“Qaracalar” Kaxetidə, konkret olaraq Telavi rayonunda yerləşir. Gürcüstanın böyük kəndlərindən biridir. Təxmino on minə yaxın əhali yaşayır. Bura yaxın gürcü dilli əhalinin yaşadığı kəndlər də var. Uşaqlıqdan həmişə kəndimin ayrı bir dövlət olduğunu düşünürdüm. Baxmayaraq ki, ətrafda gürcüdilli əhalinin yaşadığı kəndlər var, biz hələ də inteqrasiya olmamışıq. Bir çox həmkəndlilərim gürcü dilində danışmaqda çətinlik çəkirlər.
Kəndimin camaatı daha çox bizneslə məşğuldur və kənd təsərrüfatı artıq unudulub. Demək olar ki, kəndin üçdə biri xaricdə və ya Tiflisdə yaşayır, amma heç vaxt öz kəndlərini unutmurlar, yəni hər kəsin kənddə heç olmasa bir evi var. Bizim kənddə təhsilə o qədər də önəm verilmir. Onların əksəriyyəti öyrənməyə nihilist münasibət bəsləyir. Onlar oxuduqları təhsil nəticəsində yaxşı maaşlı iş tapa bilməyəcəklərini düşünüb, biznes qurmağa üstünlük verirlər. Mənim kəndimdəki məktəbdən hər il orta hesabla 10 abituriyent orta məktəbə gedir. Nəticədə bir çox insan öz hüquqlarını bilmir, problem yarandıqda kimə müraciət edəcəklərini, hüquqlarını necə qoruyacaqlarını bilmir.
Kənddə su problemimiz var, illərdir həll olunmur. Həm də 10 ildir ki, yollara asfalt çəkməyi bitirmirlər, çünki yollar yalnız seçki dönəmində bərpa olunur. Bələdiyyə məclisində yalnız bir təmsilçimiz var, iki nəfər merin nümayəndəsi kimi işləyir. Amma onların heç biri kəndin problemləri ilə düzgün maraqlanmır.
Yerli özünüidarə orqanları hər seçkiqabağı dövrdə problemləri həll edəcəyini vəd edir, sonra 4 il keçib, mövcud problemlərin heç biri həll olunmur.
Bizdə erkən nikah normal hal sayılır. Kəndin problemləri ilə bağlı araşdırmalar zamanı heç kim erkən evliliyi problem kimi qeyd etməmələri məni buna əmin etdi. Kəndin inkişafına mane olan adət-ənənə adı altında pərdələnmiş çoxlu stereotiplər var. Məsələn, kənddə qız doğulmusunuzsa, bütün addımlarınız camaatın istəyinə uyğun atılmalısınız ki, sizin haqqınızda pis düşünməsinlər.
Bütün bunlara baxmayaraq, mən kəndimi çox sevirəm.Problem həmişə və hər yerdədir, ona görə heç vaxt düzəltməyə çaləşmaqdan vaz keçməməliyik. Heç vaxt çalışmağın mənasız olduğunu söyləməməliyik. Heç bir şey daimi deyil. Hər şey dəyişdirilə və düzəldilə bilər. Kəndimə öz metodlarıla kömək etməyə çalışıram. Mən sistemli şəkildə kənd problemləri ilə bağlı araşdırmalar aparıram və bu tədqiqatın nəticələrini yerli özünüidarə orqanlarına təqdim edirəm. Hələ ki, özünüidarə əməkdaşlıqdan imtina edir, amma mən dayanmıram.
Bütün sadalananlarla yanaşı qeyd etmək lazımdır ki, mənim kəndimin adamları çox istiqanlı zəhmətkeşdirlər. Onlar çətin anlarda necə kömək edəcəklərini bilirlər. Bir sözlə, biz tam mənada kaxeliyik. Mənə kimsə “haralısan?” sualını verəndə fəxrlə cavab verirəm ki, mən Kaxetidənəm.
Müəllif: Qizbəs İsgəndərova
————–
ჩემი სოფელი
ჩემი სოფელი ყარაჯალა მდებარეობს კახეთში, კერძოდ კი თელავის რაიონში. ყარაჯალა
ერთ-ერთი დიდი სოფელია საქართველოში, სადაც დაახლოებით ათი ათასზე მეტი მოსახლე ცხოვრობს. მის ირგვლივ სულ ქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებული სოფლებია. პატარობაში სულ მეგონა, რომ ჩემი სოფელი ცალკე სახელმწიფო იყო. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო სულ ქართულენოვანი მოსახლეობაა, მათთან მაინც არ ვართ ინტეგრირებულები. ბევრ ჩემს თანასოფლელს უჭირს ქართულად საუბარი.
ჩემი სოფლის მოსახლეობა ძირითადად ბიზნესით არის დაკავებული და სოფლის მეურნეობა უკვე მივიწყებულია. შეიძლება ითქვას, რომ სოფლის მცხოვრებთა ერთი მესამედი ცხოვრობს საზღვარგარეთ ან თბილისში, მაგრამ თავიანთ კერას არასდროს არ ივიწყებს, ანუ ყველას აქვს ერთი სახლი მაინც სოფელში. ჩვენთან განათლებას დიდ ყურადღებას არ აქცევენ. უმრავლესობას ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვს სწავლის მიმართ. ფიქრობენ, რომ სწავლის შედეგად კარგშემოსავლიან სამსახურს ვერ იშოვიან, ამიტომ მას ბიზნესის დაწყებას ამჯობინებენ. ჩემი სოფლის სკოლიდან ყოველ წელს საშუალოდ 10 აბიტურიენტი აბარებს უმაღლესში. შედეგად, ბევრმა თავისი უფლებები არ იცის: პრობლემების დროს არ იციან, ვის მიმართონ ან როგორ დაიცვან თავიანთი უფლებები.
სოფელში გვაქვს წყლის პრობლემა, და იგი წლების განმავლობაში ვერ მოაგვარეს. ასევე, გზებზე ასფალტის დაგება 10 წელია, ვერ დაასრულეს, რადგან მხოლოდ არჩევნების პერიოდში მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია. საკრებულოში გვყავს ჩვენი ერთი წარმომადგენელი. მერიის წარმომადგენლობაშიც 2 ჩემი თანასოფლელია დასაქმებული, მაგრამ არც ერთი მათგანი სოფლის პრობლებებით დიდად არ არის დაინტერესებული. ადგილობრივი თვითმმართველობა პრობლემების მოგვარებას ჰპირდება ყველას წინასაარჩევნო პერიოდში, მაგრამ შემდეგი 4 წელი ისე გადის, რომ არც ერთი მიმდინარე პრობლემა არ არის მოგვარებული.
ჩვენთან ადრეული ქორწინება ჩვეულებრივ რამედ აღიქმება. ამაში დავრწმუნდი იმით, რომ მსოფლიო პრობლემებზე კვლევის ჩატარებისას, ადრეულ ქორწინებას პრობლემად არავინ ასახელებს. მრავალი სტერეოტიპი ადათ-წესისისა და ტრადიციის სახელის ქვეშაა შენიღბული, რომელიც ხელს უშლის სოფლის განვითარებას. მაგალითად, სოფელში თუ გოგოდ დაიბადე, შენი ყველა ნაბიჯი ხალხის სურვილის მიხედვით უნდა გადადგა, რომ ცუდი არ იფიქრონ შენზე.
მიუხედავად ყველაფრისა, მე ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი. პრობლემა ყოველთვის და ყველგან არსებობს, ამის გამო ხელი არასდროს უნდა ჩავიქნიოთ არაფერზე. არასდროს უნდა ვთქვათ, რომ მუშაობას აზრი არ აქვს. არაფერია არის მუდმივი. ყველაფერი ცვალებადი და გამოსწორებადია. მე ჩემებურად ვცდილობ, დავეხმარო ჩემს სოფელს. სისტემატიურად ვატარებ კვლევებს სოფლის პრობლემებზე და ამ კვლევის შედეგებს ვაწვდი ადგილობრივ თვითმმართველობას. ჯერჯერობით, თვითმმართველობა თანამშრომლობაზე უარს მეუბნება, მაგრამ მე არ ვნებდები.
ყველა ზემოთხსენებულის გარდა, აღსანიშნავია, რომ ჩემი სოფლის მოსახლეობა არის ძალიან შრომისმოყვარე. მან კარგად იცის გასაჭირში თანადგომა. მოკლედ რომ გითხრათ, ჩვენ კახელები ვართ, სრული მნიშვნელობით. როცა მისვამენ კითხვას, საიდან ხარო, სიამაყით ვპასუხობ, რომ ვარ კახელი.
ავტორი: გიზბეს ისკანდაროვა