგუმენტს, რომ მის ადგილზე რომ ყოფილიყვნენ, სხვაგვარად მოიქცეოდნენ. ამ დროს, ყურადღების მიღმა რჩება უმნიშვნელოვანესი ფაქტორები: ნამდვილად შეეძლო იმ ადამიანს სხვანაირად მოქცევა? რა გარემოში გაიზარდა იგი, როგორ ოჯახში? როგორი ხასიათი აქვს? ცხოვრებაში როგორი გამოცდილებები და შიშები აქვს? ოდესმე უცდია თუ არა ამ სიტუაციიდან თავის დახსნა? გარშემო როგორი ხალხი ჰყავს?
გულახდილად რომ ვთქვათ, მისი ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ გარშემო ასეთი აზროვნების ხალხი ჰყავს.
როცა მეზობლის სახლიდან ჩხუბის ხმა ისმის, ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ ეს ჩვენი საქმე არ არის და თვითონ ოჯახში მოაგვარებენ. ეს ზუსტადაც ჩვენი საქმეა, რადგან ჩვენ გვმართებს სოლიდარობა. დღეს მე თუ გავჩუმდები, ხვალ მე რომ დამემართება, ის გაჩუმდება და ამას შეიძლება ფატალური შედეგი მოჰყვეს. ბევრისგან მსმენია, პოლიციაში დარეკვის შემდეგ თვითონ დაზარალებულმა მითხრა, რატომ დარეკე, ჩვენ ოჯახში მოვაგვარებდითო. ამაზე უნდა უპასუხოთ, რომ ბევრი მისნაირად რომ ფიქრობდა, ამიტომ არის ოჯახური ძალადობის შედეგად დახოცილი ამდენი მსხვერპლი. მე ამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდი. კიდევ თუ გავიგებ ჩხუბის ხმას, კიდევ დავრეკავ.
ავტორი: ყიზბად ისკანდაროვა