Gürcüstanda 12 yaşlı uşaq uşaq dünyaya gətrib…
Son günlərdə, yayılan xəbər portalından bu başlıqla yaılmış yazı diqqətimi çəkdi. Xəbəri oxuyarkən, ağlımdan keçən fikirlər bunlar idi. Həqiqqətən də dünyada bu qədərmi vahşiliklər baş alıb gedir. Daha sonra isə özümün 12 yaşımı xatırladım. Ən dəyərli, ən yadda qalan yaşlarım idi. Hansi ki, məktəb olmayan günləri səbirsizliklə gözləyib tətildə bütün günü məhlədə uşaqlarla oynamaq. Məktəbdən evə gələndə, evə gəlmənin sevinci. Sabahlar o şirin, yuxudan anamın məni zorla oyandırıb, məktəbə yola salması. Heç bir öhdəliyim olmayan azad, saf, qayğısız uşaqlıq illəri. O zaman mənim evladım atamın mənə aldığı gəlinciklər idi.
Arada fərq var biri gerçək, o biri ise gerçək olmayan uşaq. Biri sadece valdeyn tərəfindən verilen hədiyyə, biri isə aylarla bətinində gəzdirib. Sonra onu dünyaya gətirib, ağıla sığmayan gərçəklər…
Hər bir valdeyn bilməlidir ki, bu yaşlarda uşaqla daha yaxın münasibət qurulmalıdır. Valdeyn, müəyyən şeylər haqqında uşağa məlumat verilməlidir ki, bunlar baş verməsin. Həqiqqətəndə ətrafımda çox insanların ailələri ilə münasibətləri çox soyuqdur. Bu isə onların vaxtında həyatlarında bir çox səhvləri etmələrinə gətirib çıxarıb. Bizim cəmmiyyətdə ümumilikdə valdeyn uşaqla düzgün əlaqə qura bilmir və ya aralarında ümumiyyətlə valdenyn uşaq münasibti olmur, yad insanlar kimi. Mən öz təcrübəmdən irəli gələrək deyirəm ki, mənim ailəmlə münasibətim isti olmasa idi, bəlkə məndə uşaq olarkən müyyəyən səhvlərə yol aça bilərdim, valdeyinin uşaqla münasibəti, uşağın həyatında mühüm rol oynayır.
Valdeynlərə səslənirəm, uşaqlarnız ilə möhkəm təməllərə dayanan münasibətlər qurun onları dinəyin və anlayın ki, uşaqlarınız da həyatlarında belə böyük səhvlər etməsinlər. Uşaq dünyaya gələndə saf və heçnəylə bağlı bilgisi olmadan gəlir onu yetşdirən siz valdeyinlərsiz və onlar sizin öyrətdikləriniz ilə böyüyürlər səhv edəndə onları günahlandırmaq əvəzinə dönb geri baxın ki, mən harda səhv etdim sualını özünüzə verin. Onda hərşeyin fərqinə varıb anlayacaqsınız!
Narin Mustafayeva
———————-
12 წლის გოგონამ საქართველოში ბავშვი გააჩინა…
ბოლო დღეებში, ჩემი ყურადღება მიიპყრო სტატიამ ამ სათაურით. როდესაც ამ ნიუსებს ვკითხულობდი, ბევრმა აზრმა გამიელვა. მართლაც, მსოფლიოში იმდენი სისასტიკე ხდება… მერე გამახსენდა ჩემი თავი 12 წლის ასაკში. ყველაზე ღირებული და დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის ეს წლები, როდესაც სკოლაში დასვენების დღეებს მოუთმენლად ველოდი და მთელი დღე მეზობელ ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი. კარგად მახსოვს სკოლიდან სახლში დაბრუნების სიხარულიც. დილით დედაჩემი ძალით მაღვიძებდა ხოლმე, ტკბილი სიზმრიდან გამოვყავდი და სკოლაში მიშვებდა. ეს იყო თავისუფალი, პასუხისმგებლობის გარეშე გატარებული, ბავშვობის უზრუნველი წლები. იმ დროს, ჩემი შვილები იყო ჩემი თოჯინები, რომლებიც მამამ მიყიდა.
ეს ბავშვი კი ცოცხალი არსებაა, განსხვავებულია ჩემი თოჯინებისგან. ჩემი თოჯინა მხოლოდ მშობლის საჩუქარი იყო, ეს გოგონა კი ბავშვს თვეების განმავლობაში ატარებდა მუცლით. შემდეგ კი მშობიარობა – წარმოუდგენელია ეს ყველაფერი…
ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ამ ასაკში შვილთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. ბავშვი უნდა იყოს ინფორმირებული გარკვეული საკითხების შესახებ, რათა დაცული იყოს ასეთი შემთხვევებისგან. ფაქტობრივად, ჩემ ირგვლივ ბევრ ადამიანს ძალიან ცივი ურთიერთობა აქვს ოჯახებთან. ამან მათ ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დააშვებინა. ჩვენს საზოგადოებაში, ზოგადად, მშობლები ვერ ამყარებენ სათანადო ურთიერთობას ბავშვებთან, ან საერთოდ არ აქვთ ურთიერთობა, როგორც უცხოებს. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვამბობ, რომ ოჯახთან ჩემი ურთიერთობა თბილი რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, ბავშვობაში ბევრი შეცდომა დამეშვა. მშობლის ურთიერთობა შვილთან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მივმართავ მშობლებს: მჭიდრო კავშირი გქონდეთ შვილებთან, მოუსმინეთ მათ და გაიგეთ, რომ თქვენი შვილები იყვნენ დაცულნი ცხოვრებაში. როდესაც ბავშვი იბადება, მან ცხოვრების არაფერი იცის და თქვენ ხართ ის, ვინც მას ზრდით, ისინი კი იზრდებიან იმით, რასაც თქვენ ასწავლით. მაშინ შეამჩნევთ და გაიგებთ ყველაფერს!
ნარინ მუსტაფაევა