Son illərdə Gürcüstanda əmək hüquqlarının həyata keçirilməsi baxımından mühüm islahatlar aparılır. “Gürcüstanın Əmək Məcəlləsi” əhəmiyyətli dəyişikliklər edildi və qeyd edilən məcəllədə reformlar həyata keçirildi.
Eləcə də, Gürcüstanda karyera yüksəlişinə, ləyaqətinə, bütövlüyünə, siyasi bitərəfliyinə, qərəzsizliyinə və hesabatlılığına əsaslanan sabit, vahid Gürcüstan dövlət xidmətinin qurulması və fəaliyyət göstərməsi üçün hüquqi əsas təmin etməyi hədəfləyən Dövlət Xidməti Qanunu qüvvədədir.
Xüsusilə bu pandemiya şəraitində Gürcüstanda yaşanan iqtisadi böhran/krizis qadınların vəziyyətinə ciddi təsir etdi. Qadınların zorqkılığa və ayrı -seçkiliyə qarşı həssaslığı, əsasən iqtisadi müstəqilliklərinin olmaması və maddi təhlükəsizlik problemlərindən qaynaqlanır. Qadınların əksəriyyəti həssas qruplardan biri olaraq maddi cəhətdən müstəqil deyillər və bu fakt onların sosial vəziyyətinə və gündəlik həyatına əhəmiyyətli dərəcədə təsir göstərir.
Gürcüstanda qanunvericilik dəyişikliklərinə baxmayaraq, gender bərabərsizliyi, dövlət qulluğunun ən vacib problemlərindən biri olaraq qalır. Qadınlar və kişilər fərqli işlərdə çalışırlar, maaşları da, iş şəraiti də fərqlidir.
Çoxsaylı araşdırmalar göstərir ki, dövlət sektorunda işləyən kişilərin sayı qadınlardan çoxdur. Xüsusilə, dövlət qulluqçularının 30% -ni qadınlar təşkil edir.
Bununla birlikdə, dövlət sektoru vətəndaşlara özəl sektor və ya özünüməşğulluqdan daha rəqabətli əmək haqqı və iş şəraiti təklif edir. Əmək haqqı siyasətinin qanunla tənzimləndiyi və cinsinə görə heç bir ayrı -seçkiliyin olmadığı yeganə sahədir. Digər hallarda, qadının əməyi kişiyə nisbətən iki dəfə ucuzdur.
Qeyd etmək lazımdır ki, cinsiyyət baxımından qadınlar ucuz işçi qüvvəsidir. Qadınlar əsasən özəl sektorda, kişilərin çoxu dövlət sektorunda çalışırlar.
Dövlət sektorunda gender bərabərsizliyi həm ölkənin iqtisadi inkişafına, həm də qadınların sosial vəziyyətinə mənfi təsir göstərir. Gürcüstan ölkədə qüvvədə olan qanunvericiliyin icrasını təmin etmək üçün bu istiqamətdə mümkün qədər çalışmalıdır.
Bu, dövlət sektorundakı qadın və kişilər arasındakı bərabəzsizliyin həllinə, eyni zamanda qadınların maliyyə müstəqilliyinin təmin edilməsinə və mövcud vəziyyətlə müqayisədə sosial vəziyyətlərinin yaxşılaşdırılmasına müsbət təsir göstərir.
Müəllif: Ayhan Həsənov
—————————————————
საჯარო სექტორში გენდერული დისბალანსი
ბოლო წლების განმავლობაში შრომის უფლების რეალიზაციის კუთხით საქართველოში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს შრომის კოდექსი” გატარებულია რეფორმები და შეტანილ იქნა მნიშვნელოვანი ცვლილებები.
ასევე, საქართველოში მოქმედებს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომლის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
საქართველოში არსებული ეკონომიკური კრიზისი, მით უმეტეს ამ პანდემიის პირობებში, მძიმედ აისახა ქალთა მდგომარეობაზე. ქალების მოწყვლადობა ძალადობისა და დისკრიმინაციის მიმართ მნიშვნელოვანწილად განპირობებულია მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობის ნაკლებობითა და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემით. ქალების, როგორც ერთ-ერთი მოწყველდი ჯგუფის, უმრავლესობა არ არის ფინანსურად დამოუკიდებელი და ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ახდენს გავლენა მათ სოციალურ მდგომარეობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
მიუხედავად საქართველოში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებისა, გენდერული უთანასწორობა საქართველოს საჯარო სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ქალები და კაცები სხვადასხვა ტიპის სამუშაო ადგილებზე არიან დასაქმებულნი, მათი ანაზღაურება განსხვავებულია, ისევე როგორც განსხვავდება მათი სამუშაო პირობები.
ჩატარებული არაერთი კვლევის მიხედვით, საჯარო სექტორში ქალებთან შედარებით დასამებული კაცების რაოდენობა გაცილებით მეტია. კერძოდ, ქალები საჯარო მოხელეების 30%-ს შეადგენენ. თუმცა, საჯარო სექტორი გაცილებით კონკურენტუნარიან ხელფასებსა და სამუშაო პირობებს სთავაზობს მოქალაქეებს, ვიდრე კერძო სექტორი ან თვითდასაქმება. ეს არის ერთადერთი სივრცე, სადაც სახელფასო პოლიტიკა კანონით რეგულირდება და სქესის მიხედვით დისკრიმინაციას ადგილი არა აქვს. სხვა შემთხვევაში ქალის შრომა მამაკაცთან შედარებით ორჯერ უფრო იაფი ღირს.
აღსანიშნავია, რომ გენდერულ ჭრილში თუ განვიხილავთ, ქალი იაფი მუშახელია. ქალები ძირითადად დასაქმებულნი არიან კერძო სფეროში, დასაქმებული კაცების უმრავლესობა კი საჯარო სექტორში მუშაობს.
საჯარო სექტორში არსებული გენდერული დისბალანსი ნეგატიურად მოქმედებს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ასევე ქალების სოციალურ მდგომარეობაზე. საქართველო მაქსიმალურად უნდა მუშაობდეს ამ მიმართულებით, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის რეალიზაციის უზრუნველყოფისკენ. აღნიშნული პოზიტიურად აისახება საჯარო სექტორში ქალებსა და კაცებს შორის არსებული დისბალანსის მოგვარებაში, ასევე, დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით, ქალების ფინანსური კუთხით უფრო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მათი სოციალური მდგომარეობის გამუმჯობესებაში.
ავტორი: აიჰან გასანოვი