Uşaq anadan olan andan, böyüklər onu kiminləsə müqayisə etməyə başlayır. Öz övladını məktəbə gedəndə təhsildən müqayisə edirlər və hər zaman uşağa vurğuayirlar ki, filan kəsin uşağı belə oxuyur sən niyə oxumursan?!
Bu uşağa təsir göstərir və həmişə özünü başqalarıyla müqayisə etməyə başlayır və öz maraqlarını bir kənara buraxır, sırf valideyinlərinin gözünə yaxşı görünmək üçün öz həvəslərini bir kənara buraxır. Təbii ki,biz yetkinlik yaşına kimi düzgün qərarlar verə bilmirik. Onun üçün valideynlərin yol göstərməyinin tərəfdarıyam, amma onlarda öz övladlarını fikirləşib verməlidirlər bu qərarlarını. Vaxt gəlib çatır universitetə qəbul zamanı valideynlərimiz stress edirlər ki filan kəsin uşağından üstün bal yığmalısan,filan kəsin uşağı olan sahəni seçməlisən.
Zorakılıq edirlər ki bu sahənin seçməlisən, bu balı yığmalısan və uşaq öz maraqlarını, xəyallarını bir kənara qoyub, valideynin seçdiyi yolu getməyə məcbur qalır bu sadəcə təhsildə deyil, bütün həyati qərarlarda təkrarlanır.
Bir gün hamı getdiyi kimi,valideynlərimizdə gedəcək və bizə xoşbəxt olmadığımız bir həyat buraxacaqlar. Ona görə kimisə,kimləsə müqayisə etmiyək!Övladımızın marağı nəyə varsa, buraxaqda onu özü etsin. O zaman həyatda tək qalsa belə,güclü ola bilər.Ona görə də uşaqlarınızı özləri olduğuna görə sevin, kiməsə bənzətmək üçün deyil.
Müəllif: Zeynəb Həsənova
————————————
შედარება
როგორც კი ბავშვი იბადება, დიდები მას მაშინვე ვიღაცას ადარებენ. შვილი სკოლაში რომ მიდის, განათლების კუთხით ვიღაც სანიმუშოს ასახელებენ და ბავშვს მიუთითებენ, აი ამის და იმის შვილი ასე სწავლობს, ისე სწავლობს, შენ რატომ არ სწავლობ კარგადო?
ეს ბავშვზე გავლენას ახდენს და მერე თვითონაც იწყებს ყოველთვის საკუთარი თავის შედარებას სხვებთან. იგი გადადებს საკუთარ ინტერესებს გვერდზე და მხოლოდ იმის გამო, რომ მშობლის თვალში იყოს კარგი და საუკეთესო, საკუთარ საჭიროებებზე უარს ამბობს. ვეთანხმები იმას, რომ ჩვენ სრულწლოვნებამდე ვერ ვიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. ამიტომაც, მშობლის მხრიდან შვილისთვის ორიენტირის მიცემის მხარდამჭერი ვარ, თუმცა, მშობლებმაც ნამდვილად უნდა გაითვალისწინონ საკუთარი შვილების აზრები და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. როცა დგება უნივერსიტეტში ჩაბარების დრო, მშობლები სტრესში არიან – ამის და იმის შვილმა მაღალ ქულაზე ჩააბარა, ანდა სხვამ რაზეც ჩააბარა, შენ იმაზე უნდა ჩააბაროო.
მშობლები შვილებზე ძალადობენ, ესა და ეს მიმართულება უნდა აირჩიო, ეს კონკრეტული ქულა უნდა აიღოო, და ამ დროს ბავშვი თავის ინტერსებს, ოცნებებს ივიწყებს, მშობლის მიერ არჩეული გზით წასვლას ავალდებულებს თავს. ეს მხოლოდ განათლებაში კი არა, ცხოვრების სხვა მომენტებშიც მეორდება.
თუმცა, დადგება დრო, როცა მშობლები გვერდით არ გვეყოლებიან და ჩვენ დაგვიტოვებენ ისეთ ცხოვრებას, რომელშიც არ ვიქნებით ბედნიერები. ამიტომაც, ჩვენი შვილები ვიღაც სხვებს არ უნდა შევადაროთ! შვილებს რაც აინტერებთ, მივცეთ შანსი, რომ გააკეთონ. მაშინ, ცხოვრებაში მარტოც რომ დარჩნენ, ძლიერები იქნებიან. გიყვარდეთ თქვენი შველები ისეთები, როგორებიც არიან! არ ხართ ვალდებულნი, ისინი ვინმეს დაამსგავსოთ!
ავტორი: ზეინაბ ჰასანოვა