Blog-lar

Gəlinin gündəliyi

Mənim səhərim bizim canlı zəngli saatın, balacanın səs-küyü ilə başlayır. O yeməyə qalxan zaman səssizlik və sakitlik olur. Oyanan zaman əli ilə kiçik çarpayısına vurur və məni qorxudur, bu onun oyandığına işarədir. Balaca ilk səhər yeməyini yeyən zaman ən yaxın dayanacaqdan qatar səslər gəlir. Balaca isə yeməyini yediyi zaman yenədə yatır və onun ikinci oyanması səhər bütün ev ahalisinin oyandığı zamana rast gəlir.

Sevincli əhval ruhiyyə  səhər yeməyində balaca ilə birgə başlayır. Bizimlə birgə süfrə axrasında oturmağı, çörəklə, qaşıqlar və masada gördüyü digər əşyalarla oynamağı oda çox sevir.

Səhər yeməyində sonra hərkəs yavaş-yavaş işə getmək üçün hazırlanır. Əsasən balaca və mən evdə oluruq. Səhər yeməyindən sonra ev işləridə başlayır. Evi yığışdırmaq, yumaq, süpürmək və s. Bu yerdə balacanın səsi gəlir “hapu” yemək zamanıdı…

Ailə çox böyük məsulliyətdir. “Çox pis zaman gəlib, acından ölsən belə, heçkim sənə 10 qəpik belə verməz”- bu deyimi sıx-sıx eşidirəm. Bu qerçəkdir. Çalışmasan, pul qazanmasan, övladın acından ölər, yəginki. Yadımdadır nənəm əvvəllər qonşular və qohumlarlar necə yaşadıqlarını danışırdı.Bişirdikləri bir yeməyi belə kasıbda, varlıda bir-biri ilə bölüşürmüş. Süfrə açırmışlar. Söhbət edimişlər. Əvvəllər balaca uşaqlar qonşuda böyüyürmüş. Yadımdadır bizim qonşu uşaqları hər günorta bizdə yatırdılar. İnsanlarda bir birlərinə qarşı istiqanlılıq vardı. İndi isə qardaş qardaşdan oğuqluq edir – pul qazanmaq zəmanəsidir.

Zaman elə keçirki, günün necə keçdiyini axşamın necə düşdüyünü hiss etmirəm. Uşağın varsada bu daha da çətindir. Balaca gün ərzində qayğı tələb edir. Mən balacamı hər səhər açıq havada gəzdirmək isdəsəmdə bu biraz imkansızdır. Çünki balaca sadəcə kalyaska ilə  gəzə bilər ancaq onun çıxması üçün yol yoxdur. İnsanların eqoistlik etməsi çox pis bir cəhətdir və eyni zamanda özlərini mələk zənn etməkləri isə absurtdur. Düşünürəm ki, bu dünyada uşaqlardan saf və təmiz heçbir varlıq yoxdur. Uşaqlar bir çox olanları anlamır və hərzaman oyun tələb edirlər. Təəsüflər olsun ki, mən balacamı kalyaska ilə gəzdirməyə çıxara bilmirəm. Gülməlidir deyilmi?! Başqalarına insan hüquqları və azadlıq haqqında “təlimlər” keçən birisinin balaca mələyin yolunu bağlayıb. Pis olan odur ki, biz öz uşaqlarımızın xoşbəxt gələcəyini başqasının yolunu bağlamaq ilə əldə edirik.

Günorta iş saatı deməkdir. Radio Marneuli mənim həyatımın əvvəz olunmaz bir hissəsidir. Mən evləndikdən, sonra başqa regiona gələməyimə baxmayaq radio hərzaman mənimlədir.

Günorta evin kişiləri evə gəlirlər və bu yemək vaxdıtır deməkdir. Onlar üçün süfrə açıram. Birliktə nahar yeməyi yeyirik sonra isə  yenə yığ-yu işləri başlayır. Ev işlərinə görə bəzən radiodaki işlərimi ləngidirəm mənim sevimli radiom isə vəziyyətimi hər zaman başa düşür.

Balacanın yuxu vaxtıdır. O yatan zaman sakitlikdir və məndə işimi rahatca yerinə yetiririrəm. Bizim məhləmiz çox gəribədir. Bir çox qonşu bir biri ilə danışmır. Düşünəm ki, xalqın belə qorxunçlaşmasının səbəbi ölümü unutmaqlarıdır. Ölüm haqqında düşünməyi mən pesimistlik kimi dəyərlədirmirəm, əksinə düşünürəm ki, ölüm haqqında düşünmək ən real düşüncədir.

Əksi təqdirdə insanlar düşünür ki, əsrlər boyu yaşayacaqlar və bütün dünya onların olacaq. Niyəsə düşünürük ki, hər zaman başqaları öləcəklər və biz sadəcə onların bastırılma mərasiminə gedəcəyik və gələcəyik. Xeyir əzizim,
bir gün hərkəsin növbəsi gələcək və o zaman ayağımıza naskı belə geyindirməyəcəklər. Özümüz ilə etdiyimiz yaxşı və pis əmməllərimizdən başqa heçnə apara bilməyəcəyik. İnanın ki, həyat çox qısadır və niyəsə bizə sonsuz gəlir. Elə məhs insanlar bunu unudublar. Həmin insanlarda bir birilərini bir çox önəmsiz məqamlara görə hətta öldürürlər .

Axşama az zaman qaldı. Günün balacam ilə oynayaraq və radio üçün çalışaraq necə keçdiyinin heç fərqində belə olmadım. Axşam hərkəs evə toplanır. Yavaş-yavaş şam yeməyi üçün hazırlanırıq. Hər kəs evə toplanmadan süfrə arxasına heçkim oturmur, ailəmizin adəti belədir.

Hər kəs balaca ilə oynayır, çünki gün ərzində evdə olmurlar. Ev əhalisi evdə olan zaman isə balaca da çox sevinir, çünki o diqqət mərkəzində olur və hərkəs onunla oynayır. Artıq qaranlıq düşüb və kimsə gəlib bizim mətbəximizdən gələn səsi dinləsə yəgin ki, ancaq xoşbəxtlik səsi eşidər.

Atam (qaynatam) balaca üçün nəğmələr söyləyir, anam (qaynanam)
isə balaca ilə birgə rəqs edir. Balacada bu vasitə ilə artıq 6 aylıqikən əllərini oynadırdı. Nəğmə, gülüş, uşağın və bizim əl çalmalarımızın səsi bir birini tamamlayır. Bu böş dünyada isə bundan daha böyük xoşbəxtlik mövcüd deyil.
Nəqədər çalışsanda, xoşbəxtliyi başqa cür yarada bilməzsən. O xöşbəxtlik özü yerini almalıdır insanların daxilində və  ailədə. Nəqədər çalışıb bir birini yalandan gülümsəyən xalqı bir otaqda  süfrə arxasına toplasanda gerçək xoşbəxtlik yoxdursa bunun qerçək olmadığı özü göstərir. Bizim ailədə isə bu xoşbəxtlik öz yerini çoxdan tutub. Nə çətinliklər nədə insanların cəhtləri ailəmizi dağıda bilməz və gerçəyi dəyişə bilməz. Bu yaxınlıq və sevgi ailəni birləşdirir.

Beləcə bu qısa illər ev toplamaq, yemək bişirmək, uşaq baxmaq və digər bir çox başqa işlərlər ötür keçir.

Mən bu işlərin edərkən heç bir zaman gecikmirəm, evdə bəzən yavaş olduğumu deyirlər, evlənməzdən əvvəl atamın evindədə bunu sıxlıqla təkrar edirlər. Ancaq nəyisə geçikdirdiyimi xatırlamıram. Belə bir şey olmayıb ki, evə qonaq gələ və üç saat çay gözləyə…

Mən tələsmirəm insanlara isə elə gəlir ki, mən yavaşam. Məncə hər kəs belə olmalıdır – sürət ilə heç nə dəyişmir, əksinə dağılır. Əsas olan işləri vaxdında çatdırmaqdır.

Artıq gecə oldu və yavaş-yavaş hər kəs yatmağa hazırlaşır. Balacanı hər zaman musiqi ilə yatızdırıram. Sakitcə yuxuya gedir, bir baxırsan artıq gözlərini yumub. Bizim məhləmiz çox pisdir, bir zaman qəstən səs küy salıb uşağın yatmağına imkan vermirdilər. İnsanların içində ancaq kin olanda başqa bir şey düşünə bilmirlər yəgin. Heç bir ses küyə baxmayaraq, mənim balacam yenədə yata bilir. Pis olan isə odur ki, o böyüyəndə yuxusunu kim qatdığını və yolunu kimi bağladığını mütləq biləcək…

Salman Rüştünün kitabı uzun zamandır ki, tərəcədə durur. Səssizlik və sakitlik olan zaman oxuyuram…

Aynürə Əliyevanın səsli düşüncələri

Mənbə: Radio Marneuli.


პატარძლის დღიურებიდან

აინურა ალიევას ბლოგი

ჩემი დილა ჩვენი ცოცხალი მაღვიძარას, პატარას ხმაურით იწყება. სიჩუმე და სიწყნარეა, როცა ის საჭმელად იღვიძებს. როცა იღვიძებს სულ ხელით აკაკუნებს თავის პატარა საწოლზე და მანიშნებს, რომ გაიღვიძა. ამ დროს მხოლოდ ახლო მდებარე სადგურიდან მატარებლის ხმა ისმის. პატარა ჭამს და ისევ იძინებს ხოლმე. მისი მეორე გაღვიძება კი დილით, ოჯახის სხვა წევრების გაღვიძების დროს ემთხვევა . მხიარული განწყობა პატარასთან ერთად დილის საუზმეზევე იწყება. მასაც უნდა ხოლმე ჩვენთან ერთად იჯდეს სუფრაზე და თავისებურად გაერთოს პურით, კოვზით ან სხვა რამით, რასაც მაგიდაზე დაინახავს.

საუზმის შემდეგ ყველა ნელ-ნელა სამსახურში წასვლისთვის ემზადება. ძირითადად მე და პატარა ვრჩებით ხოლმე სახლში. საუზმის მერე იწყება სახლის საქმეები. დალაგება, რეცხვა და სხვა ამბები. ამასობაში პატარას ხმა ისმის, ფაფის ჭამის დროა…

ოჯახი – ეს არის რთული პასუხისმგებლობა. „ძალიან ცუდი დრო მოვიდა, შიმშილით რომ მოკვდეს ვინმე, არა ვინ 10 თეთრს არ მისცემს“ – ხშირად მხვდება ყურში ეს ნათქვამი. მართლაც ასეა. თუ არ იშრომებ შენი შვილი შიმშილით მოკვდება, ალბათ. მახსოვს, როცა ბებო მიყვებოდა ადრე როგორ ცხოვრობდნენ მეზობლები და ნათესავები.

რა საჭმელსაც ამზადებდნენ მდიდარი და ღარიბიც ერთმანეთს აწოდებდნენ. სუფრას შლიდნენ, საუბრობდნენ. ადრე ბავშვები მეზობლებში იზრდებოდნენ ხოლმე. ჩვენს მეზობელ ბავშვებს სულ ჩვენთან ეძინათ ხოლმე დღისით. ისეთი სითბო იყო ადამიანებში ერთამენთის მიმართ. ახლა კი ძმა ძმის გაქურდვას ცდილობს – ფულის შოვნის დრო მოვიდა.

დრო ისე გადის, რომ დილა და საღამო როგორ თენდება ვერ ვგრძნობ. როცა ბავშვი გყავს უფრო რთულია გრაფიკი. ისეთი ამინდია, ვერ იტყვი რომ ზამთარია. რამდენი წელია წესიერად თოვლიც არ გვინახავს. მზე გვაჭიტებს ფანჯრიდან. ბავშვს კი გაასეირნებდა ადამიანი, მაგრამ ეტლის გასადანად გზა არ არის. ცუდია, როცა ადამიანები ეგოსტებად იქცევიან და ამის მიუხედავად თავი ანგელოზები ჰგონიათ. ამ ცხოვრებაში ბავშვებზე სუფთა და ფაქიზი არსება არ არის. მათ არ ესმით ბევრი რამ და სულ თამაში უნდათ. სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ჩემი პატარა ეტლით ვერ გამყავს სასეირნოდ. რა სასაცილოა არა?! ადამიანი, რომელიც სხვებს ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებაზე „ლექციებს“ კითხულობს თვითონ პატარა ანგელოზსს გზა ჩაუკეტა. ცუდი ისაა, რომ ჩვენ სხვისი შვილების გზის ჩაკეტვით გვინდა ჩვენი შვილებისთვის ბედნიერი და კარგი ცხოვრების, მომავლის შექმნა.

შუადღისას მუშაობის დროა. „რადიო მარნეული“ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რაც გადავინაცვლე სხვა რეგიონში, რადიო სულ ჩემს გვერდით არის. ჩვენ პატარა გუნდით დავიწყეთ რადიოს შექმნა და დღესაც არა ვართ ბევრნი, მაგრამ ბევრი რამე უკეთესობისკენ შეიცვალა.
მანძილით შორს, მაგრამ სულით სულ ჩემს გუნდთან ვარ.

შუადღისას მამაკაცები მოდიან და სადილის დროა. მათთვის სუფრას ვშლი, ვჭამთ მერე ისევ რეცხვა-დალაგების ამბები იწყება. სულ რაღაცის გადარბენაზეა არიან ქალები. ჩემ უსაყვარლეს რადიოს კი სულ ესმის ჩემი მდგომარეობა. ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში ვერ ვიტან უმადურ ადამიანებს. ერთადერთი, რადიოში ვერ ვნახე უმადურობა. ისე მომენატრა ჩვენი სტუდია. როცა ჩავალ მარნეულში აუცილებლად უნდა ვესტუმრო.

პატარას ძილის დროა. როცა იძინებს რამდენიმე საათი სიჩუმეა და მშვიდად ვაკეთებ ჩემს საქმეს. ძალიან უცნაური უბანი გვაქვს. ბევრი მეზობელი ერთმანეთს არ ელაპარაკება. ვფიქრობ, იმიტომ გახდა ეს ხალხი ასე სასტიკი, რომ სიკვდილი დაავიწყდათ. მე სიკვდილზე ფიქრი პესიმისტობა კი არ მგონია, სიკვდილზე ფიქრი ყველაზე რეალურია, რაც კი მინახავს.

სხვანაირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ ათასწლეულების მანძილზე იცოცხლებენ და მთელი მსოფლიო მათი იქნება. რატომღაც გვგონია, რომ სულ სხვები მოკვდებიან და წავალთ დავასაფლავებთ და მოვალთ.  არა გენაცვალე, ერთ დღეს ყველას რიგი მოვა და მაშინ ერთ წინდასაც აღარ ჩაგვაცმევინებენ ფეხზე – არ შეიძლებაო. არაფერს არ წავიღებთ გარდა გაკეთებული კარგი და ცუდი საქმეებისა. დამიჯერეთ, სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა და ჩვენ გვეჩვენება მარადისობა. აი ზუსდატ ეს დაავიწყდათ ადამიანებს. რომლებიც ერთმანეთს ხოცავენ ბევრი უმნიშვნელო წვრილმანების გამო.

საღამომდე ცოტა დრო დარჩა. როგორ გავიდა დღე პატარასათან თამაშით და ჩემი უსაყვარლესი რადიოსთან მუშაობით არ ვიცი. საღამოსკენ ყველა იკრიბება სახლში. ნელ-ნელა ვახშამისთვის ვემზადებით. სანამ ყველა არ მოვა სუფრასთან არ ვჯდებით, ასეთი ტრადიცია გვაქვს.

ყველა პატარას ეთამაშება, რადგან მთელი დღე სახლში არ არიან. პატარას კი ისე უხარია, როცა ყველა სახლშია და ეთამაშებიან. გარეთ უკვე სიბნელეა და შორიდან ამ დროს ვინმე რომ მოვიდეს და ჩვენს სამზარეულოსთან ყურდაცქვეტილი იდგეს, ალბათ ბედნიერების ხმას გაიგებს.

მამა (მამამთილი) სულ მღერის პატარასთვით, დედა (დედამთილი) კი პატარასთან ერთად ცეკვავს. ექვსი თვის იყო, როცა ხელებით ცეკვა ისწავლა. სიმღერის, სიცილის, ბავშვის და ჩვენი ტაშის ხმა ერთმანეთს ათამამებს. ამ ცარიელ, დროებით ცხოვრებაში ამაზე მეტი ბედნიერება ნამდვილად არ არსებობს.

რამდენადაც უნდა ეცადო, ბედნიერებას ხელოვნურად ვერ შექმნი. ის თვითონ უნდა დამკვიდრდეს ადამიანებში და ოჯახებში. რამდენადაც არ უნდა შეეცადო, რომ ტყუილად გააღიმო ადამიანები, ერთ ოთახში გაშალო სუფრა და დააჯინო ერთად – თუ ეს არ არის თავიდანვე დამკვიდრებული ოჯახში ესეიგი არ გამოვა და ტყუილად „თავის ჩვენება“ იქნება ვითომ ბედნიერებაა. ჩვენთან კი ეს წესი და ჩვეულება დიდი ხანია რაც დამკვიდრდა. არც სირთულეები, არც ადამიანების მცდელობა იმისა, რომ აგვირიოს ოჯახი, ვერ შეცვლის ამ სინამდვილეს. ეს სითბო და სიყვარული აერთიანებს ოჯახს…

ყევლაზე სამწუხარო ისაა, რომ გადის დრო და შენ გიხსენებენ შენი ცუდი საქციელებით. შეუძლებელია დააბრუნო დრო და შეცვალო შენი საქციელი, ამიტომაც დროზე უნდა დაფიქრდეს ადამიანი.

ასე გადის მოკლე წლების დღეები – სახლის დალაგებით, საჭმლის გამზადებით, ბავშვის მოვლით და უამრავი სხვა საქმით. ოჯახი არის ბედნიერება. როცა იცი, რომ შენს სახლში ვინმე გელოდება ან და სუფრას შლი იმ ადამიანებისთვის, რომელიც იცი რომ უნდა მოვიდნენ. ეს ბედნიერება კი ყველას არ ენიჭება.

არასდროს არ მეჩქარება არაფრისთვის და არც დამიგვიანებია აქამდე რაღაცისთვის. ხანდახან სახლში მეუბნებიან ნელი ხარო, სანამ გავთხოვდებოდი ჩემს სახლშიც მეუბნებოდნენ მაგას, მაგრამ არ მახსოვს რომ რამე დამაგვიანებოდეს. თუნდაც სტუმარი მოვიდეს და სამი საათი ელოდოს ვიდრე ჩაის დავდგამ…

უბრალოდ, არ მეჩქარება და ადამიანებს ეჩვენებათ რომ ნელი ვარ. ასე უნდა იყოს ყველა – სიჩქარით არ იცვლება ბევრი რამე პირიქით იშლება. მთავარია, რომ დროზე მოასწრო ყველაფერი.

დაღამდა, ვივახშმეთ და ნელ-ნელა დასაძინებლად მიდის ყველა. პატარას სულ მუსიკით ვაძინებ. მშვიდად უსმენს, გაიხედავ და თვალებიც დახუჭული აქვს. ძალიან ცუდი უბანი გვაქვს ჩვენ. ერთი პერიოდი ხმაურით ბავშვის გაღვიძებასაც ცდილობდნენ. როცა ადამიანებს მხოლოდ ბოროტება აწუხებს ალბათ, სხვა რამეზე არ ფიქრობენ.

მიუხედავად ყველანაირი ხმაურისა, ჩემს პატარას მაინც სძინავს. ცუდი იცით რა არის, როცა ის გაიზრდება აუცილებლად გაიგებს ვინ უშლიდა ძილს და ვინ უკეტავდა გზას… ძალიან ცუდია, როცა ვინმე გიხსენებს შენ წლების მერე ცუდი საქციელით და შენ ვერ აბრუნებ დროს…

სალმან რუშტის წიგნი მიდევს თაროზე უკვე დიდი ხანია. როცა სიჩუმე და სიწყნარეა, ვკითხულობ…