Elida Laçın Muxayeva
Heç kim inkar edə bilməz ki, ailəsində ən çox arzulanan oğlan övladıdır. Qocalar bir-birinə dua edəndə “Oğulun sağ olsun” deyirlər. Qoca babamdan eşitmişəm, kiməsə təşəkkür edəndə “o bir balan sağ olsun, o iki balan sağ olsun” deyir. Həmişə düşünürdüm, görəsən, babam niyə “bir balan sağ olsun” deyir. Axı, onun iki qız, bir oğul övladı var. Böyüdükcə anladım ki, “o bir balan sağ olsun” deyəndə təkcə oğlan övladı nəzərdə tutulur.
Ümumiyyətlə, bizim millətin övlad deyəndə ilk ağlına gələn kişi cinsidir. Oğulu olmayanı sonsuz kimi qəbul edirlər. İndi kimsə deyə bilər, bizim ailədə qız daha çox sevilir, çox arzulanır. Lakin istisnalar qaydanı pozmur. Əksəriyyətin düşüncəsi oğul övladının üstünlüyüdür. Oğlan nəsil artırır, oğlan ata evinin çırağını yandırır və sair və ilaxır. Biz də ailədə iki bacı, bir qardaşıq. Ailədə iki qızın dalbadal doğulması, əlbəttə ki, tipik azərbaycanlı ailəsi olaraq, heç də xoş qarşılanmayıb. Hətta qardaşım dünyaya gəlməzdən əvvəl elə zənn ediblər ki, o da qızdır.
Təbii, o zamanlar texnika bu qədər inkişaf etməmişdi deyə, uşağın cinsiyyətini müəyyən etmək mümkün deyildi. Nənəm də belə qərara gəlib ki, bu uşağın adını Yetər qoysunlar. Bəlkə, adın kəramətindən növbəti dəfə qız övladı doğulmaya. Yetərin arxasınca soyumuzu artıran oğul dünyaya gələ. Nənəm həmişə şükürlər edirdi ki, Yetər adına ehtiyac qalmadı. Bu oğulpərəstlik təkcə mənim ailəmdə deyil, digər ailələrdə də mövcud haldır. Keçmişləri vərəqlədikcə görürsən ki, bir ailədə oğul övladı dünyaya gələnəcən analar dünyaya uşaq gətirir. Analar özləri istəyərək, və yaxud məcburiyyətdən oğul doğmalı idilər. Əks halda, dünyaya oğul gətirəcək digər qadınla dəyişdirilirdilər. Qocalardan eşitmişəm, oğlan övladına “cücük” deyirlər. Bu “cücükləri” əzizləyir, yeməyib yedirib, geyməyib geydirirlər. “Cücüklər” də tumurcuq olan kimi elə ki, pasport yaşları çatdı, üz tutardılar Rusiya, Belarusiya və digər MDB ölkələrinə. Adı da olardı, qazanc arxasınca gedib. Qazanc arxasınca gedənlərdən isə nəinki qara qəpik, heç quru zəng də gəlməzdi. Ata-ana ömrünü bağışlayanda qohum-əqrəba yığışıb “cücüyə” bir teleqram vurardılar ki, “nə durmusan, gəl, atan ölüb”. Onun ucbatından yazıq atanın, yaxud ananın cənazəsi 4-5 gün yerdə qalardı ki, nədi oğlu gəlib çıxıb, gözünə bir ovuc torpaq atsın. Bizim adətlərə görə mütləq torpağı mərhumun gözünə oğul övladı atmalıdır. Və həyatında ilk və son dəfə valideyininə qayğı göstərsin, onu çiyinləri üstündə qəbiristanlığa aparsın. Elə ki, valideynini qoydu məzara, gəlib bir qonaqlıq düzəldib çoxdan görmədiyi qohum-qardaşı yığır başına. Tut arağından sağlıqlar deyib rəhmətliyin ruhuna dualar oxuyur. Alkoqolun təsirindən bir az da göz yaşları tökür. İçənlər bilir, alkoqol qəbul edəndən sonra insan yaman həssas olur.
Hə… Bundan sonra vur çartlasın, çal oynasın. Dəfndən sonra yeddi, ya qırx gün qalır ata yurdunda. Hər gün bir qohumun, dostun evində onun şərəfinə təşkil olunan qonaqlıqlarla vaxtını keçirir. Rəhmətliyə də mərmərdən bir qara daş qoydurur ki, baxanlar “bərək Allah belə oğula” deyirlər. Bəzi qazanc arxasınca gedənlər isə heç cənazəni basdırmağa gəlib çıxa bilmirlər. Ya qırxa gəlirlər, ya ilə gəlirlər. Və yaxud da “sənədlərim düz deyil” deyib heç gəlmirlər. Mənim böyüdüyüm illərdə bu cür hadisələr çox olurdu. Bunları görə-görə böyüdüm. Kəndimizdə qocalar var idi, 4-5 oğlu ola-ola damın altında tək-tənha qalmışdılar. O zamanlar kasetlər dəbdə idi. Övladlarını videoda görmək üçün gecə saat on ikini keçməsini gözləyirdilər ki, işıqlar yansın, heç olmasa, görsünlər övladları hansı rəngdədir. Bu günə qədər başa düşə bilmədim millətimin oğul sevdası haradandır. Çox eşitmişəm, qocalar deyir “filankəsin oğlu yoxdur”. Adam adama deyir “yığıb dərdiyin görüm yağıya qalsın”.
Yağı isə əski dilimizdə düşmən deməkdir. Yəni qız övladı bizdə düşmənmi hesab olunur?! Ata-ananın son nəfəsinə kimi yanında olan, qayğısına qalan, canı yanan, əzab çəkən qız arzulanan oğul. Mən ata-anasına biganə olan qız görmədim. Lakin valideyininə biganə olan, onları görmür kimi davranan oğul gördüm. Valideyinin ağrılarını, əziyyətlərini vecinə almayan qız görmədim. Amma valideyininin əziyyətlərini hədər edən oğul gördüm. Ata-ananı qocalığında kimsəsizlər evinə atan qız görmədim. Çox təəssüf, ata-ana qocalanda onları yarasız əşya kimi qocalar evinə atan oğul gördüm. Heç valideyinindən imtina edən qız görmədim. Valideyinini zəlil edib qapılara salan oğul gördüm. Valideyinlərinə əziyyət edən, hətta fiziki şiddət göstərən oğul gördüm. Onu dünyaya gətirənlərin boğazından kəsib çörək pulunu qumara qoyan, siqaret, spirtli içki alan oğul gördüm. Axı, hardandır bu oğul sevdamız?! Bəlkə də o mərmər daşların şöhrətindən, təntənəsindəndir. Nəslinin yer üzündə daha çox yayılmasındandır. Soyunun şaxələnib budaqlanmasındandır. Təkcə onu bilirəm ki, oğul sahibi olmaq arzusu oğlan övladının valideyininə olan mərhəmətindən, sədaqətindən deyil.
Başqa millətlərdə övlada qarşı ayrı-seçkilik yoxdur. Əksinə, qız bir az da üstün tutulur. Bizdə isə qız övladına artıq yük kimi baxılır. Əvvəl-axır köçüb gedəcək. Tərk edəcək yuvasını. Üstəlik xeyli də pul lazımdır ki, ona cehiz verəsən. Bir sözlə, artıq xərcdir qız. Bəli, qız yuvasını tərk edir. Ancaq onu dünyaya gətirənləri unutmur. Cavanlıqlarında sevir, qocalıqlarında, xəstəliklərində sevir və mərhəmət göstərir, hər dəqiqə onları itirmək qorxusu ilə yaşayır. Hər duasının başlanğıcında və sonunda valideyini olur. Övladların təhsilinə gəldikdə də qız övladı elmə, təhsilə can atsa da valideyin düşünür ki, qızımı oxutmaqdansa oğlumu oxudaram. Qızın nədir mənə xeyiri! Təhsil almaq adı ilə göndərdikləri bir dənələri, ümid yerləri, soylarının davamçıları elə təhsil aldıqları şəhərdə qalıb onu bu yerə çatdıran Allah bəndələrini xatırlamırlar. Təbii ki, yuxarıda yazdıqlarım bütün oğul övladlarına aid deyil. Lakin qəbul edək ki, bu tip oğullar çoxluq təşkil edir. Amma millətimin oğul sevdası bitmir, tükənmir. Oğul övladına sahib olmaq xoşbəxtliyini onlar üçün dünyanın heç bir neməti, sevinci əvəz edə bilməz. Nəzir-niyazlar paylanır, qurbanlar kəsilir. Təki hər evdən oğlan səsi gəlsin. Bu səs söyüş də olsa, təhqir də olsa, qəbulumuzdur. Əsas odur ki, oğulu olanlar, nəsil artıranlar cərgəsinə qoşulaq.
—————-
ვაჟის სიყვარული ჩემ ხალხში
ელიდა ლაჩინ მუხაევა
ვერავინ უარყოფს, რომ ოჯახში ყველაზე სასურველი შვილი ბიჭია. როცა ასაკოვანი ხალხი ერთმანეთისთვის ლოცულობს, ამბობს, შენმა ბიჭმა იცოცხლოსო. ბაბუასგან გამიგია, ჩემმა ერთმა შვილმა იცოცხლოს, ორმა შვილმა იცოცხლოსო. ვერ ხვდებოდი, რატომ ამბობდა, ერთი შვილიო, რადგან მას ორი გოგო და ერთი ბიჭი ჰყავდა. როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ ის ერთ შვილში ვაჟს გულისხმობდა.
ზოგადად, ჩვენთან, როცა შვილზე საუბრობენ, ჯერ კაცი გვახსენდება. ვისაც ბიჭი არ ჰყავს, მას უბავშვოდ აღიქვამენ. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, ჩვენს ოჯახში გოგონები ძალიან მოსწონთ, ისინი სასურველი ბავშვებიაო. მაგრამ, გამონაკლისები ზოგად რეალობას არ ცვლის. უმრავლესობა ბიჭის უპირატესობაზე ფიქრობს. ბიჭი გვარს აგრძელებს, ბიჭი მამის სახლის დამცველია და ასე შემდეგ.
ჩვენს ოჯახში ორი და და ერთი ძმა ვართ. როცა ზედიზედ ორი გოგო დაიბადა, როგორც ტიპური აზერბაიჯანელი ოჯახისთვის, ეს არ იყო სასიამოვნო.
როცა ჩემი ძმა ჯერ არ იყო დაბადებული, ეგონათ, რომ ესეც გოგო იყო. ვინაიდან ტექნიკა არ იყო განვითარებული, ვერ დაადგინეს ბავშვის სქესი. ბებიას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გოგოსთვის სახელი იეთერ (ქართულად საკმარისიას ნიშნავს) დაერქვათ, – იქნებ სახელის მადლით მეოთხე მაინც არ ყოფილიყო გოგო. იეთერის შემდეგ, ჩვენი გვარის გამგრძელებელი ბიჭი უნდა დაბადებულიყო. ბებია სულ მადლობელი იყო, რომ სახელი იეთერის დარქმევის აუცილებლობა არ შეიქმნა.
ვაჟის სიყვარული მარტო ჩემს ბებიას არ აქვს, სხვა ოჯახებშიც ასეა. როცა წარსულს გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ დედები მანამდე აჩენდნენ ბავშვებს, სანამ ბიჭი ეყოლებოდათ. დედებს ან თავისი ნებით, ან იძულებით, ბიჭი უნდა გაეჩინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სხვა ქალებით ჩაანაცვლებდნენ, ვინც ბიჭს გააჩენდა. ასაკოვანი ხალხისგან გამიგია, რომ ბიჭს “მზარდ თესლს” უწოდებდნენ. თვითონ არ ჭამდნენ, “თესლს” აჭმევდნენ, არ იცვამდნენ, მას აცმევდნენ.
როცა კი ის თესლი ცოტა წამოიზრდებოდა, პასპორტის ასაკით უწევდა რუსეთში, ბელარუსში ან სხვა ქვეყნებში წასვლა. ვითომდა ფულის საშოვნელად მიდიოდნენ. “ფულის საშოვნელად” წასულებისგან ფული კი არა, უბრალო ზარიც კი არ შემოდიოდა. როცა დედ-მამა გარდაეცვლებოდა, ნათესავები ურეკავდნენ “თესლს”, რას ელოდები, მოდი, მამაშენი გარდაიცვალაო. ამის გამო, დედის ან მამის ცხედარი 4 -5 დღე გასვენებას ელოდებოდა (ჩვენთან გარდაცვლილს იმ დღესვე, ან მეორე დღეს კრძალავენ), რომ მისი ბიჭი მოსულიყო და სახეზე (ე. წ. თვალზე) მიწა მიეყარა. ტრადიციის მიხედვით, გარდაცვლილს თვალზე აუცილებლად მისმა ბიჭმა უნდა მიაყაროს მიწა – ცხოვრებაში იქნებ ერთხელ მაინც იზრუნოს მშობლებზე და ცხედარი მხარზე გადებული მიიყვანოს სასაფლაომდე. მშობელს დაკრძალავს, შემდეგ კი მოდის სახლში, სუფრას შლის და დიდი ხნით უნახავ ნათესავებთან ზის. რამდენიმე ხნის შემდეგ, თუთის არყით გარდაცვლილზე სადღეგრძელოებს ამბობენ, მისთვის ლოცულობენ. ხანდახან, ალკოჰოლის ზემოქმედებით, ერთი-ორი წვეთი ცრემლიც მოსდის. ვინც სვამს, ეცოდინება, რომ ალკოჰოლის მიღების შემდეგ ადამიანი უფრო მგრძნობიარე ხდება. ამის შემდეგ კი არაფერი. სულის გაშვებიდან, შვიდი ან ორმოცი დღე რჩება მამის სახლში. ყოველდღე ნათესავთან ან მეგობართან მის სახელზე გაშლილ სუფრაზე ქეიფობს. გარდაცვლილის საფლავზე მარმარილოს ქვას აკეთებს, რომ ვინც ნახავს, თქვას, რა კარგი ბიჭი ჰყოლიაო.
ხანდახან, ფულის საშოვნელად წასულები გასვენებაზეც ვერ ჩამოდიან, ან მეორმოცე დღეს, ანაც ერთი წლის თავზე მოდიან. ანდა ამბობენ, საბუთები წესრიგში არ მაქვსო, და საერთოდ არ ჩამოდიან. ჩემი ბავშვობის პერიოდში ასეთი ამბები ხშირად ხდებოდა. ჩვენს სოფელში 4-5 ვაჟის მშობლები მარტო ცხოვრობდნენ. მაშინ ვიდეოკასეტები იყო მოდაში. შვილებს ვიდეოში სანახავად თქმის თორმეტ საათს ელოდებოდნენ, რომ შუქი მოსულიყო და შვილების ფერი მაინც ენახათ.
დღემდე ვერ ვხვდები, საიდან მოდის ეს ბიჭისადმი სიყვარული. ბევრგან გამიგია, “იმ ვიღაცას ვაჟი არ ჰყავსო”. ასეთი წყევლა არსებობს, “შენი ნაშოვნი ქონება მტერს დარჩესო”. ანუ გოგო მტრად ითვლება?! გოგო, რომელიც დედ-მამის ბოლო ამოსუნთქვამდე მათ გვერდით არის, მათზე ზრუნავს, მაგრამ მაინც ბიჭი არის სასურველი ბავშვი. მე არ მინახავს, გოგოს მშობლებზე არ ეზრუნოს, მაგრამ ისეთი ბიჭები ხშირად მინახავს. მე არ მინახავს გოგონა, რომელიც არ უთანაგრძნობს მშობლების ტკივილსა და ტანჯვას. მაგრამ, მინახავს ბიჭი, რომელიც მშობლის შრომას საერთოდ არ აფასებს. არ მინახავს გოგო, მშობლები მოხუცთა თავშესაფარში დაეტოვებინა. მაგრამ, მინახავს ბიჭები, რომლებიც მშობლებს უსარგებლო ნივთივით ტოვებენ მოხუცთა სახლში. მე არ მინახავს გოგო, რომელიც მშობლებს უარყოფს, არ იღებს. მაგრამ მინახს ბიჭები რომლებიც მშობლებს გასაჭირში აცხოვრებენ. მინახავს ბიჭები რომლებიც მშობლებზე ფიზიკურად ძალადობს, მაგრამ მინახავს ბიჭები, რომლებიც მშობლების პურის ფულით აზარტულ თამაშებს თამაშობენ ან მას ალკოჰოლსა და სიგარეტზე ხარჯავენ.
კი მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, რატომ ენიჭება უპირატესობა ბიჭს? იქნებ ის მარმარილოს ქვის დიდებულების და პოპულარულობის გამოა? იქნებ გვარის მეტი გავრცელების შესაძლებლობის გამო? მაგრამ, ერთადერთი რამ ვიცი, რომ მშობლების მხრიდან ბიჭის ზედმეტი სიყვარული, ბიჭის მხრიდან კი მშობლებზე ზრუნვა, კეთილსინდისიერების გამო არ ხდება. სხვა საზოგადოებაში ეს უთანასწორობა არ არის. პირიქით, შეიძლება, იქ გოგო უფრო სასურველი იყოს. მაგრამ, ჩვენთან გოგო ოჯახისთვის ტვირთია – ადრე თუ გვიან დატოვებს სახლს. თან როცა დატოვებს, მზითევში დიდი ფულიც იხარჯება. ერთი სიტყვით, ზედმეტი ხარჯია. დიახ, გოგო სახლს ტოვებს, მაგრამ მას არასოდეს ავიწყდება მშობლები. ახალგაზრდობაში უყვარს, მოხუცობაში, დაავადების დროს უყვარს და ზრუნავს, ყოველ წუთს მათი დაკარგვის შიშით ცხოვრობს. ყველა ლოცვის დასაწყისში და დასასრულშიც ახსენებს მშობლებს.
რაც შეეხება გოგოს განათლებას, თუ იგი დაინტერესებულია განათლების მიღებით, მშობელი ფიქრობს, ჯობია ბიჭმა მიიღოს განათლებაო. გოგო რა სარგებელს მოუტანს? თავიანთ იმედს, გვარის გამგრძელებელს, განათლების მიღებისთვის გზავნიან ქალაქებში. ხშირად, ისინი იმ ქალაქებში რჩებიან და მშობლებს აღარც იხსენებენ. რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ბიჭს არ ეხება. მაგრამ, მოდით, ვაღიაროთ, რომ ამ ტიპის ბიჭები საკმაოდ ბევრია. თუმცა, ამ ყველაფერის ფონზე, ჩემი ხალხის ბიჭის მიმართ ზედმეტი სიყვარული არ მთავრდება. ბიჭის გაჩენის ბედნიერებას მათთვის არაფერი ანაცვლებს. ფულს არიგებენ, მსხვერპლს სწირავენ. დაე, ყველა სახლში ბიჭის ხმა ისმოდესო. შეიძლება, ეს ხმა გინება ან შეურაცხყოფა იყოს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, მისაღებია ესეც. მთავარი ისაა, რომ ვისაც ვაჟი ჰყავს, მისი გვარი გაგრძელებულია.