Qadın bütün güclüdü buna görədə bütün çətinliklərə dözə bilir
“Mənim adım Minayadı, 43 yaşım var. Qaçırılaraq evlənmişəm. Məktəbdə oxuyan zaman davamını gətirmədim çünki bilirdim ki, gələcəkdə ailə qadını olmalıyam və mənim çalışmağıma heçkim imkan yaratmayacaqdı. Atam oxu dedi amma bunun sözdə olduğuna əmin idim. Elədə oldu. Evləndim, tez evləndim, özüdə qaçaraq. İstəməzdim ki, qızımında talehi mənə oxşasın ama heyifki oda elə oldu. İndi bir oğlum tək isdədiyim onun gələcəyinin parlaq olmasıdır, istəyirəm təhsil alsın, peşə sahibi olsun, inkişaf etsin. Mən ailədə çox çətinliyə dözdüm. Ətrafımda ki, bütün qadınlar kimi, ailənin nazını çəkdim, hələdə çəkirəm, biz hamımız çəkirik. Gələcək nəsildə bunun belə olmasını doğurdanda istəmirəm. Qadın döyülür, təhqir olunur, hər növ zorakılıq qurbanı olur, çox zaman əri tərəfindən bəzəndə ailə böyükləri qaynənə və qaynatası tərəfindən. Mən bu günə kimi dözdüm. Artıq zorakılıq olmur amma yenədə ailənin xətrinə sakit durursan ki, rahatlıq olsun. Əks halda bu cəmiyyətdə baş çıxarmaq mümkün olmazdı ki, səsin çıxdı artıq adında çıxdı deməkdir. Qadın güclü olduğu qədər xoşəxtdə olmalıdır”, – deyir Minaya.
Şəlalə Əmircanova
„ქალი ძალიან ძლიერი არსებაა, ამიტომაც, ყველა სირთულეს უძლებს“
ინტერვიუ სოფელ მუღანლოს მკვიდრ მინაიასთან
„მე მინაია მქვია, 43 წლის ვარ. მოტაცებით დავქორწინდი. სკოლაში სწავლის პერიოდში, სწავლას არ მივხედე, არც გავაგრძელე, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ ოჯახს გარეთ მუშაობის შესაძლებლობას არავინ მომცემდა. მამაჩემი სულ ამბობდა, ისწავლეო, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო.
ასეც მოხდა. დავქორწინდი, ადრეულ ასაკში მომიტაცეს. არც ის მინდოდა, რომ ჩემს გოგოს მსგავსი ბედი ჰქონოდა, მაგრამ მასაც იგივე დაემართა. ახლა მინდა, რომ ჩემი ბიჭის მომავალი იყოს წარმატებული, მინდა, მან მაინც მიიღოს განათლება, პროფესიას დაეუფლოს, განვითარდეს.
როგორც ჩემს გარშემო ქალები იქცეოდნენ და ახლაც იქცევიან, მეც ასე ვარ – ოჯახში ყველა სირთულე გადავიტანე და დღესაც ასე განვაგრძობ. მაგრამ, მართლა არ მინდა, რომ მომავალ თაობას იგივე პრობლემები შეექმნას და მსგავსი წესით იცხოვროს. ქალს ოჯახში სცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ, ყველანაირი ძალადობის მსხვერპლი ხდება. ხშირ შემთხვევაში, ქმარი სცემს, თუმცა ოჯახის უფროსებიც – დედამთილი და მამამთილიც ძალადობენ მასზე. მე ეს ყველაფერი დღემდე მოვითმინე… ახლა უკვე აღარავინ ძალადობს ჩემზე, მაგრამ ოჯახის ხათრით, ჩუმად უნდა ვიჯდე ჩემს ადგილას ყოველთვის, რომ ოჯახში სიმშვიდე იყოს. ქალს დიდი თმენის უნარი აქვს. საზოგადოება მას სხვა გამოსავალსაც არ უტოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხმას თუ ამოიღებს, ხალხში ცუდი სახელი გაუვარდება. რამდენადაც ძლიერია ქალი, იმდენად ბედნიერი უნდა იყოს“, – ამბობს მინაია.
შალალა ამირჯანოვა