Ellada Rızayeva
Qadınların güclü olduğuna inanıram yalnız, çox zaman gücümüzü özümüzü deyildə başqalarını xoşbəxt etmək üçün istifadə edirik..Biz elə bir varlığıq ki, sırf sevdiklərimiz xoşbəxt olsun deyə, öz xoşbəxtliklərmizi qurban veririk… Bu qədər fədakar bir varlıq bəs niyə özü üçün heç bir fədakarlıq etmir!
Bizim cəmiyyət, xəyallarını başlamadan bitirən, özünü cəmiyyətə qurban edən qadınlar məzarlığıdır. Əgər, belə güclüyüksə niyə mübarizliyimizi itirir və xəyallarımızın arxasınca qaçmırıq..!?. Bu sual məni hər zaman düşündürüb və məyus etmişdir… Bunun səbəbini böyüyüb qorxularımla üzləşdiyim zaman başa düşdüm… Bu qorxudur! Bəs qorxu nədir və qorxularımızdan niyə qurtulmaq istəmirik…!
Qorxu cahiliyyətdir, oxunmamiş kitablar, atılmamış addımlar, edilməmiş yaxşılıqdır. Yəni, qorxuyu qısaca ifadə et desələr, qorxu etmək bacarığımızın və ya imkanımız olub da edə bilmədiklərimizdir, deyərdim…
Qızlar, xoşbəxtliyə və xəyallarımıza çatmamızın tək çarəsi qorxularmıza qalib gəlməkdir. Qorxularımıza qalib gəlmənin yolu isə, elm və savad öyrənməkdən keçir. Özümüz, ətrafımız və cəmiyyət üçün faydalı olmaq üçün oxumalıyıq.Oxumaq deyəndə, bir tək formal təhsili ağlınıza gətirməyin. Oxumaq eyni zamanda kitab oxumaqla,araşdırmayla, özünü tərbiyyə etmək və təkmilləşməklə də olur…
Güclü cəmiyyət,güclü gələcək və dünyanın rifahı üçün, hərkəs oxusa yaxşı olar amma, ən çox qadın oxumalıdır deyə düşünürəm çünki, qadın gələcəkdir. Savdlı qadın savadlı, cahil qadın isə, cahil gələcəkdir…Gələcəyimizi qurtarmaq üçün isə, qızları oxudub, cəmiyyətə qazandırmaq lazımdır.
Qızlar, ilk öncə özünüzü sonra isə dünyayı qurtarın! Həyatın çətinliklərini, bir dərs olaraq görün, sizə və insanlığa qarşı edilən bütün haqsızlıqlarla savaşın… Kimsənin sizi öz çirkin əməlləri üçün istifadə etməsinə göz yummayın. Heç kimə möhtac olmayın …! Işığınızla özünüzü və dünyayı aydınlatın!
Oxuyun! Özünüzü inkişaf etdirin və haqsızlığa qarşı mübarizə aparmaqdan əsla vaz keçməyin!
ძლიერი ქალი…
ელლადა რიზაევა
მე მჯერა, რომ ქალები ძლიერები ვართ, მაგრამ ხშირად, ჩვენ ამ ძალას საკუთარი თავისთვის კი არა, სხვების გასაბედნიერებლად ვიყენებთ. ჩვენ ისეთი არსებები ვართ, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანების ბედნიერებისთვის საკუთარ ბედნიერებას ვწირავთ…
კი მაგრამ, ეს თავდადებული არსებობა საკუთარი თავის ბედნიერებისთვის რატომ არ იბრძვის?
ჩვენი საზოგადოება ისეთი ქალების სასაფლაოა, რომლებიც ოცნებებს დაბადებამდე კლავენ და საკუთარ ბედნიერებას სხვებს სწირავენ. თუ ჩვენ ასეთი ძლიერები ვართ, რატომ დავკარგეთ ბრძოლის უნარი, რატომ ვანებებთ ჩვენი ოცნებებისთვის ბრძოლას თავს?!
ეს კითხვა სულ მაფიქრებს…
ამის პასუხი მაშინ ვიპოვე, როცა გავიზარდე და ჩემს შიშებს დავუპირისპირდი. ეს შიშია! კი მაგრამ, რას ნიშნავს შიში და რატომ არ გვინდა მისი დამარცხება?
ეს შიში უცოდინარობა, წაუკითხავი წიგნები და გაუკეთებელი სიკეთეებია. ანუ, შიში არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, გვაქვს ამის უნარი, მაგრამ ვერ ვაკეთებთ…
გოგონებო, ბედნიერების და ოცნებების ახდენის ერთადერთი გზა შიშების დაძლევაა. შიშის დასაძლევად კი ცოდნა უნდა გვქონდეს. საკუთარი თავისთვის და საზოგადოებისთვის კარგი საქმის კეთებისთვის, განათლებულები უნდა ვიყოთ. აქ მხოლოდ ფორმალურ განათლებას არ ვგულისხმობ. განათლების მიღება წიგნების წაკითხვით, საკუთარი თავის განვითარებით და დახვეწით ხდება.
ძლიერი საზოგადოება – ძლიერი მომავალია. ყველა თუ მიიღებდა განათლებას, მსოფლიოს კეთილდღეობისთვის კარგი იქნებოდა, მაგრამ ქალს განათლება უფრო მეტად სჭირდება, რადგან ქალი მომავალია. განათლებული ქალი განათლებულ მომავალს, უცოდინარი ქალი კი უცოდინარ მომავალს ნიშნავს. მომავლის გადასარჩენად, გოგონებს უნდა მივცეთ განათლების მიღების შესაძლებლობა.
გოგონებმა ჯერ თავიანთი თავები, შემდეგ კი მსოფლიო უნდა გადავარჩინოთ! სირთულეებს ისე უნდა ვუყუროთ, როგორც გაკვეთილს და უნდა ვებრძოლოთ ყველა იმ უსამართლობას, რაც ჩვენ მიმართ და კაცობრიობის მიმართ ხდება. არავის მივცეთ ნება, საკუთარი მიზნებისთვის გამოგვიყენონ, არავის იმედად არ უნდა ვიცხოვროთ… ჩვენი სინათლით საკუთარი თავები და სამყარო უნდა გავანათოთ!
მივიღოთ განათლება, საკუთარი თავი განვავითაროთ და უსამართლობასთან ბრძოლას თავი არასოდეს დავანებოთ!