3 uşaq anası ev şəraitində kiçik biznesini öz imkanları ilə təxminən 3 il bundan əvvəl yaradıb. Başlar başlamaz kreativ ideyasını tanınmış edən Günel öz əl işini sosyal şəbəkə vasitəsi ilə satır.
“Başlanğıçda çox qprxurdum və həyəcanlı idim, həyat yoldaımın dəstəyi olmasa bacara bilməzdim”- deyir Günel.
27 yaşlı Günel Məmmədova Marneulidə yaşayır. Səyahət zamanı qoxulu rəngarəng daşlardan hazırlanmış əl işlərini o İlk dəfə Türkiyədə görüb və maraqlanıb. Özünündə dediyinə görə görər görməz Marneuliyə qayıdan kimi bu kreativ ideyanı həyata keçirməyi planlaşdırıb.
“Başlanğıç hər zaman çox çətindir. İnsan hərşeyi düşünür bəyəniləcəkmi, alınacaqmı, ətrafdakılar nə deyəcək, çatdıra biləcəmmi bunların hər biri fikrimdən çıxmırdı. Ailəmin dəstəyi böyük oldu, əsasəndə anam və həyat yoldaşımın”-deyir Günel.
Günelin dediyinə görə əl işini tanıtmaq elədə asan olmayıb. İşin fərqliliyini tqəstiqləməyin ən vacib yolu isə reklamdır.
“Yaxşı əl işinin ən böyük sirri işini sevgi ilə etməkdir. Mən öz işimi ancaq gecə saatlarında edirəm, uşaqlarımı yatızdırıram və sonra gece yarısına kimi işləyirəm. Çətinliklrə hər zaman olub və indide olur ancaq əsas xoşbextlik isə əməyinin nəyicəsini görməkdir”-deyir Günel.
Günelin dediyinə görə O bu günə kimi öz əl işlərini sosyal şəbəkə vasitəsi ilə satır. Onun əl işlərinə maraq gündən günə artır və özüdə hər dəfəsində daha maraqlısını etmək isdəyir. Yaxın gələcəkdə Günel şəxsi əll işlərini nümayiş etdirəcəyi mağazasını açmağı planlaşdırır.
Şəlalə Əmircanova
კრეატივისა და მონდომების შედეგი
3 შვილის დედამ სახლის პირობებში მცირე ბიზნესი საკუთარი ძალებით დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო. დაწყებისთანავე კრეატიულმა იდეამ მცირე დროის განმავლობაში ცნობილი გახადა და დღეს გიუნელი თავის ხელნაკეთ ნივთებს სოციალური ქსელის მეშვეობით ყიდის.
„სანამ დავიწყებდი ძალიან მეშინოდა და ვნერვიულობდი, რომ არა მეუღლე, ალბათ ვერ შევძლებდი“, – ამბობს გიუნელი.
27 წლის გიუნელ მამედოვა მარნეულში ცხოვრობს. ერთ-ერთ მოგზაურობის დროს, იგი თურქეთში სურნელოვანი ქვებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთებით დაინტერესდა. როგორც თავად ჰყვება, მაშინვე მოუვიდა იდეა, მარნეულში დაბრუნებისთანავე ეს კრეატიული იდეა განეხორციელებინა.
„დასაწყისი ყოველთვის რთულია. ყველაფერზე ფიქრობ, ხახლს მოეწონება თუ არა, გამოვა თუ არა, სხვები რას მეტყვიან, შეკვეთებს მოვასწრებ თუ არა… ამ ყველაფერზე სულ ვფიქრობდი. მაგრამ, შემდეგ შევძელი. ოჯახის მხარდაჭერა ძალიან დიდია, ყველაზე დიდ მხარდაჭერას კი, მეუღლისა და დედა მხრიდან ვგრძნობ“, – ამბობს გიუნელი.
როგორც თვითონ ამბობს, დასაწყისში ძალიან რთული იყო თვითრეალიზება. საჭირო იყო კარგი რეკლამა და იმის დამტკიცება, რომ ეს ყველაფერი განსხვავებულია.
„კარგი ნამუშევრის მთავარი საიდუმლო საქმის სიყვარულით კეთებაა. ჩემს საქმეს მხოლოდ ღამის საათებში ვაკეთებ. ბავშვებს ვაძინებ და მერე სიწყნარეში შუაღამემდე ვმუშაობ. სირთულეები სულ იყო ახლაც არის, მაგრამ ბედნიერებაა, როდესაც გრძნობ, რომ შრომობ და ამის შედეგსაც ხედავ“, – ამბობს გიუნელი.
გიუნელის თქმით, სოციალური ქსელის მეშვეობით იგი დღემდე ყიდის თავის ხელნაკეთებს. დაინტერესება დღითიდღე მატულობს და თვითონაც უფრო განსხვავებულის კეთებას ცდილობს. სამომავლოდ გიუნელი საკუთარი ხელნაკეთების გამოფენისთვის მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.
ავტორი: შალალა ამირჯანოვა