Blog-lar

Mümkünsünsüz heç birşey yoxdur

Nərminə Nəsibova

Mən Nərminə Nəsibova 22 yaşindayam Dmanisi rayonunu  ən ucqar kəndi olan Yirmğançaydanam hal hazirda Tbilisde yaşayiram ve İlya Dövlet Universitetinin 2 – ci kurs tələbəsiyəm. Bügün danişmaq isədiyim mövzu ən böyük arzumun həyata keçməsi ve çəkdiyim əziyyətlər haqqinda olacaq. Özümü bildim-biləli   ən böyük arzum oxumaq olub və məktəb vaxtıda pis oxumurdum baxmayaraq ki, başka məktəblərə nisbətən  bizim məktəbdə təhsilin səviyyəsi doöurdanda  zeyif olub. Bunun səbəbi isə kəndimizin ən ucqar kənd olması və yeni müəllim kollektivini olmamasıydı. Kendimiz ucqar kənd olduğu üçün yeni müəllim gəlmirdi məktəbdəki müəllimlərin əksəriyyəti isə yaşlı idi. Yuxarda qeyd ettiyim kimi en böyük arzum tehsil almaq olub və çox şükür kiç ailəm həmişə bu qərarımın arxansında durub,baxmıyaraqki kəndimizdən ali təhsil olacığına qəbul olan yoxuydu. İlk dəfə 2012 ci ilə baş verdi bu xoş hadisə və 2 nəfər qəbul oldu və bu mənim üçün çox sevindirici bir halıydı.

Baxmayaraq ki, Gürcüstanda yaşayırdım amma gürcü dilini bilmirdim və bu məni birazda olsa qorxudurdu. Eyni zamanda riyaziyyat ve rus dili dərsləridə çox aşağı səviyyədə keçirilirdi. Rus dilini evde emimden oyrenmeye çalışırdım amma riyyaziyat üçün mektebden başqa alternativim yox idi bu ise çox çetin görününrdü. Bu səbəblə bir il atestat imtahanından kəsildim və çox çətin perioddan keçdim. Tek istediyim sakitlik idi bu menim üçün böyük xəyal qırıqlıı idi, ancaq bilmirdim özümü yoxsa öyretmeyen mektebi günahlandırardım. Bir il keçdi sadəcə öz gücümlə imtahana hazırlandım, şəxsi repetitora getdim və bacardım. Biliyimin az olduğunu düşündüyüm gürcü dilindən isə çətinliyim olmadan öhtəsindən gəldim. Amma əmin olun dil biliyim yox idi.

Mən 7 ci sinifdə oxuyanda məktəbimizə yeni gürcü müəllimi gəldi hansiki indi seçdiyim pəşənin səbəbi oldu. O müəllim bizim üçün o qədər nümunəvi bir müəllim olduki məndə eynən onu kimi gələcəkdə şagirdlərim tərefindən çox sevilən ve olara nümunə ola bilən bir müəllimə olmaq istəyirdim. Təbiki mənim oxumaq istəyimi her kes bir mənali qarsılamadı qohumlar qonşular ve s.

Hərkəsin bildiyi kimi təsufki kəndlərdə bu streotip hələdə mövcuttur qiz məktəbi qurtarıb ailə qurmalıdır gobut dilnən desəm məktəbi qurtarib ailə qurmadısa evdə qalmış sayılır ve yaxud məktəbi qurtarana kimi evlenmelidi çünki onlar usaqlarını gələcəklərini oxumaqda yoxda varı halı yaxşı olan biri ilə ailə həyatı qurmaqda görürlər. Çox şükürki ailəm fərqli düşünürdü. “ Sən qız oxudan deyilsən,sırf qızını evləndirməmək üçün hər qapına gələni geri göndərmək üçün yox mən qızımı oxudacam bəhanəsini uydurursan”. Bəli bu sozu dəfələrnən eşitmişəm və hər dəfəsindədə çox təəsüflənmişəmki bəzi insanlar qızın təhsil almağına necədə kordular amma həyat yoldaşlarını, analarını həkimə aparanda qadın həkim gəzirki bəs nə ayıbdı ama onu düşünmür ki, əgər onu tələb edirsənsə onda səndə öz qızına imkan yaratmalısanki oxuya, təhsil ala o hekimlerden biridə elə bəlkə senin qızın olur.

Nə olur olsun kim nə deyir desin əgər  ailən yanındadirsa və özünə güvenirsənsə mən bunun öhtəsindən gələrəm deyirsənsə o zaman heç bir şey mümkünsüz deyil yeter ki, istə və arxasınnan get.


შეუძლებელი არაფერია

ნარმინა ნასიბოვა

მე 22 წლის ნარმინა ნასიბოვა ვარ, დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი შორეული სოფელი იარღანჩაღიდან. ამჟამად თბილისში ვცხოვრობ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსზე ვსწავლობ.

დღეს მინდა, ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ ვაქციე ჩემი ცხოვრების ოცნება რეალობად და ასევე იმ სირთულეებზე, რაც გადავლახე.

რაც თავი მახსოვს, უმაღლესი განათლების მიღება მინდა. სკოლის პერიოდშიც არ ვსწავლობდი ცუდად. აღსანიშნავია, რომ ჩვენს სკოლაში, სხვა სკოლებთან შედარებით, განათლების დონე საკმაოდ დაბალი იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი სოფლის ძალიან შორი მდებარეობაა. ამას ემატება სოფლის სკოლაში შესაბამისი სამუშაო გუნდის არარსებობა – რადგან სოფელი ძალიან შორსაა ცენტრიდან, შესაბამისად, ახალ კადრსაც უჭირს ჩამოსვლა და ცხოვრება. ასევე, ადგილობრივი მასწავლებლებიც ასაკოვნები არიან და უკვე უჭირთ მოსწავლეებთან მუშაობა.

როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ამ ყველაფერთან ერთად, ჩემი ერთადერთი სურვილი და ოცნება განათლების მიღება იყო და ამისთვის ბევრს ვმუშაობდი ჩემს თავზე. რა თქმა უნდა, ოჯახი მხარს მიჭერდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი სოფლიდან 2012 წლამდე არავის ჩაუბარებია უმაღლესში, – პირველად იმ წელს ჩააბარა ორმა ახალგაზრდამ. ზუსტად ეს გახდა ჩემთვისაც ბიძგი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვცხოვრობდი, არ ვფლობდი ქართულ ენას და ეს ნამდვილად მაშინებდა. ასევე, მათემატიკის, უცხო ენების ანუ რუსული ენის ცოდნაც დაბალ დონეზე მქონდა. რუსულის შემთხვევაში, ბიძასთან გავდიოდი რაღაცებს და ის მასწავლიდა, მათემატიკას სასწავლად კი, მხოლოდ ერთი ვარიანტი – სკოლა მქონდა. ამ მიზეზით, პირველ წელს მათემატიკის საატესტატო გამოცდებზე ჩავიჭერი და ძალიან რთული პერიოდი გავიარე. ერთადერთი სურვილი მქონდა – სიჩუმე და მარტოობა. არ ვიცოდი, რისთვის დამებრალებინა ეს, სუსტი სკოლისთვის, რომელიც ცოდნას არ მაძლევდა, თუ ჩემი თავისთვის. მომდევნო წელს თავიდან მოვემზადე გამოცდებისთვის, ბევრი ვიმეცადინე, რეპეტიტორთან ვიარე და… ყველაფერი შევძელი. როდესაც ვფიქრობდი, რომ ქართულ ენაში ნაკლებ ცოდნას ვფლობდი, იმაშიც კი კარგი ქულა ავიღე. თუმცა, დამერწმუნეთ, ენა მაინც არ ვიცოდი.

როდესაც მე-7 კლასში ვსწავლობდი, სკოლაში ქართული ენის ახალი მასწავლებელი მოვიდა. იგი იქცა ჩემი სამომავლო პროფესიის არჩევის მიზეზად, ყველა ჩვენგანისთვის სამაგალითო მასწავლებელი გახდა. ვოცნებობდი, გავმხდარიყავი ისეთი მასწავლებელი, რომ მომავალში მისნაირად მომეპოვებინა მოსწავლეების სიყვარული.

რა თქმა უნდა, ჩემი განათლების მიღების სურვილი გარშემო ყველამ თავისებურად გაიგო.

სოფელში გავრცელებულია სტერეოტიპი, რომ გოგო სკოლას დაამთავრებს თუ არა, მაშინვე უნდა გათხოვდეს. თუ არ გათხოვდება მანამდე ან შემდეგ, ის სახლში დარჩება. მშობლებს სურთ, გოგო სკოლის დამთავრებამდე კარგ, შემოსავლიან ოჯახს „ჩააბარონ“. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი საკუთარი შვილების მომავალს არა განათლებაში, არამედ შეძლებულ ოჯახში გათხოვებაში ხედავენ.

მე განსხვავებული ოჯახი მყავდა. „შენ ვითომ გოგოს განათლებას აძლევ? დაანებე კაცო თავი, უბრალოდ არ იცი, როგორ თქვა არამდიდარ ოჯახზე უარი და ამიტომაც არ ათხოვებ გოგოს, ვითომ სწავლობს“, – ამ სიტყვებს ძალიან ბევრჯერ უმეორებდნენ ჩემს მშობლებს გარშემომყოფნი. საზოგადოებას იმდენად აქვს თვალი დახუჭული გოგოსთვის განათლების მიღების საჭიროებაზე, რომ იგი ამის მნიშვნელობას არ ხედავს. კაცებს საკუთარი ცოლები და გოგონები ექიმთან რომ მიჰყავთ, მხოლოდ ქალი ექიმები უნდათ, რომ გასინჯოს მათი ქალები, თუმცა ამის გააზრება მათთვის ძალიან რთულია, – შენ თუ ამას ითხოვ, მიეცი განათლება შენს შვილს, რომ ისწავლოს და იქნებ შენი გოგო მოხვდეს მომავალში ამ ექიმებს შორის.

რაც არ უნდა იყოს, მე ვფიქრობ, რომ თუ გოგონას ოჯახი მხარს უჭერს და თუ მას თავდაჯერებულობა აქვს, ის ყველაფერს შეძლებს. მაშინ შეუძლებელიც არაფერი იქნება. ისურვე და ამ გზას მიჰყევი!