Əvvəlki dövrdə olduğu kimi, müasir dövrdə də qadın olmaq çox çətindir. Qadınlarla bağlı çoxlu stereotiplər var, hətta 21-ci əsrdə belə qızların təhsil alması çox vaxt problem yaradır, lakin bütün stereotipləri qırmış, təhsil uğrunda mübarizə aparmış, təhsil almış və qadın hüquqları uğrunda mübarizə aparan və digər qadınlara nümunə olan qadınlar var, hansılar ki, eləcə də digər qızların təhsil alması üçün çalışır.
İndi isə mənim üçün rol model olan qadın haqqında qısaca danışmaq istəyirəm.
Təhsilə ən çox önəm verən, təhsilin qiymətini bilən, təhsil ala bilmirsə, övladını təmin etməyə çalışan, təhsil üçün sona qədər mübarizə aparan, psixoloji cəhətdən güclü, bunu bilən mənim üçün nümunədir. Elə qadın, tək olanda belə çox güclüdür, öz gəlir mənbəyinə malikdir, pulunu necə qazanacağını bilir, müstəqil yaşaya bilir, heç kimə qulaq asmır, məqsədyönlüdür, məqsədə çatmaq üçün hər şeyi edir. Və mənim üçün örnək qadın, örnək övlad böyüdən, örnək qadındır.
Bunlar mənim üçün nümunə olan xüsusiyyətlərdir və bütün bu xüsusiyyətlər anamda var. Düzdür, tam təhsil almadı, amma mənim təhsil almam üçün əlindən gələni etdi, mənim gəlirim olması üçün, heç vaxt arzularımdan əl çəkmədi. Həmyaşıdlarımın valideynlərinin azyaşlı qızı üçün toy planlaşdırmağa pulu olanda, amma qızılarının təhsil alması üçün pulum olmadığını desələr də, anam minimum gəliri ilə anam özünü tamam başqa apardı: mənəşərait yaratdı ki, bütün çətinliklərə baxmayaraq universitetə qəbul olum.
İndi o adamlar mənimlə fəxr edirlər, amma bilmirlər ki, övladlarını imkan yaratsalar idi, öz övladları ilə fəxr edərdilər, başqasının övladı ilə yox.
Müəllif: Pəri İsmailova
„ჩემთვის მისაბაძი ქალი“
როგორც ადრე, თანამედროვეობაშიც ძალიან ძნელია ქალის ყოფა. ბევრი სტერეოტიპია ქალთა მიმართ, უკვე 21-ე საუკუნეშიც კი ხშირად პრობლემაა გოგოებისთვის განათლების მიღება, თუმცა არის ისეთი მისაბაძი ქალები, რომლებმაც დაარღვიეს ყველა სტერიოტიპი, იბრძოლეს განათლებისთვის, მიიღეს განათლება და ქალთა უფლებებისთვის იბრძვიან, ცდილობენ, რომ ყველა გოგომ შეძლოს განათლების მიღება.
ახლა მინდა, მოკლედ ვისაუბრო ჩემთვის მისაბაძ ქალზე.
ჩემთვის მისაბაძი ქალი არის ის, ვინც ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევს განათლებას, იცის განათლების ფასი, თვითონ თუ ვერ მიიღო განათლება, ცდილობს, რომ თავის შვილებს მაინც ჰქონდეთ ამის საშუალება, ბოლომდე იბრძვის განათლებისთვის, არის ფსიქოლოგიურად ძლიერი, იცის, რომ ძალიან ძლიერია მაშინაც კი, როცა მარტოა, თავისი შემოსავლის წყარო აქვს, იცის, როგორ იშოვოს თავისი ფული, დამოუკიდებლად შეუძლია ცხოვრება, არ უსმენს არავის, არის მიზანდასახული, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიაღწიოს მიზანს. და ჩემთვის მისაბაძი ქალი არის ის, ვინც ზრდის მისაბაძ შვილს, მისაბაძ ქალს.
ეს არის ჩემთვის მისაბაძი ქალის მახასიათებლები და ეს ყველა მახასიათებელი აქვს დედაჩემს. მართალია, მან ვერ მიიღო სრულფასოვანი განათლება, მაგრამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე მიმეღო განათლება, მქონოდა ჩემი შემოსავალი, არასდროს უარი არ უთქვამს ჩემს ოცნებებზე. მიუხედვად იმისა, რომ დედიკოს ჰქონდა მინიმალური შემოსავალი, როცა ჩემი თანატოლების მშობლებს ჰქონდათ ფული, რომ დაეგეგმათ თავიანთი არასრულწლოვანი ქალიშვილისთვის ქორწილი, მაგრამ ამბობდნენ, ფული არ მაქვს, რომ ჩემმა გოგომ განათლება მიიღოსო, დედა სულ სხვანაირად მოიქცა: მომცა უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობა, მიხედავად ყველა სირთულისა.
ახლა ის ადამიანები ამაყობენ ჩემით, მაგრამ არ იციან, რომ თუ დააცლიდნენ შვილებს, თავიანთი შვილებით იამაყებდნენ და არა – სხვისი შვილით.
ავტორი: ფერი ისმაილოვა