Gürcüstanda məişət zorakılığının qarşısının alınması, məişət zorakılığı qurbanlarının müdafiəsi və onlara yardım haqqında qanun zorakılığın aşağıdakı formalarını tanıyır: fiziki zorakılıq, iqtisadi zorakılıq, cinsi zorakılıq, məcbur etmək, psixoloji zorakılıq, laqeydlik. Qanunun 4-cü maddəsinin “e” bəndinə əsasən, qida, mənzil və digər normal inkişaf şəraiti, mülkiyyət və əmək hüquqlarının həyata keçirilməsi, habelə müştərək mülkiyyətdən istifadə hüququnun məhdudlaşdırılması ilə nəticələnən əməl və öz payına sərəncam vermək hüququ iqtisadi zorakılıq deməkdir. Düzdür, iqtisadi zorakılıq Gürcüstan qanunlarına görə qadağandır, lakin bu, cəzalandırılan əməl deyil.
Qeyd edək ki, iqtisadi zorakılıq haqqında çox az məlumat mövcuddur. Ona görə də biz bilmirik ki, hansı formalar üstünlük təşkil edir və hansı sıxlıqla insanlar iqtisadi zorakılığın hansı növ cinayətlərinin qurbanı olur. Ancaq bu, iqtisadi zorakılığın olmaması mənasında başa düşülməməlidir. Əksinə, bu o deməkdir ki, problem hüquqi cəhətdən asanlıqla müəyyən edilə bilməz.
Lakin iqtisadi zorakılığın bir neçə məlum və ümumi formaları var. Məsələn, zorakılıq edən şəxs qurbana işləməyi qadağan etdikdə, təhsil almaq və ya səhiyyə xidmətlərindən istifadə imkanlarını məhdudlaşdırdıqda, o, həm də zorakılığa məruz qalan şəxs üçün maddi şəraitin yaradılmasını qadağan edir, çünki zorakılıq edən şəxs, qadının iqtisadi cəhətdən müstəqil olmasını və özünü əmək bazarında realizə edə bilməsini istəmir. Bu zaman ər, qurbanın puluna, iqtisadi resurslarına və hərəkətlərinə tam nəzarət etmək potensialı da daxil olmaqla iqtisadi resurslara nəzarət edir. Bu, tez-tez baş verən bir haldır və ümumiyyətlə, iqtisadi zorakılığın ən çox yayılmış formalarından biri zorakı, qurbanın əldə etdiyi pulu götürməsi və öz məqsədləri üçün və ya öz maraqları üçün istifafə etməsidir. Bu isə qurbanın zorakı şəxsən iqtisadi asılılığına səbəb olur.
Yuxarıda göstərilənlərdən əlavə, iqtisadi zorakılıq hüquqa məlum olan hüquqi anlayışlar halında da müəyyən edilə bilər. Xüsusilə, Mülki Məcəllə boşanma və ya nikah zamanı birgə mülkiyyət anlayışını tanıyır. Vərəsəlik hüququ, yaxud ümumi əmlakdan istifadə və s. təqdirində oğlan və qız arasında fərq qoymur. Buna baxmayaraq, reallıq qanunvericilik çərçivəsindən kənara çıxır. Xüsusilə daşınmaz və daşınar əmlak yalnız kişilərə verilir, yaxud vərəsəlik qadınlar arasında bölünmür, yaxud onların ümumi əmlakdan istifadə hüququ məhdudlaşdırılır.
Bu istiqamətdə nə etmək lazımdır?
Qanunvericilik bazasının mövcudluğu bu sahədə real nəticələrin əldə olunmasına şərait yaradır və onun tələb edilməsinə əsas verir. Qanunvericilik bazası olmadığı halda, ilk növbədə, bu hüquqi bazanın yaradılması üçün mübarizə aparmaq lazımdır və yalnız bundan sonra növbəti mərhələyə, yəni həyata keçirməyə və realizasiyaya keçməliyik. Mən hüquqi baza yaratmaqla təkcə bu hərəkətin konsepsiyasının qanunvericilikdə tanınmasını nəzərdə tutmuram. Əlbəttə, bu vacib addımdır, lakin kifayət deyil. Bu hərəkət cəza tədbirinə çevrilməlidir, çünki iddianın əsası hüquqi cəhətdən yaradılmayıbsa, təbii ki, biz onun həyata keçirilməsini tələb edə bilmərik.
Bu sahədə statistika açıq və qeydə alınmış statistik məlumatlar əsasında yaradılır. Ona görə də bu sahədə nə kifayət qədər məlumat, nə statistika, nə etibarlı mənbələr, nə də araşdırmalar var. Bu hərəkət cəzalandırılan zaman açılmış və baxılmış cinayətlər baxımından reallığa daha yaxın olan statistik məlumatları toplamaq daha asan və mümkün olacaqdır.
Müəllif: Ayhan Həsənov
———————–
რა არის ეკონომიკური ძალადობა? არის თუ არა დასჯადი ქმედება და რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით?
საქართველოში მოქმედი კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, ცნობს ძალადობის შემდეგ ფორმებს: ფიზიკური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, იძულება, ფსიქიკური ძალადობა, უგულებელყოფა. აღნიშნული კანონის მე-4-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანხმად, ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას ნიშნავს ეკონომიკური ძალადობა. მართალია, ეკონომიკური ძალადობა ქართული კანონმდებლობით აკრძალულია, თუმცა იგი არ არის დასჯადი ქმედება.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ ძალადობასთან დაკავშირებით ძალიან მწირია ინფორმაცია. გამომდინარე აქედან, არ ვიცით, რა ფორმებია გავრცელებული და რამდენად ხშირია ეკონომიკური დანაშაულის მსხვერპლი. თუმცა, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ არ ხდება ეკონომიკური ძალადობა. პირიქით, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ ხდება პრობლემის ადვილად იდენტიფიცირება სამართლებრივად.
მაგრამ არსებობს ეკონომიკური ძალადობის რამდენიმე ცნობილი და გავრცელებული ფორმა. მაგალითად, როდესაც მოძალადე მუშაობას უკრძალავს მსხვერპლს, უზღუდავს განათლების მიღებას ან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას, ასევე უკრძალავს თავისთვის ფინანსური პირობების შექმნას, რადგან მოძალადეს არ სურს, რომ ქალი იყოს ეკონომიკურად დამოუკიდებელი და შეეძლოს საკუთარი თავის რეალიზება შრომის ბაზარზე, და შედეგად თავის დამოუკიდებლად რჩენა. ქმარი ამ დროს აკონტროლებს ეკონომიკურ რესურსებს და მათ შორის პოტენციალსაც, სრულად აკონტროლებს მსხვერპლის ფულს, ეკონომიკურ რესურსებსა და ქმედებებს. ხშირია შემთხვევა და ზოგადად, ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა ეკონომიკური ძალადობის, როცა მოძალადე მსხვერპლს მის მიერ გამომუშავებულ ფულს ართმევს და თავად განკარგავს საკუთარი მიზნით ან საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს შედეგად იწვევს მსხვერპლის ეკონომიკურ დამოკიდებულებას მოძალადეზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ეკონომიკური ძალადობა ასევე შესაძლებელია გამოკვეთილ იქნას კანონმდებლობისთვის ცნობილი სამართლებრივი ცნებების შემთხვევაშიც. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსი ცნობს განქორწინების ან ქორწინების პერიოდში თანასაკუთრების ცნებას. მემკვიდრეობის კანონი არ განასხვავებს ბიჭსა და გოგოებს ერთმანეთისგან, ან საერთო ქონების გამოყენების შემთხვევას და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ამისა, რეალობა სცდება კანონმდებლობით დადგენლის ფარგლებს. კერძოდ, უძრავ და მოძრავ ქონებას მხოლოდ კაცებს გადასცემენ, ან მემკვიდრეობას არ უნაწილებენ ქალებს, ან საერთო საკუთრების გამოყენების უფლებას უზღუდავენ მათ.
რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით ?
საკანონმდებლო ბაზის არსებობა ქმნის ამ სფეროში რეალური შედეგების მიღების პირობებს და იძლევა ამის მოთხოვნის საფუძველს. საკანონმდებლო ბაზის არარსებობის პირობებში, პირველ რიგში, საჭიროა ბრძოლა ამ საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად და მხოლოდ ამის უზრუნველყოფის შემდეგ, გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ანუ განხორციელებასა და რეალიზაციაზე. საკანონმდებლო ბაზის შექმნაში არ ვგულისხმობ მხოლოდ აღნიშნული ქმედების ცნების აღიარებას კანონმდებლობაში. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ არ არის საკმარისი. აღნიშნული ქმედება უნდა გახდეს დასჯდი ქმედება, რადგან თუ არ შეიქმნა სამართლებრივად მოთხოვნის საფძველი, ბუნებრივია, ვერც მოვითხოვთ მის განხორციელებას.
ამ მიმართულების სტატისტიკა იქმნება გახსნილი და დაფიქსირებული სტატისტიკების საფუძველზე. სწორად ამიტომ, ამ მიმართულებით არ არსებობს არც საკმარისი ინფორმაცია, არც სტატისტიკა და არც სანდო წყარო ან კვლევა. როცა აღნიშნული ქმედება გახდება დასჯადი, უფრო ადვილი და შესაძლებელი იქნება დაფიქსირებული და გახსნილი დანაშაულების შესაბამისად რეალურთან მიახლოებული სტატისტიკის შეგროვება.
ავტორი: აიჰან გასანოვი