(Şənhəyat Sadiqin “kişi ağlamaz” yazısından ilhamlanaraq)
Bəli, bizə uşaqlıqdan oğlanlar üçün ağlamağın ayıb olması təlqin olunur və bu hal yalnız bizim xalqımız, ölkəmiz, icmamız üçün xas deyildir. Bir çox xalqlar, Şənhəyat xanım yazısında buyurduğu kimi, öz gələcək döyüşçü nəslini belə böyüdüb, indi də belə böyütməkdədir.
Qədim Sparta yəqin ki, bunun ən bariz nümunəsidir –orada oğlan uşaqlarının, misal üçün küçə-meydanda bir-biriləri ilə ağıllı-ağıllı oynadıqları yerdə, böyüklər tərəfindən dalaşmağa sövq və təhrik edilmələri gündəlik həyat tərzi imiş, beləki, ağlamaq o yana qalsın, məğlub olmağın özü də ayıb sayılırdı. Spartalılara və o vaxtların başqa qədim xalqları üçün ağlamaq bəlkə də bir “lüks” idi, çünki ağlamağa əməlli-başlı vaxt lazımdır, daima müharibə şəraitində olan icmada isə fiziki cəhətdən buna vaxt çatmırdı, ona görə də, ağlamaq qadınlara həvalə olundu, hətta onlardan tələb olundu da belə.
Qadının gülməsi, kişinin ağlaması qədər haram idi və əksinə. Ancaq Spartada kişilər heçmi ağlamırdılar? əlbəttə ki, ağlayırdılar, yaxud ağlayardılar, sadəcə dövr ağlamamağı sifariş etmişdi.
Bizim gürcüdilli məktəbimizdə 4-cü sinifdə “Pələngdərili cəngavər” poemasından parçaları öyrəndikdə fiziki cəhətdən güclü, həddindən artıq qəşəng, varlı, əsilzadə zümrəsindən olan Tariyellə Avtandilin qadın kimi göz yaşı tökmələrinə istehza edirdik.
Biz 10-11 yaşlı uşaqlara, xəyal etdiyimiz güc, var-dövlət, gözəllik var ikən, onların ağlayaraq qəşş etmələri gülünc gəlirdi. “Oğlan ağlamaz” prinsipi ilə böyüyürdük və arada bir dözməyərək buna yol versək də, sonra utandığımızdan xəcalət çəkirdik. O vaxtlar qıza bəslənən məhəbbətin şiddəti o yana qalsın, qızlarla bir partada oturmaq belə oğlana yaraşmaz hərəkət idi, hətta buna müəllimə tərəfindən məcbur edilsək belə.
Əsəri oxuyur, parçaları əzbərləyir və heç nə anlamırdıq, daha doğrusu nəyinsə təyin olunmuş qaydalara zidd getdiyini hiss edirdik və müəllimələr hey məhəbbətdən danışsalar da, bir dəfə də olsun belə, eşqin təsirindən göz yaşı tökəcəyimizi, hətta daha betəri – hönkürtü ilə ağlayacağımızı bizə demirdilər, bizi xəbərdar etmirdilər. Etsələr nə faydası olardı ki, əqli/hissi cəhətdən biz bunu anlamazdıq da. Onun üçün də bir çıxış yolu tapdıq – şair mübaliğəyə varır, kişinin ağlaması poetik təfəkkürün məhsuludur.
İllər ötdü.
“Leyli və Məcnun”-dan hali olduq, Məcnunun adı Qeys idi. Qeys məktəbdə Leyliyə aşiq oldu, Leyli də Qeysə. Necə də tanış bir əhvalatdır. Poetik təxayüldür ancaq bizim həyata necə də bənzəyir – deyə düşünərək məktəbdəki hansısa sinif yoldaşımıza pünhan bəslənilən saf/təmiz, xüsusi rəğbət düşür yadımıza, evdən onun üçün almaların ən qırmızısından seçib aparmağımız və s. Qeys gəlib Məcnun olur, göz yaşlarını sel kimi axıdır, tək-tənha gəzir, evə qayıtmır, ata-anasının sözünü dinləmir və bununla bizi qıcıqlandırır.
Əlbəttə ki, Məcnun çox zəif adamdır bizim o vaxtkı nəzərimizdə. Məcnun atasını dinləsə, Növfəli dinləsə muradına yetişər, digəl ki, özünü dəli qələminə vurub. Demək ki “şair sözü əlbəttə yalandır” və bu qənaətlə bir “xəbərdarlıq” da yanımızdan ötüb keçir.
Növbədə “Xosrov və Şirin” var. Fərhad obrazı qulaqlarımızda cingildəyir. Fərhad və o məhşur külüngü. Şirin süd hamamı qəbul etmək istəyir, naxırsa uzaqda otlayır. Südü müntəzəm şəkildə təmin edə bilmirlər. Nə etməli – “süd kəməri” çəkməli. Kim çəkməli –Fərhad. Fərhadın qurduğu hovuzda süd fəvvarə vuranda Şirin uşaq kimi sevinir və Fərhada təşəkkür edərək dil-dil ötür, lakin Fərhad oralıq deyil. Səsin cingiltisini eşidir, mənasını yox. Dağı dələrkən qaya parçalarından Şirinin heykəlini yonur və qarşısında ağlayır.
Gecələr yatmır, uyurgəzər kimi dərə-təpəni dolaşır. Yaxşı, Məcnunu anladıq, o fiziki cəhətdən fərqlənmirdi, bəs bu Fərhada nə olub, qayaları mum kimi yaran Fərhada, Şirini atı ilə bərabər çiyinlərinə qaldırıb o uzaqlıqda məsafəni qət edən Fərhada, bu qədər ciddi Fərhada… Lənət sənə kor şeytan!!!
Bu yandan ağlaması bir yana, Nəsimi lap yalvarır ki:
“Yüzünü məndən nihan etmək dilərsən, etməgil,
Gözlərim yaşın rəvan etmək dilərsən, etməgil.”
Karıxıbsan, “Kişi ağlamaz” düsturu sarsılmaqdadır, hara baxırsan kişilər ağlayırlar, həm də ki ideyal hesab olunan kişilər. Bu bir paradoksdur, ola bilməz, necə yəni?! Və bir ildırım saat sürətlə Koroğlu yetişir dadına.
“Bir su içim saatda” Nigar xanıma və Möminə xanıma aşiq olduğu məqamları beynindən keçirirsən, xeyir a, heç yerdə ağlamır, doğrudur Möminə xanım Çənlibelə gəlməkdən qəti imtina etdikdə ovqatı təlxdir, hətta Dəli Həsənə gileylənir də, ancaq şükür, göz yaşı deyilən şey yoxdur.
Sən də yenicə rahat nəfəs alırsan ki, elə həmin an ağır bir zərbə gəlir – Koroğlu da ağlayır, ancaq başqa dərddən – züryətsizlik dərdindən (“Hər quş balasıynan gəzər, niyə sənin balan yoxdur),özü də elə ağlayır ki, dəlilərin Nigar xanımın ağlaması yadlarından çıxır, Koroğlunu ovutmağa başlayırlar. Deməli, xotkara, paşalara, xanlara qan udduran, kişilk, mərdlik rəmzi olan Koroğlu başqalarının gözü qarşısında ağlamaqdan çəkinmir.
Day çarən, arqumnetin qalmayır. Ay gəlir, il ötür – həm qorxduğun, həm də arzu etdiyin şey başına gəlir, ruhunun tarazlılığı pozulur, müvazinətini itirirsən, özünü xoşbəxt ya bədbəxt hiss etməyin səndən deyil, tamamilə “doğmalaşmış yaddan” asılıdır və bir çox hallarda, onun özünün belə xəbəri yoxdur.
Bu minvalla Füzulinin “Desəm ol bivəfa bilmən, inanarmı, inanmazmı” misraları düşür yadına, qalırsan iki su arasında, deyim necə deyim, deməyim necə deməyim, götür-qoy etməkdən az qalır ağlın çaşsın (Burda Qeys Məcnuna çevrilir), deyim bəlkə müsbət cavab verdi, yox deməyim birdən “iti görüm, qurdu görüm – səni görməyim” dedi və çarəsizlikdən bir gün dözürsən, iki gün dözürsən, üç gün dözürsən, lap bir həftə dözürsən və birində də dözə bilməyirsən və beləliklə gah Fərhadlaşırsan, gah Məcnunlaşırsan, gah müxtəlif adsız lirik qəhrəmanlara çevrilirsən.
Anlayırsan ki, demə onları ağladan nə imiş və bu məqamda şairlərin heç bir şişirtmələrə yol vermədiklərinə, yazdıqlarının həqiqət olduğuna belə and içməyə hazırsan. Səni ağlamağa vadar edən şeyin qarşısında tərki- silahsan, başa düşürsən ki, “kişi ağlamaz” kəlməsi bir mifdir və bunun fiziki güclə, var-dövlətlə, zahiri görkəmlə heç bir əlaqəsi yoxdur, bütün bunlar ola-ola da çarəsiz, aciz qala bilərsən.
Kişiləri də ağladan hər hansı səbəbdən olan acizlikdir.
Könül bir dəfə yaralandımı, yaş bir dəfə süzüldümü, qurusa da yeri qalar –lap suyun axdığı məcra kimi. Su isə axdığı yerdən bir də axar, deyiblər.
Belə ki, kişilər ağlayarlar… həm də elə ağlayarlar ki, bəzən Nigar xanımın yəni qadının ağlamasını belə unutdura bilərlər, lap Koroğlu kimi.
Oktai Kazumovi
კაცებიც ტირიან … თანაც როგორ…
დიახ, ჩვენ ბავშვობიდანვე გვასწავლეს, რომ ბიჭისთვის ტირილი სირცხვილია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი ერისთვის, ქვეყნის, თემისთვის არ არის ასე. რამდენიმე ერმა მომავალი მებრძოლი თაობა ასე გაზარდა და ასეც განაგრძობს.
უძველესი სპარტა ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია – იქ, მაგალითად, ქუჩაში ბიჭების თამაშის დროს, უფროსების მიერ ჩხუბისკენ მათი წაქეზება, ყოველდღიური წესი იყო. ასე რომ, ტირილს თავი რომ დავანებოთ, იქ დამარცხებაც კი სირცხვილად ითვლებოდა. სპარტელების და იმ პერიოდის სხვა ადამიანებისთვისაც, ტირილი ალბათ ფუფუნება იყო, რადგან ტირილისთვის სერიოზული დრო იყო საჭირო, მუდმივად ბრძოლაში მყოფი თემი კი ამას ფიზიკურად ვერ მოასწრებდა. ამიტომაც, ტირილი გადაებარა ქალებს. უფრო მეტიც, მათგან ამას ითხოვდნენ კიდეც.
ქალის სიცილი კი ისეთივე სირცხვილი იყო, როგორც – კაცის ტირილი. მაგრამ, განა სპარტაში კაცები საერთოდ არ ტიროდნენ? – რა თქმა უნდა, ტიროდნენ, მაგრამ მათ უბრალოდ ეპოქა უკრძალავდა ტირილს.
როცა ჩვენ ქართულენოვანი სკოლის მეოთხე კლასში ვსწავლობდით ვეფხისტყაოსანს, ფიზიკურად ძლიერი, მეტისმეტად ლამაზი, მდიდარი აზნაური ტარიელის და ავთანდილის ქალივით ტირილს დავცინოდით.
ჩვენთვის, 10-11 წლის ბავშვებისთვის, სიმდიდრის, სილამაზის მქონე ადამიანების ტირილი დასაცინი იყო. “ბიჭი არ უნდა ტიროდეს” – ამ პრინციპით ვიყავით გაზრდილები და თუ ხანდახან ვუშვებდით ამას, გვრცხვენოდა. მაშინ, გოგონებთან სასიყვარულო გრძნობები კი არა, მათთან ერთი მაგიდასთან ჯდომაც კი, კაცისთვის შეუფერებილი იყო, მაშინაც კი, როცა ამას მასწავლებელი გვაიძულებდა.
ვკითხულობდით წიგნს, ვიზეპირებდით, მაგრამ ვერაფერს ვხვდებოდით, უფრო სწორად, ვგრძნობდით, რომ იგი რაღაც განსაზღვრულ წესებს უპირისპირდებოდა. მასწავლებლები როცა სიყვარულზე საუბრობდნენ, არასოდეს უთქვამთ, რომ სიყვარულისთვის შეიძლება ცრემლები მოგვდიოდეს ან უარესი – ხმამაღლა ვიტიროთ, – არ გაგვაფრთხილეს. მაგრამ, რომც ეთქვათ, ჩვენ გონებრივად/ემოციურად ამას ვერ აღიქვამდით. ამიტომაც, გამოსავალი ვიპოვეთ – პოეტი აზვიადებს, კაცის ტირილი პოეტური აზროვნების შედეგიაო, დავასკვენით.
გავიდა წლები.
“ლეილი და მაჯნუნი” წავიკითხეთ, მაჯნუნს ერქვა ქაისი. ქაისს სკოლაში შეუყვარდა ლეილი, ლეილსაც – ქაისი. როგორი ნაცნობი, პოეტური ამბავია, ჩვენს ცხოვრებას როგორ ჰგავს – სკოლაში რომელიმე კლასელის მიმართ სუფთა, განსაკუთრებული გრძნობები გვახსოვდა, სახლიდან მათთვის არჩეული წითელი ვაშლების მიტანა და ასე შემდეგ… ქაისი ხდება მაჯნუნი, ცრემლები სდის, მარტო დადის, სახლში არ ბრუნდება, არ უსმენს მშობლების სიტყვას და ეს გვაღიზიანებს.
რა თქმა უნდა, ჩვენი იმდროინდელი შეხედულებების მიხედვით, მაჯნუნი სუსტია. სხვებისთვის რომ მოესმინა, აიხდენდა ოცნებას, მაგრამ გიჟივით იქცევა. ანუ, “პოეტის სიტყვა, რა თქმა უნდა, ტყუილია” – ეს დასკვნაც გამოგვიტანია.
შემდეგი “ხოსროვ და შირინია”. ფერჰადი ჯერაც გვახსოვს. ფერჰადი და მისი ცნობილი წერაქვი. შირინს სურს, რძის შხაპი მიიღოს, მისი ნახირი კი შორს ძოვს, რძეს ყოველდღე ვერ იმარაგებს. რა უნდა ქნან – რძის არხი უნდა გააკეთონ. ვინ უნდა გაკეთოს? – ფერჰადმა. როცა ფერჰადის შექმნილ რძის აუზში რძე ჩნდება, შირინს ბავშივით უხარია და ფერჰადს მადლობებს უხდის, მაგრამ ფერჰადს არ ესმის. მას უბრალოდ ხმა ესმის, შინაარსი – არა. კლდეს ამტვრევს, ქვისგან კვეთს შირინის გამოსახულებას და მის წინაშე ტირის.
ღამეები არ სძინავს, მთას და ბარს მოივლის. კარგი, მაჯნუნი გავიგეთ, ის ფიზიკურად არ გამოირჩეოდა, მაგრამ ამ ფერჰადს რა დაემართა? ეს ხომ ის ფერჰადია, რომელიც მთებს, კლდეებს სანთელივით ფშვნის… ან შირინს რა სჭირს? ცხენთან ერთად დიდი გზები გაიარა, ასეთმა სერიოზულმა ფერჰადმა… წყეული ეშმაკი!!!
ტირილს თავი რომ დავანებოთ, ნასიმიც ეხვეწება:
“თუ გინდა, შენი სახე დამიმალო, ნუ იზამ ამას,
თუ გინდა, ჩემი თვალები ცრემლით აივსოს, ნუ იზამ ამასო”.
აი აქ, “კაცებმა არ უნდა იტირონ” ფორმულა ძალას კარგავს. საითაც გაიხედები, კაცები ტირიან, თანაც ისეთები, რომლებიც იდეალურ კაცებად ითვლებიან. ეს პარადოქსია, დაუშვებელი, ანუ როგორ?! და ელვის სისწრაფით, ქოროღლი შენ დასახმარებლად მოდის.
“წყლის დასალევ მომენტში” გახსენდება, როგორ შეუყვარდა ნიგარ ხანუმი და მომინა ხანუმი. არა, იგი არსად ტირის. მართალია, როცა მომინა ხანუმს არ უნდა ჩანლიბელში მოსვლა და უხასიათოდ არის, მეგობარსაც უყვება ამის შესახებ, მაგრამ მადლობა ღმერთს, მას ცრემლი არ სდის.
ის-ისაა, ღრმად სუნთვას იწყებ, რომ იმავე წამს მძიმე დარტყმა გელის – ქოროღლიც ტირის, მაგრამ სხვა დარდის გამო – უშვილობის გამო, თან ისე ტირის, რომ ნიგრ ხანუმს და მის მეგობრებს საკუთარი ტირილი ავიწყდებათ და მასთან მოდიან დასაწყნარებლად. ე. ი. ქოროღლი, რომელიც მეფეებს და ფაშებს უგებს ბრძოლაში, არის კაცობის, სიმამაცის სიმბოლო, – ყველას თვალწინ ტირის.
უკვე სხვა გამოსავალი, არგუმენტი არ გრჩება, თვეები, წლები გადის – ის გემართება, რისიც თან გეშინოდა, თანაც ნატრულობდი, სულის წონასწორობა ირღვევა, ბრძოლის უნარს კარგავ, თავის ბედნიერად ან უბედურად გრძნობა შენზე არ არის დამოკიდებული, ის უკვე “მშობლიურ უცხოზეა” დამოკიდებული და ხშირად შენც არ იცი ამის შესახებ.
ვერ გადავწყვეტ, როგორ ვთქვა, თუ არ ვთქვა, თუ როგორ უნდა ვთქვა, – ამაზე ფიქრით შეიძლება გაგიჟდე (აქ ქაისი გადაიქცევა მაჯნუნად), ვთქვა – იქნებ დადებითად მიპასუხოს, არა თქვა – იქნებ არ მოსწონს? ითმენ ერთი დღე, მეორე დღე, თუნდაც ერთი კვირა და ერთხელაც ვეღარ მოითმენ… ამასობაში, ხან ფარჰადად იქცევი, ხან მაჯნუნად, ხან – რომელიმე უსახელო გმირად.
ხვდები, რაზე ტიროდნენ ისინი, ახლა შენ მზად ხარ, დაიფიცო იმაზეც, რომ პოეტები არ აზვიადებენ. შენ უკვე უირაღოდ ხარ, რაც გიბიძგებს, რომ იტირო, ხვდები, რომ “კაცები არ ტირიან” არის მითი და ეს ფიზიკურ ძალასთან, სიმდიდრესთან, გარეგნობასთან არ არის დაკავშირებული – ამ ყველფერის მიუხედავად, შენც შეიძლება, იყო უმწეო.
კი, კაცებმა შეიძლება იტირონ უმწეობის გამო.
თუ გული ერთხელ გეტკინება, ცრემლები მოგდის. რომ გაშრეს, კვალი რჩება – როგორც წყალი. ამბობენ, რომ წყალი თუ რომელიმე ადგილიდან გადის, შემდგომში კიდევ გაივლისო. ასე რომ, კაცებიც ტირიან, თანაც შეიძლება ისე იტირონ, რომ ხანდახან ნიგარ ხანუმს, ანუ ქალებს, ტირილიც კი დაავიწყდეთ, როგორც ქოროღლუს ამბავში.
ოქტაი ქაზუმოვი
წყარო: რადიო მარნეული