Blog-lar

Mən yad deyiləm…

Səid Hüseyn
Bu yazımı nənəmin xatirəsinə həsr edirəm.
Sənin üçün darıxıram. Yazıya başlamazdan əvvəl uşaqlıq xatirəmdən bir parça yazmaq istəyirəm. Uşaqlığım gah Gürcüstanda gahda Rusyada keçib, ama bir çox xatirəm var.
Yazmaq istədiyim xatirə 1999 cu ilə təsadüf edir; – Anamla Gürcüstana, vətənə qayıdırıq. Qoca babam yataq xəstəsidi, onu ziyarət etmək üçün yalniz ikimiz gəlmişik. Gəlişimizə görə nənəm xoruz kəsəcək, amma mənim xoruza yazığım gəlir və kəsilməsin deyə ağlayıram, ancaq nənəm bu kəndin xoruzdu kənd olduğunu və daha çox toyuqların olduğunu deyir. Hər nəysə məni yola gətirirlər. Baxmayaraq ki, ilk dəfədir kəntdəyəm hər kəs və hər yer çox doğmadır. Demək ki, vətən hər zaman doğma olur insana. Bəli, anamla evdəyəm, ev çünki vətəndəyəm, öz kəndimizdə. Aradan bir neçə gün keçir və artıq qayıtmaq vaxtıdır.
Ancaq nəyinsə, kiminsə əksik olacağını düşünərək gedirəm, bəli mənim kəndim, xoruzdu kəndim burda qalır biz isə çox uzaqlara gedirik. Nənəm üçün darıxacağımı deyirəm o, isə buna yol verməyəcəyinə söz verir. Vətəndən ayrılırıq amma nənəm bunu hiss etdirmir, o hər payız kəntdən pay yollayır (qurut, quru kəklik otu, mürrəbələr və bir çox özünün becərib yığdığı məhsuldan). Anam yollanan hər bir şeyi sevərək bizlərə yedirdir axı onlar vətəndən göndəriliblər, onlarda vətən qoxusu, dadı var. Yollanan hər bir məhsulda nənəmin, və bütün doğma insanların əməyi olub. Mən böyüdüm və vətənin insan üçün necə dəyərli, necə doğma olduğunu daha çox anladım. Bəli, vətən anlayışı mənə nənəmin yolladığı sovqatlarla başladı. Daha sonra nənəmin danışdığı əhvalatlar və həyat təcrübələri ilə dəvam etdi.
Bəli, nənəm, onun atası, onun babası hamısı Gürcüstanda doğulub, bu vətəndə boya başa çatmışdılar. Nənəmin bir neçə il Tiflisdə yaşadığı xatirələri, mənim üçün ən dəyərli olanları idi. Ulu babam, Tiflisdə meydanda yaşayıb, nənəm isə buna görə müəyyən vaxt Tiflisdə yaşamalı olub. O, öz uşaqlıq xatirələrindən, qonşularından çox danışardı, ən çox isə Nino adlı həmyaşıtlısını xatırlardı, onun gürcü olduğunu ancaq bunun dostluqlarına, doğmalıqlarına heç bir mənfi təsir göstərmədiyini danışardı. Əksinə meydanda mövcüd olan rəngarəngliyin, müxtəlif dinə, irqə, milliyətə mənsub olmanın dəyərini deyərdi. “Bizləri xöşbəxt edən məhs bizim fərqliliyimizdi” bunu hər zaman təkrar edərdi. Mən onun xatirələrindəki Gürcüstanı sevərək böyüdüm, məndə onun kimi bizdə mövcud olan rəngarəngliyi sevdim. Bəli, bizləri dəyərli edən bunlar idi axı başqa nə ola bilərdi?! Ancaq çox təəsüflə bildirmək istəyirəmki, bu gün məni öz vətənimdə yad adlandırılar.
Onlar mənə, mənim bu torpaqlarda yaşayıb, gəzən və elə bu torpaqlara da tapşırılan babalarımı yad çağırırlar. Axı nə vaxtdan vətəni milliyətinə, dininə, irqinə görə ayıran olduq?! Bizki, birlikdə birliyimizlə bu vətəni, bu ölkəni ta bu günlərə gətirdik, onu çalışdığımız qədər təbliğ etdik, müharibələrdə vətənimiz üçün savaşdıq, başqa ölkələrdə tanıtmağa can atdıq. İnsan öz evini yad görərmi?!
Xeyir, mən o insanlara, keçmişini bilməyən namərdlərə susmayacam. Mənim ulu babalarımın mənim milliyətimin bu qədər alçaldılmasına icazə verməyəcəm. Çünki, məndə bu ölkədə yaşayan; dinindən, irqindən, milliyətindən fərqli olmayaraq bu ölkənin vətəndaşıyam, oğluyam. İstəyərdim biləsiniz, mən bu ölkəni, vətənimi çox istəyirəm və bilin ki, heç bir oğul öz anasını atıb heç bir yerə getməz.
——————
მე არ ვარ უცხო…
საიდ ჰუსეინ
ამ ტექსტს ვუძღვნი ბებიას
სანამ ტექსტის წერას დავიწყებ, მინდა, გიამბოთ ჩემი ბავშვობის ერთი მომენტის შესახებ. ჩემი ბავშვობის ნაწილმა რუსეთში, ნაწილმა კი საქართველოში ჩაიარა.

ეს ამბავი 1999 წელს მოხდა. დედაჩემთან ერთად ვბრუნდებოდი საქართველოში. ბაბუა ავად არის, მის სანახავად ვართ ჩამოსულნი. ჩვენი ჩამოსვლის აღსანიშნავად, ბებია მამლის დაკვლას აპირებს, მაგრამ მე მეცოდება მამალი, ვტირი, რომ არ დაკლან. მაინც დაკლეს, ბებია მეუბნება, რომ ამ სოფელში მამალი ბევრია, ქათამიც. საბოლოოდ, მეც დავთანხმდი. მიუხედავად იმისა, რომ პირველად ვარ სოფელში, ჩემთვის აქ ყველაფერი მშობლიურია. სამშობლო ყოველთვის მშობლიურია. დიახ, დედაჩემთან სახლში ვარ, სახლში, სამშობლოში.

რამდენიმე დღე გადის, უკვე დაბრუნების დროა. მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც, ვიღაც დამაკლდება, როცა წავალ. დიახ, ეს არის ჩემი სოფელი, მამლიანი სოფელი აქ რჩება, მე კიდევ შორს მივდივარ. ბებიას ვპირდები, რომ მომენატრება, მაგრამ ის მეუბნება, რომ ამას არ დაუშვებს. ვშორდებით სამშობლოს, მაგრამ ბებია ცდილობს, ეს არ გვაგრძობინოს, ყოველ შემოდგომას ნობათს გვიგზავნის (ტრადიციულად მაწონი, მურაბები, საკუთარი ხელით დაკრეფილი მოსავალი). დედა ნობათს დიდი სიხარულით გვაჭმევს, რადგან ის სამშობლოდან არის გამოგზავნილი, სამშობლოს სუნი, გემო აქვს.

გაგზავნილი ყველა ნობათი ბებიის და მშობლიური ადამიანების შრომით არის გაკეთებული. როცა გავიზარდე, უფრო მეტად მივხვდი, რამდენად მშობლიურია სამშობლო.
დიახ, სამშობლოს ცნება ჩემთვის ბებიას გამოგზავნილი ნობათებით დაიწყო და მისივე მოყოლილი ამბებით და ცხოვრების გამოცდილებით გაგრძელდა. დიახ ბებია, მისი მამა, მისი ბაბუა – ყველანი საქართველოში არიან დაბადებულნი, სამშობლოში არიან გაზრდილნი. ბებიას რამდენიმეწლიანი თბილისური მოგონებები ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. მისი გვარის წარმომადგენლები თბილისელები იყვნენ და ბებიას რამდენიმე წელი მეიდანში უცხოვრია. ის გვიყვებოდა ბავშვობის მოგონებებს მეზობლების შესახებ, ყველაზე მეტად კი თანატოლ ნინოს იხსენებდა. ის გვიამბობდა, რომ ის ქართველი იყო, მაგრამ ამას ნეგატიური გავლენა არ ჰქონია მათ მეგობრობაზე, მშობლიურობაზე.
პირიქით, რამდენად ღირებული იყო მეიდანზე მრავალფეროვნების, სხვადასხვა რელიგიის, ეთნიკური ჯგუფების არსებობა, ამაზე საუბრობდა. ჩვენი მრავალფერივნება ბედნიერებააო, სულ ამას იმეორებდა.
მე მის მოგონებებში არსებული საქართველოს სიყვარულით გავიზარდე, მეც შემიყვარდა არსებული მრავალფეროვნება. დიახ, ზუსტად ის გვხდიდა ჩვენ ღირებულად. მაგრამ, სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს სამშობლოში მე უცხოდ აღმიქვეს.
მე უცხოდ აღმიქვამენ იქ, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ. ჩვენ როდის გავხდით ისეთი საზოგადოება, რომელიც სამშობლოს განვსაზღვრავთ ეთნოსის, რელიგიის მიხედვით?! ჩვენ ერთად შევქმენით ეს სამშობლო, ერთად ვიბრძოლეთ მისთვის. როგორ შეიძლება, ადამიანის საკუთარი სახლში უცხო იყოს?!
არა, მე არ გავჩუმდები. ვინ არ იცის საკუთარი წარსული? მე არ დავუშვებ, ჩემი წინაპრები ისე დაამცირონ, რადგან მეც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, არ აქვს მნიშვნელობა რელიგიას, რასას, ეროვნებას. მე ამ ქვეყნის მოქალაქე, შვილი ვარ. მინდა, იცოდეთ რომ, მე ეს ქვეყანა, ჩემი სამშობლო ძალიან მიყვარს და იცოდეთ, რომ არც ერთი შვილი მშობლებს არსად არ დატოვებს, არ წავა არსად.