ეს ამბავი 1999 წელს მოხდა. დედაჩემთან ერთად ვბრუნდებოდი საქართველოში. ბაბუა ავად არის, მის სანახავად ვართ ჩამოსულნი. ჩვენი ჩამოსვლის აღსანიშნავად, ბებია მამლის დაკვლას აპირებს, მაგრამ მე მეცოდება მამალი, ვტირი, რომ არ დაკლან. მაინც დაკლეს, ბებია მეუბნება, რომ ამ სოფელში მამალი ბევრია, ქათამიც. საბოლოოდ, მეც დავთანხმდი. მიუხედავად იმისა, რომ პირველად ვარ სოფელში, ჩემთვის აქ ყველაფერი მშობლიურია. სამშობლო ყოველთვის მშობლიურია. დიახ, დედაჩემთან სახლში ვარ, სახლში, სამშობლოში.
რამდენიმე დღე გადის, უკვე დაბრუნების დროა. მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც, ვიღაც დამაკლდება, როცა წავალ. დიახ, ეს არის ჩემი სოფელი, მამლიანი სოფელი აქ რჩება, მე კიდევ შორს მივდივარ. ბებიას ვპირდები, რომ მომენატრება, მაგრამ ის მეუბნება, რომ ამას არ დაუშვებს. ვშორდებით სამშობლოს, მაგრამ ბებია ცდილობს, ეს არ გვაგრძობინოს, ყოველ შემოდგომას ნობათს გვიგზავნის (ტრადიციულად მაწონი, მურაბები, საკუთარი ხელით დაკრეფილი მოსავალი). დედა ნობათს დიდი სიხარულით გვაჭმევს, რადგან ის სამშობლოდან არის გამოგზავნილი, სამშობლოს სუნი, გემო აქვს.