Blog-lar

Oğurlanmış arzular

Bildiyimiz kimi cəmiyyətimizin nə qədər inkişaf etməkdə olmasına baxmayaraq, hələ də bəzi bölgələrimizdə qızlarımızın təhsil almalarına mənfi münasibət bəslənir.
Tez-tez eşitdiyim ifadələrdən biri budur ki, qız nədir oxumaq nədir,qızın yeri mətbəxdi, bir imaknlı ailəyə gəlin gedər xoşbəxt olar və.s Belə bir düşüncə tərzi ilə bəzi valideynlər övladlarının təhsil almalarına müxtəlif maneələr törədirlər. Çox təssüf ki, bu tərz sözlər həmin insanlar tərəfindən məktəbdə oxuduğum zamanlardan indiyədək mənə də çox deyilib, lakin bu sözlər məni təhsil almaq qərarımdan döndərə bilmədi.
Bir ay bundan qabaq şahidi olduğum bir hadisə isə məni verdiyim qərarın nə dərəcədə doğru olduğuna inandırdı. Həmin hadisə belədir. Günlərdən bazarertəsi idi. Univeristet imtahanına hazirlaşan bacımı hazırlığa aparırdım. Dayanacaqda avtobus gözləyirdik, çox keçmədi ki bir neçə qadın da bizə qoşuldu. Bir neçə dəqiqədən sonra qadınlardan biri hansının ki büruzə verməməyə çalişsada üzündən dərin bir kədər hiss olunurdu. Mənə yaxınlaşıb kim olduğumu soruşdu, mən kim olduğumu ona deyən kimi qadın məni tanıdı və kədərli bir səs tonuyla dedi: – Tanıdım səni qızım, sən mənim qızım Ayselin bağça yoldaşı olubsan. Bir neçə dəqiqə söhbət etdik mən ona özüm haqqımda danışdım harada oxuduğumu, gələcəkdə hansı sənətə yiyələnəcəyimi və s.
Ayselin necə olduğunu soruşduqda isə qadın cavabında “Nə deyim ay bala, üç il bundan qabaq evləndirdik 16 yaşında, dedik gözəl ailədi evlənsin, evləndirməz olaydım.”- dedi. Qadının işlətdiyi bu ifadədən nəyinsə qaydasında olmadığını anladım və nə baş verdiyini soruşdum. Aldığım cavabdan sonra mənə məlum oldu ki qızı ailə zorakılığına məruz qalırmış hər gün, hətta bir neçə gün bundan qabaq 1 yaşlı körpəsi ile evdən qovublar.
Nə edəcəyini bilməyən, çarəsiz, hüzndən gözləri dolan ana yanındakı qadınlara məni göstərib dedi: “Keşkə vaxtında dinləsəydim balamı, erkən evlendirməsəydim, hər gün mənə yalvarırdı ana mən oxumaq istəyirəm, müəllim olmaq istəyirəm mənim arzumu əlimdən alma. İndi gör onun yaşıdı qızlar oxuyurlar, sənət yiyəsi olurlar, məndəki balamın yeganə arzusunu yerinə yetirmədim, bədbəxt etdim balamı”. O an artıq sözün bitdiyi yer idi mənim üçün, nə deyəcəyimi, necə reaksiya verəcəyimi bilmirdim, Onsuzda etdiyindən peşman olan anaya nəsə deyib kədərini daha da artırmaq istəmədim.
Unutmayaq ki, təhsil hər birimiz üçün bu həyatda inkişaf etməyimiz, öz ayaqlarımız üstə durmağı bacarmağımız, hüquqlarımızı müdafiyə etməyi bacara bilməyimiz ve bir sözlə mübarizə apara bilməyimiz üçün vacib olan yeganə amildi və təhsillli qadın cəmiyyətimizin parlaq gələcəyidir.
Müəllif: Zeynəb Əsgərova.
——————————————————
წართმეული ოცნებები
როგორც ვიცით, მიუხედავად ჩვენი საზოგადოების განვითარებისა, ზოგიერთ რაიონში გოგონების სწავლის მიმართ ჯერ კიდევ არსებობს ნეგატიური დამოკიდებულება. ერთ-ერთი გამოთქმა, რომელიც ხშირად მესმის, ის არის, რომ გოგოს არ სჭირდება სწავლა, მისი ადგილი სამზარეულოშია; გათხოვდება ერთ მდიდარ ბიჭზე და ბედნიერი იქნებაო. ასეთი აზროვნების მქონე მშობლები განათლების მიღებაში სხვადასხვა დაბრკოლებებს უქმნიან თავიანთი შვილებს.
სამწუხაროდ, ასეთ სიტყვებს სკოლის პერიოდიდან დღემდე მეც ხშირად მეუბნებიან. მიუხედავად ამ სიტყვებისა, მე მაინც არ შევცვალე განათლების მიღების გადაწყვეტილება, ერთი თვის წინ მომხდარმა მოვლენამ კი დამარწმუნა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში.
მოგიყვებით ამ მოვლენაზე. ორშაბათი იყო. უნივერსიტეტის გამოცდისთვის მოსამზადებლად ჩემი და მიმყავდა მასწავლებელთან. გაჩერებაზე ავტობუსს ველოდებოდით. ცოტა ხნის შემდეგ რამდენიმე ქალი შემოგვიერთდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც სახეზე ღრმა სევდა ეტყობოდა, მომიახლოვდა და მკითხა ჩემს ვინაობაზე. როგორც კი ვუთხარი, ვინ ვიყავი მან მიცნო და მითხრა, გიცანი, შვილო, შენ ჩემი ქალიშვილის ბაღის მეგობარი იყავი, სულ ერთად დადიოდით ბაღშიო. რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ. მე მას მოვუყევი ჩემ შესახებ, სად ვსწავლობ, მომავალში რა პროფესიას დავეუფლები და ა. შ. კითხვაზე, როგორ იყო აისელი, მან მიპასუხა: – რა ვთქვა, შვილო, 3 წლის წინ 16 წლის ასაკში გავათხოვეთ, ვფიქრობდით, რომ კარგი ბიჭი იყო… დაქორწინდნენ, მაგრამ ნეტავ არ გათხოვილიყო…
ამ სირტვებიდან მოვხვდი, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. ვკითხე მომხდარზე და მიღებული პასუხის შემდეგ გავიგე, რომ მისი შვილი ოჯახში ძალადობას ექვემდებარებოდა, რამდენიმე დღის წინ კი თავისი ერთი წლის ბავშვთან ერთად სახლიდან გააძევეს.
თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე დედას, რომელმაც არ იცოდა, რა გაეკეთებინა. მან გვერდით მყოფ ქალებს უთხრა, ნეტა დროზე მომესმინა ჩემი შვილისთვის, დიდი შეცდომა დავუშვი, ადრე რომ გავათხოვეო. სულ მეუბნებოდა, დედა, სწავლა მინდა, მასწავლებელი მინდა გავხდე, ნუ წამართმევ ჩემს ოცნებასო. ახლა ნახეთ, მისი თანატოლები სწავლობენ, რაიმე პროფესიას ეუფლებიან, კარგი მომავალი აქვთ, მე კი არ ავუსრულე ჩემ შვილს მისი ერთადერთი ოცნება, გავაუბედურეო.
არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, როგორ მოვქცეულიყავი, რა მეთქვა დედისთვის, რომელიც უკვე ნანობდა ჩადენილს – არ მინდოდა, მისთვის დარდი დამემატებინა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განათლება თითოეული ჩვენგანისთვის არის განვითარების, საკუთარი უფლებების დაცვისა და ამ ცხოვრებაში ბრძოლის ერთადერთი გზა, განათლებული ქალი კი ჩვენი საზოგადოების ნათელი მომავალია.
ავტორი: ზეინაბ ასკაროვა