Bir Uşaq tanıdım uşaqlığı həm gözəl həm də nağıllardakı kimi qorxunc idi… Bir Uşaq tanıdım ana ata sevgisi ile böyüyən sevilen aile sevgisini yaşayırdı… Bir Uşaq tanıdım ana atasız böyüyən Baba nene sevgisi ile yaşayırdı. Bilirsiz mənim fikrimcə Qadının uşaqlıqda yaşadığı ailə travması ailə xoşbəxtliyi onun gələcəyində böyük rol oynayır.. Qadında olan özgüvən Qadında olan Güc Gücsüzlük hər bir şey uşaqlıqdan gəlir ! Valideynlər var övladını oxudur ona hər zaman sevgi qayğı ilə yanaşır ! Valideynlər var övladına az yaşından ev işləri etməyi öyrədib Uşaqlıq illərini bizdən alırlar tez evləndirlər! Uşaqlar tanıdım biri oyuncaq oynardı o Biri uşaq isə ərkən evliliyin qurbanı idi! Bəli bəzi valideynlər uşaq illərimizi bizdən alıb tez evvləndirib həyatımızı məhf edirlər! (bizdən soruşmadan Nədir sənin istədiyin? Nədir sənin arzun? Həyatımızı məhf edirlər! Yaxşı Uşaqlığımızı yaşamadıq ərkən evləndirdilər bəs sonra? Yenə səndən heçkəs soruşmadan qalan illərini kimlərəsə həsr edəcəksən sevmədiyin istəmədiyin bir həyata özünü həsr edib qocalıb bu həyatdan köçüb gedəcəksən! Heç bir zaman Azad olmadan, istədiyin nə varsa həyatda etmədən ,Sevgisiz , Şiddət içində Susub yaşadığın Həyat !
Həyatda ərkən evlilikdən başqa da sevib aile heyatı quran qızlarımız var! Sevib aile qurub Şiddətlə qarşılaşıb Susub dözüb qorxu içində yaşayırlar Susurlar qorxurlar dözürlər! ( Susmayın dözməyin Siz güclüsüz ! Heçnədən qorxmayıb Həyatınızı məhf etməyin inanın özünüzə inanın
Mən bütün özünü Gücsüz kimsəsiz hiss edən qadınlara demək istərdim ki, Həyatın dəyərini bilin və bütün istədiklərinizi, arzularınıza inanaraq sadəcə başı dik önə gedin arxaya baxmayın sadəcə önə! Siz kimsəsiz olsazda Sizdə Siz varsız və sizin arzularınız! Sizdə olan istedadınızı üzərə çıxarıb sevdiyiniz işlə məşqul olun! Gücsüz qadın yoxdur! və unutmayın həyatda nə olursa olsun hər zaman özünüzə güvənin özünüzü sevin sizdə hər şey alınacaq Xoşbəxtlik bizim əlimizdədir Güclü olmaqda sadəcə siz buna inanmalısız! Arzulara doğru mən sizə inanıram! Gücsüz qadın yoxdur! Biz Güclüyük Sən güclüsən Həyatını yaşa!
ძლიერი და სუსტი ქალი
მე გავიცანი ბავშვები, რომელღა ბავშვობა ლამაზიც ყოფილა და საშინელიც, როგორც ზღაპრებში… გავიცანი ბავშვი, რომელიც მშობლების და ოჯახის სიყვარულით გაიზარდა… გავიცანი ბავშვი, რომელიც დედ-მამის სიყავრულის გარეშე, ბებია-ბაბუის სიყვარულით გაიზარდა.
ჩემი აზრით, ქალის მიერ ბავშვობაში გამოვლილი ოჯახური ტრავმა ან ოჯახის ბედნიერება დიდ როლს ასრულებს მის მომავალში. ქალის თავდაჯერებულობა, სიძლიერე და სისუსტე, – ყველაფერი ბავშვობიდან მოდის!
არიან მშობლები, რომლებიც შვილებს ყოველთვის სიყვარულითა და მზრუნველობით ეპყრობიან და სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევენ, მაგრამ არიან მშობლებიც, რომლებიც ადრეული ასაკიდან ასწავლიან შვილებს საშინაო საქმეების შესრულებას, მათ ბავშვობას ართმევენ და სწრაფად აქორწინებენ! ერთ მხარეს არის ბავშვი, რომელიც სათამაშოებით თამაშობდა, მეორე მხარეს კი – ადრეული ქორწინების მსხვერპლი…
დიახ, ზოგი მშობელი ბავშვობას წაგვართმევს, ადრეულ ასაკში გვაქორწინებს და ანადგურებს ჩვენს ცხოვრებას! ჩვენ არ გვეკითხებიან, რა გვინდა, რა არის ჩვენი ოცნება. ისინი ანადგურებენ ჩვენს სიცოცხლეს, უზრუნველ ბავშვობას გვართმევენ, მაგრამ მერე რა ხდება?
შენს დანარჩენ ცხოვრებაშიც არავინ გეკითხება, რა გინდა. ატარებ ცხოვრებას ისეთ ადამაინთან, რომელიც არ გიყვარს, დაბერდები და წახვალ ამ ცხოვრებიდან! ესაა ცხოვრება, რომელშიც არასოდეს ყოფილხარ თავისუფლად, ოცნებები არ აგსრულებია, რომელიც სიყვარულის გარეშე გაგივლია. ასევე, ჩვენ ირგვლივ არიან გოგონები, რომლებიც სიყვარულით ქმნიან ოჯახს. მათ უყვართ, ქორწინდებიან, მაგრამ შემდეგ ძალადობას განიცდიან და ჩუმად, შიშში ცხოვრობენ, დუმან, იტანენ!
ნუ გაჩუმდები, ნუ მოითმენ, შენ ძლიერი ხარ! ნუ გაიფუჭებ ცხოვრებას შიშით, გჯეროდეს შენი თავის! მინდა, ვუთხრა ყველა ქალს, ვინც თავს გრძნობს უძლურად და უსუსურად: იცოდეთ ცხოვრების ფასი და თქვენი სურვილისთვის იბრძოლეთ, უბრალოდ წინ იარეთ უკან არ მოიხედოთ! მარტოხელაც რომ იყო, შენ გყავს შენი თავი და გაქვს შენი ოცნებები!
გამოიჩინეთ თქვენი ნიჭი და გააკეთეთ ის, რაც გიყვართ! არ არსებობს სუსტი ქალი!
და გახსოვდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, ყოველთვის ენდე საკუთარ თავს, შეიყვარე იგი.
ბედნიერება შენ ხელშია!
ძლიერები რომ ვიყოთ, ჩვენ უბრალოდ უნდა გვჯეროდეს ამის!
მე მჯერა შენი ოცნების!
არ არსებობს სუსტი ქალი!
შენ ძლიერი ხარ, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
ლეილა ალიევა