Gürcüstan ailə qanunvericiliyi yalnız Mülki Aktların Qeydiyyatı Orqanında qeydiyyata alınan evlilikləri tanıyır. Ər-arvad arasında hüquq və öhtəliklər yalnız bundan sonra mövcud olur, lakin evliliyin məcburi qeydiyyatı tələbinə riayət olunsa da, qeydiyyat zamanı evliliyi istisna edən şərtlər pozulduqda, evlilik batil olaraq sayılır.
Evliliyin batil sayılması dedikdə, evlilik-ailə əlaqələrinin başlanğıcdan düzgün formalaşmaması nəzərdə tutulur. Yəni evliliyin vacib şərtləri pozulduğda, evlilik zamanı maneə törədən şərtlərin ortaya çıxması və ya nikahın əsas məqsəd və niyyətinin real ailə qurmaq olmadığı təqdirdə evlilik batil olaraq sayılır.
Gürcüstan qanunvericiliyinə görə, məhkəmə qeydə alınmış evliliyi növbəti səbəblərə əsasən batil hesab edə bilər:
1. Tərəflərdən biri başqa evlilikdə olduğu təqdirdə bu şəxslər arasındaki nikah batildir. Bu halda, digər həyat yoldaşının sözügedən faktı, yəni həyat yoldaşının başqa bir evlilikdə olduğunu bilib-bilməsinin heç bir əhəmiyyəti yoxdur və digər həyat yoldaşının bu həqiqəti bilməməsinə baxmayaraq yenə də evlilik batil sayılır.
2. Əsas və ikinci dərəcəli qohumlar arasında baş verən evlilik batil hesab edilir. Bu halda da evliliyin qeydiyyatdan keçirildiyi əsnada tərəflərin bu faktı bilib-bilməməsinin heç bir əhəmiyyəti yoxdur.
3. Bioloji və qeyri bioloji bacı-qardaşlar arasında qeydə alınan evlilik batil hesab edilir. Burada da onların məlumatlılığının heç bir əhəmiyyəti yoxdur.
4. Övladlığa götürənlə övladlıq götürülmüş şəxs arasında baş verən evlilik batil hesab edilir. Bu şəxslər arasında baş verən evlilikdə qanla əlaqədar mənfi nəticələrin istisna edilməsindən asılı olmayaraq evlilik batil sayılır.
5. Məhkəmə tərəfindən cütlüklərdən birinin ruhi xəstəlik və ya əqli problemli olduğu təstiqləndiyi və bu səbəblə digər şəxsin dəstəkçi olaraq qeydə alındığı təqdirdə, bu şəxslər arasında qeydə alınan evlilik batil hesab edilir.
Evlilik qeydiyyatı zamanı həyat yoldaşlarından birinin sağlamlıq vəziyyətini gizlətməsi də evliliyin pozulması üçün əsasdır. Beləliklə, bu vəziyyətdə digər həyat yoldaşın sağlamlığını gizlətməsi, həyatı və ya gələcəkdə dunyaya gələcək uşağın təhlükə altında olması ilə əlaqədardır.
Bütün bunlara əlavə olaraq, vacib komponentlərdən biri də “könüllülük”-dür. Bu komponent ödənilmədiyi təqdirdə, evlilik batil sayılmalıdır. Bu, Gürcüstanın ali qanunu konstitusiyada nəzədə tutulumuş tələbdir. Gürcüstan konstitusiyasına əsasən, ailə qurmaq üçün həyat yoldaşlarının birlik bərabərliyinə və könüllülüyünə əsaslanır. Buna görə də, evliliyin pozulmasının ciddi səbəbi könüllü evlilik prinsipinin tapdalanmasıdır, çünki həqiqi evlilik cütlüyün qarşılıqlı razılıq və iradəsini sərbəst şəkildə ifadə etməsinə əsaslanır.
Nikahın batilliyini kim elan edir?
Qeyd etmək lazımdır ki, Gürcüstan qanunvericiliyinə əsasən, nikahın batil hesab edilməsi yalnız məhkəmənin səlahiyyətindədir və müvafiq məhkəmə qərarı olmadıqca kiminsə nikahı pozulmuş hesab etmə hüququ yoxdur.
Nikahın pozulmasının bütün şərtləri daimidirmi ?
Evliliyin qanuni olması üçün maneə yaradan hallarının çoxu daimi deyil və aradan qaldırıla bilər. Evliliyin pozulmasından sonra, bu pozulmaya səbəb olan əsaslar aradan qalxarsa, əvvəllər evlilikdə olan şəxslər ümumi qaydaya əsasən yenidən evlənə bilərlər. Yenidən evlənmək üçün qeydiyyat orqanına evliliyin pozulması haqqında şəhadətnamə təqdim etmək lazımdır.
Müəllif: Ayhan Həsənov
—————————
ქორწინების ბათილობა
საქართველოს საოჯახო კანონმდებლობა ცნობს მხოლოდ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში რეგისტრირებულ ქორწინებას. მხოლოდ ამის შემდეგ წარმოეშობათ მეუღლეებს უფლებები და მოვალეობები, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ დაცულია მოთხოვნა ქორწინების სავალდებულო რეგისტრციის შესახებ, ქორწინება შეიძლება გახდეს ბათილი, თუ მისი რეგისტრაციისას დარღვეულია ის პირობები, რომელთა არსებობაც გამორიცხვას ქორწინებას.
ბათილობის დროს იგულისხმება, რომ საქორწინო-საოჯახო ურთიერთობა თავიდანვე არ ყოფილა წარმოშობილი. ანუ ქორწინების ბათილობა დგება მაშინ, როდესაც დარღვეულია ქორწინების აუცილებელი პირობები, ან ქორწინება მოხდა ისეთი დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობისას, რომლის დროსაც ქორწინება აკრძალულია ან ქორწინება მოხდა ისეთი მთავარი მიზნის და განზრახვის გარეშე, როგორიცაა ნამდვილი ოჯახის შექმნა.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასამართლომ შეიძლება ბათილად ცნოს ისეთი ქორწინება, რომელიც გაფორმდა:
1. იმ პირებს შორის, რომელთაგანაც ერთი სხვა ქორწინებაში იმყოფებოდა. ამ შემთხვევაში, იმ გარემოებას, იცოდა თუ არა მეორე მეუღლემ აღნიშნულის ფაქტის, ანუ მისი მეუღლე სხვა ქორწინებაში იმყოფება, მნიშვნელობა არ აქვს და, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მეუღლემ არ იცოდა ამ ფაქტის შესახებ, მაინც ბათილად ითვლება.
2. პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავებს შორის. ამ შემთხვევაშიც, იმ ფაქტს, რომ დაქორწინების დროს მათ ამის შესახებ არ იცოდნენ, მნიშვნელობა არა აქვს.
3. ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის. აქაც მათ ცნობადობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
4. მშვილებელსა და ნაშვილებს შორის, მიუხედავად იმისა, მათ შორის ქორწინებისას გამორიცხულია სისხლთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგები.
5. იმ პირებს შორის, რომელთაგანაც თუნდაც ერთ-ერთი სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად.
ასევე ქორწინების ბათილად აღიარების საფუძველია ერთ-ერთი მეუღლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამალვა ქორწინების რეგისტრაციის დროს. ამ პირობას განაპირობებს ის, რომ ასეთ დროს საფრთხე ექმნება მეორე მეუღლის ჯანმრთელბას ან სიცოცხლეს და მომავალ ბავშვს.
გარდა ამ ყველაფერისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია „ნებაყოფლობითობა“. ამ კომპონენტის დაუცველობის შემთხვევაში, ქორწინება ბათილად უნდა ჩაითვალოს. ეს არის უზენასესი კანონი, კონსტიტუციით გათვალიწინებული. საქართველოს კონსტიუციის თანახმად, ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. აქედან გამომდინარე, ქორწინების გაბათილების სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს მექორწინეთა ნებაყოფლობის პრინციპის დარღვევა, ვინაიდან ნამდვილ ქორწინებას საფუძვლად უდევს მექორწინეთა მიერ ურთიერთთანხმობის და ნება-სურვილის თავისუფალი გამოვლინება.
ვინ აცხადებს ქორწინებას ბათილად ?
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქორწინების გაბათილება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა და არავის აქვს უფლება, ქორწინება ჩათვალოს გაბათილებულად, თუ არ იქნება სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
არის თუ არა მუდმივი ქორწინების ბათილობის ყველა გარემოება?
ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების უმრავლესობა არ არის მუდმივი ხასიათის და შესაძლებელია მათი მოსპობა. ქორწინების გაბათილების შემდეგ თუ მოისპო ის გარემოება, რომლის საფუძველზეც ქორწინების ბათილობა მოხდა, შესაძლოა, ადრე ქორწინებაში მყოფი პირები საერთო წესის მიხედვით ხელახლა დაქორწინდნენ. ხელახალი დაქორწინებისათვის აუცილებელია ქორწინების ბათილობის მოწმობის წარდგენა სარეგისტაციო ორგანოში.
ავტორი: აიჰან გასანოვი