Xəbərlər

İllərin xəyalı qerçək oldu – Marneulidə analar məktəbi açılır

Analar məktəbi tezliklə Marneulinin 3 kəndində gənc həvəskarların təşəbbüsü ilə fəaliyyətə başlayacaq. Analar məktəbi Yeni düşüncə İnstitunun təsisçiləri Kamran Əfəndiyev və Ariz Daşdəmirovun təşəbbüsü və ABŞ-ın Beynəlxalq İnkişaf Agentliyinin maliyyə dəstəyi ilə Ewmi Access praqramı çərçivəsində  Sadaxlı,Molaoğlu və Xuldərə kəndlərində yerli qadınalar üçün tam təmənnasız xüsusi kursları nəzərdə tutur. Kəndlərdə 10 nəfər qadından ibarət yaradılmış qruplar üçün həftədə iki dəfə gürcü və ingilis dili, riyaziyyat, kompiuter üzrə kurslar sertifikatlı müəllimlər tərəfindən keçirilməsi planlaşdırılır.

Gənc müəllim və mülki fəal Kamran Əfəndiyevin sözlərinə görə bu onların illər öncədən arzuları idi və bu gün nəhayət bu təşəbbüsü həyata keçirmək imkanını əldə ediblər.

“Kəndimizdəki qadınlar, gənc analar da buna daxil olmaqla illər öncə müxtəlif səbəblərdən dolayı təhsillərini tamamlaya bilmədikləri üçün onalrın inkişafı demək olar ki, yarımçık qalıb. Qadınların maarifçiliyi üçün həyata keçirdiyimiz layihələrdən başqa, özümüzə məhz bu layihəyidə həyata keçirməyi borc bilirik. Dərslərdən əlavə ayda bir neçə dəfə iştirakçılar üçün xüsusi trening seminarlar və maarifləndirici görüşlər də təşkil ediləcək. Bir necə il öncə öncə yaratdığımız icma mərkəzi tendensiyasını bu gün bu şəkildə tanıtdıq, əminəm ki, qısa zaman ərzində analar məktəbi digər kəndlərimiz və regionlar üçün də nümünə olacağına əminik. Bu isə yerli qadınlarımızın sosyal inkişafına dəstək olacaqdır”- deyir Kamran Əfəndiyev.

Kamranın dediyinə görə analar dərsdəikən kiçik uşaqlar mərkəzlərdə yaradılmış oyun güşəsində zaman keçirəcəklər harada ki, onlar üçün də inkişaf edici oyunlar hazırlanmış olacaq. Məktəblilər isə  anaları ilə birgə kurs zamanı məktəb tapşırıqlarını mərkəzimizin imkanlarından yararlanaraq edəcəklər. Kəndlərdə yerli qadınların şəxsi inkişafı üçün xüsusən hazırlanmış analar məktəbi tezliklə fəaliyyətə başlayacaq.

Şəlalə Əmircanova

———————————————

წლების ოცნება რეალობად იქცამარნეულში დედათა სკოლა იხსნება

„დედათა სკოლა“ მალე მარნეულის 3 სოფელში ახალგაზრდა მოხალისეების ინიციატივით ფუნქციონირებას დაიწყებს.

„დედათა სკოლის“ პროექტი ახალი აზროვნების ინსტიტუტის დამფუძნებლების ქამრან აფანდიევისა და არიზ დაშდემიროვის ინიციატივითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, Ewmi Access-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. პროგრამა სოფელ სადახლოში, მოლაოგლუსა და ხულდარაში მცხოვრებ  ადგილობრივ ქალებს სპეციალურად შექმნილ უფასო კურსებს სთავაზობს. სოფლებში 10 ქალისგან შემდგარ ჯგუფებს კვირაში ორჯერ ქართული და ინგლისური ენების, მატემატიკის, კომპიუტერის შემსწავლელ კურსებს სერტიფიცირებული მასწავლებლები ჩაუტარებენ.

ახალგაზრდა მასწავლებლის და სამოქალაქო აქტივისტის ქამრან აფანდიევის თქმით, ეს მათი წლების წინანდელი ოცნება იყო და დღეს მათ მიეცათ საშუალება ამ ინიციატივის განხორციელებისთვის.

„სოფლებში მცხოვრებმა ქალებმა, მათ შორის ახალგაზრდა დედებმა, წლების წინ სხვადასხვა მიზეზით ვერ მიიღეს განათლება და შედეგად, მათი განვითარების პროცესი შეფერხდა. ქალების ცნობიერების ამაღლებისთვის, ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის, ამ პროექტის განხორციელებაც ჩვენი ერთ-ერთი ვალი იყო. გაკვეთილების გარდა, თვეში რამდენიმეჯერ მონაწილეებისთვის სპეციალური ტრეინინგ სემინარები და ცნობიერების ამაღლებისთვის შეხვედრები გაიმართება. წლების წინ, ჩვენ მიერ დაწყებული სათემო ცენტრების ტენდენცია დღეს ასეთი ცნობილი თუ გახდა, დარწმუნებულნი ვართ, რომ დედათა სკოლაც მოიპოვებს თავის პოპულარობას და სხვა სოფლებისა და რეგიონებისთვის მაგალითი გახდება. ეს კი, ადგილობრივი ქალების სოციალურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – ამბობს ქამრან აფანდიევი.

ქამრანის თქმით, დედები გაკვეთილებზე რომ იქნებიან, პატარები ცენტრებში შექმნილ სათამაშო სივრცეებში დროს გაატარებენ, სადაც მათთვის შემეცნებითი თამაშები იქნება მომზადებული. სკოლის მოსწავლეები კი, დედებთან ერთად კურსის განმავლობაში დავალებებს ცენტრის რესურსების გამოყენებით შეასრულებენ. სოფლებში ქალების სოციალური განვითარებისთვის მომზადებული დედათა სკოლა მალე ფუნქციონირებას დაიწყებს.

შალალა ამირჯანოვა