Blog-lar

İllüziyalar diyarı

Yusif Nəsibov

“Mağaradakilər əlləri bağlı, üzü qapıya dönük idilər. Onların reallığı, öz kölgələrindən başqa birşey deyildi. Mağara qapısından gələn işıq və burdan xaric hərşey onlar üçün mövcud deyildi. Əllərini zəncirlərdən xilas etmiş biri, gözlərini qamaşdıran, işıq gələn yöndəki cisimlərin nə olduğunu gec anlasada, bir müddət sonra qavrayıb, mağaraya qayıtmış, ancaq bu reallığı onlara inandıra bilməmişdir.” Çünki onların reallığa olan “pəncərəsi” bağlıdır.

Yəqin Platonun Mağara alleqoriyası hər birimizə tanışdır. Bizdə və ətrafımızdakılarda olan illüziyaları da çox gözəl təsvir edir əslində. Beləki, gənclərin aktivləşməsi, daha çox şey öyrənməsi üçün qurulan bir təşkilatda çalışıram. Çox qısa bir müddətdə, ən səlis sıxıntıların qızlar üçün yarandığını gördüm. Olduqları yerdən uzağa getmələri, tam təmənnasız beynəlxalq və yerli layihələrə qatılması yaxud modern texnologiyaya və elmi səviyyəyə sahib xarici bir universitetdə təhsil almaları o qədərdə asan deyildi.

Bu mövzuda bir dostumla müzakirə etdim. Onun fikrinə əsasən, belə yerlərə “buraxılan” qızların “yiyəsi” yox idi. Çox maraqlı gəldi. Necə yəni? Dünyanın 4 bir yanından gələn və xüsusi mövzularda mütəxəssis olan insanlarla tanış olması, inkişaf etməsi və s. saysız faydalarla dolu olan bu tədbirlərə övladını “buraxan” birinə niyə mənfi bir fikir doğsun ki? Əksinə onun “yiyəsi” övladının inkişafını, öz qorxularından üstün tutduğu üçün möhtəşəm biri deyil?

Söhbətə dəvam edib, nöqtəyi qoyduqdan sonra anladım ki, məsələ övladın ora getməsi yaxud orda birşeylər etməsi yox, sadəcə və sadəcə qonşudaki qadınların, qohumlardaki böyüklərin və bütün qərarlarımızda bizdən daha çox rolu olanların “nə deyəcəkləri” imiş. Yenə çox maraqlandım. “Bəs hər hansı bir mənfi hadisəyə şahid olmusan?” deyə soruşdum. Bəlkədə o birşey deyənlər haqqlıdırlar və mən səhv bir iş edirəm deyə düşündüm. Təbiiki də “yox” dedi. Hətta olsa belə, bir neçə insanın etdiyi, ümumi bir qayda ola bilməzdi. Başa düşürsüz? Əslində, bizi o mağaradan çıxarmayan, ağlımızda bu mövzu haqqında qurduğumuz illüziyalardır. Biləklərimizdə ki zəncirlər, o filankəslərin qara və paslı “nə deyərləridir”.

İşıq gələn yöndən heç xəbərimiz belə olmadan, öz qaranlığımızı “doğru” adlandırıb dururuq. Daxilimizdəki əksikliyi görmədən, işıq saçan qapı-pəncərələri lənətləyib, “əə onsuz da bilirik onlar orda nə iş qarışdırırlar” belə deyə bilirik. Guya övladımızı müdafiyyə edirik. Ancaq bununla birgə onun sahib olduğu bütün potensialı boğub, çürüdürük. Yəni kiçik bir illüziya uğruna, bütün bir reallığı əlindən alırıq. Çünki insan bilmədiyi şeyin qorxağıdır. Bəli, qızına “mağaradan” çıxmağa şərait yaradan bütün valideynlər xüsusi insanlardır. Zatən bu qaranlığı aydınladan bir çox qadının hekayəsində belə bir valideyinlə (bəzən tamamilə olmasada) rastlaşmaq olar. Onlar cəmiyyəti yox, öz qızının gələcəyini düşünərək hərəkət edənlərdir. Amma çox təəssüf ki, yenədə “illüziyalar diyarında” divardaki kölgələr günəşdən belə daha dəyərlidir.


ილუზიების სამყარო

იუსიფ ნასიბოვი

გამოქვაბულში, ხელები შეკრული, სახეები – კარის საპირისპიროდ. მათი რეალობა, მათი ჩრდილის გარდა, არაფერი იყო. გამოქვაბულის შესასვლელიდან შემოსული სინათლე და აქაურობის გარდა არსებული სამყარო, მათთვის არ არსებობდა. ვინც ხელები გაითავისუფლა, თვალისმომჭრელი სინათლის მხარეს გადავიდა, მან დიდი ხნის შემდეგ გაიგო გარეთ არსებული სამყაროს არსებობის შესახებ, მაგრამ როცა გამოქვაბულში დაბრუნდა, ამ რეალობის არსებობაში ვერავინ დააჯერა, რადგან მათი “ფანჯარა” რეალობისთვის დაკეტილი აღმოჩნდა.

ალბათ, პლატონის გამოქვაბულის მითი ყველასთვის ცნობილია. სინამდვილეში, იგი ძალიან კარგად გამოხატავს ჩვენ და ჩვენ გარშემო არსებულ ილუზიებს.

ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდების და საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართულობისთვის შექმნილ ორგანიზაციაში ვმუშაობ. მოკლე დროში მიხვდი, რომ ჩვენში ყველაზე დიდი პრობლემები გოგონებს აქვთ. მათთვის არ არის მარტივი სხვაგან, შორს სასწავლებლად წასვლა, საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში ჩართულობა, ან ტექნოლოგიისა და სამეცნიერო სფეროში საზღვარგარეთ სასწავლებლებში კარგი განათლების მიღება.

ამ თემაზე ერთ ჩემს მეგობარს ვესაუბრობოდი. ის თვლიდა, რომ “გამოშვებული” გოგოები “უპატრონოები” არიან. ძალიან დავინტერესდი, როგორ-მეთქი? ვინც საკუთარ შვილს “უშვებს” ისეთი ღონისძიებებზე, რომლებსაც მსოფლიოს მასშტაბით პროფესიონალები ატარებენ, სადაც შეუძლია, გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, საკუთარი თავის განვითარების შესაძლებლობა მიეცეს, ეს რატომ უნდა იყოს რამე უარყოფითთან ასოცირებული? პირიქით, ის “პატრონი”, რომელიც საკუთარ შიშებზე მაღლა აყენებს თავისი შვილის განვითარებას, რატომ არ უნდა ჩაითვალოს არაჩვეულებრივ ადამიანად?

საუბრის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ თურმე საქმე იმაში კი არ ყოფილა, რომ მისი შვილი სადღაც მიდის, ახალ რამეს სწავლობს, არამედ – იმაში, რომ ნათესავები, მეზობელი ქალები, უხუცესები – ჩვენს გადაწყვეტილებებზე ჩვენზე მეტი როლის მქონე “ხალხი რას ეტყვის”. ძალიან დავინტერესდი და ვკითხე, ასეთი უარყოფითი ამბის მოწმე ყოფილხარ თუ არა-მეთქი. ვიფიქრე, იქნებ ისინი მართლები არიან და მე არასწორედ ვფიქრობ-მეთქი.

მიპასუხა, რომ არა. თუნდაც რომ არსებობდეს ასეთი შემთხვევა, ერთის დაშავებული ვერ იქნება საყოველთაო. ხვდებით? სინამდვილეში, ჩვენ იმ გამოქვაბულიდან ჩვენივე გამოგონილი ილუზიები არ გვიშვებს. ხელებზე ჯაჭვები გვადევს,-  ვიღაცების შავი და ჟანგიანი “რას იტყვისები”. ჩვენ არც ინფორმაცია გვაქვს იმ მხარის შესახებ, საიდანაც სინათლე შემოდის, და ჩვენს სიბნელეებს “სიმართლეს” ვუწოდებთ.

ჩვენ არაფერი ვიცით ჩვენი შინაგანი ნაკლის შესახებ და სინათლის შემომტან ფანჯარაზე ვამბობთ, რომ “ჩვენ ისედაც ვიცით, იქ რასაც აკეთებენ”. ვითომ ვიცავთ ჩვენს შვილებს. ამასობაში კი, ვახრჩობთ მის პოტენციალს. იმ პატარა ილუზიების გამო, მათ მთელს რეალობას ვართმევთ, რადგან ადამიანმა რაც არ იცის, იმის ეშინია. დიახ, ვინც გოგოს “გამოქვაბულიდან” გასვლაში ხელს უწყობს, ის განსაკუთრებული მშობელია. ქალების, რომლებიც ამ სიბნელეს ანათებენ, ისტორიებშიც გვხვდება ეს მშობლები. ისინი საზოგადოებაზე კი არა, საკუთარი შვილების მომავალზე ფიქრობენ. მაგრამ, სამწუხაროდ, “ილუზიების სამყაროში”, კედლის ჩრდილები მაინც მზეზე უფრო ძვირფასია…