Sizə iştirakçısı olduğum layihədən bəhs etmək istəyirəm. İki aya yaxındır ki, Türkiyədə, Muş şəhərində qadın (döş) xərçəngi ilə bağlı “onkologiya günləri” adlı böyük bir konferans və yürüyüşün təşkilində iştirak edirdim. Burada bir neçə ölkədən könüllülər iştirak edirdi həmçinin Gürcüstandan olmaqla. Bu layihə çərçivəsində bir çok xərçəng xəstəsi ilə tanış olduq, hekayələrini dinlədik, bir yerdə vaxt keçirdik və əyləndik. Onlardan eşitdiyim cümlələr, onların çətin və keşməkeşli həyat hekayələri hər birimizə çox təsir edirdi. Biz başımıza gələn hər hansı bir hadisəyə görə ruhdan düşməyə hazırıq amma bu insanlar bu çətinliklərə öyrəşiblər onlar daha güclüdürlər nəinki biz. Hər şeyə rəğmən onlar həyatı sevirlər xərçəngə qarşı gülümsəməyi bacarırlar, onalardan birisi belə demişdi: “Yaxşı ki, xərçəng olmuşam yoxsa sizin kimi yaxşı insanları tanıya bilməzdim”.
Sizə çox sevdiyim bir qadının qısa həyat hekayəsindən danışmaq istəyirəm. Aytən xanım (ad şərtidir) çox güclü, əzimli, həyat dolu və həqiqi mənada yaşadığı hər nə olursa olsun üsyan etməyən bir qadın… Qəhrəmanımın xərçənglə ilk olaraq uşaq yaşlarda tanış olub, o həyatının otuz ilini xərçəng xəstəsi olan qardaşına baxmaqla keçirib. Qəhrəman deyirəm çünki o sözün əsl mənasında qəhrəmandır. Muşa gədiyimiz ilk günlər idi daha hara gəldiyimizi, nəyə gəldiyimizi və nə edəcəyimizi tam olaraq bilmirdik, bir gün ofisdə Aytən xanımla görüşdük o bizə həyat hekayəsini danışırdı biz isə sakit və gözüyaşlı şəklidə onu dinləyirdik, eşitdiklərimiz bu dəfə bir ssenari və ya bir romandan hissə deyildi Aytən xanımın gerçək hekayəsi idi.
“Qardaşım sanki yaşayan ölü kimi idi sadəcə nəfəs alıb-verirdi 30 il tərpənmədən sadəcə tavana baxdı. Mən onun hər işini görürdüm yeməyini verir, suyunu içizdirir, altını təmizləyirdim. Həyatda heç kimimiz yox idi bir-birimizdən başqa və bizim ən güclü silahımız sevgimiz idi ünsiyyət qurmadan da biz bir-birimizi gözlərimizdən anlayırdıq. İllər keçdikdən sonar mənə də xərçəng diaqnozu qoyuldu. Xəstəlik irəlilədikcə döşümün birini kəsdilər bunun səbəbi xərçəngin vücuduma daha çox yayılmasının qarşısını almaq idi. Xəstəlikdən əvvəl çox güçlü idim, həyat dolu idim, xoşbəxt idim ya da mən elə zənn edirdim ta ki, xərçəng adında dəvətsiz bir qonaq gəlib həyatımı məhv edənə qədər. Xəstəlik vücudumu zəyiflətdi, enerjimi və canlılığımı aldı. Amma mən yenə də sevdiklərimin, həyatın dəyərini bildiyim üçün özüm və qardaşım üçün mübarizəyə davam etdim və yaşama sevincimi bir an belə itirmədim. Bir gün oyandığımda o artıq nəfəs də almırdı… Əminəm ki, indi o, cənnətdə azad bir kəpənək kimi uçur və orada daha xoşbəxtdir. Kəpənəyin ömrü isə bir gündür deyil o, istədiyi qədər yaşayar.”- deyə danışdı Aytən xanım.
Bəli ölüm birisi üçün son birisi üçün isə başlanğıcdır və ya qurtuluş. Aytən xanımın söhbətində diqqətimi çəkən başqa bir neçə nüanslar da oldu məsələ onun ən böyük arzusu. Bir insanın ən böyük xəyalı nə olar sizcə dünyanı gəzmək, pullu bir iş, lüks həyat? Xeyir. Onun ən böyük arzusu yenidən saçlarını uzatmaq, başını maşının pəncərəsindən çıxarıb küləyi öz saçlarında hiss etmək idi. Onun bunu bacaracağından xərçəngə qalib gələcəyindən adım kimi əminəm.
Həmin axşam xərçəng xəstlərinin və xarici könüllülərin qatıldığı axşam yenəyində Aytən xanımı gördüm yaşadığı hekayənin verdiyi qürur hissi və qəhrəmanlıq gözlərindən və üzünün hər bir cizgisindən necə də hiss olunurdu. Onun insanlara olan sonsuz sevgisindən və mənim də ona olan sonsuz hörmətimdən dolayı bir-birimizi çox yaxından tanımamağımıza rəğmən iki doğma insan kimi qucaqlaşıb görüşdük. Gürcüstana qayıtmadan əvvəl onu yenidən gördüyüymə çox sevindim.
Buraya beynimdə neqativ stereotiplərlə gəlmişdim deyirdim “mən ki, hüquq tələbəsiyəm tibblə və ya onkologiyayla heç bir əlaqəm yoxdur mənim onlara necə bir köməyim dəyə bilər axı!? “ Amma onlar mənə çox şey öyrətdi ruhdan düşməməyi, həyatı sevməyi və s. və mənim də onlara azda olsa xeyirim dəydisə, üzlərində az da olsa təbəssüm yaratmağı bacardımsa bundan ancaq xoşbəxt olaram.
Müəllif: Ziyyədin Hüseynov
————————–
ამბობენ, რომ პეპლის სიცოცხლე ერთი დღეა, მაგრამ პეპელა ცოცხლობს მანამ, სანამ თავად სურს…
მინდა, მოგიყვეთ იმ პროექტის შესახებ, რომლის მონაწილეც ვარ.
თითქმის ორი თვეა, თურქეთში, ქალაქ მუშში ვმონაწილეობ დიდ კონფერენციასა და მსვლელობაში, სახელწოდებით „ონკოლოგიის დღეები“, რომელიც ქალის (ძუძუს) კიბოს ეძღვნება. მას ესწრებოდნენ მოხალისეები რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც. ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ შევხვდით ბევრ ონკოპაციენტს, მოვისმინეთ მათი ისტორიები, გავატარეთ დრო ერთად და გავერთეთ. მათგან მოსმენილმა წინადადებებმა, მათმა რთულმა და მშფოთვარე ცხოვრებისეულმა ისტორიებმა, თითოეულ ჩვენგანზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენ, შესაძლოა, იმედგაცრუებულნი დავრჩეთ ნებისმიერი მოვლენით, რაც გვხვდება, მაგრამ ეს ხალხი შეჩვეულია ამ სირთულეებს, ისინი ჩვენზე ძლიერები არიან. მიუხედავად ყველაფრისა, უყვართ სიცოცხლე და შეუძლიათ ყველაფრის მიუხედავად გაღიმება. ერთ-ერთმა ისიც გვითრხა, კარგია, რომ კიბო მქონდა, თორემ თვენნაირ კარგ ადამიანებს ვერ გავიცნობდიო.
მინდა, მოგიყვეთ ერთი ქალის ცხოვრების მოკლე ისტორია, რომელიც ძალიან მიყვარს. ქალბატონი აიტენი (სახელი პირობითია) არის ძალიან ძლიერი, მტკიცე, სიცოცხლით სავსე და რაც არ უნდა შეხვდეს ცხოვრების გზაზე, მორალურად არ ტყდება… ჩემი გმირი პირველად ბავშვობაში გაეცნო კიბოს და სიცოცხლის ოცდაათი წელი გაატარა სიმსივნით დაავადებულ ძმაზე ზრუნვაში. პირველ დღეებში, როცა მუშაში ჩავედით, ზუსტად არ ვიცოდით, რისთვის მოვედით და რის გაკეთებას ვაპირებდით, ერთ დღეს ოფისში შევხვდით ქ-ნ აიტენს და მან თავისი ცხოვრების ისტორია გვიამბო, თავისი ცხოვრების ნამდვილი ამბავი.
“ჩემი ძმა ცოცხალ მკვდარს ჰგავდა, მხოლოდ სუნთქავდა და ჭერს უყურებდა, 30 წელი უძრავად. მე ვუკეთებდი მას ყველაფერს, ვაჭმევდი, ვასმევდი, ვასუფთავებდი. ერთმანეთის გარდა არავინ გვყავდა ცხოვრებაში და ჩვენი უძლიერესი იარაღი იყო სიყვარული. კომუნიკაციას თვალებით, მზერით ვამყარებდით.
წლების შემდეგ, მეც კიბოს დიაგნოზი დამისვეს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად, ერთი მკერდი მომკვეთეს, რათა სიმსივნე არ გავრცელებულიყო მთელს სხეულზე. დაავადებამდე ვიყავი ძალიან ძლიერი, სიცოცხლით სავსე, ბედნიერი ან ასე მეგონა, სანამ დაუპატიჟებელი სტუმარი კიბოს სახით არ მოვიდა და სიცოცხლე არ დამინგრია. დაავადებამ დამისუსტა სხეული, დამაკარგვინა ენერგია და სიცოცხლისუნარიანობა. მაგრამ მაინც გავაგრძელე ბრძოლა ჩემთვის და ჩემი ძმისთვის, რადგან ვიცოდი სიცოცხლის ფასი და არასოდეს დამიკარგავს სიხარული.
ერთ დღესაც, როცა გავიღვიძე, ის აღარ სუნთქავდა… დარწმუნებული ვარ, ახლა თავისუფალი პეპელავით დაფრინავს სამოთხეში და უფრო ბედნიერია. ამბობენ, რომ პეპლის სიცოცხლე ერთი დღეა, მაგრამ პეპელა ცოცხლობს მანამ, სანამ თავად სურს…“-ამბობს ქ-ნი აიტენი.
დიახ, ვიღაცისთვის სიკვდილი ერთი სიცოცხლის დასაწყისია და მეორისთვის თავის დაღწევა. აიტენის საუბარში კიდევ რამდენიმე ნიუანსი იყო, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო, ეს მისი ყველაზე დიდი ოცნება იყო. როგორ ფიქრობთ, რა არის ადამიანის ყველაზე დიდი ოცნება – იმოგზაუროს მსოფლიოში, სამსახური კარგი ანაზღაურებით, მდიდრული ცხოვრება? – არა, ეს ასე არ არის. მისი ყველაზე დიდი სურვილი იყო, ისევ გაეზარდა თმა, თავი გამოეყო მანქანის ფანჯრიდან და თმებში ქარი ეგრძნო. დარწმუნებული ვარ, ის ამას შეძლებს და სიმსივნეს დაამარცხებს.
იმ საღამოს, რომელსაც ესწრებოდნენ ონკოპაციენტები და უცხოელი მოხალისეები, ვნახე, როგორ ამაყობდა ქალბატონი აიტენი იგი იმ ისტორიით, რომელშიც ცხოვრობდა და როგორი გმირული იყო მისი თვალები და სახის ყოველი ხაზი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებისადმი მისი დაუსრულებელი სიყვარულისა და მისდამი ჩემი უსაზღვრო პატივისცემის გამო კარგად არ ვიცნობდით ერთმანეთს, როგორც ორი მეგობარი, ერთმანეთს გადავეხვიეთ. ძალიან გამიხარდა საქართველოში დაბრუნებამდე მისი ნახვა.
პირველ დღეს, როდესაც იქ მივედი, ნეგატიური სტერეოტიპებით გამსჭვალულმა ვუთხარი: „მე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, მედიცინასთან და ონკოლოგიასთან არაფერი მაქვს საერთო, როგორ დავხმარებოდი მათ?
მაგრამ მათ ბევრი რამ მასწავლეს, – არ დავთრგუნო, მიყვარდეს სიცოცხლე და ა.შ. და მოხარული ვიქნები, თუ მათ მცირედი სიკეთე მაინც გავუკეთე და მათ სახეებზე ოდნავი ღიმილის მიზეზი გავხდი.
ავტორი: ზიადინ ჰუსეინოვი